პო­ლი­ტი­კუ­რი პარ­ტია „სტრა­ტე­გია აღ­მა­შე­ნებ­ლის“ ლი­დე­რის, პარ­ლა­მენ­ტის წევ­რის გი­ორ­გი ვა­შა­ძის თქმით, შემ­დგო­მი პე­რი­ოდ­ის გან­მავ­ლო­ბა­ში პარ­ტია, რო­გორც პო­ლი­ტი­კუ­რი ძა­ლა, და­მო­უკ­იდ­ებ­ლად აპ­ირ­ებს აქ­ტი­ურ­ობ­ას. „ვფიქ­რობთ, რომ ჩვე­ნი და­მო­უკ­იდ­ებ­ელი ნი­შა უნ­და გავ­ზარ­დოთ, რად­გან ჩვე­ნი გან­სხვა­ვე­ბუ­ლი ხელ­წე­რა არ­ის საქ­მე­ზე ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლო­ბა, იდე­ები, ინ­ოვ­აცი­ები, კონ­კრე­ტუ­ლი რე­ფორ­მე­ბის პრო­ექ­ტე­ბი. ძა­ლი­ან ბევრ რა­მეს შევ­თა­ვა­ზებთ რო­გორც ხე­ლი­სუფ­ლე­ბას, ას­ევე სა­ზო­გა­დო­ებ­ას. ბევრ ად­ამი­ანს უჩ­ნდე­ბა კითხვა – ვართ თუ არა ჩვენ „ნა­ცი­ონ­ალ­ური მოძ­რა­ობა“, თუ ვართ ცალ­კე პო­ლი­ტი­კუ­რი ძა­ლა? მო­გახ­სე­ნებთ, რომ ჩვენ და­მო­უკ­იდ­ებ­ელი პო­ლი­ტი­კუ­რი ცენ­ტრის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბას აუც­ილ­ებ­ლად შევ­ძლებთ და ამ­ის­თვის ვიბ­რძო­ლებთ. ჩვენ არ ვა­პი­რებთ წი­ნა­სა­არ­ჩევ­ნო კო­ალ­იცი­ებ­ის გა­ფორ­მე­ბას, მი­თუ­მე­ტეს, „ნა­ცი­ონ­ალ­ურ მოძ­რა­ობ­ას­თან“. „ნა­ცი­ონ­ალ­ური მოძ­რა­ობა“ შთან­თქავს ხოლ­მე სხვა პო­ლი­ტი­კურ ძა­ლებს, რომ­ლე­ბიც მას­თან თა­ნამ­შრომ­ლო­ბენ. ეს არ არ­ის გა­მარ­ჯვე­ბის­კენ გზა, რაც არა ერ­თმა არ­ჩევ­ნებ­მა აჩ­ვე­ნა. დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, რომ შევ­ძლებთ – ვი­ყოთ გან­სხვა­ვე­ბუ­ლე­ბი და სა­ინ­ტე­რე­სო ამ­ომ­რჩევ­ლის­თვის“, – ამ­ბობს გი­ორ­გი ვა­შა­ძე.

თუ რა სტრა­ტე­გი­ის ნა­წი­ლია მი­ხე­ილ სა­აკ­აშ­ვი­ლის გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი აქ­ცი­ები და აქ­ტი­ვო­ბე­ბი მი­სი პარ­ტი­ის­თვის, გი­ორ­გი ვა­შა­ძე გვპა­სუ­ხობს: „მე პირ­და­პირ გეტყვით, რომ აქ­ცი­ებ­ით მი­შას გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბის გზას ვერ ვხე­დავ. ვფიქ­რობთ, რომ ამ კრი­ზი­სი­დან გა­მო­სა­ვა­ლი არ­ის უცხო­ელ მო­სა­მარ­თლე­თა გუნ­დის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბა, რო­მე­ლიც ობი­ექ­ტურ გა­დაწყვე­ტი­ლე­ბას მი­იღ­ებს ამ­ას­თან და­კავ­ში­რე­ბით. ამ კუთხით პროგ­რესს ვერ ვხე­დავ ვერც „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ მხრი­დან და ვერც სხვა მხრი­დან, რომ რა­ღაც გა­მო­სა­ვა­ლი მო­იძ­ებ­ნოს ამ ვი­თა­რე­ბა­ში. ჩვენ არც ორ­გა­ნი­ზა­ტო­რო­ბას ვა­პი­რებთ იმ აქ­ცი­ებ­ში, სა­დაც ეს სა­კითხი იქ­ნე­ბა და­ყე­ნე­ბუ­ლი და არც გან­სა­კუთ­რე­ბულ ჩარ­თუ­ლო­ბას. ვთვლი, რომ ჩვენ­თვის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია – ვი­სა­უბ­როთ იმ სა­კითხებ­ზე, რაც ქვეყ­ნის მო­ქა­ლა­ქე­ებს აწ­უხ­ებს, ეს არ­ის: ეკ­ონ­ომ­იკა, სა­მუ­შაო ად­გი­ლე­ბი, სოფ­ლის მე­ურ­ნე­ობა, ტექ­ნო­ლო­გი­ები, ჯან­დაც­ვის სის­ტე­მა და ა.შ.“.

„სტრა­ტე­გია აღ­მა­შე­ნე­ბელს“ საკ­რე­ბუ­ლო­ებ­შიც ჰყავს წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი და მათ­თან ერ­თად პარ­ტი­ის ლი­დერს რე­გი­ონ­ალ­ური გან­ვი­თა­რე­ბის გეგ­მე­ბი აქ­ვს გან­სა­ხორ­ცი­ელ­ებ­ელი. „ქუ­თა­ისი იქ­ნე­ბა ეს, ლა­გო­დე­ხი თუ ჭი­ათ­ურა, ყველ­გან გვექ­ნე­ბა ად­გილ­ზე შეხ­ვედ­რე­ბი მო­სახ­ლე­ობ­ას­თან და სა­უბ­არი იმ­აზე – რა პერ­სპექ­ტი­ვა აქ­ვს სა­ქარ­თვე­ლოს და რი­სი გა­კე­თე­ბა შეგ­ვიძ­ლია ერ­თად? რო­გორ უნ­და დავ­ძლი­ოთ გა­ჭირ­ვე­ბა, კა­ტას­ტრო­ფუ­ლი ემ­იგ­რა­ცია? ხალ­ხი, ფაქ­ტობ­რი­ვად, გარ­ბის ქვეყ­ნი­დან. ჩვენ გა­მო­სა­ვალ­ზე ვიქ­ნე­ბით ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლე­ბი და სა­პარ­ლა­მენ­ტო ტრი­ბუ­ნა­საც გა­მო­ვი­ყე­ნებთ“, – აცხა­დებს პარ­ტი­ის ლი­დე­რი.