რუ­სე­თის მი­მართ და­წე­სე­ბუ­ლი ეკ­ონ­ომ­იკ­ური სან­ქცი­ები სა­ქარ­თვე­ლო­ზე და სომ­ხეთ­ზეც აის­ახ­ებაარ­სე­ბუ­ლი და მო­სა­ლოდ­ნე­ლი ეკ­ონ­ომ­იკ­ური მდგო­მა­რე­ობარონ­დე­ლის ფონ­დისექ­სპერ­ტმა ეკ­ონ­ომ­იკ­ის სა­კითხებ­ში, აკ­ად­ემ­იკ­ოს­მა ვლა­დი­მერ პა­პა­ვამ ონ­ლა­ინგა­მო­ცე­მა JNews-თან გა­ან­ალ­იზა.

გთა­ვა­ზობთ ინ­ტერ­ვი­უს, რო­მელ­საც JNews აქ­ვეყ­ნებს

და­სავ­ლე­თის მი­ერ და­წე­სე­ბუ­ლი სან­ქცი­ები რა გავ­ლე­ნას იქ­ონი­ებს რუ­სეთ­ზე, რო­გორ აის­ახ­ება ეს სა­ქარ­თვე­ლოს ეკ­ონ­ომ­იკ­აზე და რამ­დე­ნად ქმე­დი­თი ნა­ბი­ჯია რუ­სეთ­ზე ზე­გავ­ლე­ნის მო­სახ­დე­ნად?

და­ვიწყოთ იქ­იდ­ან, რომ თა­ნა­მედ­რო­ვე სამ­ყა­რო გლო­ბა­ლი­ზე­ბუ­ლია და რუ­სეთს, თა­ვი­სი მას­შტა­ბე­ბის, სა­სარ­გებ­ლო წი­აღ­ისე­ულ­ის მო­პო­ვე­ბი­სა და ეკ­ონ­ომ­იკ­ური ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, ამ სივ­რცე­ში ბო­ლო ად­გი­ლი ნამ­დვი­ლად არ უჭ­ირ­ავს. ის ეკ­ონ­ომ­იკ­ური სან­ქცი­ები, რომ­ლე­ბიც და­სავ­ლეთ­მა რუ­სეთს და­უწ­ესა, არ არ­ის ის ზო­მე­ბი, რომ­ლის შე­დეგ­საც გრძელ­ვა­დი­ან პერ­სპექ­ტი­ვა­ში უნ­და ვე­ლო­დოთ, ის­ინი უკ­ვე მნიშ­ვნე­ლო­ვან ზე­გავ­ლე­ნას ახ­დე­ნენ რუ­სეთ­ზე. ყვე­ლა ხე­დავს, რო­გორ გა­უფ­ას­ურ­და რუბ­ლი, და­იხ­ურა რუ­სე­თის სა­ფონ­დო ბირ­ჟე­ბი, ძა­ლი­ან ბევ­რი კომ­პა­ნია ტო­ვებს რუ­სე­თის ბა­ზარს, ქვეყ­ნი­დან გა­დი­ან პო­ტენ­ცი­ური და რე­ალ­ური ინ­ვეს­ტო­რე­ბი. ეს ყვე­ლა­ფე­რი ად­ას­ტუ­რებს იმ­ას, რომ რუ­სე­თი უკ­ვე სე­რი­ოზ­ულ კრი­ზის­შია. რუბ­ლის მი­მართ ნდო­ბა უფ­რო და უფ­რო მცირ­დე­ბა. ფაქ­ტია, ეს სი­ტუ­აცია რუ­სე­თის­თვის კი­დევ უფ­რო გამ­წვავ­დე­ბა. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ ეკ­ონ­ომ­იკ­ურ­ად ის ქვეყ­ნე­ბიც ზა­რალ­დე­ბი­ან, რომ­ლებ­მაც რუ­სეთს სან­ქცი­ები და­უწ­ეს­ეს, თუმ­ცა არა იმ მას­შტა­ბით, რო­გორც რუ­სე­თი. ამ ქვეყ­ნებს გა­ზი­სა და ნავ­თო­ბის ყიდ­ვა უფ­რო მა­ღალ ფა­სად მო­უწ­ევთ, ას­ევე მო­უწ­ევთ სა­კუ­თა­რი ეკ­ონ­ომ­იკ­ის გა­დაწყო­ბა, რაც მარ­ტი­ვი არ არ­ის, რად­გან ეს დრო­სა და მნიშ­ვნე­ლო­ვან ხარ­ჯებს მო­ითხოვს. თუმ­ცა, ეკ­ონ­ომ­იკ­ურ­ად გან­სა­კუთ­რე­ბით ის ქვეყ­ნე­ბი და­ზა­რალ­დე­ბი­ან, რომ­ლე­ბიც რუ­სეთ­თან მჭიდ­რო ეკ­ონ­ომ­იკ­ური ურ­თი­ერ­თო­ბე­ბით არი­ან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი. უწ­ინ­არ­ეს ყოვ­ლი­სა, ეს­ენია ევ­რა­ზი­ული ეკ­ონ­ომ­იკ­ური კავ­ში­რის წევ­რი ქვეყ­ნე­ბი, და ას­ევე ის ქვეყ­ნე­ბი, რომ­ლე­ბიც ამ კავ­შირ­ში არ შე­დი­ან, მაგ­რამ რუ­სეთ­თან სა­გა­რეო ვაჭ­რო­ბის კუთხით მჭიდ­როდ თა­ნამ­შრომ­ლო­ბენ, მა­გა­ლი­თად, სა­ქარ­თვე­ლო. სა­ქარ­თვე­ლო ფორ­მა­ლუ­რად რუ­სეთ­თან ერ­თად არ­ცერთ რე­გი­ონ­ულ გა­ერ­თი­ან­ებ­აში არ შე­დის. მი­უხ­ედ­ავ­ად ამ­ისა, რუ­სე­თი სა­ქარ­თვე­ლოს სა­გა­რეო ვაჭ­რო­ბა­ში რი­გით მე­ორე ეკ­ონ­ომ­იკ­ური პარ­ტნი­ორია.

შე­დე­გად რუ­სე­თი­დან სა­ქარ­თვე­ლო­ში იმ­პორ­ტი შემ­ცირ­დე­ბა და სა­ქარ­თვე­ლო­დან რუ­სეთ­ში ექ­სპორ­ტი, პრაქ­ტი­კუ­ლად, შე­უძ­ლე­ბე­ლი გახ­დე­ბა. იმ­იტ­ომ რომ, თუ რუ­სეთ­ში რუბ­ლი და­ეც­ემა, და ის უკ­ვე საკ­მა­ოდ და­ბალ ნიშ­ნულ­ზეა, ბიზ­ნეს­მე­ნე­ბის­თვის სა­კუ­თა­რი პრო­დუქ­ცი­ის რუ­სეთ­ში გა­ყიდ­ვა მომ­გე­ბი­ანი არ იქ­ნე­ბა.

ეკ­ონ­ომ­იკ­ური კრი­ზი­სის გა­მო გა­უჭ­ირ­დე­ბათ თვი­თონ რუ­სე­თის მო­ქა­ლა­ქე­ებ­საც. ჩვე­ნი თა­ნა­მე­მა­მუ­ლე­ები, რომ­ლე­ბიც რუ­სეთ­ში ცხოვ­რო­ბენ და სა­კუ­თა­რი შე­მო­სავ­ლის ნა­წილს სა­კუ­თარ ნა­თე­სა­ვებ­სა და ახ­ლობ­ლებს სა­ქარ­თვე­ლო­ში ურ­იცხა­ვენ, შე­მო­სავ­ლის შემ­ცი­რე­ბის გა­მო ვე­ღარ შეძ­ლე­ბენ სა­კუ­თა­რი ახ­ლობ­ლე­ბის დახ­მა­რე­ბას. ამ­ას­თან ერ­თად იხ­ურ­ება ფუ­ლის გად­მო­რიცხვის ყვე­ლა არ­ხი, უფ­რო მე­ტიც, რუ­სე­თი კრძა­ლავს უცხო­ური ვა­ლუ­ტის რუ­სე­თი­დან სხვა ქვეყ­ნებ­ში გა­და­რიცხვებს. შე­სა­ბა­მი­სად, ფუ­ლა­დი გად­მო­რიცხვე­ბი რუ­სე­თი­დან შემ­ცირ­დე­ბა. და­ზა­რალ­დე­ბა ტუ­რის­ტუ­ლი სექ­ტო­რიც, რად­გან ბევ­რი ტუ­რის­ტი, რომ­ლე­ბიც სა­ქარ­თვე­ლო­ში ჩა­მო­დი­ოდა, რუ­სე­თი­დან და უკ­რა­ინ­იდ­ან იყ­ვნენ, ახ­ლა კი ას­ეთი კრი­ზი­სია, მიმ­დი­ნა­რე­ობს სა­ომ­არი მოქ­მე­დე­ბე­ბი. სა­ომ­არი მოქ­მე­დე­ბე­ბის დას­რუ­ლე­ბის შემ­დე­გად რუ­სეთ­ში ეკ­ონ­ომ­იკ­ური კრი­ზი­სი გაგ­რძელ­დე­ბა. ცხა­დია, ტუ­რის­ტე­ბის რიცხვიც შემ­ცირ­დე­ბა, რად­გან მო­ქა­ლა­ქე­ებს შე­უმ­ცირ­დე­ბათ შე­მო­სავ­ლე­ბი და და­ხარ­ჯვის შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბი. ეს აუც­ილ­ებ­ლად აის­ახ­ება სა­ქარ­თვე­ლოს ტუ­რის­ტულ სექ­ტორ­ზე.

რამ­დე­ნად შე­საძ­ლე­ბე­ლია, რომ რუბ­ლის კურ­სი აიწ­ევს?

ეს შე­უძ­ლე­ბე­ლია, რად­გან მა­თი ოქ­რო­სა და ვა­ლუ­ტის მა­რა­გე­ბის დი­დი ნა­წი­ლი საზღვარ­გა­რე­თის ბან­კებ­ში ჰქონ­დათ შე­ნა­ხუ­ლი, რა­საც და­სავ­ლეთ­მა სან­ქცი­ები და­ადო, ყვე­ლა ეს ან­გა­რი­ში დაბ­ლო­კი­ლია. რუ­სეთს აქ­ვს და­ახ­ლო­ებ­ით 600 მი­ლი­არ­დი დო­ლა­რის მა­რა­გი, აქ­ედ­ან მხო­ლოდ 150 მი­ლი­არ­დის გა­მო­ყე­ნე­ბა შე­უძ­ლია იმ პი­რო­ბებ­ში, რო­დე­საც არ აქ­ვს შე­მო­სა­ვა­ლი დო­ლარ­ში, ამ­იტ­ომ რუბ­ლის კურ­სის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბა რუ­სეთ­ში პრაქ­ტი­კუ­ლად შე­უძ­ლე­ბე­ლია.

რუბ­ლის გა­უფ­ას­ურ­ება ლა­რის კურ­სზე გავ­ლე­ნას მო­ახ­დენს?

რა თქმა უნ­და, ეს გავ­ლე­ნას მო­ახ­დენს და არა მარ­ტო იმ­იტ­ომ, რომ რუ­სე­თი ჩვე­ნი სა­ვაჭ­რო პარ­ტნი­ორია. ეს გავ­ლე­ნას მო­ახ­დენს ყვე­ლა ქვე­ყა­ნა­ზე, რომ­ლე­ბიც რუ­სე­თის ეკ­ონ­ომ­იკ­ას­თან მჭიდ­როდ არი­ან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი, გან­სა­კუთ­რე­ბით იმ ქვეყ­ნებს ვგუ­ლის­ხმობ, სა­დაც უვ­იზო რე­ჟი­მია, რად­გან ბევ­რი რუ­სი მო­ქა­ლა­ქე და­იწყებს რუბ­ლის მო­შო­რე­ბას ევ­რა­ზი­ის ეკ­ონ­ომ­იკ­ური კავ­ში­რის წევრ ქვეყ­ნებ­ში და ას­ევე, სა­ქარ­თვე­ლო­ში, რად­გან რუ­სებს სა­ვი­ზო შეზღუდ­ვე­ბის გა­რე­შე, თა­ვი­სუფ­ლად შე­უძ­ლი­ათ შე­მოს­ვლა და რუბ­ლის გა­დაც­ვლა უცხო­ურ ვა­ლუ­ტა­ზე, მა­გა­ლი­თად, დო­ლარ­ზე ან ევ­რო­ზე, იმ­ის­ათ­ვის რომ თა­ვი გა­და­ირ­ჩი­ნონ. ეს, რა თქმა უნ­და, ერ­ოვ­ნუ­ლი ვა­ლუ­ტის გა­უფ­ას­ურ­ებ­ას გა­მო­იწ­ვევს.

სომ­ხე­თის ეკ­ონ­ომ­იკ­აზე, რო­მე­ლიც ევ­რა­ზი­ის გა­ერ­თი­ან­ებ­ის წევ­რია, არ­სე­ბუ­ლი ფაქ­ტო­რე­ბი ას­ევე მო­ახ­დენს ზე­გავ­ლე­ნას?

მე, რა თქმა უნ­და, სომ­ხე­თის ეკ­ონ­ომ­იკ­ის სა­კითხებ­ში სპე­ცი­ალ­ის­ტი არ ვარ და ამ­იტ­ომ­აც ყუ­რადღე­ბა გა­ვა­მახ­ვი­ლე მთლი­ან­ად ევ­რა­ზი­ულ ეკ­ონ­ომ­იკ­ურ კავ­შირ­ზე. ამ გა­ერ­თი­ან­ებ­აში მხო­ლოდ სომ­ხე­თი არ შე­დის. ყვე­ლა წევ­რი ქვე­ყა­ნა და­ზა­რალ­დე­ბა, მაგ­რამ და­ზა­რალ­დე­ბა ის­ეთი ქვეყ­ნე­ბიც, რო­გო­რიც სა­ქარ­თვე­ლოა, რო­მე­ლიც არ შე­დის ამ გა­ერ­თი­ან­ებ­აში, მაგ­რამ რუ­სეთ­თან მჭიდ­რო ეკ­ონ­ომ­იკ­ური ურ­თი­ერ­თო­ბა აქ­ვს.

რუ­სე­თის­თვის და­წე­სე­ბუ­ლი სან­ქცი­ები შე­ეხ­ება სა­ქარ­თვე­ლოს?

ირ­იბ­ად ეს სან­ქცი­ები ყვე­ლას შე­ეხ­ება, რად­გან, მა­გა­ლი­თად, ქარ­თუ­ლი ექ­სპორ­ტი­ორ­ებ­ის­თვის რუ­სუ­ლი ბა­ზა­რი პრაქ­ტი­კუ­ლად აღ­არ იარ­სე­ბებს.

რუ­სე­თი­დან სა­ქარ­თვე­ლო­ში ფუ­ლად გად­მო­რიცხვებ­ზე იმ­ოქ­მე­დებს თუ არა რუ­სე­თის SWIFT-დან გა­თიშ­ვა?

იმ­ოქ­მე­დებს. რუ­სეთს აქ­ვს სა­კუ­თა­რი სის­ტე­მა, რო­მე­ლიც აქ­ტი­ურ­ად გა­მო­იყ­ენ­ება მხო­ლოდ ევ­რა­ზი­ული ეკ­ონ­ომ­იკ­ური კავ­ში­რის ქვეყ­ნებ­ში.

არ­სე­ბუ­ლი სი­ტუ­აცი­ის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, რა პროგ­ნო­ზე­ბის გა­კე­თე­ბაა შე­საძ­ლე­ბე­ლი?

რთუ­ლი სა­კითხია… პირ­ველ რიგ­ში, სა­სურ­ვე­ლია, რომ სა­ომ­არი მოქ­მე­დე­ბე­ბი შე­ჩერ­დეს, რად­გან მშვი­დო­ბი­ანი მო­სახ­ლე­ობა იღ­უპ­ება, იღ­უპ­ები­ან ბავ­შვე­ბი. ეს ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია. ად­ამი­ან­ის სი­ცოცხლე ყვე­ლა­ზე დი­დი ღი­რე­ბუ­ლე­ბაა. რო­გორც კი მშვი­დო­ბის დამ­ყა­რე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბა გაჩ­ნდე­ბა, მე­რე გა­კეთ­დე­ბა სპე­ცი­ალ­ური გათ­ვლე­ბი, და­იწყე­ბა სპე­ცი­ალ­ური პროგ­რა­მე­ბი. მა­გა­ლი­თად, მსოფ­ლიო ბაკ­მა უკ­ვე და­ად­ას­ტუ­რა, რომ უკ­რა­ინ­ას 3 მი­ლი­არ­დი დო­ლა­რის ოდ­ენ­ობ­ის დახ­მა­რე­ბას გა­მო­უყ­ოფს. ომ­ის დროს ამ თან­ხას უკ­რა­ინა მა­ინც ვერ გა­მო­იყ­ენ­ებს, ანუ ომი უნ­და დამ­თავ­რდეს.

რო­გორ აფ­ას­ებთ სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბის მოქ­მე­დე­ბებს ამ რთულ ვი­თა­რე­ბა­ში?

სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბამ თქვა, რომ არ შეუერთდება რუ­სე­თის წი­ნა­აღ­მდეგ და­წე­სე­ბულ სან­ქცი­ებს — ეს სწო­რია, რად­გან ჩვენ რუ­სეთ­ზე ზე­მოქ­მე­დე­ბის მო­სახ­დე­ნად არ­ანა­ირი ეკ­ონ­ომ­იკ­ური ბერ­კე­ტი არ გაგ­ვაჩ­ნია. სა­ქარ­თვე­ლო რომ ეკ­ონ­ომ­იკ­ურ სან­ქცი­ებს შეუერთდეს, პირ­ველ რიგ­ში, სა­ქარ­თვე­ლო და­ზა­რალ­დე­ბა. მა­გა­ლი­თად, სა­ქარ­თვე­ლოს ცის და­კეტ­ვა რუ­სე­თის ავი­აცი­ის­თვის პრინ­ციპ­ში შე­უძ­ლე­ბე­ლია, რად­გან ჩვენ უნ­და გა­ვით­ვა­ლის­წი­ნოთ ჩვე­ნი მე­ზო­ბე­ლი სომ­ხე­თის ინ­ტე­რე­სე­ბი, უწ­ინ­არ­ეს ყოვ­ლი­სა ეს სა­კითხი სა­ქარ­თვე­ლომ სომ­ხეთ­თან ერ­თად უნ­და გა­დაწყვი­ტოს. ბრმად სან­ქცი­ებ­ის­თვის მი­ერ­თე­ბა — აზ­რს მოკ­ლე­ბუ­ლია, რად­გან სა­ქარ­თვე­ლო არ წარ­მო­ად­გენს SWIFT-ის დამ­ფუძ­ნე­ბელ ქვე­ყა­ნას. სუფ­თად პო­ლი­ტი­კუ­რი გან­ცხა­დე­ბა — არ­აფ­ერ კარ­გს არ მოგ­ვი­ტანს, თუ გა­ვით­ვა­ლის­წი­ნებთ, რომ სა­ქარ­თვე­ლოს ტე­რი­ტო­რი­ებ­ის 20% უკ­ვე რუ­სე­თის მი­ერ არ­ის ოკ­უპ­ირ­ებ­ული.

წყა­რო — (https://jnews.ge/?p=88386&fbclid=IwAR142IUa7nkXyHZh-muOjSFPCz-DSlKYgOzxP47yy–f-Izfc2TkPr-v0MM).