ქარ­თუ­ლი ჟურ­ნა­ლის­ტი­კის დღე, 21 მარ­ტი, სრუ­ლი­ად სა­ქარ­თვე­ლოს ჟურ­ნა­ლის­ტებს სამ­თავ­რო­ბო თუ არ­ას­ამ­თავ­რო­ბო სტრუქ­ტუ­რებ­მა და სხვა­დას­ხვა სფე­როს წარ­მო­მად­გენ­ლებ­მა მი­ულ­ოც­ეს. ას­ეთ დღეს მი­ლოც­ვე­ბი სჭარ­ბობს ხოლ­მე კრი­ტი­კას, რა­საც, ბო­ლო დროს, ხში­რად იმ­სა­ხუ­რებს ქარ­თუ­ლი მე­დია. პრობ­ლე­მებ­სა და გა­მო­სა­ვალ­ზე ხე­ლოვ­ნე­ბის სა­სახ­ლის გე­ნე­რა­ლუ­რი დი­რექ­ტო­რი, ის­ტო­რი­კო­სი, ჟურ­ნა­ლის­ტი გი­ორ­გი კა­ლან­დია გვე­სა­უბ­რე­ბა:

 

ის, რა­საც ჩვენ­თან ეძ­ახი­ან თა­ვი­სუ­ფალ ჟურ­ნა­ლის­ტი­კას, ხში­რად აღ­მოჩ­ნდე­ბა
აგ­რე­სი­ული პრო­პა­გან­და

მე არ ვუ­ყუ­რებ ტე­ლე­ვი­ზორს, რად­გან ჩემ­თვის ძა­ლი­ან გა­მა­ღი­ზი­ან­ებ­ელია ჟურ­ნა­ლის­ტე­ბის მი­ერ თავ­სმოხ­ვე­ული დას­კვნე­ბი. მირ­ჩევ­ნია, ვნა­ხო ინ­ფორ­მა­ცია და, ამ ინ­ფორ­მა­ცი­იდ­ან გა­მომ­დი­ნა­რე, თვი­თონ გა­მო­ვი­ტა­ნო დას­კვნა. რი­სი ბრა­ლია ეს? ეს იმ­ის ბრა­ლია, რომ ჩვენს ქვე­ყა­ნას არ აქ­ვს თა­ვი­სუ­ფა­ლი ჟურ­ნა­ლის­ტი­კის დი­დი ტრა­დი­ცია. არ­სე­ბო­ბენ ქვეყ­ნე­ბი, რომ­ლებ­საც სა­უკ­უნ­ეზე მე­ტია, აქ­ვთ ეს გა­მოც­დი­ლე­ბა. ის, რა­საც ჩვენ­თან ეძ­ახი­ან თა­ვი­სუ­ფალ ჟურ­ნა­ლის­ტი­კას, ხში­რად აღ­მოჩ­ნდე­ბა აგ­რე­სი­ული პრო­პა­გან­და. ზოგ­ჯერ მე­ში­ნია ხოლ­მე, რეს­პონ­დენ­ტებს ხე­ლი­თაც არ შე­ეხ­ონ. აქ­ამ­დე, მგო­ნი, ბევ­რი არ გვიკ­ლია. ვფიქ­რობ, არ არ­ის კარ­გი მდგო­მა­რე­ობა.

რო­დე­საც ჩვენს ჟურ­ნა­ლის­ტებს ვუ­ლო­ცავთ პრო­ფე­სი­ულ დღე­სას­წა­ულს, ამ­ას­თა­ნა­ვე, დი­დი სურ­ვი­ლია, რომ ვნა­ხოთ ობი­ექ­ტუ­რი ჟურ­ნა­ლის­ტი­კა — არც სა­ხე­ლი­სუფ­ლო და არც ოპ­ოზ­იცი­ის მე­დია; რომ მე­დია იყ­ოს ქვეყ­ნის, ჩვე­ნი სა­ზო­გა­დო­ებ­ის ინ­ფორ­მი­რე­ბუ­ლო­ბის მხა­რეს და არა ხე­ლი­სუფ­ლე­ბის ან ოპ­ოზ­იცი­ის გვერ­დით. სი­ნამ­დვი­ლე­ში ძა­ლი­ან დი­დი ნაკ­ლე­ბო­ბა გვაქ­ვს, რომ მი­ვი­ღოთ ინ­ფორ­მა­ცია ყო­ველ­გვა­რი ინ­ტერ­პრე­ტა­ცი­ის გა­რე­შე. მოზღვა­ვე­ბუ­ლია ყალ­ბი ინ­ფორ­მა­ცია — ამ­ას არ­ცერ­თი მხა­რე არ უარ­ყოფს. ას­ეთი ამ­ბე­ბის მი­ზა­ნია სა­ზო­გა­დო­ებ­ის ხში­რად და­ზაფ­ვრა.


ამ
ცოდ­ვაჟა­მი­ან­ობ­ის დროს ყვე­ლა­ზე მე­ტად ზა­რალ­დე­ბა მა­ყუ­რე­ბე­ლი

ორ­ივე მხა­რე სცო­დავს და ამ ცოდ­ვა-ჟა­მი­ან­ობ­ის დროს ყვე­ლა­ზე მე­ტად ზა­რალ­დე­ბა მა­ყუ­რე­ბე­ლი. სხვა­თა­შო­რის, ერ­თა­დერ­თი, ვი­საც ვუ­ყუ­რებ, არ­ის „ევ­რო­ნი­უსი“. ყო­ველ შემ­თხვე­ვა­ში, ჩემ­თვის ყვე­ლა­ზე ობი­ექ­ტუ­რი ინ­ფორ­მა­ცია აქ­ვთ — მხო­ლოდ ინ­ფორ­მა­ცია და მე­ტი არ­აფ­ერი. ად­ამი­ან­ები დგა­ნან არ­ჩე­ვა­ნის წი­ნა­შე: უყ­ურ­ონ ტე­ლე­ვი­ზორს ან სა­ერ­თოდ არ უყ­ურ­ონ, რო­მელ­თა ნა­წილს მი­ვე­კუთ­ვნე­ბი მეც.

ჩემ­თვის, რო­გორც ყო­ფი­ლი ჟურ­ნა­ლის­ტის­თვის, რო­გორც ის­ტო­რი­კო­სის­თვის, რო­გორც მუ­ზე­უმ­ის ხელ­მძღვა­ნე­ლის­თვის, ღი­რე­ბუ­ლი და მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რომ მა­რა­დი­ული თე­მე­ბი, რომ­ლებ­ზეც დგას ქვეყ­ნის, ახ­ალ­გაზ­რდო­ბის მო­მა­ვა­ლი — ეს ყვე­ლა­ფე­რი არ­ის ყუ­რადღე­ბის მიღ­მა, მიჩ­ქმა­ლუ­ლი. მახ­სოვს, ად­რე­ული ჟურ­ნა­ლის­ტი­კის პე­რი­ოდ­ში, ჩემს დროს, იყო ხოლ­მე მე­ორე ან მე­სა­მე­ხა­რის­ხო­ვა­ნი თე­მე­ბი და ის, რაც იყო ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი. დღეს იც­ით რო­გორ არ­ის? სა­ერ­თოდ აღ­არ არ­სე­ბობს და­ხა­რის­ხე­ბა. შე­იძ­ლე­ბა, „თავ­მოყ­ვა­რე“ სა­ინ­ფორ­მა­ციო გა­მოშ­ვე­ბა ისე დამ­თავ­რდეს, რომ არ იყ­ოს მას­ში კულ­ტუ­რა, სპორ­ტი, მეც­ნი­ერ­ება; შე­იძ­ლე­ბა, ისე ჩაიაროს მთელ­მა სა­ინ­ფორ­მა­ციო გა­მოშ­ვე­ბამ, ამ თე­მებ­ზე არც გა­ამ­ახ­ვი­ლონ ყუ­რადღე­ბა. ვფიქ­რობ, ეს არ­ის ძა­ლი­ან დი­დი პრობ­ლე­მა.


ის
რაც ხდე­ბა, მხო­ლოდ ჟურ­ნა­ლის­ტე­ბის ბრა­ლია?

არ­აფ­ერი არ არ­ის კონ­კრე­ტუ­ლად ვინ­მეს ბრა­ლი. ეს არ­ის სა­ზო­გა­დო­ებ­ის ბრა­ლი. სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი მოთხოვ­ნა და დაკ­ვე­თა რა არ­ის? ვნა­ხოთ — რას აქ­ვს რე­იტ­ინ­გი? პი­რა­დად მე ამ­ის მომ­სწრე ვყო­ფილ­ვარ, რომ რე­იტ­ინ­გი აქ­ვს სკან­დალს, ტყუ­ილს. ხალ­ხი, სა­ზო­გა­დო­ება ჩა­კე­ტილ წრეს ჰგავს. რა­ტომ არ­ის ინ­ტე­რე­სი ას­ეთი ამ­ბე­ბის მი­მართ? იმ­იტ­ომ, რომ გა­ნათ­ლე­ბა და მა­რა­დი­ულ თე­მებ­ზე წვდო­მის მოთხოვ­ნი­ლე­ბა ნაკ­ლე­ბია. ყო­ვე­ლი­ვე ეს ქმნის ჩა­კე­ტილ სივ­რცეს. ჟურ­ნა­ლის­ტებს არ უნ­დე­ბათ მო­ამ­ზა­დონ ის­ეთი პრო­დუქ­ტი, რო­მელ­საც რე­იტ­ინ­გი არ აქ­ვს.

სა­ზო­გა­დო­ებ­აც უკ­ვე ვე­ღარ გა­მო­დის ამ არ­ტა­ხე­ბი­დან, რა­ღაც ჩა­კე­ტი­ლი წრი­დან. თან მე­ორე უკ­იდ­ურ­ეს­ობ­აც არ­ის ხოლ­მე, სულ ის­მის: „და­ვი­ღა­ლეთ ყო­ვე­ლი­ვე ამ უზ­ნე­ობ­ის მოს­მე­ნით“ — ეს­ეც გა­მი­გია. მაგ­რამ, სა­ბო­ლო­ოდ, რე­იტ­ინ­გი აქ­ვს იმ­ას, რი­სი მოს­მე­ნი­თაც და­იღ­ალ­ნენ. ამ თვალ­საზ­რი­სით, ძა­ლი­ან ბევ­რი სა­მუ­შაოა, რომ ეს სი­ტუ­აცია გა­მოს­წორ­დეს.


რო­გორც
კი ყალ­ბი ამ­ბე­ბის გა­მავ­რცე­ლე­ბე­ლი, მი­კერ­ძო­ებ­ული ტე­ლე­ვი­ზი­ებ­ის
რე­იტ­ინ­გი იქ­ნე­ბა ძა­ლი­ან და­ბა­ლი, ის­ინი ვერ შეძ­ლე­ბენ სა­კუ­თა­რი თა­ვის რჩე­ნას

რო­გორც კი სა­ზო­გა­დო­ებ­ას ექ­ნე­ბა მოთხოვ­ნა ობი­ექ­ტურ ინ­ფორ­მა­ცი­აზე, რო­გორც კი ყალ­ბი ამ­ბე­ბის გა­მავ­რცე­ლე­ბე­ლი, მი­კერ­ძო­ებ­ული ტე­ლე­ვი­ზი­ებ­ის რე­იტ­ინ­გი იქ­ნე­ბა ძა­ლი­ან და­ბა­ლი, ის­ინი ვერ შეძ­ლე­ბენ სა­კუ­თა­რი თა­ვის რჩე­ნას, აუც­ილ­ებ­ლად გაჩ­ნდე­ბა არ­ჩე­ვა­ნი იმ­ისა, რომ მო­ვიდ­ნენ ობი­ექ­ტუ­რი ჟურ­ნა­ლის­ტე­ბი. ვფიქ­რობ, პრობ­ლე­მა არ­ის ის­ევ სა­ზო­გა­დო­ებ­აში. სა­ზო­გა­დო­ებ­ის დაკ­ვე­თა უნ­და იყ­ოს ობი­ექ­ტუ­რი ინ­ფორ­მა­ცია. რო­დე­საც ყალბ და გა­უწ­ონ­ას­წო­რე­ბელ ამ­ბებს მა­ყუ­რე­ბე­ლი არ ეყ­ოლ­ება და ამ მე­დი­ას­აშუ­ალ­ებ­ას რე­იტ­ინ­გი არ ექ­ნე­ბა, ის ბა­ზარ­ზე გაქ­რე­ბა. სა­ნამ ეყ­ოლ­ება აქ­ტი­ური მომ­ხმა­რე­ბე­ლი, იმ­დე­ნი, რომ მთე­ლი სა­ზო­გა­დო­ება წა­ლე­კოს, ის იარ­სე­ბებს.

რე­იტ­ინ­გი ყვე­ლა­ზე მა­ღა­ლი აქ­ვს პორ­ნო-ვი­დეოებს, მაგ­რამ ამ­ას ტე­ლე­ვი­ზი­აში არ უშ­ვე­ბენ, რად­გან ეს არ­ის ეთ­იკ­ისა და მო­რა­ლის სა­კითხი. აქ­ედ­ან გა­მომ­დი­ნა­რე, ყვე­ლა­ფე­რი, რი­სი ჩვე­ნე­ბაც შე­იძ­ლე­ბა მა­ყუ­რებ­ლის მო­სა­ზი­დად, არ ნიშ­ნავს იმ­ას, რომ არ­ის მი­სა­ღე­ბი და კარ­გი.

და­ბო­ლოს, მი­ვუ­ლო­ცავ ქარ­თველ ჟურ­ნა­ლის­ტებს ჟურ­ნა­ლის­ტთა დღეს და ვუ­სურ­ვებ — შეძ­ლონ ამ ძა­ლი­ან მძი­მე გზა­ზე ისე სი­არ­ული, რომ, უპ­ირ­ვე­ლეს ყოვ­ლი­სა, იყ­ვნენ ობი­ექ­ტუ­რე­ბი. ად­ამი­ანი თუ არ­ის პა­ტი­ოს­ანი და თა­ვი­სუ­ფა­ლი, ძა­ლი­ან ძნე­ლია აიძ­ულო თქვას ტყუ­ილი, არა მარ­ტო პი­რა­დად, არ­ამ­ედ სა­ზო­გა­დო­ებ­ის დი­დი ჯგუ­ფის წი­ნა­შე. სა­ზო­გა­დო­ებ­ის დი­დი ჯგუ­ფის მოტყუ­ება არ­ის ძა­ლი­ან ცუ­დი საქ­მე. ამ­იტ­ომ, ში­ნა­გა­ნად უნ­და იყო პა­ტი­ოს­ანი, რომ ეს არ გა­აკ­ეთო. აი, ამ­ის­თა­ნა ში­ნა­გა­ნი პა­ტი­ოს­ნე­ბის მქო­ნე ად­ამი­ან­ებს ვი­სურ­ვებ­დი. არ არ­სე­ბობს თა­ვი­სუ­ფა­ლი ჟურ­ნა­ლის­ტი­კა და თა­ვი­სუ­ფა­ლი მას­მე­დია თა­ვი­სუ­ფა­ლი ჟურ­ნა­ლის­ტე­ბის გა­რე­შე.