სად გა­დის და არ­ის თუ არა ზღვა­რი კულ­ტუ­რას, ბიზ­ნეს­სა და პო­ლი­ტი­კას შო­რის მა­შინ, რო­დე­საც ცი­ვი­ლი­ზე­ბუ­ლი მსოფ­ლიო რუ­სეთს უკ­რა­ინ­აში ომ­ის დაწყე­ბის გა­მო იზ­ოლ­აცი­აში აქ­ცევს. თა­ვის დრო­ზე, რო­ცაჯორ­ჯი­ან ეარ­ვე­ის­ისგა­დახ­დის სის­ტე­მას რუ­სუ­ლიMIRდა­ემ­ატა, კომ­პა­ნი­ის ქარ­თველ­მა ხელ­მძღვა­ნელ­მა თა­მაზ გაიაშვილმა გა­ნაცხა­და — „მე მხო­ლოდ ბი­ლე­თის გა­ყიდ­ვა მა­ინ­ტე­რე­სებს და რით გავ­ყი­დისუ­ლერ­თია“. ამ დრო­ის­თვის კომ­პა­ნი­ამMIRგა­დახ­დის სის­ტე­მა გააუქმა, თუმ­ცა სა­კითხი აქ­ტუ­ალ­ობ­ას არ კარ­გავს. რამ­დე­ნად მარ­თე­ბუ­ლია არ­სე­ბულ ვი­თა­რე­ბა­ში ბიზ­ნე­სის ან თუნ­დაც კულ­ტუ­რის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბის პო­ლი­ტი­კის­გან მსგავ­სი გა­მიჯ­ვნის მცდე­ლო­ბა, პო­ლი­ტო­ლო­გი ლე­ვან ლორ­თქი­ფა­ნი­ძე გან­მარ­ტავს.

„ძა­ლი­ან არ­ას­ერი­ოზ­ულ­ად მეჩ­ვე­ნე­ბა მსჯე­ლო­ბა იმ­ის შე­სა­ხებ, რომ ეკ­ონ­ომ­იკა და კულ­ტუ­რა პო­ლი­ტი­კის­გან და­მო­უკ­იდ­ებ­ელი სფე­რო­ებია. პო­ლი­ტი­კა ბე­დის­წე­რას ჰგავს, მას ვე­რა­ვინ და­ემ­ალ­ება, პო­ლი­ტი­კას ყო­ველ­თვის ჰქონ­და — აქ­ვს და ექ­ნე­ბა გავ­ლე­ნა სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ცხოვ­რე­ბის ყვე­ლა დარ­გზე. მე­ტიც, პო­ლი­ტი­კურ ელ­იტ­ებს თა­ვი­ან­თი მოქ­მე­დე­ბე­ბის გა­სა­მარ­თლებ­ლად, თა­ვი­ან­თი ქცე­ვე­ბის ას­ახ­სნე­ლად, სა­ზო­გა­დო­ებ­აში ავ­ტო­რი­ტე­ტის მო­სახ­ვე­ჭად აუც­ილ­ებ­ლად სჭირ­დე­ბათ კულ­ტუ­რის სფე­როს წარ­მო­მად­გე­ნელ­თა მხარ­და­ჭე­რა.

ნა­ცის­ტურ ხე­ლი­სუფ­ლე­ბას ზურ­გს მარ­ტინ ჰა­იდ­ეგ­ერი უმ­აგ­რებ­და, რაც დღემ­დე დამ­ღად დაჰ­ყვე­ბა დი­დი ფი­ლო­სო­ფო­სის ბი­ოგ­რა­ფი­ას. შალ­ვა ნუ­ცუ­ბი­ძე ბოლ­შე­ვი­კე­ბის გულ­შე­მატ­კი­ვა­რი და და­მო­უკ­იდ­ებ­ელი სა­ქარ­თვე­ლოს დამ­ხო­ბის გულ­მხურ­ვა­ლე მომ­ხრე გახ­ლდათ, რა­საც მი­სი სა­ხე­ლის ხსე­ნე­ბი­სას ყო­ველ­თვის გა­იხ­სე­ნე­ბენ პა­ტი­ოს­ანი და გა­ნათ­ლე­ბუ­ლი ად­ამი­ან­ები. კი­დევ მრა­ვა­ლი მა­გა­ლი­თის და­სა­ხე­ლე­ბა შე­იძ­ლე­ბა, თუ რო­გორ იყ­ენ­ებ­ენ დიქ­ტა­ტო­რე­ბი ჰუ­მა­ნი­ტა­რუ­ლი სფე­როს მოღ­ვა­წე­თა სა­ხელს სა­კუ­თა­რი ქმე­დე­ბე­ბის ლე­გი­ტი­მა­ცი­ის­ათ­ვის.

კულ­ტუ­რი­სა და ბიზ­ნე­სის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი, რომ­ლე­ბიც მა­თი სფე­რო­სა და პო­ლი­ტი­კის ერ­თმა­ნე­თის­გან გა­მიჯ­ვნას ცდი­ლო­ბენ, სა­კუ­თარ თავ­საც ატყუ­ებ­ენ და მთელ ქვე­ყა­ნა­საც. სამ­წუ­ხა­როდ, ას­ეთი ად­ამი­ან­ები მთლი­ან­ად დაც­ლილ­ნი არი­ან სა­ჯა­რო ინ­ტე­რე­სის­გან და მხო­ლოდ პი­რად სა­კითხებ­ზე დარ­დო­ბენ. მათ­თვის მთა­ვა­რია კა­რი­ერა, შე­მო­სა­ვა­ლი და არა მშვი­დო­ბი­სა თუ ან­ტი­იმ­პე­რი­ალ­იზ­მის ღი­რე­ბუ­ლე­ბე­ბი. უამ­რა­ვი რუ­სი მსა­ხი­ობი, მომ­ღე­რა­ლი და ხე­ლოვ­ნე­ბის მოღ­ვა­წე ბო­იკ­ოტს უცხა­დებს კრემ­ლის მი­ერ და­ფი­ნან­სე­ბულ ღო­ნის­ძი­ებ­ებს, თავ­დას­ხმის რის­კის ფა­სად, სა­ჯა­როდ აკ­რი­ტი­კებს ხე­ლი­სუფ­ლე­ბას და, ამ ყვე­ლაფ­რის ფონ­ზე, რუ­სეთ­ში ჩას­ვლა და დევ­ნი­ლი, პრო­ტეს­ტან­ტი არ­ტის­ტე­ბის ად­გი­ლის და­კა­ვე­ბა, მა­თი წი­ნა­აღ­მდე­გო­ბის ხარ­ჯზე სა­კუ­თა­რი კა­რი­ერ­ის მშე­ნებ­ლო­ბა სრუ­ლი­ად გა­უმ­არ­თლე­ბე­ლი და ამ­ორ­ალ­ური ქმე­დე­ბაა. იგ­ივე შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას ბიზ­ნე­სის სფე­რო­ზეც.

ამ დროს ზღვა­რი ძა­ლი­ან მკა­ფიოა, შე­ნი ქმე­დე­ბე­ბით მხა­რი არ უნ­და და­უჭ­ირო აგ­რე­სორს. მსოფ­ლი­ოს სამ­ხედ­რო თვალ­საზ­რი­სით რუ­სე­თის წი­ნა­აღ­მდეგ სე­რი­ოზ­ული მოქ­მე­დე­ბე­ბის დაწყე­ბა არ უღ­ირს. მსოფ­ლი­ოს მხო­ლოდ ეკ­ონ­ომ­იკ­ური სან­ქცი­ებ­ის და­წე­სე­ბა და რუ­სე­თის კულ­ტუ­რუ­ლი იზ­ოლ­აცია შე­უძ­ლია. ას­ეთ დროს პო­ლი­ტი­კი­სა და კულ­ტუ­რის გა­მიჯ­ნუ­ლო­ბა­ზე აქ­ცენ­ტის დას­მა ნიშ­ნავს იმ­ას, რომ რუ­სეთს იზ­ოლ­აცი­ის დაძ­ლე­ვის საქ­მე­ში უმ­არ­თავ ხელს,“ — აღ­ნიშ­ნავს პო­ლი­ტო­ლო­გი.