21 მარ­ტს ქარ­თუ­ლი ჟურ­ნა­ლის­ტი­კის დღე აღ­ინ­იშ­ნე­ბა. თა­რი­ღი სა­ქარ­თვე­ლოს ჟურ­ნა­ლის­ტთა ფე­დე­რა­ცი­ამ და თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო უნ­ივ­ერ­სი­ტეტ­მა 1993 წელს და­აწ­ეს­ეს. ეს დღე უკ­ავ­შირ­დე­ბა პირ­ვე­ლი ქარ­თუ­ლი გა­ზე­თის და­არ­სე­ბას, რო­მე­ლიც 1819 წლის 8 მარ­ტით, ახ­ალი სტი­ლით კი 21 მარ­ტით თა­რიღ­დე­ბა.

რო­გო­რი უნ­და იყ­ოს ჟურ­ნა­ლის­ტი­კა და რო­გო­რი პრო­ფე­სი­ული პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა აქ­ვს სა­კუ­თა­რი აუდ­იტ­ორი­ის წი­ნა­შე? — გვე­სა­უბ­რე­ბა თსუის სო­ცი­ალ­ურ და პო­ლი­ტი­კურ მეც­ნი­ერ­ებ­ათა ფა­კულ­ტე­ტის ჟურ­ნა­ლის­ტი­კის და მა­სობ­რი­ვი კო­მუ­ნი­კა­ცი­ის მი­მარ­თუ­ლე­ბის ხელ­მძღვა­ნე­ლი, პრო­ფე­სო­რი მა­ნა­ნა შა­მი­ლიშ­ვი­ლი:

– სი­მარ­თლე გითხრათ, ჯერ კი­დევ ვერ გა­და­მიწყვე­ტია, კარ­გია თუ ცუ­დი პრო­ფე­სი­ული დღის აღ­ნიშ­ვნა. თით­ქოს წარ­სულ­თან მაბ­რუ­ნებს, რო­ცა ზე­მო­დან გვი­წე­სებ­დნენ და ჩვენ ვზე­იმ­ობ­დით, ხოტ­ბას ვას­ხამ­დით, ერ­თმა­ნეთს წარ­მა­ტე­ბებს ვუ­სურ­ვებ­დით და ასე მოჩ­ვე­ნე­ბი­თად ვდღე­სას­წა­ულ­ობ­დით, მა­რად კარ­ნა­ვა­ლუ­რო­ბის გან­ცდით. თუმ­ცა, ეს დღე უფ­რო მე­ტი დატ­ვირ­თვი­საა, გა­ცი­ლე­ბით ბევ­რს ნიშ­ნავს, ვიდ­რე კონ­კრე­ტუ­ლი პრო­ფე­სი­ის­თვის პა­ტი­ვის მი­გე­ბა. ორ­ას­ზე მე­ტი წლის წინ, სწო­რედ 1819 წლის 21 მარ­ტს (ახ­ალი სტი­ლით) და­არ­სდა პირ­ვე­ლი ქარ­თუ­ლი გა­ზე­თი — „სა­ქარ­თვე­ლოს გა­ზე­თი“, შემ­დგომ­ში „ქარ­თუ­ლი გა­ზე­თი“. ამ დიდ­მნიშ­ვნე­ლო­ვან მოვ­ლე­ნას ეხ­მა­ურ­ება პრო­ფე­სი­ული თა­რი­ღის აღ­ნიშ­ვნაც.

მე თუ მკითხავთ, ყო­ვე­ლი დღე ჟურ­ნა­ლის­ტი­საა, რად­გან არ მე­გუ­ლე­ბა ქვეყ­ნად სხვა უფ­რო მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი პრო­ფე­სია, ას­ეთი დი­დი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა რომ ჰქონ­დეს სა­ზო­გა­დო­ებ­ისა და ქვეყ­ნის წი­ნა­შე. „არ უნ­და არ­სე­ბობ­დეს მთავ­რო­ბა ცენ­ზო­რის გა­რე­შე და სა­დაც პრე­სა თა­ვი­სუ­ფა­ლია, იქ ას­ეც იქ­ნე­ბა“, — ასე უთხრა თო­მას ჯე­ფერ­სონ­მა ჯორჯ ვა­შინ­გტონს. დი­დი დრო გა­ვი­და მას შემ­დეგ, რაც დამ­ფუძ­ნე­ბელ მა­მა­თა ეს პო­ზი­ცია ამ­ერ­იკ­ის სა­კა­ნონ­მდებ­ლო დოქ­ტრი­ნა­ში აის­ახა. ამ ხნის მან­ძილ­ზე ჟურ­ნა­ლის­ტი­კის წი­ნა­შე მუდ­მი­ვად ახ­ალი პრობ­ლე­მე­ბი იჩ­ენ­და თავს — ბიზ­ნე­სის წნე­ხი, სა­ხე­ლი­სუფ­ლე­ბო გავ­ლე­ნა, კონ­გლო­მე­რა­ცია, რე­იტ­ინ­გე­ბის ტი­რა­ნია, ტექ­ნო­ლო­გი­ებ­ის გან­ვი­თა­რე­ბის ფორ­სი­რე­ბუ­ლი ტემ­პი, სულ უფ­რო მზარდ კო­მუ­ნი­კა­ცი­ურ ველ­ში გათ­ქვე­ფის სა­შიშ­რო­ება. და ამ ფონ­ზე მა­რა­დი­ულ დი­ლე­მად ქცე­ული ეთ­იკ­ურ­ობ­ის სა­კითხი — სა­მუ­შაო ინ­სტრუ­მენ­ტე­ბი უფ­რო სწრა­ფად ვი­თარ­დე­ბა თუ თა­ვად პრო­ფე­სია?

მე­დი­ის მი­მართ სამ­დუ­რავს რა გა­მო­ლევს, ნი­ად­აგ ამ­ას ჩი­ვის დი­დი და პა­ტა­რა. მარ­თა­ლი­ცაა — დღეს, რო­გორც არ­ას­დროს, ქარ­თულ ჟურ­ნა­ლის­ტი­კას აკ­ლია პრო­ფე­სი­ონ­ალ­იზ­მი, ზოგ­ჯერ ეთ­იკ­ურ­ობ­ას­თა­ნაც გახ­ლავთ მწყრა­ლად და სინ­დის­თა­ნაც, და­მო­უკ­იდ­ებ­ლო­ბის პრობ­ლე­მაც აქ­ვს და პო­ლი­ტი­კუ­რი ან­გა­ჟი­რე­ბუ­ლო­ბი­საც. თუმ­ცა, მთა­ვა­რი ნაკ­ლი მა­ინც ისაა, რომ სა­კუ­თა­რი აუდ­იტ­ორი­ის გუ­ლის­ხმას ყურს აღ­არ უგ­დებს. დღეს იგი იქ­ცა „ხე­ლი­სუფ­ლე­ბად პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბის გა­რე­შე“. არ­ადა, ეს ის პრო­ფე­სიაა, სა­ზო­გა­დო­ებ­ის წი­ნა­შე ან­გა­რიშ­ვალ­დე­ბუ­ლი რომ უნ­და იყ­ოს — მი­აწ­ოდ­ოს მარ­თა­ლი ინ­ფორ­მა­ცია, რო­მე­ლიც მას თა­ვი­სუფ­ლე­ბის­თვის, დე­მოკ­რა­ტი­ის გან­ვი­თა­რე­ბის­თვის სჭირ­დე­ბა.

და მა­ინც, მი­უხ­ედ­ავ­ად ბევ­რი ნაკ­ლი­სა, დამ­სა­ხუ­რე­ბუ­ლი კრი­ტი­კი­სა (ხან კი და­უმ­სა­ხუ­რე­ბე­ლი­სა), უნ­და ვა­ღი­არ­ოთ, რომ ჟურ­ნა­ლის­ტი­კა ყვე­ლა­ზე მა­მა­ცი პრო­ფე­სიაა და ეს რომ ასეა, უკ­რა­ინ­აში მიმ­დი­ნა­რე მოვ­ლე­ნებ­მა ნათ­ლად გვიჩ­ვე­ნა. მი­ვუ­ლო­ცოთ პრო­ფე­სი­ული დღე მათ, ვი­საც ჟურ­ნა­ლის­ტო­ბის უდ­იდ­ესი მი­სია აკ­ის­რია და სა­კუ­თა­რი სი­ცოცხლის ფა­სად იც­ავს ქვეყ­ნის და­მო­უკ­იდ­ებ­ლო­ბა­სა და თა­ვი­სუფ­ლე­ბას. ვი­სურ­ვოთ, რომ ქარ­თულ­მა ჟურ­ნა­ლის­ტი­კამ და­იბ­რუ­ნოს თა­ვი­სი კე­თი­ლი სა­ხე­ლი, გა­იხ­სე­ნოს წარ­სუ­ლის სა­უკ­ეთ­ესო გა­მოც­დი­ლე­ბა და ქმე­დით იარ­აღ­ად აქ­ცი­ოს დღეს ლა­მის არ­ტე­ფაქ­ტად აღ­ქმუ­ლი „მარ­თულ­თა მსა­ხუ­რე­ბის“ იდეა.