„ოპ­ოზ­იცი­ონ­ერ და­ვით უს­უფ­აშ­ვილს გუ­შინ წა­მოც­და ის, რაც არ­ის რა­დი­კა­ლუ­რი ოპ­ოზ­იცი­ის მთა­ვა­რი ამ­ოც­ანა. კერ­ძოდ, მან გუ­შინ, პრაქ­ტი­კუ­ლად, გა­ნაცხა­და, რომ სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბა უნ­და ჩა­ერ­თოს ომ­ში რუ­სეთ­თან“, — აღ­ნიშ­ნა პარ­ტია „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ თავ­მჯდო­მა­რემ ირ­აკ­ლი კო­ბა­ხი­ძემ. ის გა­მო­ეხ­მა­ურა, მი­სი თქმით, რა­დი­კა­ლუ­რი ოპ­ოზ­იცი­ის მო­ღა­ლა­ტე­ობ­რივ ქმე­დე­ბებ­სა და კამ­პა­ნი­ას, რო­მე­ლიც გან­სა­კუთ­რე­ბით ბო­ლო რამ­დე­ნი­მე დღის გან­მავ­ლო­ბა­ში კი­დევ უფ­რო გა­აქ­ტი­ურ­და.

„შე­გახ­სე­ნებთ, რომ დღეს სა­ქარ­თვე­ლო არ­ის მსოფ­ლი­ოში ერ­თა­დერ­თი ქვე­ყა­ნა, სა­დაც ოპ­ოზ­იცია რუ­სე­თის მი­ერ უკ­რა­ინ­აში წარ­მო­ებ­ულ ომს იყ­ენ­ებს სა­ბა­ბად საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცი­ებ­ის­თვის და ში­და და სა­გა­რეო ას­პა­რეზ­ზე ქვეყ­ნი­სათ­ვის და­მა­ზი­ან­ებ­ელი კამ­პა­ნი­ის წარ­მო­ებ­ის­თვის. დე­ტა­ლებს რომც არ ჩა­ვუღ­რმავ­დეთ, უკ­ვე ეს ფაქ­ტი კი­დევ ერ­თხელ ნათ­ლად ად­ას­ტუ­რებს რა­დი­კა­ლუ­რი ოპ­ოზ­იცი­ის მო­ღა­ლა­ტე­ობ­რივ და ან­ტი­სა­ხელ­მწი­ფო­ებ­რივ ბუ­ნე­ბას.

სწო­რედ ამ­გვა­რი მო­ღა­ლა­ტე­ობ­რი­ვი სუ­ლის­კვე­თე­ბი­თა და ქმე­დე­ბე­ბით ჩა­აბ­არ­ეს მათ 2008 წელს ქვეყ­ნის ტე­რი­ტო­რი­ებ­ის 20 პრო­ცენ­ტი რუ­სეთს, ხო­ლო მოგ­ვი­ან­ებ­ით ევ­რო­საბ­ჭოს რე­ზო­ლუ­ცი­ის მხარ­და­ჭე­რით რუ­სეთ-სა­ქარ­თვე­ლოს ომ­ის დაწყე­ბა­ში ქარ­თუ­ლი ჯა­რი და­ად­ან­აშა­ულ­ეს, ახ­ლა კი, რო­გორც ჩანს, ეს­ეც არ ყოფ­ნით და სა­ქარ­თვე­ლოს მდგო­მა­რე­ობ­ის კი­დევ უფ­რო მე­ტად, მაქ­სი­მა­ლუ­რად დამ­ძი­მე­ბა სურთ.

რა­დი­კა­ლუ­რი ოპ­ოზ­იცი­ის მო­ღა­ლა­ტე­ობ­რი­ვი კამ­პა­ნი­ის ერთ-ერ­თი ყვე­ლა­ზე თვალ­სა­ჩი­ნო მა­გა­ლი­თი იყო ხა­ტია დე­კა­ნო­იძ­ის მდა­რე სიც­რუ­ით გა­ჯე­რე­ბუ­ლი გა­მოს­ვლა ერთ-ერთ უკ­რა­ინ­ულ ტე­ლე­არ­ხზე, სა­დაც ის სა­ქარ­თვე­ლოს მოქ­მე­დი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის პრო­რუ­სულ ხე­ლი­სუფ­ლე­ბად წარ­მო­ჩე­ნას ცდი­ლობ­და, სა­ქარ­თვე­ლოს რუ­სე­თის სა­სარ­გებ­ლო პო­ლი­ტი­კის წარ­მო­ებ­აში ად­ან­აშა­ულ­ებ­და და მე­ტიც, სა­ქარ­თვე­ლოს უკ­რა­ინ­ელ­ებ­ის მკვლე­ლო­ბის მხარ­და­ჭე­რა­ში დას­დო ბრა­ლი.

ას­ევე, სა­მარ­ცხვი­ნო და მო­ღა­ლა­ტე­ობ­რი­ვი იყო ნა­ცი­ონ­ალ­ური მოძ­რა­ობ­ის კუთ­ვნი­ლი ტე­ლე­ვი­ზი­ის — „მთა­ვა­რი არ­ხის“ წარ­მო­მად­გენ­ლის გუ­შინ­დე­ლი გა­მოს­ვლა ნედ პრა­ის­ის პრეს­კონ­ფე­რენ­ცი­აზე, რო­მე­ლიც ას­ევე სიც­რუ­ეზე იყო აგ­ებ­ული და სა­ქარ­თვე­ლოს სა­ხელ­მწი­ფოს და ხე­ლი­სუფ­ლე­ბის იმ­იჯ­ის და­ზი­ან­ებ­ას ის­ახ­ავ­და მიზ­ნად.

აშ­კა­რაა, რომ რა­დი­კა­ლურ ოპ­ოზ­იცი­ას, მე­ხუ­თე კო­ლო­ნას ნა­ცი­ონ­ალ­ური მოძ­რა­ობ­ის სა­ხით, ამ­ოძ­რა­ვებს ერ­თა­დერ­თი მი­ზა­ნი, ერ­თი მხრივ, სან­ქცი­ებ­ის და­წე­სე­ბით და­ამ­ძი­მოს სა­ქარ­თვე­ლოს მო­სახ­ლე­ობ­ის ეკ­ონ­ომ­იკ­ური და სო­ცი­ალ­ური მდგო­მა­რე­ობა და მე­ორე მხრივ, სა­ქარ­თვე­ლო რა­მე­ნა­ირ­ად ჩარ­თოს ომ­ში.

კი­დევ ერ­თხელ ხაზ­გას­მით ვაცხა­დებთ, რომ სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბა იდ­გე­ბა ჩვე­ნი სა­ხელ­მწი­ფოს და ხალ­ხის ინ­ტე­რე­სე­ბის სა­და­რა­ჯო­ზე და არ და­უშ­ვებს არც ომ­ში ქვეყ­ნის ჩარ­თვას და არც ჩვე­ნი მო­სახ­ლე­ობ­ის ეკ­ონ­ომ­იკ­ური ინ­ტე­რე­სე­ბის­თვის გა­უმ­არ­თლე­ბე­ლი, გა­მო­უს­წო­რე­ბე­ლი ზი­ან­ის მი­ყე­ნე­ბას.

სა­ზო­გა­დო­ებ­ას მო­ვუ­წო­დებთ, სა­თა­ნა­დოდ შე­აფ­ას­ოს რა­დი­კა­ლუ­რი ოპ­ოზ­იცი­ისა და მი­სი კუთ­ვნი­ლი ტე­ლე­ვი­ზი­ებ­ის მო­ღა­ლა­ტე­ობ­რი­ვი და ან­ტი­სა­ხელ­მწი­ფო­ებ­რი­ვი კამ­პა­ნია და გა­მო­იჩ­ინ­ოს მაქ­სი­მა­ლუ­რი გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი სიფ­რთხი­ლე მა­თი პრო­ვო­კა­ცი­ებ­ის მი­მართ“, — გა­ნაცხა­და ირ­აკ­ლი კო­ბა­ხი­ძემ.