„სა­ქარ­თვე­ლომ მკა­ფიო პო­ზი­ცია გა­მო­ხა­ტა რუ­სე­თის მი­ერ უკ­რა­ინ­ის ტე­რი­ტო­რი­ული მთლი­ან­ობ­ისა და სუ­ვე­რე­ნი­ტე­ტის დარ­ღვე­ვის შე­სა­ხებ, ის მკა­ფიო პო­ზი­ცი­ას იკ­ავ­ებს მრა­ვალ­მხრივ ორ­გა­ნი­ზა­ცი­ებ­ში — გა­ერო-ში, ევ­რო­პის საბ­ჭო­ში და ეს ძა­ლი­ან და­სა­ფა­სე­ბე­ლია“, – ამ­ის შე­სა­ხებ სა­ქარ­თვე­ლო­ში აშშ-ის ელ­ჩმა კე­ლი დეგ­ნან­მა სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტის თავ­მჯდო­მა­რეს­თან, შალ­ვა პა­პუ­აშ­ვილ­თან შეხ­ვედ­რის შემ­დეგ გა­ნაცხა­და.

მი­სი­ვე თქმით, სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­ზო­გა­დო­ება გა­აქ­ტი­ურ­და და აღ­ნიშ­ნა, რომ აშშ-ის მხარ­და­ჭე­რა უკ­რა­ინ­ის მი­მართ ურ­ყე­ვია.

„მო­ხა­რუ­ლი ვარ თბი­ლის­ში დაბ­რუ­ნე­ბით. ახ­ლა მქონ­და სა­სარ­გებ­ლო შეხ­ვედ­რა სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტის თავ­მჯდო­მა­რე შალ­ვა პა­პუ­აშ­ვილ­თან. გან­ვი­ხი­ლეთ ჩე­მი კონ­სულ­ტა­ცი­ები ვა­შინ­გტონ­ში, ის­ევე, რო­გორც რუ­სე­თის აგ­რე­სია უკ­რა­ინ­აში. ვა­შინ­გტონ­ში ჩე­მი შეხ­ვედ­რე­ბი­სას ძა­ლი­ან მკა­ფიო იყო, რომ შე­ნარ­ჩუ­ნე­ბუ­ლია ფარ­თო ორ­პარ­ტი­ული მხარ­და­ჭე­რა სა­ქარ­თვე­ლოს­თვის ევ­რო­ატ­ლან­ტი­კურ გზა­ზე. ეს გაგ­რძელ­დე­ბა მო­მა­ვალ­შიც.

ცხა­დია, ჩვენ ძა­ლი­ან შეშ­ფო­თე­ბუ­ლი ვართ კრი­ზი­სით, რო­მე­ლიც რუ­სეთ­მა შექ­მნა. ათ­ას­ობ­ით ად­ამი­ანი იძ­ულ­ებ­ული გახ­და — საცხოვ­რე­ბე­ლი სახ­ლი და­ეტ­ოვ­ებ­ინა. ას­ობ­ით დაჭ­რი­ლია. ეს არ­ის ომი, რო­მე­ლიც შექ­მნა და და­იწყო რუ­სეთ­მა. უკ­რა­ინ­ელ­ებ­ის გმი­რუ­ლი პა­სუ­ხი ყვე­ლა ჩვენ­განს აღ­აფ­რთო­ვა­ნებს. ვხე­დავთ, რომ სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­ზო­გა­დო­ება გა­აქ­ტი­ურ­და. სა­ქარ­თვე­ლომ მკა­ფი­ოდ და­აფ­იქ­სი­რა პო­ზი­ცია რუ­სე­თის მი­ერ უკ­რა­ინ­ის ტე­რი­ტო­რი­ული მთლი­ან­ობ­ისა და სუ­ვე­რე­ნი­ტე­ტის დარ­ღვე­ვის შე­სა­ხებ. ვგუ­ლის­ხმობ, რომ ის მკა­ფიო პო­ზი­ცი­ას იკ­ავ­ებს მრა­ვალ­მხრივ ორ­გა­ნი­ზა­ცი­ებ­ში — გა­ერო-ში, ევ­რო­პის საბ­ჭო­ში და ეს ძა­ლი­ან და­სა­ფა­სე­ბე­ლია. ას­ევე, და­სა­ფა­სე­ბე­ლია ქარ­თვე­ლი ხალ­ხის, ბიზ­ნე­სი­სა და მთავ­რო­ბის გულ­მხურ­ვა­ლე პა­სუ­ხი ჰუ­მა­ნი­ტა­რუ­ლი დახ­მა­რე­ბი­სა და მხარ­და­ჭე­რის გა­წე­ვის­თვის უკ­რა­ინ­ელი ხალ­ხის მი­სა­მარ­თით. ყვე­ლა ჩვენ­განს მე­ტის გა­კე­თე­ბა მოგ­ვი­წევს მომ­დევ­ნო დღე­ებ­ში. ვხე­დავთ, რომ სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­ზო­გა­დო­ებ­ამ სან­ქცი­ები და­აწ­ესა. აშშ-მ მი­ლი­არდ დო­ლარ­ზე მე­ტი ღი­რე­ბუ­ლე­ბის სამ­ხედ­რო დახ­მა­რე­ბა გა­უწია უკ­რა­ინ­ას გა­სუ­ლი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში, მათ შო­რის, 350 მი­ლი­ონი, რო­მე­ლიც ახ­ლა­ხანს გა­იცა სა­ხელ­მწი­ფო მდი­ვან ბლინ­კე­ნის მი­ერ რამ­დე­ნი­მე დღის წინ.

ჩვე­ნი მხარ­და­ჭე­რა უკ­რა­ინ­ის მი­მართ ურ­ყე­ვია და ას­ეც დარ­ჩე­ბა. ვი­ცი, რომ ჩვენ ერ­თი­ანი ვრჩე­ბით. ამ დროს ერ­თი­ან­ობა ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი გზავ­ნი­ლია, რომ­ლის გაგ­ზავ­ნაც რუ­სე­თის­თვის შეგ­ვიძ­ლია: — რომ სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­ზო­გა­დო­ება რჩე­ბა ერ­თი­ანი ამ თავ­დას­ხმის წი­ნა­შე, ევ­რო­პუ­ლი უს­აფ­რთხო­ებ­ისა და იმ პრინ­ცი­პე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ, რო­მე­ლიც ჩვენ უს­აფ­რთხო­ებ­ასა და კე­თილ­დღე­ობ­ას გვი­ნარ­ჩუ­ნებ­და გა­სუ­ლი 30 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში“, – გა­ნაცხა­და კე­ლი დეგ­ნან­მა.