სა­ქარ­თვე­ლოს ევ­რო­კავ­შირ­ში გა­წევ­რი­ან­ებ­ის გა­ნაცხად­ზე სა­პა­სუ­ხოდ კითხვა­რი გა­და­ეცა. კითხვა­რი ევ­რო­კო­მი­სარ­მა გა­ფარ­თო­ებ­ისა და სა­მე­ზობ­ლო პო­ლი­ტი­კის სა­კითხებ­ში ოლ­ივ­ერ ვარ­ჰე­იმ სა­ქარ­თვე­ლოს სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტრს ილია დარ­ჩი­აშ­ვილს ლუქ­სემ­ბურ­გში გა­დას­ცა. კითხვარ­ში 369 კითხვაა, რაც გა­ცი­ლე­ბით ნაკ­ლე­ბია, ვიდ­რე ევ­რო­კავ­ში­რის რო­მე­ლი­მე პარ­ტნი­ორს მი­უღია. მა­ნამ­დე, ევ­რო­კავ­შირ­ში გა­წევ­რი­ან­ებ­ის მსურ­ვე­ლე­ბი 2000-დან 5 000-მდე კითხვა­ზე სცემ­დნენ პა­სუხს. კითხვა­რი აუც­ილ­ებ­ელი ეტ­აპია ევ­რო­ინ­ტეგ­რა­ცი­ისა და კან­დი­და­ტის სტა­ტუ­სის მი­ნი­ჭე­ბის გზა­ზე. კითხვარ­ზე სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მი­ერ პა­სუ­ხე­ბის გა­ცე­მის შემ­დეგ ევ­რო­კო­მი­სია მო­ამ­ზა­დებს დას­კვნას და ევ­რო­პულ საბ­ჭოს გა­და­უგ­ზავ­ნის. კითხვა­რის შე­სავ­სე­ბად სა­ქარ­თვე­ლოს 1,5 თვე აქ­ვს.

რამ­დე­ნად მზა­დაა ხე­ლი­სუფ­ლე­ბა იმ­ის­თვის, რომ უმ­ოკ­ლეს ვა­და­ში შე­ავ­სოს ევ­რო­კავ­ში­რის­გან მი­ღე­ბუ­ლი კითხვა­რი, რომ­ლის სა­ფუძ­ველ­ზეც ჩვე­ნი სა­კითხის გან­ხილ­ვა მომ­დევ­ნო ეტ­აპ­ზე გა­და­ვა?

— კითხვა­რი, თა­ვის­თა­ვად, არ­ის ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი დო­კუ­მენ­ტი, რო­მე­ლიც შე­აფ­ას­ებს სა­ქარ­თვე­ლოს მზა­ობ­ას, რამ­დე­ნად შეძ­ლებს ქვე­ყა­ნა ევ­რო­კავ­შირ­ში გა­წევ­რი­ან­ებ­ის­თვის მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბის წარ­მო­ებ­ას და, ზო­გა­დად, ამ პრო­ცე­სის წარ­მარ­თვას. ჩვენ ყვე­ლა­ნა­ირ­ად ვეც­დე­ბით, რომ უმ­ოკ­ლეს დრო­ში შე­ვავ­სოთ კითხვა­რი. შე­იძ­ლე­ბა ვი­ხელ­მძღვა­ნე­ლოთ სხვა ქვეყ­ნე­ბის გა­მოც­დი­ლე­ბით.

ვფიქ­რობ, რომ ძა­ლი­ან დი­დი ოპ­ტი­მიზ­მის სა­ფუძ­ვე­ლი ნამ­დვი­ლად გვაქ­ვს, გა­მომ­დი­ნა­რე იქ­იდ­ან, რომ უკ­ვე წლე­ბია ვას­რუ­ლებთ ას­ოც­ირ­ებ­ის შე­თან­ხმე­ბას, რაც ყო­ველ­თვის ფას­დე­ბო­და ძა­ლი­ან პო­ზი­ტი­ურ­ად ევ­რო­კავ­ში­რის მხრი­დან. ეს იმ­ას ნიშ­ნავს, რომ ის ვალ­დე­ბუ­ლე­ბე­ბი, რაც სა­ქარ­თვე­ლოს აქ­ამ­დე შე­სას­რუ­ლე­ბე­ლი ჰქონ­და, შეს­რუ­ლე­ბუ­ლი აქ­ვს.

და­სავ­ლე­თის მი­ერ ბო­ლო დროს გა­მოქ­ვეყ­ნე­ბულ­მა არც თუ ბო­ლომ­დე და­დე­ბით­მა შე­ფა­სე­ბებ­მა ქვეყ­ნის ხე­ლი­სუფ­ლე­ბას ძი­რე­ული რე­ფორ­მე­ბის გა­ტა­რე­ბის აუც­ილ­ებ­ლო­ბა კი­დევ ერ­თხელ შე­ახ­სე­ნა. მა­თი რე­კო­მენ­და­ცი­ებ­ის მი­ხედ­ვით, სხვა და­ნარ­ჩენ სფე­რო­ებ­თან ერ­თად ჩვენ­თან სა­სა­მარ­თლო რე­ფორ­მის გან­ხორ­ცი­ელ­ებ­ის ტემ­პის აჩ­ქა­რე­ბაც დაგ­ვჭირ­დე­ბა

— კითხვა­რით რე­ალ­ურ­ად მოხ­დე­ბა შე­ფა­სე­ბა იმ­ისა, თუ რა ეტ­აპ­ზეა ქვე­ყა­ნა. ამ კითხვა­რის შევ­სე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე ევ­რო­კო­მი­სია მო­ამ­ზა­დებს შე­ფა­სე­ბას/ან­ალ­იზს ქვეყ­ნის მდგო­მა­რე­ობ­ას­თან და­კავ­ში­რე­ბით, თუ რამ­დე­ნად პო­ლი­ტი­კუ­რად, ეკ­ონ­ომ­იკ­ურ­ად, სა­მარ­თლებ­რი­ვად ვართ მზად ამ­ის­ათ­ვის. რას ნიშ­ნავს ეს: რო­გორ მუ­შა­ობ­ენ ინ­სტი­ტუ­ტე­ბი, რას აკ­ეთ­ებს პარ­ლა­მენ­ტი, აღ­მას­რუ­ლე­ბე­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბა, სა­სა­მარ­თლო ხე­ლი­სუფ­ლე­ბა, რო­გორ არ­ის ხე­ლი­სუფ­ლე­ბა გა­ნა­წი­ლე­ბუ­ლი და ა.შ. ეს არ­ის შე­ფა­სე­ბი­თი ნა­წი­ლი, კითხვა­რიც სწო­რედ ამ­ას ემ­სა­ხუ­რე­ბა. რაც შე­ეხ­ება დღის წეს­რიგს, ჩვენ ევ­რო­კავ­შირ­ში ინ­ტეგ­რა­ცი­ის დღის წეს­რი­გი ამ დრომ­დე გვქონ­და და გვაქ­ვს ას­ოც­ირ­ებ­ის შე­თან­ხმე­ბა. შე­ფა­სე­ბე­ბი ამ შე­თან­ხმე­ბის შეს­რუ­ლე­ბა­ზე, მე ვიტყო­დი, რომ ყო­ველ­თვის იყო პო­ზი­ტი­ური, მი­თუ­მე­ტეს, თუ სხვა ქვეყ­ნებს შე­ვა­და­რებთ. ასე რომ, მოვ­ლე­ნებს წინ ნუ გა­ვუს­წრებთ, ევ­რო­კავ­შირ­ში გა­წევ­რი­ან­ებ­ის პრო­ცე­სი და მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბი რო­ცა და­იწყე­ბა ევ­რო­კავ­შირ­ში გა­წევ­რი­ან­ებ­ის­თვის, რაც ევ­რო­კავ­შირ­თან ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის კი­დევ ცალ­კე ეტ­აპია, რა თქმა უნ­და, იქ დღის წეს­რიგ­ში იდ­გე­ბა ყვე­ლა მი­მარ­თუ­ლე­ბით რე­ფორ­მე­ბი, ცვლი­ლე­ბე­ბი ყვე­ლა მი­მარ­თუ­ლე­ბით, სა­კა­ნონ­მდებ­ლო და­ახ­ლო­ება და ა.შ. რე­ფორ­მაც ხომ, სა­ბო­ლოო ჯამ­ში, და­დის სა­კა­ნონ­მდებ­ლო ცვლი­ლე­ბე­ბამ­დე?! პარ­ლა­მენ­ტს ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი რო­ლი ექ­ნე­ბა, რა­თა ამ რე­ფორ­მებს მყა­რი სა­ფუძ­ვე­ლი შე­უქ­მნას.

შარლ მი­შე­ლის დო­კუ­მენ­ტთან კავ­შირ­ში თუ არ­ის ამ კითხვა­რის შევ­სე­ბა, რად­გან, რო­გორც ვი­ცით, ის დო­კუ­მენ­ტი, გარ­და პარ­ტი­ებს შო­რის ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის სა­კითხე­ბი­სა, ქვე­ყა­ნა­ში გან­სა­ხორ­ცი­ელ­ებ­ელ რე­ფორ­მებ­საც მო­იც­ავ­და?

— ჯერ კითხვა­რი არ მი­ნა­ხავს, ვერ გეტყვით რას­თა­ნაა და­კავ­ში­რე­ბუ­ლი, მაგ­რამ ყო­ველ­თვის ვამ­ბობ, ნუ ავ­ურ­ევთ ერ­თმა­ნეთ­ში ქვეყ­ნის ში­და პრო­ცე­სე­ბის­თვის გა­მო­ყე­ნე­ბულ შე­თან­ხმე­ბას, რო­მე­ლიც იყო პარ­ტი­ებს შო­რის შე­თან­ხმე­ბა, მი­უხ­ედ­ავ­ად იმ­ისა, რომ ის ეხ­ებ­ოდა რე­ფორ­მებ­საც და შე­იძ­ლე­ბა იმ სა­კითხებ­საც, რაც ევ­რო­კავ­შირ­თან ურ­თი­ერ­თო­ბებს მო­იც­ავს. რაც შე­ეხ­ება რე­ფორ­მებს და ევ­რო­ინ­ტეგ­რა­ცი­ის გზას, ეს ყვე­ლა­ფე­რი არ­ის ჩვე­ნი ას­ოც­ირ­ებ­ის დღის წეს­რი­გის ნა­წი­ლი, ამ­იტ­ომ ხე­ლოვ­ნუ­რად რა­ღაც თე­მე­ბის შე­მო­ტა­ნა ამ პრო­ცეს­ში არ იქ­ნე­ბა ხელ­საყ­რე­ლი ჩვე­ნი ქვეყ­ნის­თვის. შარლ მი­შე­ლის შე­თან­ხმე­ბამ ძა­ლი­ან დიდ მი­ზანს და შე­დეგს მი­აღ­წია, რა­თა პარ­ლა­მენ­ტში ოპ­ოზ­იცია ყო­ფი­ლი­ყო წარ­მოდ­გე­ნი­ლი, ბო­იკ­ოტი დას­რუ­ლე­ბუ­ლი­ყო და, პირ­ველ რიგ­ში, სწო­რედ ეს იყო ამ მე­დი­აცი­ის მი­ზა­ნი. რაც შე­ეხ­ება რე­ფორ­მებს, ჩვენ უკ­ვე ვნა­ხეთ ბევ­რი ნა­ბი­ჯი გა­დად­გმუ­ლი, თუნ­დაც, იმ კუთხით, რაც იყო გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი იმ შე­თან­ხმე­ბა­ში: მა­გა­ლი­თად, სა­არ­ჩევ­ნო რე­ფორ­მა, რაც გან­ხორ­ცი­ელ­და. ასე რომ, ვფიქ­რობ, ამ თე­მას­თან დაბ­რუ­ნე­ბა არ იქ­ნე­ბო­და სწო­რი.

და­ბო­ლოს, რა დროა სა­ჭი­რო ამ პრო­ცე­დუ­რე­ბის გა­სავ­ლე­ლად?

— რამ­დე­ნა­დაც ჩემ­თვის დღეს არ­ის ცნო­ბი­ლი, და­ახ­ლო­ებ­ით, მა­ის­ის ბო­ლომ­დე გვექ­ნე­ბა დრო კითხვა­რის შე­სავ­სე­ბად, კითხვა­რის შევ­სე­ბის შემ­დგომ ჩვენ მას და­ვუბ­რუ­ნებთ ევ­რო­კო­მი­სი­ას; ევ­რო­კო­მი­სია მო­ამ­ზა­დებს შე­ფა­სე­ბის დო­კუ­მენ­ტს, ან­ალ­იზს კითხვა­რის სა­ფუძ­ველ­ზე და შემ­დგომ უკ­ვე ევ­რო­კავ­ში­რის წევ­რი ქვეყ­ნე­ბი, ევ­რო­კავ­ში­რის საბ­ჭოს ფარ­გლებ­ში, იმ­სჯე­ლე­ბენ იმ­აზე, სა­ქარ­თვე­ლოს, უკ­რა­ინ­ასა და მოლ­დო­ვას მი­ან­იჭ­ონ თუ არა ევ­რო­კავ­ში­რის წევ­რო­ბის კან­დი­და­ტი ქვეყ­ნის სტა­ტუ­სი. პო­ლი­ტი­კუ­რი გა­დაწყვე­ტი­ლე­ბის არ­სე­ბო­ბის შემ­თხვე­ვა­ში, თუ­კი ევ­რო­კავ­ში­რის წევ­რი ქვეყ­ნე­ბი გა­დაწყვე­ტენ, რომ კა­რი გა­უხ­სნან სა­ქარ­თვე­ლოს, უკ­რა­ინ­ასა და მოლ­დო­ვას, რა თქმა უნ­და, შემ­დეგ სა­უბ­არი გვექ­ნე­ბა სხვა პრო­ცე­დუ­რებ­ზე და სხვა ეტ­აპ­ებ­ზე, რაც უკ­ვე უშუ­ალ­ოდ ჭირ­დე­ბა მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბის პრო­ცესს და ევ­რო­კავ­შირ­ში გა­წევ­რი­ან­ებ­ას.