ჰააგის საერთაშორისო სასამართლო გენოციდის დანაშაულების პრევენციისა და დამნაშავე მხარის სასჯელის დადგენის მიზნით იწყებს საჯარო განხილვებს საქმეზე — „უკრაინა რესეთის ფედერაციის წინააღმდეგ“. მხარეების მოსმენები 2022 წლის 7-8 მარტს ჰააგის მშვიდობის სასახლეშია დაგეგმილი. მოსმენებისას განიხილება უკრაინის მიერ წარდგენილი დროებითი, გარკვეული ზომების მიღების მოთხოვნა.
COVID-19 პანდემიის გათვალისწინებით, მოსმენები ჩატარდება ჰიბრიდულ ფორმატში. სასამართლოს ზოგიერთი წევრი პირადად დაესწრება ზეპირი საქმის განხილვას იუსტიციის დიდ დარბაზში, მოსამართლეთა ნაწილის მიერ საქმის განხილვა დისტანციურ ფორმატში მოხდება.
დიპლომატიური კორპუსის წევრებს, მედიასა და საზოგადოებას საშუალება ეძლევათ მოსმენებს თვალი სასამართლოს ვებ-გვერდზე, პირდაპირი ეთერით, ასევე, გაეროს ონლაინ სატელევიზიო არხით ადევნონ.
წყარო: https://www.icj-cij.org