მგო­ნი კითხვა არ არ­სე­ბობს სა­ერ­თოდ, ჩვენ არც ერ­თი კითხვა არ დაგ­ვი­ტო­ვე­ბია პა­სუხ­გა­უც­ემ­ელი. ჩვე­ნი მთავ­რო­ბა მტკი­ცედ და ძა­ლი­ან მკა­ფი­ოდ გა­მო­ვი­და ომ­ის დაწყე­ბის პირ­ვე­ლი­ვე დღეს და უპ­რე­ცე­დენ­ტო მხარ­და­ჭე­რა გა­მო­ხა­ტა უკ­რა­ინ­ისა და უკ­რა­ინ­ელი ხალ­ხის მი­მართ, გა­ერ­ოს რე­ზო­ლუ­ცი­ის თა­ნას­პონ­სო­რო­ბის ფორ­მით, ას­ევე, ეუთ­ოს ფარ­გლებ­ში, ევ­რო­კავ­ში­რის თუ ევ­რო­პის საბ­ჭოს ფორ­მატ­ში, ჩვენ ყველ­გან მკა­ფიო მხარ­და­ჭე­რა გა­მო­ვუცხა­დეთ ჩვენს უკ­რა­ინ­ელ მე­გობ­რებს და მო­ქა­ლა­ქე­ებს, — ამ­ის შე­სა­ხებ სა­ქარ­თვე­ლოს პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა ირ­აკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვილ­მა მარ­ნე­ულ­ში ჟურ­ნა­ლის­ტებ­თან სა­უბ­რი­სას გა­ნაცხა­და.

მთავ­რო­ბის მე­თა­ურ­მა ხა­ზი გა­უს­ვა, რომ მის­თვის, რო­გორც პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის­თვის და მთავ­რო­ბის მე­თა­ურ­ის­თვის, უზ­ენა­ესი ინ­ტე­რე­სი არ­ის სა­ქარ­თვე­ლოს და სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ებ­ის უს­აფ­რთხო­ებ­ის დაც­ვა.

„რა თქმა უნ­და, კი­დევ ერ­თხელ მინ­და გა­ვი­მე­ორო: ჩემ­თვის, რო­გორც პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის­თვის და მთავ­რო­ბის მე­თა­ურ­ის­თვის, უზ­ენა­ესი ინ­ტე­რე­სი არ­ის ჩვე­ნი ქვეყ­ნის, ჩვე­ნი მო­ქა­ლა­ქე­ებ­ის, მათ შო­რის, თქვე­ნი, ვინც ჩემს პო­ზი­ცი­ას არ ეთ­ან­ხმე­ბით, უს­აფ­რთხო­ებ­ის დაც­ვა, ჩვე­ნი მი­წა-წყლის, ჩვე­ნი ქვეყ­ნის დაც­ვა. ასე რომ, ჩვე­ნი თი­თოეული გა­დად­გმუ­ლი ნა­ბი­ჯი, გარ­წმუ­ნებთ, რომ არ­ის მი­ზან­მი­მარ­თუ­ლი იმ­ის­კენ, რომ ჩვე­ნი ქვე­ყა­ნა იყ­ოს და­ცუ­ლი და თქვე­ნი, ჩვე­ნი მო­ქა­ლა­ქე­ებ­ის უს­აფ­რთხო­ება იყ­ოს და­ცუ­ლი, სხვა მო­ტი­ვა­ცია, სხვა არ­გუ­მენ­ტი არ გვაქ­ვს, გარ­და იმ­ისა, რომ ჩვე­ნი ქვე­ყა­ნა და­ვიც­ვათ, იყ­ოს მშვი­დო­ბა და სტა­ბი­ლუ­რო­ბა.

ჩვენ გვახ­სენ­დე­ბა გმი­რო­ბის არა­ერ­თი მა­გა­ლი­თი ჩვე­ნი გმი­რე­ბის, ჩვე­ნი ჯა­რის­კა­ცე­ბის, აგ­ვის­ტოს ომ­ის დროს, უპ­რე­ცე­დენ­ტო გმი­რო­ბა გა­მო­იჩ­ინ­ეს ჩვენ­მა სამ­ხედ­რო­ებ­მა აგ­ვის­ტოს ომ­ში, ას­ევე უპ­რე­ცე­დენ­ტო ლაჩ­რო­ბა გა­მო­იჩ­ინა ყო­ფილ­მა მთა­ვარ­სარ­დალ­მა სა­აკ­აშ­ვილ­მა, რო­მელ­მაც სიმ­ხდა­ლის, ლაჩ­რო­ბის ყვე­ლა რე­კორ­დი მოხ­სნა კა­ცობ­რი­ობ­ის არ­სე­ბო­ბის მან­ძილ­ზე და, რა თქმა უნ­და, ეს­ეც ძა­ლი­ან კარ­გად გვახ­სოვს. ასე რომ, ად­ამი­ანი, რო­მელ­მაც ას­ეთი სიმ­ხდა­ლე ჩა­იდ­ინა, ეს მო­ღა­ლა­ტე­ობ­რი­ვი ჯგუ­ფი და რა­დი­კა­ლუ­რი ჯგუ­ფი, დღეს ჩვენ არ უნ­და გვას­წავ­ლი­დეს ჩვე­ნი ქვეყ­ნის სიყ­ვა­რულს“, — აღ­ნიშ­ნა ირ­აკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვილ­მა.