ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბისთავ­მჯდო­მა­რის ირ­აკ­ლი კო­ბა­ხი­ძის გან­ცხა­დე­ბა

ალ­ბათ, უკ­ვე ყვე­ლას­თვის ნა­თე­ლია, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში მოქ­მე­დებს ომ­ის პარ­ტია, რომ­ლის ერ­თა­დერ­თი მი­ზა­ნია, რა­მე­ნა­ირ­ად სა­ქარ­თვე­ლო ჩარ­თოს სამ­ხედ­რო კონ­ფლიქ­ტში.

სწო­რედ ამ მი­ზანს ემ­სა­ხუ­რე­ბა ფა­რუ­ლი კამ­პა­ნია, რო­მე­ლიც სან­ქცი­ებ­თან და მო­ხა­ლი­სე­ებ­ის გაგ­ზავ­ნას­თან და­კავ­ში­რე­ბით სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბის გა­დაწყვე­ტი­ლე­ბე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ წარ­მო­ებს.

სა­ზო­გა­დო­ებ­ას კი­დევ ერ­თხელ გვინ­და შე­ვახ­სე­ნოთ, რომ სამ­ხედ­რო კონ­ფლიქ­ტში სა­ქარ­თვე­ლოს ჩარ­თვა, რაც სურს ომ­ის პარ­ტი­ას ნა­ცი­ონ­ალ­ური მოძ­რა­ობ­ის სა­ხით, იქ­ნე­ბა უმ­ძი­მე­სი შე­დე­გე­ბის მომ­ტა­ნი ჩვე­ნი ქვეყ­ნის­თვის და მო­სახ­ლე­ობ­ის­თვის. შე­სა­ბა­მი­სად, ხე­ლი­სუფ­ლე­ბა გა­აკ­ეთ­ებს ყვე­ლა­ფერს, რა­თა ქვე­ყა­ნას და ქარ­თველ ხალ­ხს ომი და მი­სი გა­მო­უს­წო­რე­ბე­ლი შე­დე­გე­ბი აარ­იდ­ოს.

ომ­ის პარ­ტი­ის გან­ზრახ­ვის მო­რი­გი გა­მოვ­ლი­ნე­ბაა ახ­ალი კამ­პა­ნია, რო­მე­ლიც მათ სა­ქარ­თვე­ლო­ში მყო­ფი რუ­სი ერ­ოვ­ნე­ბის მო­ქა­ლა­ქე­ებ­ის წი­ნა­აღ­მდეგ წა­მო­იწყეს.

გან­სა­კუთ­რე­ბით შე­მაშ­ფო­თე­ბე­ლია ის გა­რე­მო­ება, რომ ამ კამ­პა­ნი­აში, რო­მე­ლიც დის­კრი­მი­ნა­ცი­ისა და შო­ვი­ნიზ­მის ძალ­ზე უხ­ეში გა­მოვ­ლი­ნე­ბაა, ჩარ­თუ­ლი არი­ან ნა­ცი­ონ­ალ­ურ მოძ­რა­ობ­ას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი ე.წ. არ­ას­ამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ებ­იც, რო­მელ­თა ერთ-ერ­თი უმ­თავ­რე­სი მი­სია სწო­რედ რომ დის­კრი­მი­ნა­ცი­ის ყვე­ლა ფორ­მის აღ­კვე­თა და ეთ­ნი­კუ­რი შუღ­ლის გაღ­ვი­ვე­ბის პრე­ვენ­ცია უნ­და იყ­ოს. აქ­ვე აღ­ვნიშ­ნავთ, რომ წარ­მო­ებ­ული კამ­პა­ნია უხ­ეშ­ად არ­ღვევს სა­ქარ­თვე­ლოს კონ­სტი­ტუ­ცი­ის მე-11 მუხ­ლს, რო­მე­ლიც ეთ­ნი­კუ­რი ნიშ­ნით დის­კრი­მი­ნა­ცი­ას ყო­ველ­გვა­რი დათ­ქმის გა­რე­შე კრძა­ლავს.

უკ­რა­ინ­აში რუ­სე­თის მი­ერ დაწყე­ბულ ომს არ­ავ­ით­არი გა­მარ­თლე­ბა არ აქ­ვს. და­მო­უკ­იდ­ებ­ელი სა­ხელ­მწი­ფოს სუ­ვე­რე­ნი­ტე­ტი­სა და ტე­რი­ტო­რი­ული მთლი­ან­ობ­ის ხელ­ყო­ფა და­უშ­ვე­ბე­ლია და ჩვენ ამ უმ­ძი­მეს აქ­ტს კი­დევ ერ­თხელ ვგმობთ. თუმ­ცა, ამ ქმე­დე­ბის­თვის უდ­ან­აშა­ულო მო­ქა­ლა­ქე­ებ­ის დას­ჯა ას­ევე სრუ­ლი­ად და­უშ­ვე­ბე­ლი და კა­ტე­გო­რი­ულ­ად მი­უღ­ებ­ელია.

შე­გახ­სე­ნებთ, რომ ნა­წი­ლობ­რივ 2010 წელს, ხო­ლო სრუ­ლად 2012 წლის თე­ბერ­ვალ­ში, რუ­სეთ-სა­ქარ­თვე­ლოს ომ­ის დას­რუ­ლე­ბი­დან 3 წლის შემ­დეგ, სწო­რედ ნა­ცი­ონ­ალ­ური მოძ­რა­ობ­ის ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ შე­მო­იღო რუ­სე­თის მო­ქა­ლა­ქე­ებ­ის­თვის უვ­იზო მი­მოს­ვლის რე­ჟი­მი. დღეს იგ­ივე პო­ლი­ტი­კუ­რი ძა­ლა აგ­ორ­ებს კამ­პა­ნი­ას სა­ქარ­თვე­ლო­ში რუ­სი ერ­ოვ­ნე­ბის მო­ქა­ლა­ქე­ებ­ის­თვის დის­კრი­მი­ნა­ცი­ული შეზღუდ­ვე­ბის შე­მო­ღე­ბის შე­სა­ხებ. ეს ორ­მა­გი სტან­დარ­ტიც ნათ­ლად მი­ან­იშ­ნებს, თუ რა რე­ალ­ური გან­ზრახ­ვა დგას ამ კამ­პა­ნი­ის უკ­ან.

დღე­ის მდგო­მა­რე­ობ­ით, სა­ქარ­თვე­ლო არ­ის ერ­თა­დერ­თი ქვე­ყა­ნა, სა­დაც წა­მოწყე­ბუ­ლია ამ მას­შტა­ბის კამ­პა­ნია რუ­სი ერ­ოვ­ნე­ბის მო­ქა­ლა­ქე­ებ­ის ეთ­ნი­კუ­რი ნიშ­ნით დის­კრი­მი­ნა­ცი­ის შე­სა­ხებ. ეთ­ნი­კუ­რი ნიშ­ნით ად­ამი­ან­ებ­ის დის­კრი­მი­ნა­ცია არ­ის გა­უგ­ონ­არი მოვ­ლე­ნა ცი­ვი­ლი­ზე­ბუ­ლი სამ­ყა­როს­თვის. ამ­გვა­რი მიდ­გო­მით ჩვენ ვერ გავ­ხდე­ბით ევ­რო­კავ­ში­რის წევ­რი.

გარ­და ამ­ისა, ეს არ არ­ის ქარ­თუ­ლი კულ­ტუ­რის ნა­წი­ლი. შე­სა­ბა­მი­სად, ძალ­ზე ლო­გი­კუ­რია, რომ დის­კრი­მი­ნა­ცი­ული კამ­პა­ნი­ის ავ­ტო­რე­ბი სწო­რედ ის ად­ამი­ან­ები არი­ან, რომ­ლე­ბიც გან­მსჭვა­ლუ­ლი არი­ან სა­ერ­თო ზიზღით ქარ­თუ­ლი კულ­ტუ­რი­სა და, ზო­გა­დად, ქარ­თვე­ლო­ბის მი­მართ და მა­თი კამ­პა­ნი­ის უკ­ან კონ­კრე­ტუ­ლი ან­ტი­სა­ხელ­მწი­ფო­ებ­რი­ვი მიზ­ნე­ბი დგას.

ამ­ჟა­მად, უკ­ვე ფიქ­სირ­დე­ბა შემ­თხვე­ვე­ბი, რო­დე­საც კერ­ძო კომ­პა­ნი­ები რუ­სი ერ­ოვ­ნე­ბის მო­ქა­ლა­ქე­ებს მომ­სა­ხუ­რე­ბა­ზე უარს ეუბ­ნე­ბი­ან, ან მომ­სა­ხუ­რე­ბის მი­სა­ღე­ბად დის­კრი­მი­ნა­ცი­ულ დათ­ქმებს უწ­ეს­ებ­ენ. არ­ის სე­რი­ოზ­ული საფ­რთხე იმ­ისა, რომ ამ­გვარ­მა მიდ­გო­მამ უფ­რო ფარ­თო ტენ­დენ­ცი­აც შე­იძ­ინ­ოს და რუ­სი ერ­ოვ­ნე­ბის მო­ქა­ლა­ქე­ებ­ის ფი­ზი­კურ შე­ურ­აცხყო­ფა­შიც გა­და­იზ­არ­დოს.

მო­ვუ­წო­დებთ სა­მარ­თალ­დამ­ცავ ორ­გა­ნო­ებს, მი­იღ­ონ ყვე­ლა ზო­მა ყო­ველ­გვა­რი ფი­ზი­კუ­რი და­პი­რის­პი­რე­ბი­სა და ეთ­ნი­კუ­რი შუღ­ლის გაღ­ვი­ვე­ბის მცდე­ლო­ბის პრე­ვენ­ცი­ისა და აღ­კვე­თი­სათ­ვის. ამ­გვა­რი ქმე­დე­ბის ყვე­ლა ჩამ­დე­ნი კა­ნო­ნის მთე­ლი სიმ­კაც­რით უნ­და და­ის­აჯ­ოს.

აქ­ვე მკა­ფი­ოდ უნ­და აღ­ინ­იშ­ნოს, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში უცხო ქვეყ­ნის მო­ქა­ლა­ქე­ებ­ის ჭარ­ბი რა­ოდ­ენ­ობ­ით შე­მოს­ვლას­თან და­კავ­ში­რე­ბულ ყვე­ლა შე­საძ­ლო რის­კს, რა­ზეც ყუ­რადღე­ბას ამ­ახ­ვი­ლებს სა­ზო­გა­დო­ებ­ის ის ნა­წი­ლი, რო­მე­ლიც გულ­წრფე­ლად ღე­ლავს ამ თე­მა­ზე, სრუ­ლად და­აზღვევს სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბა.

აქ­ვე გვინ­და შე­გახ­სე­ნოთ, რომ რუ­სეთ­ში ცხოვ­რობს 800 ათ­ას­ამ­დე ქარ­თვე­ლი, ას­ევე ოკ­უპ­ირ­ებ­ულ ტე­რი­ტო­რი­ებ­ზე ცხოვ­რობს 10 ათ­ას­ობ­ით ქარ­თვე­ლი, რო­მელ­თა დი­დი ნა­წი­ლი სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქეა. ყვე­ლას­თვის ცხა­დი უნ­და იყ­ოს, რომ დის­კრი­მი­ნა­ცი­ული მიდ­გო­მა სა­ქარ­თვე­ლო­ში მყო­ფი რუ­სი ერ­ოვ­ნე­ბის მო­ქა­ლა­ქე­ებ­ის მი­მართ 100 ათ­ას­ობ­ით ქარ­თველს უქ­მნის უშუ­ალო საფ­რთხეს. თუმ­ცა, კამ­პა­ნი­ის ავ­ტო­რე­ბი ამ ფაქ­ტსაც არ­აფ­რად აგ­დე­ბენ და მე­ტიც, გა­მო­რიცხუ­ლი არაა, ამ პრობ­ლე­მის შექ­მნა მა­თი გან­ზრახ­ვის შე­მად­გე­ნე­ლი ნა­წი­ლიც იყ­ოს.

სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტმა უკ­ვე და­იწყო მუ­შა­ობა კა­ნონ­პრო­ექ­ტის გამ­კაც­რე­ბა­ზე, რო­მე­ლიც ეთ­ნი­კუ­რი ნიშ­ნით დის­კრი­მი­ნა­ცი­ისა და ეთ­ნი­კუ­რი შუღ­ლის გაღ­ვი­ვე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ იქ­ნე­ბა მი­მარ­თუ­ლი.

აშ­კა­რაა, რომ დის­კრი­მი­ნა­ცი­ული კამ­პა­ნია რუ­სი ერ­ოვ­ნე­ბის მო­ქა­ლა­ქე­ებ­ის წი­ნა­აღ­მდეგ ომ­ის პარ­ტი­ის, ნა­ცი­ონ­ალ­ური მოძ­რა­ობ­ის მი­ერ გა­ნი­ხი­ლე­ბა რო­გორც ერ­თგვა­რი ბო­ლო შან­სი, სა­ქარ­თვე­ლო ჩათ­რე­ულ იქ­ნას სამ­ხედ­რო კონ­ფლიქ­ტში, რა­საც ხე­ლი­სუფ­ლე­ბა არ და­უშ­ვებს.

სა­ქარ­თვე­ლო ღიაა ნე­ბის­მი­ერი ად­ამი­ან­ის­თვის, ნე­ბის­მი­ერი ქვეყ­ნის მო­ქა­ლა­ქის­თვის, გა­ნურ­ჩევ­ლად ეთ­ნი­კუ­რი კუთ­ვნი­ლე­ბი­სა და პა­სუ­ხის­მგე­ბე­ლია მათ მი­მართ არ­ად­ის­კრი­მი­ნა­ცი­ული მიდ­გო­მის უზ­რუნ­ველ­ყო­ფა­სა და მა­თი უს­აფ­რთხო­ებ­ის დაც­ვა­ზე. სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბა იმ­ოქ­მე­დებს ამ პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბის შე­სა­ბა­მი­სად.

და­სას­რულს, სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბა ყვე­ლა­ფერს გა­აკ­ეთ­ებს სა­ქარ­თვე­ლოს­თვის ომ­ის თა­ვი­დან ას­არ­იდ­ებ­ლად, ქვე­ყა­ნა­ში მშვი­დო­ბი­სა და უს­აფ­რთხო­ებ­ის და­სა­ცა­ვად და ყვე­ლა მი­მარ­თუ­ლე­ბით სა­ხელ­მწი­ფო­ებ­რი­ვი რის­კე­ბის და­საზღვე­ვად.