„მე დღე­საც მზად ვარ ნე­ბის­მი­ერ ფორ­მატ­ში დი­ალ­ოგ­ისა და სა­უბ­რი­სათ­ვის. თუმ­ცა, სა­უბ­არი სა­უბ­რის­თვის შე­დე­გის მომ­ტა­ნი ვე­რას­დროს ვერ იქ­ნე­ბა. სა­ჭი­როა სპე­ცი­ალ­ის­ტე­ბის მოს­მე­ნა და მა­თი ექ­სპერ­ტუ­ლი ცოდ­ნის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბა“, — ასე გა­მო­ეხ­მა­ურა ვი­ცე-პრე­მი­ერი, ეკ­ონ­ომ­იკ­ისა და მდგრა­დი გან­ვი­თა­რე­ბის მი­ნის­ტრი ლე­ვან და­ვი­თაშ­ვი­ლი სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ჯგუ­ფის — „რი­ონ­ის ხე­ობ­ის მცვე­ლე­ბის“ გან­ცხა­დე­ბას სამ­თავ­რო­ბო უწყე­ბებ­თან ე.წ. „ღია დი­ალ­ოგ­ის“ შე­სა­ხებ.

რო­გორც მთავ­რო­ბის ად­მი­ნის­ტრა­ცი­აში გა­მარ­თულ ბრი­ფინ­გზე ვი­ცე-პრე­მი­ერ­მა აღ­ნიშ­ნა, ნა­მახ­ვა­ნი ჰე­სის სა­კითხთან და­კავ­ში­რე­ბით, სა­ზო­გა­დო­ებ­ის და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლი ჯგუ­ფე­ბის­თვის, ევ­რო­პის ენ­ერ­გე­ტი­კუ­ლი გა­ერ­თი­ან­ებ­ის მეშ­ვე­ობ­ით გახ­სნი­ლია პლატ­ფორ­მა და ამ ად­ამი­ან­ებს ჰქონ­დათ შე­საძ­ლებ­ლო­ბა — მო­ნა­წი­ლე­ობა მი­ეღ­ოთ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი სა­კითხე­ბის გან­ხილ­ვა­ში ექ­სპერ­ტებ­თან ერ­თად.

„ევ­რო­პის ენ­ერ­გე­ტი­კუ­ლი გა­ერ­თი­ან­ება არ­ის ყვე­ლა­ზე კომ­პე­ტენ­ტუ­რი ორ­გა­ნი­ზა­ცია ევ­რო­პა­ში, რო­მელ­საც აქ­ვს გა­მოც­დი­ლე­ბა, სა­ზო­გა­დო­ებ­ის სხვა­დას­ხვა და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლი მხა­რის ჩარ­თუ­ლო­ბით, აწ­არ­მო­ონ მე­დი­აცია ას­ეთ კონ­ფლიქ­ტურ სი­ტუ­აცი­აში. მათ ას­ევე აქ­ვთ კომ­პე­ტენ­ცია, პრო­ცეს­ში ჩარ­თუ­ლი ჰყო­ლო­დათ ექ­სპერ­ტე­ბი სხვა­დას­ხვა მი­მარ­თუ­ლე­ბით — ამ შემ­თხვე­ვა­ში სა­უბ­არია გა­რე­მოს დაც­ვით მი­მარ­თუ­ლე­ბა­ზე, გა­რე­მო­ზე ზე­მოქ­მე­დე­ბა­ზე, ეკ­ონ­ომ­იკ­ურ სა­კითხებ­ზე და ა.შ. ეს პლატ­ფორ­მა ჩა­მო­ყა­ლიბ­და, მას­ში მო­ნა­წი­ლე­ობ­ენ მთე­ლი რი­გი არ­ას­ამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ები, ას­ევე მთავ­რო­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი რო­გორც გა­რე­მოს დაც­ვის, ისე ეკ­ონ­ომ­იკ­ის კუთხით, მაგ­რამ ჩვენ „რი­ონ­ის ხე­ობ­ის მცვე­ლე­ბის“ ბევ­რი აქ­ტი­ვო­ბა და ენ­თუ­ზი­აზ­მი ვერ და­ვი­ნა­ხეთ“, — აღ­ნიშ­ნა ლე­ვან და­ვი­თაშ­ვილ­მა.

მი­უხ­ედ­ავ­ად იმ­ისა, რომ ეს პლატ­ფორ­მა არ­სე­ბობს და შე­საძ­ლე­ბე­ლია მი­სი გა­მო­ყე­ნე­ბა, მი­ნის­ტრმა კი­დევ ერ­თხელ და­აფ­იქ­სი­რა მზა­ობა პი­რის­პირ შეხ­ვედ­რი­სა და გულ­წრფე­ლი, ღია სა­უბ­რის­თვის.

„თუმ­ცა, თუ გვა­ინ­ტე­რე­სებს პა­სუ­ხე­ბი კონ­კრე­ტულ კითხვებ­ზე, მა­გა­ლი­თად, უს­აფ­რთხო­ებ­ის სა­კითხებ­ზე, გა­რე­მო­ზე ზე­მოქ­მე­დე­ბა­ზე, ბი­ომ­რა­ვალ­ფე­როვ­ნე­ბა­ზე, ტა­რი­ფებ­ზე, ეკ­ონ­ომ­იკ­აზე, ენ­ერ­გე­ტი­კულ უს­აფ­რთხო­ებ­ასა და ა.შ., უპ­რი­ანია — დავ­სხდეთ კონ­კრე­ტულ, სწორ ფორ­მატ­ში, სა­დაც ექ­სპერ­ტე­ბი მო­ნა­წი­ლე­ობ­ენ და ას­ევე ის ად­ამი­ან­ები, რო­მელ­თაც ხე­ლე­წი­ფე­ბათ მე­დი­აცია და ნე­იტ­რა­ლუ­რი რო­ლის შეს­რუ­ლე­ბა“, — გა­ნაცხა­და ეკ­ონ­ომ­იკ­ის მი­ნის­ტრმა.

ლე­ვან და­ვი­თაშ­ვილ­მა, დას­მუ­ლი კითხვის სა­პა­სუ­ხოდ, ას­ევე კო­მენ­ტა­რი გა­აკ­ეთა კომ­პა­ნია „ენ­კას­თან“ და­კავ­ში­რე­ბით. მი­სი თქმით, პრო­ცე­სი საკ­მა­ოდ რთუ­ლია — კომ­პა­ნი­ას თა­ვი­სი პრე­ტენ­ზი­ები გა­აჩ­ნია, რად­გან შე­ფერ­ხდნენ მუ­შა პრო­ცეს­ში.

„მათ აქ­ვთ გარ­კვე­ული წი­ნა­და­დე­ბე­ბი, თუმ­ცა, შე­საძ­ლოა, ჩვენ რა­ღა­ცე­ებს ვით­ვა­ლის­წი­ნებ­დეთ და რა­ღა­ცე­ებ­ში არ ვე­თან­ხმე­ბო­დეთ, ამ­იტ­ომ ეს იქ­ნე­ბა სა­მარ­თლებ­რი­ვი პრო­ცე­სი და ბუ­ნებ­რი­ვია, ვიდ­რე არ მოხ­დე­ბა სა­მარ­თლებ­რი­ვი პრო­ცე­სის პროგ­რე­სი, ამ­აზე მეტ ინ­ფორ­მა­ცია ვერ მი­ვაწ­ვდით ვე­რა­ვის. ჩარ­თუ­ლი გვყავს სა­ექ­სპერ­ტო და იურ­იდი­ული კომ­პა­ნი­ები, მათ შო­რის, სა­ხელ­მწი­ფო მა­კონ­ტრო­ლე­ბე­ლი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ები, არ­სე­ბობს ას­ევე სა­სა­მარ­თლო პრო­ცე­სე­ბი, ამ­იტ­ომ, უმ­ჯო­ბე­სია და­ვე­ლო­დოთ სწო­რად წარ­მარ­თულ სა­მარ­თლებ­რივ პრო­ცესს, რომ­ლის შე­სა­ხე­ბაც ად­ეკ­ვა­ტუ­რი და სრუ­ლი ინ­ფორ­მა­ცია ექ­ნე­ბა სა­ზო­გა­დო­ებ­ას და გან­სა­კუთ­რე­ბით, და­ინ­ტე­რე­სე­ბულ პი­რებს“ — გა­ნაცხა­და ლე­ვან და­ვი­თაშ­ვილ­მა.