„ევ­რო­კავ­შირ­მა რუ­სეთ­თან მი­მარ­თე­ბით საკ­მა­ოდ ბევ­რი შეც­დო­მა და­უშ­ვა და ვერ მი­აღ­წია იმ­ას, რომ ეს ქვე­ყა­ნა თა­ვის­თან დაეახლოვებინა“, — აღი­არა ჟო­ზეფ ბო­რელ­მა, ევ­რო­კავ­ში­რის უმ­აღ­ლეს­მა წარ­მო­მად­გე­ნელ­მა სა­გა­რეო საქ­მე­ებ­ში, ფრან­გუ­ლი ტე­ლე­არ­ხის TF-1-ის პროგ­რა­მა LCI-სათ­ვის (La Chaîne Info) 10 მარ­ტს მი­ცე­მულ ვრცელ ინ­ტერ­ვი­უში. მი­სი თქმით, შეც­დო­მებს შო­რი­საა გა­და­ჭარ­ბე­ბუ­ლი ნდო­ბა ვა­შინ­გტო­ნი­სად­მი, რო­მელ­მაც ნა­ტოს გა­ფარ­თო­ება გა­აგ­რძე­ლა, აგ­რეთ­ვე წი­ნას­წარ შე­უს­რუ­ლე­ბე­ლი პი­რო­ბის მი­ცე­მა სა­ქარ­თვე­ლო­სა და უკ­რა­ინ­ის­ად­მი ალი­ან­სში წევ­რად მი­ღე­ბის თა­ობ­აზე.

გთა­ვა­ზობთ ამ­ონ­არ­იდს ინ­ტერ­ვი­უდ­ან:

კითხვა: რას უპ­ას­უხ­ებ­დით იმ ად­ამი­ან­ებს, ვინც ამ­ბობს, რომ ჩვენ შევ­ცდი­თო? ეს, რა­საკ­ვირ­ვე­ლია, რუ­სე­თის (აგ­რე­სი­ის) გა­მარ­თლე­ბას არ ნიშ­ნავს, მაგ­რამ თუ გა­ვა­ან­ალ­იზ­ებთ იმ­ას, რო­გორ ვი­თარ­დე­ბო­და მოვ­ლე­ნე­ბი, ად­ამი­ან­ები მი­დი­ან დას­კვნამ­დე, რომ ჩვენ შეც­დო­მა და­ვუშ­ვით: ზედ­მე­ტად ვენ­დო­ბო­დით ამ­ერ­იკ­ელ­ებს, მათ კი ნა­ტოს გა­ფარ­თო­ება არ შეწყვი­ტეს. ამ­ერ­იკა, კაც­მა რომ თქვას, ჩვენ გვმარ­თავს და ისე გა­მო­ვი­და, რომ რუ­სე­თი ჩვენ მო­ვატყუ­ეთ…

ჟო­ზეფ ბო­რე­ლი: იც­ით, მე მზად ვარ ვა­ღი­არო, რომ ჩვენ შეც­დო­მებს ჩავ­დი­ოდ­ით და შე­სა­ბა­მი­სად, ხე­ლი­დან გა­ვუშ­ვით რამ­დე­ნი­მე შე­საძ­ლებ­ლო­ბა იმ­ის მი­საღ­წე­ვად, რომ რუ­სე­თი უფ­რო ღრმად და­ახ­ლო­ებ­ულ­იყო და­სავ­ლეთ­თან.

კითხვა: ანუ ჩვენ ვერ მო­ვა­ხერ­ხეთ მი­სი მი­ზიდ­ვა?

ჟო­ზეფ ბო­რე­ლი: დი­ახ, ვერ შევ­ძე­ლით მი­სი მი­ზიდ­ვა საბ­ჭო­თა იმ­პე­რი­ის კრა­ხის შემ­დეგ. რუ­სებ­მა ბევ­რი ტან­ჯვა გა­და­იტ­ან­ეს, ეს უნ­და გა­ვაც­ნო­ბი­ერ­ოთ. მათ“ გარ­კვე­ულ­წი­ლად, ჩვენ­გან ბევ­რი რა­მე სწყინთ, რა­საც ვლა­დი­მერ პუ­ტი­ნი თა­ვი­სი მიზ­ნე­ბი­სათ­ვის თა­ვის სა­სარ­გებ­ლოდ იყ­ენ­ებს. დი­ახ, იყო მო­მენ­ტე­ბი, რომ ჩვენ, ალ­ბათ, ბევ­რი რა­მის მიღ­წე­ვა შეგ­ვეძ­ლო.

იყო მო­მენ­ტე­ბი, რო­ცა ჩვენ ის­ეთ ნა­ბი­ჯებს ვდგამ­დით, რომ­ლის პრაქ­ტი­კუ­ლი რე­ალ­იზ­ება არ შეგ­ვეძ­ლო, მა­გა­ლი­თად, და­პი­რე­ბა სა­ქარ­თვე­ლო­სა და უკ­რა­ინ­ის­ად­მი, რომ მათ ნა­ტოს წევ­რე­ბად მი­ვი­ღებ­დით, რაც არ შეს­რუ­ლე­ბუ­ლა.

კითხვა: ანუ იმ­ის თქმა, რომ უკ­რა­ინა ნა­ტოს წევ­რი გახ­დე­ბა — შეც­დო­მაა?

ჟო­ზეფ ბო­რე­ლი: ვფიქ­რობ, რომ შეც­დო­მაა ის­ეთი და­პი­რე­ბა, რომ­ლის შეს­რუ­ლე­ბა არ შე­გიძ­ლია.

წყა­რო: https://www.tf1info.fr/international/ukraine-poutine-merite-d-etre-juge-declare-le-chef-de-la-diplomatie-europeenne-josep-borrell-2213165.html?fbclid=IwAR3l-o0tOKrPIABYqBpKQhQDzVRDUG1PQ0JmvY94jy4UrNcznHP278XqO1s