სა­ქარ­თვე­ლოს გა­ნათ­ლე­ბი­სა და მეც­ნი­ერ­ებ­ის კო­მი­ტეტ­მა მე­ორე მოს­მე­ნით იმ­სჯე­ლა „სა­ქარ­თვე­ლოს სა­ხელ­მწი­ფო სიმ­ბო­ლო­ებ­ის გა­მო­ყე­ნე­ბის წე­სის შე­სა­ხებ“ კა­ნონ­ში შე­სა­ტან ცვლი­ლე­ბა­ზე და შე­სა­ბა­მი­სად მხა­რი და­უჭ­ირა ზო­გად­სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბე­ბის შე­ნო­ბებ­ზე სა­ხელ­მწი­ფო დრო­ში­სა და გერ­ბის გან­თავ­სე­ბის ინ­იცი­ატ­ივ­ას.

რო­გორც კა­ნონ­პრო­ექ­ტის ინ­იცი­ატ­ორ­მა, დე­პუ­ტატ­მა კა­ხა კა­ხიშ­ვილ­მა გა­ნაცხა­და, კა­ნონ­პრო­ექ­ტის მი­ღე­ბის შემ­თხვე­ვა­ში, სა­ვალ­დე­ბუ­ლო იქ­ნე­ბა სა­ხელ­მწი­ფო დრო­შის მუდ­მი­ვად აღ­მარ­თვა და სა­ხელ­მწი­ფო გერ­ბის სრუ­ლი სა­ხით გან­თავ­სე­ბა ზო­გად­სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბე­ბის და იმ იურ­იდი­ული პი­რის შე­ნო­ბებ­ზე, რო­მე­ლიც სკო­ლამ­დე­ლი აღ­ზრდი­სა და გა­ნათ­ლე­ბის მომ­სა­ხუ­რე­ბის მი­წო­დე­ბას უზ­რუნ­ველ­ყოფს. ას­ევე, სა­ვალ­დე­ბუ­ლო გახ­დე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს სა­ხელ­მწი­ფო ჰიმ­ნის ტექ­სტის თვალ­სა­ჩი­ნო ად­გი­ლას გან­თავ­სე­ბა ზე­მო­აღ­ნიშ­ნულ და­წე­სე­ბუ­ლე­ბებ­ში.

აღ­ნიშ­ნუ­ლი ინ­იცი­ატ­ივ­ის დე­ტა­ლებ­ზე სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტთან არ­სე­ბუ­ლი ჰე­რალ­დი­კის სა­ხელ­მწი­ფო საბ­ჭოს თავ­მჯდო­მა­რის მო­ად­გი­ლე და­ვით ჩხე­იძე გვე­სა­უბ­რა:

— ჰე­რალ­დი­კის სა­ხელ­მწი­ფო საბ­ჭო ყო­ველ­თვის მი­ეს­ალ­მე­ბა სა­ხელ­მწი­ფო სიმ­ბო­ლო­ებ­ის პო­პუ­ლა­რი­ზა­ცი­ას, გან­სა­კუთ­რე­ბით სკო­ლამ­დელ თუ ზო­გად­სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბებ­ში. გარ­და ამ­ისა, არ­ის უამ­რა­ვი მუ­ნი­ცი­პა­ლუ­რი სიმ­ბო­ლო, რო­მე­ლიც ბავ­შვმა აუც­ილ­ებ­ლად უნ­და იც­ოდ­ეს. მით უფ­რო, მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტებ­ში, გერ­ბსა და დრო­შას დი­დი მნიშ­ვნე­ლო­ბა აქ­ვს ად­გი­ლობ­რი­ვი თვით­მმარ­თვლე­ობ­ის გან­ვი­თა­რე­ბის­თვის. მა­გა­ლი­თად, მოს­წავ­ლემ უნ­და იც­ოდ­ეს, რომ თვით­მმარ­თვე­ლო­ბას დი­დი ძა­ლა აქ­ვს და თა­ვა­დაც მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის ბე­დის გამ­გე­ბე­ლია. ეს ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სო პრო­ცე­სია, თა­ვის­თა­ვად, და გუ­ლის­ხმობს არა მარ­ტო პატ­რი­ოტ­იზ­მის გაღ­ვი­ვე­ბას ახ­ალ­გაზ­რდო­ბა­ში, არ­ამ­ედ, ზო­გა­დად, მო­ქა­ლა­ქე­ობ­რი­ვი თვით­შეგ­ნე­ბის ამ­აღ­ლე­ბას. სიმ­ბო­ლო სწო­რედ მო­ქა­ლა­ქე­ობ­რივ თვით­შეგ­ნე­ბა­ზე მუ­შა­ობს — რო­გორ უნ­და გა­იმ­არ­თოს სა­ხელ­მწი­ფო სის­ტე­მა ისე, რომ იყ­ოს მაქ­სი­მა­ლუ­რად ეფ­ექ­ტუ­რი; რამ­დე­ნად აქ­ტი­ური უნ­და იყ­ოს სა­ზო­გა­დო­ებ­ის ჩარ­თუ­ლო­ბა სა­ხელ­მწი­ფო­ებ­რი­ვი მნიშ­ვნე­ლო­ბის პრო­ცე­სებ­ში; რო­გორ უნ­და ახ­დენ­დეს მო­ქა­ლა­ქე იდ­ენ­ტი­ფი­ცი­რე­ბას ქვე­ყა­ნას­თან თუ მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტ­თან; რო­გორ უნ­და ცნობ­დე სა­ხელ­მწი­ფო პირს, სა­ჯა­რო მო­ხე­ლეს, პო­ლი­ცი­ელს…

რაც შე­ეხ­ება ინ­იცი­ატ­ივ­ას სა­ჯა­რო სკო­ლებ­თან სა­ხელ­მწი­ფო გერ­ბის გა­მო­სახ­ვის და სა­ხელ­მწი­ფო დრო­შის აღ­მარ­თვის შე­სა­ხებ, ეს აქ­ტი­ვო­ბაც სა­ხელ­მწი­ფო­ებ­რი­ვი და სა­მო­ქა­ლა­ქო თვით­შეგ­ნე­ბის ამ­აღ­ლე­ბის ერთ-ერ­თი შე­მად­გე­ნე­ლი ნა­წი­ლია. ამ­ჟა­მად ჰე­რალ­დი­კის სა­ხელ­მწი­ფო საბ­ჭო, იურ­იდი­ულ და საპ­რო­ცე­დუ­რო კო­მი­ტე­ტებ­თან აქ­ტი­ური თა­ნამ­შრომ­ლო­ბით, „სა­ქარ­თვე­ლოს სა­ხელ­მწი­ფო სიმ­ბო­ლო­ებ­ის გა­მო­ყე­ნე­ბის წე­სის შე­სა­ხებ“ კა­ნონ­ში შე­სა­ტა­ნი კი­დევ არა­ერ­თი დე­ტა­ლის ჩას­წო­რე­ბის აუც­ილ­ებ­ლო­ბა­ზე მუ­შა­ობს.

აღ­ნიშ­ნუ­ლი ინ­იცი­ატ­ივ­ის სა­ჭი­რო­ება გან­სა­კუთ­რე­ბით მძაფ­რად აღ­იქ­მე­ბა უკ­რა­ინ­ის ომ­ისა და მთე­ლი მსოფ­ლი­ოს მას­შტა­ბით უკ­რა­ინ­ის სა­ხელ­მწი­ფო სიმ­ბო­ლო­ებ­ის მი­მართ გა­მო­ხა­ტუ­ლი პა­ტი­ვის­ცე­მის ფონ­ზე. ხომ არ უკ­ავ­შირ­დე­ბა ეს წი­ნა­და­დე­ბა, პირ­და­პირ ან ირ­იბ­ად, მიმ­დი­ნა­რე მოვ­ლე­ნებს?

— ვერ გეტყვით, რომ ეს პირ­და­პირ უკ­ავ­შირ­დე­ბა უკ­რა­ინ­ას, რად­გან ბა­ტონ­მა კა­ხამ ეს ინ­იცი­ატ­ივა რამ­დე­ნი­მე წლის წინ წარ­მო­ად­გი­ნა, უბ­რა­ლოდ ამ­ას ახ­ლდა მთე­ლი რი­გი საპ­რო­ცე­დუ­რო გან­ხილ­ვე­ბი, ცვლი­ლე­ბე­ბი და წარ­დგე­ნა პარ­ლა­მენ­ტის სხდო­მის­თვის. რაც შე­ეხ­ება სა­ხელ­მწი­ფო სიმ­ბო­ლო­ებს, ჩვენ საკ­მა­ოდ პო­პუ­ლა­რუ­ლი სიმ­ბო­ლო­ები გვაქ­ვს, რომ­ლე­ბიც სა­ზო­გა­დო­ებ­ას უყ­ვარს. ამ ინ­იცი­ატ­ივ­ის მნიშ­ვნე­ლო­ბა სა­ხელ­წი­ფო­ებ­რი­ობ­ას­თან, სა­მო­ქა­ლა­ქო ვალ­დე­ბუ­ლე­ბებ­თან, პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბებ­თან და უფ­ლე­ბებ­თან ახ­ალი თა­ობ­ის ზი­არ­ებ­აში და ამ ცნე­ბე­ბი­სად­მი სიყ­ვა­რუ­ლის და­ნერ­გვა­ში მდგო­მა­რე­ობს. მა­გა­ლი­თად, ჩემს გა­რე­მოც­ვა­ში უკ­ლებ­ლივ ყვე­ლამ იც­ის გერ­ბის სიტყვე­ბი, მოს­წონს და აღ­ფრთო­ვა­ნე­ბუ­ლია ჩვე­ნი დრო­შით და გერ­ბით.

აღ­ნიშ­ნუ­ლი სა­კა­ნონ­მდებ­ლო ინ­იცი­ატ­ივ­ის ძა­ლა­ში შეს­ვლის შემ­თხვე­ვა­ში, მო­ზარ­დს სა­ხელ­მწი­ფო სიმ­ბო­ლო­ებ­ის ვი­ზუ­ალ­ური აღ­ქმის სა­შუ­ალ­ება მუდ­მი­ვად ექ­ნე­ბა. თუმ­ცა, უკ­ეთ­ესი შე­დე­გი­სათ­ვის სა­თა­ნა­დო ინ­ფორ­მა­ცი­ის პერ­მა­ნენ­ტუ­ლად მი­წო­დე­ბაც სა­შუ­რი საქ­მეა. რა კეთ­დე­ბა ამ თვალ­საზ­რი­სით?

— ჩვენ ხში­რად გვაქ­ვს გას­ვლი­თი ლექ­ცი­ები რე­გი­ონ­ებ­ის სკო­ლებ­სა და გიმ­ნა­ზი­ებ­ში, ას­ევე, ვაწყობთ გა­მო­ფე­ნებს, სა­დაც სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო რე­სურს-ცენ­ტრე­ბი­დან მოყ­ვა­ნილ ბავ­შვებს სა­ჯა­როდ ვუ­კითხავთ ლექ­ცი­ებს. ვარ­კვევთ რო­გორ არ­ის შექ­მნი­ლი სა­ხელ­მწი­ფო თუ მუ­ნი­ცი­პა­ლუ­რი მნიშ­ვნე­ლო­ბის სიმ­ბო­ლი­კა. გარ­და ამ­ისა, სა­ხელ­მწი­ფო დრო­ში­სა და სა­ხელ­მწი­ფო გერ­ბის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცია შე­ტა­ნი­ლია სა­ხელ­მძღვა­ნე­ლო­ებ­ში. ერ­თა­დერ­თი, რაც ჩვენ ჯერ კი­დევ და­ნაკ­ლი­სად მიგ­ვაჩ­ნია, სა­ხელ­მწი­ფო უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტებ­ში ჰე­რალ­დი­კის, რო­გორც დარ­გის, არ­არ­სე­ბო­ბაა. საბ­ჭო­თა დროს ეს მეც­ნი­ერ­ება თით­ქმის გა­უქ­მე­ბუ­ლი იყო და რა­ღაც დამ­ხმა­რე დის­ციპ­ლი­ნად იყო ცნო­ბი­ლი. დღეს, რო­დე­საც პო­ლი­ცი­ელ­იდ­ან დაწყე­ბუ­ლი ფუ­ლით დამ­თავ­რე­ბუ­ლი, ყველ­გან გვაქ­ვს ჰე­რალ­დი­კუ­რი ნი­შა­ნი, სა­ხელ­მწი­ფო მნიშ­ვნე­ლო­ბის სიმ­ბო­ლი­კის სწავ­ლე­ბაც უფ­რო აქ­ტი­ური უნ­და გახ­დეს. ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით ჩვენ გვაქ­ვს გარ­კვე­ული ინ­იცი­ატ­ივ­ები და ვფიქ­რობთ, ახ­ლო მო­მა­ვალ­ში დავ­ნერ­გავთ კი­დეც.

თუ შე­გიძ­ლი­ათ დაგ­ვი­სა­ხე­ლოთ სა­ხელ­მწი­ფო სიმ­ბო­ლო­ებ­ის­ად­მი უდი­ერი, უხ­ეში და უღ­ირ­სი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბე­ბის მა­გა­ლი­თე­ბი?

— იშ­ვი­ათ­ად. მა­გა­ლი­თად, ყვე­ლა­ზე მი­უღ­ებ­ელი იყო, რო­დე­საც პო­ლი­ცი­ელ­მა სა­ქარ­თვე­ლოს დრო­შა წა­არ­თვა დე­მოს­ტრან­ტს და ბა­ლახ­ზე გა­და­აგ­დო, ალ­ბათ, ეს ყვე­ლა მო­ქა­ლა­ქის­თვის შე­უფ­ერ­ებ­ელი საქ­ცი­ელია და, მი­თუ­მე­ტეს, სა­მარ­თლდამ­ცა­ვის­თვის, ას­ეთი უღ­ირ­სი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა დრო­ში­სად­მი აბ­სო­ლუ­ტუ­რად და­უშ­ვე­ბე­ლია. ას­ევე, თქვენ ნა­ხეთ რო­გორ მო­ექ­ცნენ ევ­რო­პის დრო­შას, რო­მე­ლიც ჩა­მოგ­ლი­ჯეს და დაფხრი­წეს — ეს­ეც ერთ-ერ­თი უიშ­ვი­ათ­ესი შემ­თხვე­ვა იყო. მა­ნამ­დე მსგავ­სი, ალ­ბათ, არც ყო­ფი­ლა და პარ­ლა­მენ­ტის რე­აგ­ირ­ებ­ამ­აც არ და­აყ­ოვ­ნა.

მარ­თა­ლია ეს წე­სი კა­ნო­ნი­თაა გან­საზღვრუ­ლი და ყვე­ლა და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლი პი­რის­თვის ინ­ფორ­მა­ცია ხელ­მი­საწ­ვდო­მია, მაგ­რამ მა­ინც მინ­და გკითხოთ, სად და რა პი­რო­ბებ­შია და­ცუ­ლი სა­ქარ­თვე­ლოს სა­ხელ­მწი­ფო დრო­ში­სა და სა­ქარ­თვე­ლოს სა­ხელ­მწი­ფო გერ­ბის ორ­იგ­ინ­ალ­ები?

— სა­ქარ­თვე­ლოს სა­ხელ­მწი­ფო დრო­შა და სა­ქარ­თვე­ლოს სა­ხელ­მწი­ფო გერ­ბის სა­ნი­მუ­შო ვა­რი­ან­ტი, რო­მე­ლიც გა­მო­ქან­და­კე­ბუ­ლია, სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტის რე­ზი­დენ­ცი­აში ინ­ახ­ება — ეს კა­ნო­ნი­თაც ასეა გან­საზღვრუ­ლი. ქვე­ყა­ნა­ში მთა­ვა­რი სიმ­ბო­ლო­ებ­ით უმ­აღ­ლე­სი არ­ჩე­ვი­თი პი­რია აღ­ჭურ­ვი­ლი. სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტს სა­ხელ­მწი­ფო გერ­ბის და სა­ხელ­მწი­ფო დრო­შის ეტ­ალ­ონ­ები აბ­არია, მა­თი და­ზი­ან­ება და ხელ­ყო­ფა და­უშ­ვე­ბე­ლია. ყვე­ლა სხვა გერ­ბი და დრო­შა ამ ორი სიმ­ბო­ლოს ას­ლია.