ლე­ვან ლორ­თქი­ფა­ნი­ძე,

პო­ლი­ტო­ლო­გი, თსუის ლექ­ტო­რი, „კავ­კა­სი­ური სახ­ლისგამ­გე­ობ­ის წევ­რი

ევ­რო­პის შუ­აგ­ულ­ში, ქა­ლაქ მი­უნ­ხენ­ში, უს­აფ­რთხო­ებ­ის კონ­ფე­რენ­ცი­ის მას­პინ­ძელ სას­ტუმ­როს­თან ძა­ლი­ან ახ­ლოს ერ­თი პა­ტა­რა, რი­გი­თი მო­ქა­ლა­ქე­ებ­ისა და გამ­ვლე­ლე­ბის­თვის შე­უმ­ჩნე­ვე­ლი მე­მო­რი­ალია გან­თავ­სე­ბუ­ლი. შემ­თხვე­ვი­თი გამ­ვლე­ლე­ბი­სა და ქა­ლა­ქის სტუმ­რე­ბის­თვის მა­იკლ ჯექ­სო­ნის პა­ტივ­სა­ცე­მად მორ­თუ­ლი მო­ნუ­მენ­ტის გვერ­დით ფი­ლა­ქან­ზე შე­მო­ხა­ზუ­ლი ფი­გუ­რის აღ­მო­ჩე­ნა თით­ქმის შე­უძ­ლე­ბე­ლია. მე­მო­რი­ალი კურტ აის­ნე­რის სა­ხელს ატ­არ­ებს. აის­ნე­რი ბა­ვა­რი­ის რეს­პუბ­ლი­კის პირ­ვე­ლი დე­მოკ­რა­ტი­ულ­ად არ­ჩე­ული პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი გახ­ლდათ. გერ­მა­ნე­ლი ნა­ცი­ონ­ალ­ის­ტე­ბი და იმ­პე­რი­ალ­ის­ტე­ბი ებ­რა­ული წარ­მო­შო­ბის ლი­დერს სამ­შობ­ლოს მო­ღა­ლა­ტედ მი­იჩ­ნევ­დნენ, რად­გან სო­ცი­ალ-დე­მოკ­რა­ტი პირ­ველ მსოფ­ლიო ომს ეწ­ინა­აღ­მდე­გე­ბო­და და ყვე­ლა­ფერს აკ­ეთ­ებ­და იმ­ის­ათ­ვის, რომ ევ­რო­პა­ში მა­ლე დას­რუ­ლე­ბუ­ლი­ყო უს­ას­ტი­კე­სი სის­ხლის­ღვრა, ქვეყ­ნებს უარი ეთ­ქვათ ერ­თმა­ნე­თის დაპყრო­ბა­ზე და მთე­ლი ძა­ლა სო­ცი­ალ­ური სა­მარ­თლი­ან­ობ­ის დამ­ყა­რე­ბის­თვის და­ეხ­არ­ჯათ. აის­ნე­რი თა­ვი­სი ან­ტი­სა­ომ­არი საქ­მი­ან­ობ­ის გა­მო 22 წლის ბა­ვა­რი­ელ­მა რა­დი­კალ­მა ქუ­ჩა­ში დახ­ვრი­ტა. მი­უნ­ხე­ნის­გან მო­შო­რე­ბით, საფ­რან­გე­თის დე­და­ქა­ლა­ქის ერთ-ერ­თი სა­სა­დი­ლოს კე­დელ­ზეც შე­საძ­ლე­ბე­ლია და­ახ­ლო­ებ­ით იმ­ავე ში­ნა­არ­სის მე­მო­რი­ალ­ური და­ფის აღ­მო­ჩე­ნა. 1914 წელს ფრან­გმა ექ­სტრე­მის­ტებ­მა, პირ­ვე­ლი მსოფ­ლიო ომ­ის დაწყე­ბის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო, პა­ცი­ფის­ტუ­რი პო­ზი­ცი­ის გა­მო, კა­ფე­ში დაცხრი­ლეს ჟან ჟო­რე­სი, მე­სა­მე რეს­პუბ­ლი­კის მე­მარ­ცხე­ნე ოპ­ოზ­იცი­ის ერთ-ერ­თი ლი­დე­რი. ჟან ჟო­რესს ჯერ არ­დაწყე­ბუ­ლი ომ­ის პირ­ველ მსხვერ­პლად მო­იხ­სე­ნი­ებ­ენ. უკ­რა­ინ­აში ომ­ის მიმ­დი­ნა­რე­ობ­ის­ას ხში­რად მე­ფიქ­რე­ბა აის­ნერ­სა და ჟო­რეს­ზე, მათ თავ­და­დე­ბა­სა და სიკ­ვდილ­ზე. ალ­ბათ, თა­ნა­მედ­რო­ვე რუ­სეთ­ში ბევ­რს ემ­უქ­რე­ბა ფრან­გი და გერ­მა­ნე­ლი მოღ­ვა­წე­ებ­ის ბე­დის გა­ზი­არ­ებ­ის საფ­რთხე. სა­ქარ­თვე­ლო­ში ად­ვი­ლია გა­მო­ეხ­მა­ურო უკ­რა­ინ­აში გან­ვი­თა­რე­ბულ მოვ­ლე­ნებს, გა­მოხ­ვი­დე მა­სობ­რივ დე­მონ­სტრა­ცი­აზე, ხე­ლი მო­აწ­ერო გან­ცხა­დე­ბას, რო­მე­ლიც მშვი­დო­ბის დამ­ყა­რე­ბის­კენ მო­უწ­ოდ­ებს მე­ზო­ბელ­თა მჩაგ­ვრელ იმ­პე­რი­ას.

ჩვენ­თან პრე­ზი­დენ­ტი და რი­გი­თი მო­ქა­ლა­ქე­ები ერ­თმა­ნე­თის გვერ­დით დგა­ნან უკ­რა­ინ­ის­ათ­ვის სო­ლი­და­რო­ბის გა­მო­ხატ­ვის მიზ­ნით გა­მარ­თულ ფარ­თო­მას­შტა­ბი­ან ღო­ნის­ძი­ებ­ებ­ზე. სა­ქარ­თვე­ლო­ში პრეს­ტი­ჟი­სა და ღირ­სე­ბის სა­კითხია ჰუ­მა­ნი­ტა­რუ­ლი დახ­მა­რე­ბის შეგ­რო­ვე­ბა ხერ­სო­ნი­დან და მა­რი­უპ­ოლ­იდ­ან დევ­ნი­ლი მო­სახ­ლე­ობ­ის­თვის. სა­ქარ­თვე­ლო­ში სიტყვის თა­ვი­სუფ­ლე­ბა არ იზღუ­დე­ბა და მე­დია სა­შუ­ალ­ებ­ები (რამ­დე­ნი­მე გა­მო­ნაკ­ლისს თუ არ ჩავ­თვლით) ერ­თმა­ნეთს ეჯ­იბ­რე­ბი­ან ომ­ის მსხვერ­პლთა სა­სარ­გებ­ლოდ საქ­ველ­მოქ­მე­დო მა­რა­თო­ნე­ბის ორ­გა­ნი­ზე­ბა­ში. მი­უხ­ედ­ავ­ად უამ­რა­ვი ნაკ­ლო­ვა­ნე­ბი­სა, სა­ქარ­თვე­ლო დე­მოკ­რა­ტი­ული სა­ხელ­მწი­ფოა.

სა­უბ­ედ­ურ­ოდ, რუ­სეთ­ში მდგო­მა­რე­ობა სხვაგ­ვა­რია, ჩრდი­ლო­ეთ­ის ქა­ლა­ქებ­ში შე­უძ­ლე­ბე­ლია მშვი­დად იდ­გე ომ­ის გამ­ჩა­ღე­ბელ­თა სა­წი­ნა­აღ­მდე­გო მხა­რეს. ბო­ლო ერ­თი კვი­რის გან­მავ­ლო­ბა­ში რუ­სე­თის დიდ ქა­ლა­ქებ­ში სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­მა ათი ათ­ას­ამ­დე ად­ამი­ანი და­აპ­ატ­იმ­რეს მხო­ლოდ იმ­იტ­ომ, რომ უკ­რა­ინ­ის სუ­ვე­რე­ნი­ტე­ტი­სა და ტე­რი­ტო­რი­ული მთლი­ან­ობ­ის ძა­ლის გა­მო­ყე­ნე­ბით ხელ­ყო­ფას აპ­რო­ტეს­ტებ­დნენ. რუს­მა პო­ლი­ცი­ელ­ებ­მა და­ახ­ლო­ებ­ით ამ­დე­ნი­ვე მო­ქა­ლა­ქე და­აჯ­არ­იმ­ეს მშვი­დო­ბი­ან მა­ნი­ფეს­ტა­ცი­ებ­ში მო­ნა­წი­ლე­ობ­ის გა­მო. მშვი­დო­ბის მხარ­დამ­ჭე­რი ყვე­ლა­ზე გავ­ლე­ნი­ანი, ნა­ცემ-ნაგ­ვე­მი აქ­ტი­ვის­ტე­ბი კონ­სპი­რა­ცი­ულ ბი­ნებ­სა და სა­ავ­ად­მყო­ფო­ებ­ში არი­ან გა­დაყ­ვა­ნილ­ნი. უკ­ან­ას­კნე­ლი ათი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში რუ­სე­თის სა­მო­ქა­ლა­ქო სა­ზო­გა­დო­ებ­ის ვე­ლი თით­ქმის მთლი­ან­ად გა­თა­ვი­სუფ­ლდა დე­მოკ­რა­ტი­ის­თვის მებ­რძო­ლი ძა­ლე­ბის­გან. კრემ­ლი­დან რამ­დე­ნი­მე ათე­ული მეტ­რის მო­შო­რე­ბით გან­ხორ­ცი­ელ­ებ­ულ ტე­რო­რის­ტულ აქ­ტს შე­ეწ­ირა ვე­ტე­რა­ნი ოპ­ოზ­იცი­ონ­ერი ბო­რის ნემ­ცო­ვი; სა­სიკ­ვდი­ლოდ მო­წამ­ლეს, შემ­დეგ კი მრა­ვალ­წლი­ანი ტუ­სა­ღო­ბის გზას გა­უყ­ენ­ეს ალ­ექ­სეი ნა­ვალ­ნი, რო­მელ­მაც რამ­დე­ნი­მე წლის წინ პრაქ­ტი­კუ­ლად შეძ­ლო მოს­კო­ვის მე­რის არ­ჩევ­ნე­ბის მე­ორე ტურ­ში გა­დას­ვლა; ას­ობ­ით და­მო­უკ­იდ­ებ­ელ ას­ოცი­აცი­ასა და ინ­სტი­ტუტს საზღვარ­გა­რე­თი­დან ფი­ნან­სუ­რი დახ­მა­რე­ბის მი­ღე­ბის შემ­დეგ მი­ნი­ჭე­ბუ­ლი აქ­ვს „უცხო­ეთ­ის აგ­ენ­ტი­სა“ და „არ­ას­ას­ურ­ვე­ლი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის“ სტა­ტუ­სი, რაც მათ ყვე­ლა­ზე მარ­ტი­ვი, ელ­ემ­ენ­ტა­რუ­ლი ოპ­ერ­აცი­ებ­ის შეს­რუ­ლე­ბის დრო­საც კი ხელ­ფეხს უბ­ოჭ­ავს, მიმ­დი­ნა­რე­ობს „აგ­ენ­ტე­ბის“ მო­ღა­ლა­ტე­ებ­ად და „ხალ­ხის მტრე­ბად“ შე­რაცხვის, დე­მოკ­რა­ტი­ული და­წე­სე­ბუ­ლე­ბე­ბის დე­მო­ნი­ზე­ბის აგ­რე­სი­ული კამ­პა­ნია. 2021 წლის ბო­ლოს აკ­რძა­ლეს ქვეყ­ნის ყვე­ლა­ზე ძვე­ლი, დი­დი ის­ტო­რი­ის მქო­ნე ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის — „მე­მო­რი­ალ­ის“ საქ­მი­ან­ობა, რო­მე­ლიც, ძი­რი­თა­დად, ომ­ის მსხვერ­პლთა და ავ­ტო­რი­ტა­რუ­ლი რე­ჟი­მის მი­ერ რეპ­რე­სი­რე­ბულ­თა ინ­ტე­რე­სე­ბის დაც­ვას ემ­სა­ხუ­რე­ბო­და. რუ­სეთ­ში, ფაქ­ტობ­რი­ვად, არ არ­სე­ბობს ფე­დე­რა­ლუ­რი მნიშ­ვნე­ლო­ბის თა­ვი­სუ­ფა­ლი მე­დია სა­შუ­ალ­ება. ომ­ის მიმ­დი­ნა­რე­ობ­ის დროს და­ად­უმ­ეს ის­ედ­აც მხო­ლოდ ლი­ბე­რა­ლურ წრე­ებ­ში პო­პუ­ლა­რუ­ლი რა­დიო სად­გუ­რი „ეხო მას­კვი“ და ტე­ლე­კომ­პა­ნია „დოჟ­ძი“. ჯერ­ჯე­რო­ბით ფეხ­ზე დგო­მას მხო­ლოდ „ნო­ვაია გა­ზე­ტა“ ახ­ერ­ხებს, რაც ალ­ბათ იმ­ის დამ­სა­ხუ­რე­ბაა, რომ გა­მო­ცე­მის რე­დაქ­ტო­რი — დი­მიტ­რი მუ­რა­ტო­ვი გა­სუ­ლი წლის მი­წუ­რულს ნო­ბე­ლის კო­მი­ტეტ­მა მშვი­დო­ბის პრე­მი­ით და­აჯ­ილ­დო­ვა (არ უნ­და დაგ­ვა­ვიწყდეს ის­იც, რომ გა­ზე­თის რე­დაქ­ცი­ის კედ­ლებ­ზე რე­ჟი­მი­სა და მი­სი ექ­სტრე­მის­ტი მომ­ხრე­ებ­ის მი­ერ მოკ­ლუ­ლი ექ­ვსი თა­ნამ­შრომ­ლის ფო­ტო ჰკი­დია). ჩვენს მე­ზო­ბელ ქვე­ყა­ნა­ში დევ­ნი­ან სა­ერ­თა­შო­რი­სო მე­დი­ას­აც, კრემ­ლმა მა­უწყებ­ლო­ბის უფ­ლე­ბა ჩა­მო­არ­თვა „Deutsche Welle“-ს, შე­ფერ­ხე­ბე­ბით მუ­შა­ობს BBC-ის რუ­სუ­ლი რე­დაქ­ცია. რამ­დე­ნი­მე სა­ათ­ის წინ რუ­სე­თის ფე­დე­რა­ლურ­მა კრე­ბამ და­ამ­ტკი­ცა სპე­ცი­ალ­ური ცვლი­ლე­ბე­ბი სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სში. რუ­სე­თის სამ­ხედ­რო ძა­ლე­ბის, რუს ჯა­რის­კაც­თა მოქ­მე­დე­ბე­ბის დის­კრე­დი­ტა­ცი­ის მიზ­ნით მა­სა­ლე­ბის გავ­რცე­ლე­ბა, ას­ევე ან­ტი­რუ­სუ­ლი სან­ქცი­ებ­ის და­წე­სე­ბის­კენ მო­წო­დე­ბა და­ის­ჯე­ბა 10-დან 15 წლამ­დე პა­ტიმ­რო­ბით ან მი­ლი­ონ­ნა­ხე­ვა­რი რუბ­ლის ოდ­ენ­ობ­ის ჯა­რი­მით. ომ­ის დაწყე­ბის შემ­დეგ პუ­ტი­ნის ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ დაბ­ლო­კა სო­ცი­ალ­ური ქსე­ლე­ბის — Facebook-ისა და Twitter-ის მუ­შა­ობ­აც. მა­შა­სა­და­მე, რუ­სე­თი არ­ის ქვე­ყა­ნა, სა­დაც სიტყვი­სა და გა­მო­ხატ­ვის თა­ვი­სუფ­ლე­ბას, შეკ­რე­ბი­სა და გა­ერ­თი­ან­ებ­ის უფ­ლე­ბას ცეცხლი­თა და მახ­ვი­ლით, ყვე­ლა რეპ­რე­სი­ული სა­შუ­ალ­ებ­ით ავ­იწ­რო­ებ­ენ. რუ­სეთ­ში დე­მოკ­რა­ტი­ის­თვის ბრძო­ლის ფა­სი ად­ამი­ან­ებ­ის სი­ცოცხლით იზ­ომ­ება და, მი­უხ­ედ­ავ­ად ამ­გვა­რი საფ­რთხი­სა, ორ­მოც­და­ათ­ამ­დე ქა­ლაქ­ში მა­ინც გა­მო­ვი­და ათ­ას­ობ­ით ად­ამი­ანი და ხმა­მაღ­ლა გა­აპ­რო­ტეს­ტა უკ­რა­ინ­ის მსოფ­ლი­ოს რუ­კი­დან წაშ­ლის სას­ტი­კი მცდე­ლო­ბა.

ცხა­დია, ომ­ის დღე­ებ­ში თა­ნაგ­რძნო­ბის გან­ცდა, თავ­და­პირ­ვე­ლად, მხო­ლოდ უკ­რა­ინ­ელი ხალ­ხის, მშვი­დო­ბი­ანი მო­სახ­ლე­ობ­ისა და სა­კუ­თა­რი სამ­შობ­ლოს სა­და­რა­ჯო­ზე მდგა­რი მე­ომ­რე­ბის მი­მართ გა­მიჩ­ნდა. თუმ­ცა, მა­ლე­ვე ჩე­მი გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი პა­ტი­ვის­ცე­მა და­იმ­სა­ხუ­რეს რუს­მა დე­მოკ­რა­ტებ­მა, რომ­ლე­ბიც სი­ცოცხლე­სა და ჯან­მრთე­ლო­ბას არ ზო­გა­ვენ მშვი­დო­ბის იდე­ის სა­სარ­გებ­ლოდ. მათ ჟო­რე­სი­სა და აის­ნე­რის მსგავ­სად არ აშ­ინ­ებთ მო­ღა­ლა­ტის იარ­ლი­ყი და, და­ცინ­ვის, გა­რიყ­ვის, ჩაგ­ვრის მი­უხ­ედ­ავ­ად, მყა­რად დგა­ნან მშვი­დო­ბის მხა­რეს. მათ­ნა­ირი გმი­რუ­ლი თავ­გან­წირ­ვის ძა­ლა ნამ­დვი­ლად არ შეს­წევთ სა­ქარ­თვე­ლოს იმ კონ­ფორ­მისტ, სო­ცი­ალ­ური სა­სურ­ვე­ლო­ბი­სა და პო­პუ­ლა­რო­ბის მუდ­მივ ძი­ებ­აში მყოფ მო­ქა­ლა­ქე­ებს, რომ­ლე­ბიც ყვე­ლა რუსს ერთ ქვაბ­ში ხარ­შა­ვენ, პუ­ტინ­სა თუ ლია ახ­ეჯ­აკ­ოვ­ას ერ­თმა­ნე­თის­გან არ გა­ნას­ხვა­ვე­ბენ.

გა­მორ­ჩე­ული ქარ­თვე­ლი მეც­ნი­ერი და მო­აზ­როვ­ნე, პრო­ფე­სო­რი ზუ­რაბ კიკ­ნა­ძე თა­ვის შე­სა­ნიშ­ნავ წიგ­ნში „ძვე­ლი აღ­თქმის წუ­თი­სო­ფე­ლი“ ბიბ­ლი­ური ნო­ეს შე­სა­ხებ ას­ეთ სიტყვებს წერს: „წმინ­და წე­რი­ლი გვე­უბ­ნე­ბა, რომ ყო­ველ­თვის არ­ის ხსნა და ხსნის იმ­ედი შე­იძ­ლე­ბა ერთ ად­ამი­ან­ზე იყ­ოს დამ­ყა­რე­ბუ­ლი. რო­გორც მა­რი­ლის ზოდს შე­უძ­ლია ააც­ილ­ოს ხრწნი­ლე­ბა ნივ­თი­ერ­ებ­ას, ას­ევე ერთ მარ­თალ ად­ამი­ანს ძა­ლუძს იხ­სნას კა­ცობ­რი­ობ­ის არ­სე­ბო­ბა. თუნ­დაც ის იყ­ოს ერ­თა­დერ­თი ად­ამ­ის ძე­თა შო­რის, ის მა­ინც ხომ ინ­ახ­ავს ღვთის ხატს თა­ვის თავ­ში. ამ­იტ­ომ­აც ღირს მი­სი სა­ხით კა­ცობ­რი­ობ­ის თეს­ლის გა­დარ­ჩე­ნა“. არ მსურს, რომ დე­და­მი­წის ზურ­გზე მო­მა­ვა­ლი ჰქონ­დეს რო­მე­ლი­მე იმ­პე­რი­ას, კვლავ მი­ეც­ეს გა­სა­ქა­ნი ძვე­ლი თუ ახ­ალი ტი­პის კო­ლო­ნი­ალ­იზ­მს. თუმ­ცა, მჯე­რა, რომ აის­ნე­რი­სა და ჟო­რე­სის იდე­ური მემ­კვიდ­რე­ებ­ის წყა­ლო­ბით რუს ხალ­ხს ჯერ კი­დევ შე­უძ­ლია სა­ხის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბა.

უკ­რა­ინ­აში დაწყე­ბულ­მა ომ­მა კი­დევ ერთ ჭეშ­მა­რი­ტე­ბა­ში და­არ­წმუ­ნა არა­ერ­თი დაკ­ვირ­ვე­ბუ­ლი ად­ამი­ანი. ომ­ისა და მშვი­დო­ბის სა­კითხი მხო­ლოდ სა­ერ­თა­შო­რი­სო ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის თე­მა არ გახ­ლავთ, ომ­ისა და მშვი­დო­ბის ბე­დი მხო­ლოდ სა­ერ­თა­შო­რი­სო უს­აფ­რთხო­ებ­ის სის­ტე­მე­ბის მშე­ნებ­ლო­ბით არ წყდე­ბა. მშვი­დო­ბის დაც­ვა ყვე­ლა­ზე უკ­ეთ ძლი­ერ, ცოდ­ნი­თა და ბრძო­ლის სა­შუ­ალ­ებ­ებ­ით აღ­ჭურ­ვილ, კო­მერ­ცი­ული და სა­ხე­ლი­სუფ­ლე­ბო გავ­ლე­ნე­ბის­გან თა­ვი­სუ­ფალ სა­მო­ქა­ლა­ქო სა­ზო­გა­დო­ებ­ას შე­უძ­ლია. სა­ზო­გა­დო­ებ­ას, რო­მელ­საც სიტყვი­სა და გა­მო­ხატ­ვის თა­ვი­სუფ­ლე­ბით პა­ტი­ოს­ნად სარ­გებ­ლო­ბის უნ­არი არ აქ­ვს, არ შე­უძ­ლია მშვი­დო­ბის დაც­ვა.