უკ­რა­ინ­ის პრე­ზი­დენ­ტმა ვო­ლო­დი­მირ ზე­ლენ­სკიმ ევ­რო­პის შვი­დი ქა­ლა­ქის მთა­ვარ მო­ედ­ნებ­ზე შეკ­რე­ბილ ად­ამი­ან­ებს პირ­და­პი­რი ჩარ­თვის რე­ჟიმ­ში მი­მარ­თა. მან ევ­რო­პას მად­ლო­ბა გა­და­უხ­ადა თა­ნად­გო­მის­თვის და კი­დევ ერ­თხელ მო­უწ­ოდა მხარ­და­ჭე­რის­კენ.

თუ უკ­რა­ინა გაიარჯვებს, ევ­რო­პაც გა­იმ­არ­ჯვებს! თუ უკ­რა­ინა და­ეც­ემა, ევ­რო­პაც და­ეც­ემა! დღეს ყვე­ლა უკ­რა­ინ­ელ­ები ხართ. გმად­ლობთ ამ­ის­თვის! აცხა­დებს უკ­რა­ინ­ის პრე­ზი­დენ­ტი.

პარ­ლა­მენ­ტის სა­გა­რეო ურ­თი­ერ­თო­ბის კო­მი­ტე­ტის თავ­მჯდო­მა­რის მო­ად­გი­ლე გი­ორ­გი ხე­ლაშ­ვი­ლი ასე ეხ­მა­ურ­ება რუს­თა­ვე­ლის გამ­ზირ­ზე შეკ­რე­ბი­ლი სა­ზო­გა­დო­ებ­ის წი­ნა­შე მო­ნი­ტორ­ზე ორი ქვეყ­ნის პრე­ზი­დენ­ტე­ბის გა­მო­ჩე­ნას.

„ის მად­ლო­ბა, რო­მე­ლიც უკ­რა­ინ­ის პრე­ზი­დენ­ტმა გა­და­უხ­ადა მსოფ­ლიო თა­ნა­მე­გობ­რო­ბას და, მათ შო­რის, სა­ქარ­თვე­ლოს, ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი და და­სა­ფა­სე­ბე­ლია, რად­გან ად­ამი­ანი, მთავ­რო­ბა, რო­მე­ლიც კა­ტას­ტრო­ფის შუ­აგ­ულ­შია, პო­ულ­ობს დროს იმ­ის­ათ­ვის, რომ მად­ლი­ერ­ება გა­მო­ხა­ტოს. დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, ყვე­ლა, გან­სა­კუთ­რე­ბით კი რუს­თა­ვე­ლის გამ­ზირ­ზე შეკ­რე­ბი­ლი ად­ამი­ან­ები, ამ­ას იაზ­რე­ბენ და აფ­ას­ებ­ენ.

მო­ნი­ტორ­ზე სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტის სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვი­ლის გა­მო­ჩე­ნას მო­ულ­ოდ­ნე­ლო­ბის ეფ­ექ­ტი ჰქონ­და, რად­გან ეს არ იყო წი­ნას­წარ და­გეგ­მი­ლი. ვფიქ­რობ, უკ­რა­ინ­ისა და სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტე­ბის ერ­თად გა­მოს­ვლა ნიშ­ნავს იმ­ას, რომ ამ ორი ქვეყ­ნის ად­გი­ლი რე­გი­ონ­ულ უს­აფ­რთხო­ებ­აში არ­ის გვერ­დიგ­ვერდ. ჩვენ ერ­თდ მივ­დი­ვართ და­სავ­ლე­თის­კენ და მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რომ პო­ლი­ტი­კუ­რა­დაც ერ­თად ვიდ­გეთ, რი­სი გან­სა­ხი­ერ­ებ­აც იყო ორი პრე­ზი­დენ­ტის ერ­თობ­ლი­ვი მი­მარ­თვა“, – აცხა­დებს გი­ორ­გი ხე­ლაშ­ვი­ლი.

მე ვდგა­ვარ იქ, სა­დაც უნ­და ვი­ყო პრე­ზი­დენტ ზე­ლენ­სკის გვერ­დით! ქარ­თვე­ლი ერ­ის ღირ­სე­ბაა, რომ ვიდ­გეთ იქ, სა­დაც თა­ვი­სუფ­ლე­ბის­თვის, და­მო­უკ­იდ­ებ­ლო­ბის­თვის, ევ­რო­პუ­ლი მო­მავ­ლის­თვის იბ­რძვის ჩვე­ნი მე­გო­ბა­რი ქვე­ყა­ნა. თქვენ ხართ ხალ­ხი, რო­მე­ლიც ახ­ლა სა­ქარ­თვე­ლოს ღირ­სე­ბას წარ­მო­ად­გენს! სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვი­ლი.