სა­ქარ­თვე­ლო­ში შე­მო­სუ­ლი რუ­სე­თის მო­ქა­ლა­ქე­ებ­ის მი­ერ ბან­კე­ბი­დან თან­ხის გა­ტა­ნა უკ­ვე აის­ახა ლა­რის კურ­სზე და ერ­ოვ­ნულ­მა ბან­კმა დრო­ულ­ად უნ­და მი­იღ­ოს გა­დაწყვე­ტი­ლე­ბა, რა­თა გარ­კვე­ული სა­ვა­ლუ­ტო ოპ­ერ­აცი­ები შე­იზღუ­დოს. ამ­ის შე­სა­ხებ ლა­დო პა­პა­ვამ „ინ­ტერ­პრეს­ნი­უსს“ გა­ნუცხა­და, რი­თაც უპ­ას­უხა კითხვას, რი­თი ხსნის სა­ქარ­თვე­ლო­ში ლა­რის კურ­სის მკვეთ­რად გა­უფ­ას­ურ­ებ­ას მა­შინ, რო­ცა აღ­ნიშ­ნუ­ლი მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი რე­გი­ონ­ის სხვა ქვეყ­ნებ­ში, მა­გა­ლი­თად, სომ­ხეთ­ში და თა­ვად სა­ომ­არ ვი­თა­რე­ბა­ში მყოფ უკ­რა­ინ­აშ­იც კი შე­და­რე­ბით და­ბა­ლია.

პა­პა­ვა ლა­რის გა­უფ­ას­ურ­ებ­ას, მათ შო­რის სა­ქარ­თვე­ლო­ში, რუ­სე­თის მო­ქა­ლა­ქე­ებ­ის მა­სობ­რი­ვად ჩა­მოს­ვლას უკ­ავ­ში­რებს.

„რუ­სე­თის მო­ქა­ლა­ქე­ები სა­ქარ­თვე­ლო­ში ბან­კო­მა­ტე­ბი­დან თან­ხებს ცლი­ან, ბან­კე­ბი­დან გა­აქ­ვთ ფუ­ლი — ეს უკ­ვე აის­ახა ლა­რის კურ­სზე. ლა­რი უფ­ას­ურ­დე­ბა და ამ­ის ერთ-ერ­თი მი­ზე­ზი არ­აპ­როგ­ნო­ზი­რე­ბა­დი გაზ­რდი­ლი მოთხოვ­ნაა, რო­მე­ლიც სა­ქარ­თვე­ლო­ში შე­მო­სუ­ლი უცხო ქვეყ­ნის მო­ქა­ლა­ქე­ებ­იდ­ან ხდე­ბა. ვფიქ­რობ, ერ­ოვ­ნულ­მა ბან­კმა დრო­ულ­ად უნ­და მი­იღ­ოს გა­დაწყვე­ტი­ლე­ბა, რა­თა შე­იზღუ­დოს ას­ეთი სა­ვა­ლუ­ტო ოპ­ერ­აცი­ები. ეს აუც­ილ­ებ­ელია. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ „ვი­ზამ“ და „მას­ტერ­კარ­დმა“ უკ­ვე მი­იღ­ეს გა­დაწყვე­ტი­ლე­ბა რუ­სე­თი­დან გას­ვლის შე­სა­ხებ, რაც რუ­სე­თის მო­ქა­ლა­ქე­ებს შე­უზღუ­დავს ამ ბა­რა­თე­ბის სხვა ქვეყ­ნებ­ში გა­მო­ყე­ნე­ბის სა­შუ­ალ­ებ­ას. რაც შე­ეხ­ება რუ­სე­თის მო­ქა­ლა­ქე­ებს, დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, მა­თი დი­დი ნა­წი­ლი გა­ურ­ბის იმ დიქ­ტა­ტო­რულ რე­ჟიმს, რო­მე­ლიც პუ­ტი­ნის მმარ­თვე­ლო­ბის პე­რი­ოდ­ში რუ­სეთ­ში ჩა­მო­ყა­ლიბ­და. გან­სა­კუთ­რე­ბით უკ­რა­ინ­აში ომ­ის წარ­მო­ებ­ის დროს. მეს­მის, მა­თი მცდე­ლო­ბა, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში უვ­იზო რე­ჟი­მია და ად­ვი­ლად შე­მო­დი­ან, მაგ­რამ არ უნ­და დაგ­ვა­ვიწყდეს, რომ მათ შო­რის არა­ერ­თი პრო­ვო­კა­ტო­რი იქ­ნე­ბა, შე­საძ­ლოა — დი­ვერ­სან­ტიც კი, რო­მე­ლიც არ არ­ის გა­მო­რიცხუ­ლი იყ­ოს საფ­რთხის შემ­ცვე­ლი. მოს­კოვს კი­დევ ერ­თხელ არ უნ­და მივ­ცეთ იმ­ის თქმის სა­ფუძ­ვე­ლი, რომ მას სა­ქარ­თვე­ლოს ტე­რი­ტო­რი­აზე თა­ვი­სი მო­ქა­ლა­ქე­ებ­ის დაც­ვა სჭირ­დე­ბა. ამ­იტ­ომ უნ­და გა­აქ­ტი­ურ­დეს ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო, იუს­ტი­ცი­ის სა­მი­ნის­ტრო. არ არ­ის გა­მო­რიცხუ­ლი, რომ გარ­კვე­ული ცვლი­ლე­ბე­ბი შე­ვი­დეს სა­ქარ­თვე­ლოს კა­ნონ­მდებ­ლო­ბა­შიც, რაც სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტის მხრი­დან იქ­ნე­ბა გა­სა­კე­თე­ბე­ლი“, — გა­ნაცხა­და ლა­დო პა­პა­ვამ.

კითხვა­ზე, რა­ტომ არ­ის ლა­რის კურ­სი ყვე­ლა­ზე უფ­რო გა­უფ­ას­ურ­ებ­ული რე­გი­ონ­ის სხვა ქვეყ­ნე­ბის ვა­ლუ­ტებ­თან შე­და­რე­ბით, ლა­დო პა­პა­ვა ამ­ბობს, რომ მთა­ვა­რი მი­ზე­ზი სწო­რედ რუ­სე­თის მო­ქა­ლა­ქე­ებ­ის მხრი­დან სა­ქარ­თვე­ლო­ში რუ­სუ­ლი რუბ­ლის მო­ცი­ლე­ბა და დო­ლა­რის შეს­ყიდ­ვაა.

„ეს ის­ტო­რია სა­ქარ­თვე­ლოს ერ­თხელ უკ­ვე გა­დახ­და თავს, 1998 წელს, რო­დე­საც რუ­სეთ­ში დე­ფოლ­ტი მოხ­და და ამ დე­ფოლ­ტის შე­დე­გად გა­უფ­ას­ურ­ებ­ული რუბ­ლი გა­ედ­ინ­ებ­ოდა რუ­სე­თი­დან და რად­გა­ნაც სა­ქარ­თვე­ლოს საზღვა­რი ნაკ­ლე­ბად კონ­ტროლ­დე­ბო­და, კონ­ტრა­ბან­დის საკ­მა­ოდ დი­დი შე­მო­დი­ნე­ბა იყო. ჩა­მოჰ­ქონ­დათ ტო­ნო­ბით რუ­სუ­ლი ვა­ლუ­ტა. სწო­რედ მა­შინ და­იწყო ლა­რის გა­უფ­ას­ურ­ება, რად­გან გა­უფ­ას­ურ­ებ­ული რუ­სუ­ლი ფუ­ლით ცდი­ლობ­დნენ დო­ლა­რე­ბის შეს­ყიდ­ვას და დო­ლა­რი გა­ედ­ინ­ებ­ოდა”, — გა­ნაცხა­და ლა­დო პა­პა­ვამ.

წყა­რო: https://www.interpressnews.ge/ka/article/699309-lado-papavas-gancxadebit-sakartveloshi-shemosuli-rusetis-mokalakeebis-mier-bankebidan-tanxis-gatana-ukve-aisaxa-laris-kursze-da-erovnulma-bankma-droulad-unda-miigos-gadacqvetileba