მთავ­რო­ბის მი­ერ დამ­ტკი­ცე­ბულ „სა­ხელ­მწი­ფო ენ­ის სტრა­ტე­გი­ას“ პრო­ფე­სო­რი გი­ორ­გი გო­გო­ლაშ­ვი­ლი ასე ეხ­მა­ურ­ება: „მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი მოვ­ლე­ნაა: მთავ­რო­ბამ და­ამ­ტკი­ცა „სა­ხელ­მწი­ფო ენ­ის სტრა­ტე­გია (ერ­თი­ანი პროგ­რა­მა) 2021-2030“. სა­უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტო გა­ნათ­ლე­ბის ინ­ტე­რე­სე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე ერთ ფაქ­ტზე გა­ვა­მახ­ვი­ლებ ყუ­რადღე­ბას: „სა­ხელ­მწი­ფო ენ­ის შე­სა­ხებ კა­ნო­ნის“ (2015 წ.) მოთხოვ­ნის შე­სა­ბა­მი­სად „სტრა­ტე­გი­აში“ გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ყუ­რადღე­ბაა გა­მახ­ვი­ლე­ბუ­ლი „სა­ხელ­მწი­ფო ენ­ის ფლო­ბა­ზე“ და „ქარ­თუ­ლი ენ­ის სწავ­ლე­ბა­ზე“. ხაზ­გას­მუ­ლია, რომ „სა­ხელ­მწი­ფო ენ­ის ცოდ­ნის სა­ბაზ­რო მოთხოვ­ნი­ლე­ბა და­ბა­ლია“ (გვ. 45). უმ­ძი­მე­სი სუ­რა­თია და­ხა­ტუ­ლი ქარ­თუ­ლი ენ­ის ცოდ­ნი­სა და სწავ­ლე­ბის მდგო­მა­რე­ობ­ის თვალ­საზ­რი­სით (გვ. 40-47); რომ „ქარ­თუ­ლი ენ­ის სწავ­ლე­ბის ხა­რის­ხი არ არ­ის უზ­რუნ­ველ­ყო­ფი­ლი ენ­ის ფლო­ბის სტან­დარ­ტზე და ფუძ­ნე­ბუ­ლი შე­მოწ­მე­ბის სის­ტე­მით“ (გვ. 45).

ვრცლა­დაა მსჯე­ლო­ბა უმ­აღ­ლეს სას­წავ­ლებ­ლებ­ში ქარ­თუ­ლის ცოდ­ნა-სწავ­ლე­ბა­ზე. „სა­უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტო სა­ფე­ხურ­ზე ქარ­თუ­ლი ენ­ის ფლო­ბი­სა და წიგ­ნი­ერ­ებ­ის და­ბალ დო­ნე­ზე“ (იქ­ვე); სწო­რია დას­კვნა: „ყვე­ლა უმ­აღ­ლეს სას­წავ­ლე­ბელ­ში ქარ­თუ­ლი ენ­ის პრაქ­ტი­კუ­ლი კურ­სე­ბის არ­არ­სე­ბო­ბა (გარ­და პრო­ფი­ლუ­რი ფა­კულ­ტე­ტე­ბი­სა) უმ­აღ­ლეს სას­წავ­ლებ­ლის სტუ­დენ­ტებ­ში ვერ უზ­რუნ­ველ­ყოფს აბ­იტ­ური­ენ­ტო­ბის დროს შე­ძე­ნი­ლი ცოდ­ნის გან­მტკი­ცე­ბა­სა და გან­ვი­თა­რე­ბას“ (გვ.45).

სტრა­ტე­გი­აში სა­მარ­თლი­ან­ად არ­ის შე­ნიშ­ნუ­ლი ის­იც, რომ ქარ­თუ­ლი ენ­ის კურ­სს ვერ შეც­ვლის „აკ­ად­ემი­ური წე­რა“: „დღეს დღე­ობ­ით უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტე­ბის თით­ქმის ყვე­ლა ფა­კულ­ტეტ­ზე ის­წავ­ლე­ბა სა­გა­ნი „აკ­ად­ემი­ური წე­რა“, რო­მე­ლიც სა­ვალ­დე­ბუ­ლო სა­ფა­კულ­ტე­ტო სა­გა­ნია, თუმ­ცა აღ­ნიშ­ნუ­ლი სა­გა­ნი, ძი­რი­თა­დად, მი­მარ­თუ­ლია კვლე­ვის სტრუქ­ტუ­რა­ზე და ნაკ­ლე­ბად მო­იც­ავს აკ­ად­ემი­ური წე­რის ენ­ობ­რივ სა­კითხებს.“(გვ.45)

ყო­ვე­ლი­ვე ეს სწო­რია და კარ­გა­დაა აღ­ნიშ­ნუ­ლი, მაგ­რამ აუც­ილ­ებ­ელია ამ­ას მოჰ­ყვეს პრაქ­ტი­კუ­ლი ნა­ბი­ჯე­ბი:

„სტრა­ტე­გი­ის“ სა­ფუძ­ველ­ზე მთავ­რო­ბამ (!) უნ­და მი­იღ­ოს დად­გე­ნი­ლე­ბა ქარ­თუ­ლი ენ­ის სა­ყო­ველ­თაო სა­უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტო კურ­სის აღ­დგე­ნი­სა, რო­მე­ლიც ყოვ­ლად უს­აფ­უძ­ვლოდ გააუქმა „ნაც­მოძ­რა­ობ­ის“ ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ 2005 წელს… და ეს უნ­და მოხ­დეს, რაც შე­იძ­ლე­ბა, მა­ლე, რომ უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტის კურ­სდამ­თავ­რე­ბულ­მა ისე იც­ოდ­ეს სა­ხელ­მწი­ფო ენა, რო­გორც ეკ­ად­რე­ბა, ერ­თი მხრივ, ქარ­თულ უნ­ივ­ერ­სი­ტეტს და, მე­ორე მხრივ, – ქარ­თულ ენ­ას!“