„ჩვენს ქვე­ყა­ნას ჰყავ­და მო­ღა­ლა­ტე­ებ­იც, რომ­ლე­ბიც 1921 წელს შე­მო­უძ­ღვნენ საბ­ჭო­თა არ­მი­ას სა­ქარ­თვე­ლო­ში. სამ­წუ­ხა­როა, რომ ას­ეთი მო­ღა­ლა­ტე­ები დღე­საც მრავ­ლად გვახ­ვე­ვია თავს. ეს­ენი არი­ან ად­ამი­ან­ები, რომ­ლებ­მაც 2006 წელს ცხინ­ვა­ლის რე­გი­ონ­ში ჩა­ატ­არ­ეს ალ­ტერ­ნა­ტი­ული არ­აფ­ორ­მა­ლუ­რი არ­ჩევ­ნე­ბი, 2007 წელს აღ­ად­გი­ნეს 1990 წელს გა­უქ­მე­ბუ­ლი სამ­ხრეთ ოს­ეთ­ის ავ­ტო­ნო­მი­ური ოლ­ქის საზღვრე­ბი, კო­დო­რის ხე­ობ­ას უწ­ოდ­ეს ზე­მო აფხა­ზე­თი, დააანონსეს ცხინ­ვა­ლის რე­გი­ონ­ში სამ­ხედ­რო გზით კონ­სტი­ტუ­ცი­ური წეს­რი­გის დამ­ყა­რე­ბა, ყვე­ლა ამ ნა­ბი­ჯით რუ­სეთს შე­უმ­ზა­დეს ნი­ად­აგი ცხინ­ვა­ლის რე­გი­ონ­ისა და აფხა­ზე­თის სრუ­ლი ოკ­უპ­აცი­ის­თვის, რის შემ­დე­გაც, ევ­რო­საბ­ჭოს რე­ზო­ლუ­ცი­ის მხარ­და­ჭე­რით, სა­კუ­თა­რი ქვე­ყა­ნა და სამ­ხედ­რო ძა­ლე­ბი ომ­ის დაწყე­ბა­სა და კა­სე­ტუ­რი იარ­აღ­ით და­ბომ­ბვა­ში და­ად­ან­აშა­ულ­ეს.

იგ­ივე ად­ამი­ან­ები დღეს ყვე­ლა­ფერს აკ­ეთ­ებ­ენ, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში 2008 წლის მოვ­ლე­ნე­ბი გან­მე­ორ­დეს. სწო­რედ ამ­ის­თვის ითხო­ვენ ის­ინი სამ­ხედ­რო მოქ­მე­დე­ბებ­ში სა­ქარ­თვე­ლოს ჩარ­თვას. სწო­რედ ამ­ის­თვის ითხო­ვენ რუ­სე­თის წი­ნა­აღ­მდეგ სან­ქცი­ებ­ის შე­მო­ღე­ბას, რო­ცა თა­ვად­ვე იცი­ან, რომ ამ სან­ქცი­ებ­ის თუნ­დაც ეკ­ონ­ომ­იკ­ური შე­დე­გე­ბი რუ­სე­თის­თვის პრაქ­ტი­კუ­ლად ნუ­ლო­ვა­ნი იქ­ნე­ბა, სა­ქარ­თვე­ლოს­თვის და ჩვე­ნი მო­სახ­ლე­ობ­ის­თვის კი — ძა­ლი­ან მძი­მე. სწო­რედ ამ­იტ­ომ გვთა­ვა­ზო­ბენ ყო­ველ­დღი­ურ­ად ახ­ალ პრო­ვო­კა­ცი­ებს, რო­მელ­თა ნამ­დვი­ლი მი­ზა­ნი არა ჩვე­ნი ქვეყ­ნის პო­ზი­ცი­ებ­ის გა­მაგ­რე­ბა ან უკ­რა­ინ­ის დახ­მა­რე­ბა, არ­ამ­ედ სა­კუ­თა­რი ქვეყ­ნი­სა და ხალ­ხის­თვის ზი­ან­ის მო­ტა­ნაა.

მათ უნ­და იკ­მა­რონ ის ზი­ანი, რო­მე­ლიც ქვე­ყა­ნას მო­უტ­ან­ეს. ჩვე­ნი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბაა ვა­წარ­მო­ოთ რა­ცი­ონ­ალ­ური პო­ლი­ტი­კა და მი­ვი­ღოთ რა­ცი­ონ­ალ­ური გა­დაწყვე­ტი­ლე­ბე­ბი ჩვე­ნი ქვეყ­ნი­სა და ხალ­ხის სა­სი­კე­თოდ“, — აცხა­დებს ირ­აკ­ლი კო­ბა­ხი­ძე იმ სა­ზო­გა­დო­ებ­ის გა­სა­გო­ნად, რო­მელ­საც ქარ­თუ­ლი რა­დი­კა­ლუ­რი ოპ­ოზ­იცი­ის მოქ­მე­დე­ბე­ბის ად­ეკ­ვა­ტუ­რად შე­ფა­სე­ბას სთხოვს.