უკ­რა­ინ­ის გან­საც­დე­ლი სა­ქარ­თვე­ლოს­თვის იმ­დე­ნად მტკივ­ნე­ულ­ად აღ­საქ­მე­ლია, რამ­დე­ნა­დაც ამ­ის გა­მოც­დი­ლე­ბა უკ­ვე მი­ღე­ბუ­ლი გვაქ­ვს. უკ­რა­ინ­ას შიშ­მო­რე­ული სო­ლი­და­რო­ბით გულ­შე­მატ­კივ­რო­ბენ, ის­ინ­იც კი, ვი­საც ჯერ კი­დევ გუ­შინ სჯე­რო­და, რომ ომ­ამ­დე საქ­მე არ მი­ვი­დო­და. რა ძა­ლა შე­აჩ­ერ­ებს რუ­სე­თის აგ­რე­სი­ას?! რა უფ­რო ძლი­ერი აღ­მოჩ­ნდე­ბა გა­დარ­ჩე­ნის­თვის ბრძო­ლა­ში — დიპ­ლო­მა­ტია, სიფ­რთხი­ლე თუ კარ­გად და­გეგ­მი­ლი სამ­ხედ­რო წი­ნა­აღ­მდე­გო­ბა? ამ თე­მებ­ზე კო­მენ­ტა­რი სამ­ხედ­რო-ან­ალ­იტ­იკ­ური ჟურ­ნა­ლის „არ­სე­ნა­ლის“ მთა­ვარ რე­დაქ­ტორს, ირ­აკ­ლი ალ­ად­აშ­ვილს ვთხო­ვეთ.

— რი­სი მიღ­წე­ვა სურს რუ­სეთს იმ ფარ­თო­მას­შტა­ბი­ანი აგ­რე­სი­ით, რაც მან დღეს უკ­რა­ინ­ის წი­ნა­აღ­მდეგ გა­ნა­ხორ­ცი­ელა?

— დღეს უკ­ვე გა­მო­იკ­ვე­თა ის, რა­საც მთე­ლი მსოფ­ლიო ში­შით ელ­ოდა. თუ სამ­ხედ­რო თვალ­საზ­რი­სით შევ­ხე­დავთ, ანუ ძალ­თა თა­ნა­ფარ­დო­ბით, პუ­ტი­ნის მთა­ვა­რი მი­ზა­ნი კი­ევ­ზე იერ­იში, მი­სი და­კა­ვე­ბა და იქ პრო­რუ­სუ­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის დას­მაა, რო­მელ­მაც უარი უნ­და თქვას ნა­ტოს­კენ და და­სავ­ლე­თის­კენ სვლა­ზე ბე­ლო­რუ­სი­ის მსგავ­სად.

— რა პო­ზი­ცია უნ­და და­იკ­ავ­ოს სა­ქარ­თვე­ლომ ამ კონ­ფლიქ­ტის დროს? არ­ის თუ არა სა­ჭი­რო სიფ­რთხი­ლე და გო­ნივ­რუ­ლი რე­აქ­ცია ჩვე­ნი მხრი­დან?

— ჩვენ და­ვი­ნა­ხეთ, რომ რუ­სეთს არ­ავ­ით­არი სა­ბა­ბი არ ჰქო­ნია, მაგ­რამ უკ­რა­ინ­ას­თან ფარ­თო­მას­შტა­ბი­ანი ომი და­იწყო. შე­სა­ბა­მი­სად, მის­თვის არ­ავ­ით­არი სა­ბა­ბის მი­ცე­მა არ შე­იძ­ლე­ბა, ანუ არ შე­იძ­ლე­ბა იმ შეც­დო­მე­ბის გა­მე­ორ­ება, რაც ჰქონ­და 2008 წელს მა­შინ­დელ ხე­ლი­სუფ­ლე­ბას. რაც შე­ეხ­ება სა­ქარ­თვე­ლოს მოქ­მე­დე­ბას, ჩვენ თავს ზე­მოთ ვერ ავ­ხტე­ბით, რაც შეგ­ვიძ­ლია, ეს არ­ის დიპ­ლო­მა­ტი­ურ ფრონ­ტზე უკ­რა­ინ­ის აქ­ტი­ური მხარ­და­ჭე­რა. არ გვაქ­ვს არც შეიარაღება და არც სხვა რამ, რი­თაც შე­იძ­ლე­ბა უკ­რა­ინ­ას და­ვეხ­მა­როთ. ერ­თა­დერ­თი — გვრჩე­ბა მო­რა­ლუ­რი მხარ­და­ჭე­რის გზა, ან, თუ მოვ­ლე­ნე­ბის გან­ვი­თა­რე­ბა მო­ითხოვს, უკ­რა­ინ­ელი მო­სახ­ლე­ობ­ის დახ­მა­რე­ბა, ან, თუნ­დაც, დაჭ­რი­ლე­ბის ჩა­მოყ­ვა­ნა, ჰუ­მა­ნი­ტა­რუ­ლი ტვირ­თე­ბის გაგ­ზავ­ნა და ა.შ.

— სა­ქარ­თვე­ლო-რუ­სეთს შო­რის რაგ­ბის თა­მა­შის ჩაშ­ლა­ზე სა­ზო­გა­დო­ებ­აში გავ­რცე­ლე­ბულ მო­საზ­რე­ბებს რამ­დე­ნად მარ­თე­ბუ­ლად მი­იჩ­ნევთ? ხომ არ გაჩ­ნდე­ბა მატ­ჩის დროს პრო­ვო­კა­ცი­ის საფ­რთხე­ები?

— გუ­შინ ასე არ ვფიქ­რობ­დი, მაგ­რამ დღეს, მი­მაჩ­ნია, რომ ეს თა­მა­ში არ უნ­და ჩა­ტარ­დეს. კი ბა­ტო­ნო, ჩაგ­ვეთ­ვა­ლოს სა­ქარ­თვე­ლოს ნაკ­რებს და­მარ­ცხე­ბა­ში ამ მატ­ჩის ჩაშ­ლა — ეს იქ­ნე­ბა სპორ­ტუ­ლი მარ­ცხი, მაგ­რამ მო­რა­ლუ­რად ჩვენ გა­მარ­ჯვე­ბუ­ლი ვიქ­ნე­ბით! მი­თუ­მე­ტეს, იმ­ის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, რაც თქვენ ბრძა­ნეთ გარ­კვე­ულ პრო­ვო­კა­ცი­აზე, რაც ახ­ლა სა­ქარ­თვე­ლოს ნამ­დვი­ლად არ სჭირ­დე­ბა.

— უკ­რა­ინ­ის გან­საც­დელს რომ და­ვუბ­რუნ­დეთ სამ­ხედ­რო მი­მარ­თუ­ლე­ბით, რამ­დე­ნად არ­ის ის მზად ამ აგ­რე­სი­ას­თან გა­სამ­კლა­ვებ­ლად??

— გა­მომ­დი­ნა­რე ქვეყ­ნე­ბის მას­შტა­ბე­ბი­დან, გა­სა­გე­ბია, რომ რუ­სე­თი ბევ­რად ძლი­ერია ფი­ნან­სუ­რი შე­საძ­ლებ­ლო­ბით, არ­მი­ის რა­ოდ­ენ­ობ­ით და საბ­რძო­ლო ტექ­ნი­კით. გარ­და ამ­ისა, მან თით­ქმის ოთხი­ვე მი­მარ­თუ­ლე­ბით შე­უტია უკ­რა­ინ­ას. უპ­ირ­ატ­ეს­ობა ძა­ლი­ან დი­დია, თუმ­ცა უკ­რა­ინ­ას რჩე­ბა საბ­რძო­ლო ტაქ­ტი­კის ერთ-ერ­თი მი­მარ­თუ­ლე­ბა, რო­გო­რი­ცაა ტო­ტა­ლუ­რი თავ­დაც­ვა, ე.წ. პარ­ტი­ზა­ნუ­ლი ბრძო­ლე­ბი, რო­დე­საც ხდე­ბა თავ­დას­ხმა და შემ­დეგ უკ­ან სწრა­ფი გას­ვლა ბრძო­ლის ვე­ლი­დან. ამ­ის­თვის მას აქ­ვს სა­უკ­ეთ­ესო სა­შუ­ალ­ება თა­ნა­მედ­რო­ვე შეიარაღებიდან — ტან­კსა­წი­ნა­აღ­მდე­გო, ახ­ლო მან­ძილ­ზე მოქ­მე­დი სა­რა­კე­ტო კომ­პლექ­სე­ბი, რო­მელ­თა პრინ­ცი­პია — „გა­ის­რო­ლე-და­ივ­იწყე“. მათ შე­უძ­ლი­ათ პა­ტა­რა ჩა­საფ­რე­ბე­ბი მო­უწყონ ჯავ­შან-კო­ლო­ნებს და ასე გა­ვიდ­ნენ სამ­შვი­დო­ბო­ზე. თუ რუ­სეთს უპ­ირ­ატ­ეს­ობა აქ­ვს შორს მოქ­მედ იარ­აღ­ზე (ფრთო­სა­ნი რა­კე­ტე­ბი, ბა­ლის­ტი­კუ­რი რა­კე­ტე­ბი, შორს მსრო­ლე­ლი არ­ტი­ლე­რია) და აკ­ონ­ტრო­ლებს, სამ­წუ­ხა­როდ, უკ­რა­ინ­ის სა­ჰა­ერო სივ­რცეს, ამ ფონ­ზე ერ­თა­დერ­თი ტაქ­ტი­კა, რო­მე­ლიც რუ­სე­თის არ­მი­ას დიდ ზი­ანს მი­აყ­ენ­ებს, ესაა სწო­რედ ტო­ტა­ლუ­რი თავ­დაც­ვა.

— დღეს ოკ­უპ­ირ­ებ­ული ცხინ­ვა­ლის დე­ფაქ­ტო პრე­ზი­დენ­ტმა ბი­ბი­ლოვ­მა შექ­მნი­ლი სი­ტუ­აცი­იდ­ან გა­მომ­დი­ნა­რე და, ას­ევე, „სამ­ხრეთ ოს­ეთ­ის რეს­პუბ­ლი­კა­სა და რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცი­ას შო­რის მო­კავ­ში­რე­ობ­ის და ინ­ტეგ­რა­ცი­ის ხელ­შეკ­რუ­ლე­ბის“ შე­სას­რუ­ლებ­ლად და „სამ­ხრეთ ოს­ეთ­ის რეს­პუბ­ლი­კის და მი­სი მო­ქა­ლა­ქე­ებ­ის უს­აფ­რთხო­ებ­ის უზ­რუნ­ველ­სა­ყო­ფად“ გა­დაწყვი­ტა ოპ­ერ­ატი­ულშტა­ბის შექ­მნა, რო­მელ­საც თა­ვად უხ­ელ­მძღვა­ნე­ლებს. ხომ არ არ­ის ეს გზავ­ნი­ლი ჩვე­ნი მი­სა­მარ­თით?

ყვე­ლა ვხვდე­ბით, რომ სა­ქარ­თვე­ლო­დან პრო­ვო­კა­ცი­ები არ იქ­ნე­ბა, ის­ევე, რო­გორც უკ­რა­ინ­აში არ იყო, მაგ­რამ თუ რუ­სეთ­მა მო­ინ­დო­მა ამ თა­ვი­სი ე.წ. პრო­რუ­სი სე­პა­რა­ტის­ტე­ბის სა­შუ­ალ­ებ­ით, შე­უძ­ლია თი­თი­დან გა­მო­წო­ვოს რა­იმე სა­ბა­ბი და რა­ღაც ცუ­დი გა­აკ­ეთ­ოს ან და­აპ­ირ­ოს, ამ­ის­გან დაზღვე­ული, სამ­წუ­ხა­როდ, არ­ავ­ინ არ­ის. ჩვენ, რა თქმა უნ­და, არ­ავ­ით­არი სა­ბა­ბი არ უნ­და მივ­ცეთ.