„რამ­დე­ნი­მე დღის წინ გავ­რცელ­და კონ­დო­ლი­ზა რა­ის­ის ინ­ტერ­ვიუ CNN-თან, სა­დაც მან კი­დევ ერ­თხელ გა­იხ­სე­ნა აგ­ვის­ტოს მოვ­ლე­ნე­ბი და კონ­დო­ლი­ზა რა­ის­მა თქვა, რომ მათ იც­ოდ­ნენ, რომ რუ­სე­თი აპ­ირ­ებ­და სა­ქარ­თვე­ლო­ში შეჭ­რას, ანუ ომ­ის თა­ობ­აზე მათ ინ­ფორ­მა­ცია მი­აწ­ოდ­ეს სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბას“, — ამ­ის შე­სა­ხებ სა­ქარ­თვე­ლოს პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა ირ­აკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვილ­მა კო­ჯორ­ში, ჟურ­ნა­ლის­ტე­ბის კითხვის სა­პა­სუ­ხოდ გა­ნაცხა­და, რო­მე­ლიც 2008 წლის აგ­ვის­ტოს ომს ეხ­ებ­ოდა.

მთავ­რო­ბის მე­თა­ურ­ის თქმით, რო­დე­საც, ამ­ის შემ­დეგ, სა­ქარ­თვე­ლოს მა­შინ­დე­ლი ხე­ლი­სუ­ფა­ლი ვერ გათ­ვლის ელ­ემ­ენ­ტა­რულს და ბრიყ­ვუ­ლად, სუ­ლე­ლუ­რად თუ ან­ტი­სა­ხელ­მწი­ფო­ებ­რი­ვად წა­მო­ეგ­ება ამ პრო­ვო­კა­ცი­ას, რა თქმა უნ­და, ეს არ­ის ღა­ლა­ტი.

„მე სხვე­ბის გან­ცხა­დე­ბებ­ზე კო­მენ­ტი­რე­ბას, რა თქმა უნ­და, არ გა­ვა­კე­თებ. მინ­და გითხრათ შემ­დე­გი: ეს არ არ­ის მხო­ლოდ ჩე­მი შე­ფა­სე­ბა, ეს არ­ის ამ­ერ­იკ­ის ხე­ლი­სუფ­ლე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბის გან­ცხა­დე­ბე­ბი და მა­თი შე­ფა­სე­ბე­ბი. რამ­დე­ნი­მე დღის წინ გავ­რცელ­და კონ­დო­ლი­ზა რა­ის­ის ინ­ტერ­ვიუ CNN-თან, სა­დაც მან კი­დევ ერ­თხელ გა­იხ­სე­ნა აგ­ვის­ტოს მოვ­ლე­ნე­ბი და კონ­დო­ლი­ზა რა­ის­მა თქვა, რომ მათ იც­ოდ­ნენ, რომ რუ­სე­თი აპ­ირ­ებ­და სა­ქარ­თვე­ლო­ში შეჭ­რას, ანუ ომ­ის თა­ობ­აზე მათ ინ­ფორ­მა­ცია მი­აწ­ოდ­ეს სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბას. რო­დე­საც, ამ­ის შემ­დეგ, სა­ქარ­თვე­ლოს მა­შინ­დე­ლი ხე­ლი­სუ­ფა­ლი ვერ გათ­ვლის ელ­ემ­ენ­ტა­რულს და ბრიყ­ვუ­ლად, სუ­ლე­ლუ­რად თუ ან­ტი­სა­ხელ­მწი­ფო­ებ­რი­ვად წა­მო­ეგ­ება ამ პრო­ვო­კა­ცი­ას, რა თქმა უნ­და, ეს არ­ის ღა­ლა­ტი. თა­ვად ამ­ერ­იკ­ის ხე­ლი­სუფ­ლე­ბის ყო­ფი­ლი ელ­ჩი, მა­ღალ­ჩი­ნოს­ნე­ბი სა­კუთ­რივ დე­პარ­ტა­მენ­ტის, დენ­ფრი­დი, ყო­ფი­ლი ელ­ჩი მა­ილ­სი და ა.შ. აცხა­დებ­დნენ, რომ აგ­ვის­ტოს ომი არ იყო გარ­და­უვ­ალი. ეს არ­ის ჩე­მი შე­ფა­სე­ბა.

კი­დევ ერ­თს გეტყვით, რომ დღეს სა­ქარ­თვე­ლო­ში ჩვენ ვა­ხორ­ცი­ელ­ებთ ერ­ოვ­ნულ, პრაგ­მა­ტულ პო­ლი­ტი­კას. ან­ტი­სახ­ლემ­წი­ფო­ებ­რი­ვი, ან­ტი­ერ­ოვ­ნუ­ლი და გა­უთ­ვლე­ლი პო­ლი­ტი­კა სა­ქარ­თვე­ლო­ში დას­რულ­და“, — აღ­ნიშ­ნა პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა.