ემანუელ მაკრონმა კიდევ ხუთი წლით გაიხანგრძლივა საფრანგეთის პრეზიდენტობა. კონკურენტ მარინ ლე პენზე მან დიდი გამარჯვება მოიპოვა. ლე პენმა შეძლო და მაინც მიიღო ულტრა მემარჯვენე ხმების უდიდესი წილი.

მაკრონმა გაიმარჯვა 58,55%-ით 41,45%-ის წინააღმდეგ, რაც მოსალოდნელ შედეგზე მაღალია. ცენტრისტების ლიდერმა ეიფელის კოშკთან შეკრებილ გახარებულ მხარდამჭერებს უთხრა, რომ ახლა, როცა არჩევნები დასრულდა, ის იქნება „ყველას პრეზიდენტი“. ის ამ 20 წლის განმავლობაში პირველი მოქმედი პრეზიდენტია, რომელიც ხელახლა აირჩიეს მეორე ვადით.

წაგების მიუხედავად, 53 წლის ლე პენმა თქვა, რომ მისთვის მიცემული ხმები მაინც გამარჯვებას ნიშნავს.

მარინ ლე პენი 2011 წლიდან მამამისის მიერ დაარსებულ პარტიას ხელმძღვანელობს. კვირას მან მიიღო 13 მილიონზე მეტი ხმა მისი დაპირებების გამო გადასახადების შემცირების, საზოგადოებრივ ადგილებში მუსლიმური თავსაბურავის აკრძალვის და იმიგრაციის კონტროლის თაობაზე რეფერენდუმის ჩატარების შესახებ.

„პასუხი უნდა მოიძებნოს იმ ბრაზსა და განხეთქილებაზე, რამაც გამოიწვია ის, რომ ჩვენმა თანამემამულეებმა ხმა მისცეს უკიდურეს მემარჯვენეებს“, – თქვა მაკრონმა გამარჯვების შემდეგ გამოსვლაში. „ეს იქნება ჩემი და ჩემ ირგვლივ მყოფთა პასუხისმგებლობა.“

ამომრჩეველთა მესამედზე მეტმა ხმა არცერთ კანდიდატს არ მისცა. აქტივობა იყო 72%-ზე ნაკლები, რაც ყველაზე დაბალი იყო საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში 1969 წლის შემდეგ. დაბალი აქტივობა ასევე ასახავდა ამომრჩევლების აპათიას, რომლებიც ჩიოდნენ, რომ მათ ინტერესებს არცერთი კანდიდატი არ წარმოადგენდა. ამომრჩევლებმა, რომლებმაც ხმა ცარიელი ბიულეტენებით მისცეს, „ბიბისისთან“ საუბრისას განაცხადეს, რომ ამ გზით მოქმედი პრეზიდენტის დასჯა სურდათ.

ამომრჩეველთა ნაწილი, რომელიც მაკრონის გამარჯვებას არ აღიარებს, ქვეყნის მასშტაბით რამდენიმე ქალაქში, მათ შორის, პარიზში, რენში, ტულუზასა და ნანტში შეიკრიბა და მათ საპროტესტო აქციები გამართეს.

,,თავშეკავების ოკეანე”

თავის გამოსვლაში 44 წლის მაკრონმა თქვა, რომ მის მთავრობას მოუწევს ,,უპასუხოს მათ არჩევანს, რათა უარი თქვას არჩევანზე”.

ულტრამემარცხენე ლიდერი ჟან-ლუკ მელენშონი, რომელიც ორი კვირით ადრე პირველივე კენჭისყრაზე ქალბატონ ლე პენთან მცირედით დამარცხდა, ორივე კანდიდატს აკრიტიკებდა.

მიუხედავად იმისა, რომ სასიხარულო ამბავი იყო, რომ საფრანგეთმა უარი თქვა მარინ ლე პენის ნდობაზე, მან თქვა, რომ ბ-ნი მაკრონი არჩეული იყო სხვა პრეზიდენტებზე უარესი შედეგებით. „ის ცურავს თავშეკავების, ცარიელი და გაფუჭებული ბიულეტენების ოკეანეში“.

აშშ-ისა და ევროპის რეაქცია

მაკრონის გამარჯვებას შვებით შეხვდნენ ევროპელი ლიდერები, რომლებსაც ეშინოდათ ულტრამემარჯვენე კანდიდატის, რომელიც შემოგვთავაზებდა ანტიევროპულ პოლიტიკას.

გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა პირველმა მიულოცა და ხაზი გაუსვა მათ ორმხრივ გამოწვევას უკრაინასთან რუსეთის ომის საპასუხოდ. აშშ-ს პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ასევე განაცხადა, რომ მას იმედი აქვს „მჭიდრო თანამშრომლობის“, მათ შორის, უკრაინის მხარდაჭერის საკითხშიც.

მაშინ, როცა მაკრონმა ომში მთავარი დიპლომატიური როლი შეასრულა, მარინ ლე პენი იბრძოდა – თავი დაეღწია კრემლთან კავშირების შესახებ ბრალდებებისგან. ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინიდან მიულოცა მას, როგორც ,,ნამდვილ მეგობარს” და თქვა, რომ მოუთმენლად ელის ძლიერ და გაერთიანებულ ევროპას.

მის გამარჯვებას ასევე მიესალმა დიდი ბრიტანეთის პრემიერ მინისტრი ბორის ჯონსონი.

https://www.bbc.com/news/world-europe-61209058