„სა­ჭი­როა, მთავ­რო­ბამ მკა­ფი­ოდ და­აფ­იქ­სი­როს პო­ზი­ცია უკ­რა­ინ­ელი ლტოლ­ვი­ლე­ბის მი­ღე­ბის თა­ობ­აზე“, — აცხა­დებს პო­ეტი, მთარ­გმნე­ლი, თსუ-ის პრო­ფე­სო­რი გი­ორ­გი ლობ­ჟა­ნი­ძე.

„არ­სად არ მო­მის­მე­ნია სამ­თავ­რო­ბო დო­ნე­ზე გან­ცხა­დე­ბა, რომ სა­ქარ­თვე­ლო კარს უხ­სნის უკ­რა­ინ­ელ დევ­ნი­ლებს. შე­იძ­ლე­ბა მე გა­მომ­რჩა, რად­გან ყვე­ლა­ფერს თვალ­ყურს ვერ ვა­დევ­ნებ. ყო­ველ შემ­თხვე­ვა­ში, ეს ინ­ფორ­მა­ცია არ გახ­მა­ურ­ებ­ულა. თუ უკ­რა­ინ­ას ომ­ში ვერ ეხ­მა­რე­ბი ცოცხა­ლი ძა­ლი­თა და საბ­რძო­ლო მა­სა­ლით, თუ თავს იკ­ავ­ებ, რა­საც აქ­ვს გარ­კვე­ული მი­ზე­ზე­ბი, ზურ­გში დახ­მა­რე­ბას რა­ღა უდ­გას წინ. დავ­დგეთ და და­ვეხ­მა­როთ ყვე­ლა­ფერ­ში, რა­შიც შეგ­ვიძ­ლია.

მარ­თა­ლია, თა­ვად­ვე უამ­რა­ვი პრობ­ლე­მა გაქ­ვს და არ ვართ ყვე­ლაფ­რით უზ­რუნ­ველ­ყო­ფი­ლი სა­ხელ­მწი­ფო, თუნ­დაც რის­კე­ბის გათ­ვლის მხრივ საკ­მა­რი­სი ძა­ლა არ გვაქ­ვს, მაგ­რამ ვფიქ­რობ, ამ ეტ­აპ­ზე, ყვე­ლა­ფე­რი გვერ­დზე უნ­და გა­დავ­დოთ და რო­გორც შეგ­ვიძ­ლია — და­ვეხ­მა­როთ უკ­რა­ინ­ელ­ებს. ბო­ლოს და ბო­ლოს, რა­ღაც ერთ პუ­რის ნა­ჭერს, სიმ­ბო­ლუ­რად რომ ვთქვათ, გა­ვუ­ყოფთ — ნა­ხე­ვა­რი ერ­თს და ნა­ხე­ვა­რი მე­ორ­ეს, ვი­საც ყვე­ლა­ზე მე­ტად სჭირ­დე­ბა ჩვე­ნი დახ­მა­რე­ბა“, — ამ­ბობს გი­ორ­გი ლობ­ჟა­ნი­ძე.

ცნო­ბი­ლი პო­ეტი და პრო­ფე­სო­რი მი­იჩ­ნევს, რომ სა­ჭი­როა მთავ­რო­ბამ პო­ზი­ცია მკა­ფი­ოდ და­აფ­იქ­სი­როს: „პი­როვ­ნუ­ლი ინ­იცი­ატ­ივ­ებ­ის დო­ნე­ზე ზოგს აქ­ვს იმ­ის შე­საძ­ლებ­ლო­ბა, რომ ამ ად­ამი­ან­ებს და­ეხ­მა­როს, მაგ­რამ ეს სხვა რა­მაა. უკ­რა­ინ­ელ დევ­ნილ­თა ოფ­იცი­ალ­ურ მხარ­და­ჭე­რას მა­ინც სხვა რე­ზო­ნან­სი აქ­ვს და სხვა­ნა­ირ­ად შე­იძ­ლე­ბა ამ ყვე­ლაფ­რის ორ­გა­ნი­ზე­ბა. ძა­ლი­ან ბევ­რი შე­საძ­ლებ­ლო­ბა არ­სე­ბობს სამ­თავ­რო­ბო დო­ნე­ზე იმ­ისა, რომ ეს თა­ნად­გო­მა რა­ღაც­ნა­ირ­ად იყ­ოს ორ­გა­ნი­ზე­ბუ­ლი“, — აღ­ნიშ­ნავს გი­ორ­გი ლობ­ჟა­ნი­ძე.


უკ­რა­ინ­ელი
ბავ­შვის აყ­ვა­ნას რთუ­ლი პრო­ცე­დუ­რე­ბის გა­მო ვე­რა­ვინ შეძ­ლებს

„ძა­ლი­ან რომ მინ­დო­დეს უკ­რა­ინ­ელი და­ობ­ლე­ბუ­ლი პა­ტა­რას აყ­ვა­ნა, ვერ მო­ვა­ხერ­ხებ“, — ამ­ბობს გი­ორ­გი ლობ­ჟა­ნი­ძე, რო­მელ­მაც ფე­ის­ბუკ-პოს­ტზე ცო­ტა ხნის წინ აღ­ნიშ­ნა, რომ უკ­რა­ინ­ელ და­ობ­ლე­ბულ ბავ­შვს დი­დი სი­ამ­ოვ­ნე­ბით იშ­ვი­ლებ­და.

„ეს ყვე­ლა­ფე­რი მო­დი­ოდა ემ­ოცი­ური იმ­პულ­სი­დან. ყვე­ლა­ფე­რი მთავ­რდე­ბა, რო­ცა ბავ­შვი კვდე­ბა, სა­ერ­თოდ, და, მი­თუ­მე­ტეს, ომ­ში. ამ დროს ად­ამი­ანი აღ­არ ფიქ­რობ — რა შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბი გაქ­ვს. სა­ნამ შენ ცოცხა­ლი იქ­ნე­ბი, გინ­და, რომ ვი­ღაც გა­და­არ­ჩი­ნო. ჩემ ნე­ბა­ზე რომ იყ­ოს, დღე­საც მზად ვარ — იგ­ივე გა­ვი­მე­ორო, თუმ­ცა ეს დარ­ჩე­ბა მხო­ლოდ სურ­ვი­ლად, რად­გან ის­ეთი პრო­ცე­დუ­რე­ბია გა­სავ­ლე­ლი, რომ, ის­ევ და ის­ევ, მივ­დი­ვართ სამ­თავ­რო­ბო და ოფ­იცი­ალ­ურ კო­ორ­დი­ნა­ცი­ას­თან“, — აღ­ნიშ­ნავს გი­ორ­გი ლობ­ჟა­ნი­ძე.