„ჯან­მო“-ს ევ­რო­პის რე­გი­ონ­ულ­მა დი­რექ­ტორ­მა ქარ­თველ სა­მე­დი­ცი­ნო პერ­სო­ნალს პან­დე­მი­ის წი­ნა­აღ­მდეგ გა­წე­ული შრო­მის­თვის მად­ლო­ბა გა­და­უხ­ადა. ჰანს კლუ­გემ წე­რი­ლი და სპე­ცი­ალ­ური ჯილ­დო ოკ­უპ­ირ­ებ­ული ტე­რი­ტო­რი­ებ­იდ­ან დევ­ნილ­თა, შრო­მის, ჯან­მრთე­ლო­ბი­სა და სო­ცი­ალ­ური დაც­ვის სა­მი­ნის­ტო­ში გა­მოგ­ზავ­ნა.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ „ჯან­მო“-მ 2021 წე­ლი, მსოფ­ლი­ოში, სა­მე­დი­ცი­ნო პერ­სო­ნა­ლის სა­ერ­თა­შო­რი­სო წლად გა­მო­აცხა­და. სწო­რედ ამ მოვ­ლე­ნის აღ­სა­ნიშ­ნა­ვად შე­იქ­მნა სპე­ცი­ალ­ური ჯილ­დო, რო­მე­ლიც ქარ­თველ­მა სა­მე­დი­ცი­ნო პერ­სო­ნალ­მა ჰანს კლუ­გეს­გან მი­იღო. „2021 წე­ლი ძა­ლი­ან მძი­მე იყო რო­გორც ფი­ზი­კუ­რი, ისე მო­რა­ლუ­რი კუთხით ევ­რო­პი­სა და, ზო­გა­დად, მთე­ლი მსოფ­ლი­ოს­თვის. COVID-19-ის პან­დე­მია ნამ­დვი­ლი გა­მოც­და და წარ­მო­უდ­გე­ნე­ლი ტვირ­თი აღ­მოჩ­ნდა ჩვე­ნი ჯან­დაც­ვის სის­ტე­მე­ბის თუ სა­მე­დი­ცი­ნო პერ­სო­ნა­ლის­თვის“, — ნათ­ქვა­მია წე­რილ­ში.

ჰანს კლუ­გეს თქმით, მედ­პერ­სო­ნა­ლი თავ­და­უზ­ოგ­ავ­ად ებ­რძვის ინ­ფექ­ცი­ას და ჰოს­პი­ტა­ლი­ზა­ცი­ის შემ­თხვე­ვებს. ამ დროს კი, მა­თი ჯან­მრთე­ლო­ბა, მუდ­მი­ვად რის­კის ქვეშ დგას.

„გა­მო­ჩე­ნი­ლი ერ­თგუ­ლე­ბის­თვის, თავ­და­დე­ბის­თვის და თავ­და­უზ­ოგ­ავი შრო­მის­თვის, მინ­და, ეს ჯილ­დო, თქვე­ნი სა­მი­ნის­ტროს სა­შუ­ალ­ებ­ით, გა­დავ­ცე მედ­პერ­სო­ნალს. მინ­და, გთხო­ვოთ, სა­მე­დი­ცი­ნო სფე­რო­ში და­საქ­მე­ბულ ად­ამი­ან­ებს მი­აწ­ოდ­ოთ ეს ინ­ფორ­მა­ცია მათ­და­მი მად­ლი­ერ­ებ­ისა და აღი­არ­ებ­ის ნიშ­ნად“, — აღ­ნიშ­ნუ­ლია წე­რილ­ში.