თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლომ სრუ­ლად და­აკ­მა­ყო­ფი­ლა სა­ქარ­თვე­ლოს თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს სარ­ჩე­ლი და თავ­დაც­ვის ყო­ფილ მი­ნის­ტრს და­ვით კე­ზე­რაშ­ვილ­სა და შეს­ყიდ­ვე­ბის დე­პარ­ტა­მენ­ტის ყო­ფილ უფ­როსს ალ­ექ­სან­დრე ნი­ნუ­ას სო­ლი­და­რუ­ლად და­ეკ­ის­რათ 5 060 000 ევ­როს ექ­ვი­ვა­ლენ­ტი ლარ­ში სა­მი­ნის­ტროს სა­სარ­გებ­ლოდ. და­ვით კე­ზე­რაშ­ვილ­სა და ალ­ექ­სან­დრე ნი­ნუ­ას სა­ქარ­თვე­ლოს გე­ნე­რა­ლუ­რი პრო­კუ­რა­ტუ­რის მი­ერ სამ­სა­ხუ­რებ­რი­ვი უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბის ბო­რო­ტად გა­მო­ყე­ნე­ბი­სა და სა­ხელ­მწი­ფოს დი­დი ოდ­ენ­ობ­ით ფუ­ლა­დი თან­ხე­ბის მით­ვი­სე­ბა/გაფ­ლან­გვის ფაქ­ტზე წა­რედ­გი­ნათ ბრა­ლი.

საქ­მე ეხ­ებ­ოდა ოფ­შო­რულ ზო­ნა­ში რე­გის­ტრი­რე­ბუ­ლი კომ­პა­ნია „GIRWOOD BUSINESS CORP“- ის სა­სარ­გებ­ლოდ გარ­კვე­ული მომ­სა­ხუ­რე­ბის გა­წე­ვის მიზ­ნით დი­დი ოდ­ენ­ობ­ით თან­ხის გა­და­რიცხვას, თუმ­ცა სა­მი­ნის­ტროს ეს მომ­სა­ხუ­რე­ბა (წვრთნე­ბი) არ მი­უღია. სა­ქარ­თვე­ლოს უზ­ენა­ესი სა­სა­მარ­თლოს 2021 წლის 7 სექ­ტემ­ბრის გა­მამ­ტყუ­ნე­ბე­ლი გა­ნა­ჩე­ნის სა­ფუძ­ველ­ზე და­ვით კე­ზე­რაშ­ვი­ლი და ალ­ექ­სან­დრე ნი­ნუა ცნო­ბილ იქ­ნენ დამ­ნა­შა­ვე­ებ­ად. ამ­ავე გა­ნა­ჩე­ნით დად­გინ­და, რომ აღ­ნიშ­ნუ­ლი პი­რე­ბის ბრა­ლე­ული ქმე­დე­ბით თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს მი­ად­გა 5 060 000 ევ­როს ოდ­ენ­ობ­ით მა­ტე­რი­ალ­ური ზი­ანი.

უზ­ენა­ესი სა­სა­მარ­თლოს გა­დაწყვე­ტი­ლე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე, სა­ქარ­თვე­ლოს თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტრომ (რო­გორც და­ზა­რა­ლე­ბულ­მა პირ­მა) აღ­ნიშ­ნუ­ლი პი­რე­ბის მი­მართ სა­მო­ქა­ლა­ქო სარ­ჩე­ლი წა­რად­გი­ნა თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლო­ში სა­მი­ნის­ტრო­ზე მი­ყე­ნე­ბუ­ლი ზი­ან­ის ან­აზღა­ურ­ებ­ის მოთხოვ­ნით.