წამ­ყვან ინ­გლი­სუ­რე­ნო­ვან სა­მეც­ნი­ერო ჟურ­ნა­ლებ­ში გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლი უახ­ლე­სი კვლე­ვე­ბი და სტა­ტი­ები, სა­ერ­თა­შო­რი­სო პრე­ცე­დენ­ტუ­ლი სა­სა­მარ­თლო გა­დაწყვე­ტი­ლე­ბე­ბი სა­ქარ­თვე­ლოს იუს­ტი­ცი­ის სა­მი­ნის­ტროს თა­ნამ­შრომ­ლე­ბი­სათ­ვის უკ­ვე ხელ­მი­საწ­ვდო­მია. მა­თი გაც­ნო­ბა ელ­ექ­ტრო­ნულ სა­მარ­თლებ­რივ ბა­ზა „ჰე­ინ­ონ­ლა­ინ­ზეა“ (HeinOnline) შე­საძ­ლე­ბე­ლი.

„ჰე­ინ­ონ­ლა­ინ­ზე“ შე­უზღუ­და­ვი წვდო­მა უფ­რო ეფ­ექ­ტი­ანს გახ­დის სა­ქარ­თვე­ლოს კა­ნონ­მდებ­ლო­ბის ევ­რო­კავ­ში­რის სა­მარ­თლებ­რივ სტან­დარ­ტებ­თან და­ახ­ლო­ებ­ის პრო­ცესს, გა­აძ­ლი­ერ­ებს სა­მი­ნის­ტროს სის­ტე­მა­ში სა­მეც­ნი­ერო დას­კვნებ­სა და ან­ალ­იტ­იკ­აზე და­ფუძ­ნე­ბულ საქ­მი­ან­ობ­ას და ხელს შე­უწყობს ად­ამი­ან­ის უფ­ლე­ბა­თა დაც­ვა­ზე ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი მიდ­გო­მე­ბი­სა და მტკი­ცე­ბუ­ლე­ბებ­ზე და­ფუძ­ნე­ბუ­ლი პო­ლი­ტი­კის გა­ტა­რე­ბას.

სა­მო­მავ­ლოდ სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­მარ­თლებ­რივ ელ­ექ­ტრო­ნულ პლატ­ფორ­მა­ზე სა­ქარ­თვე­ლოს იუს­ტი­ცი­ის სა­მი­ნის­ტროს ჟურ­ნალ „იუს­ტი­ცი­ის“ გან­თავ­სე­ბაც იგ­ეგ­მე­ბა.

„HeinOnline“-ის ბა­ზე­ბის ეფ­ექ­ტი­ან­ად გა­მო­ყე­ნე­ბი­სა და თა­ნა­მედ­რო­ვე კვლე­ვის მე­თო­დე­ბის გა­საც­ნო­ბად, იუს­ტი­ცი­ის სა­მი­ნის­ტროს თა­ნამ­შრომ­ლე­ბი­სათ­ვის სპე­ცი­ალ­ური ტრე­ნინ­გე­ბიც ჩა­ტარ­დე­ბა, რომ­ლებ­საც კვა­ლი­ფი­ცი­ური უცხო­ელი ექ­სპერ­ტე­ბი წა­რუძ­ღვე­ბი­ან.

სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­მარ­თლებ­რივ ბა­ზა­ზე წვდო­მა იუს­ტი­ცი­ის სა­მი­ნის­ტროს­თვის ევ­რო­კავ­ში­რის პრო­ექტ „სა­ქარ­თვე­ლო-ევ­რო­კავ­ში­რის ას­ოც­ირ­ებ­ის შე­თან­ხმე­ბის გან­ხორ­ცი­ელ­ებ­ის მხარ­და­ჭე­რა II“-ის (Facility for the Implementation of the EU-Georgia Association Agreement II) ფარ­გლებ­ში გან­ხორ­ცი­ელ­და.