„ოკ­უპ­ირ­ებ­ული ცხინ­ვა­ლის რე­გი­ონ­ის დე ფაქ­ტო პრე­ზი­დენ­ტის ან­ატ­ოლი ბი­ბი­ლო­ვის ქმე­დე­ბა სა­გუ­ლის­ხმოა, რად­გან გუ­შინ­წინ მას ჰქონ­და შეხ­ვედ­რა პუ­ტინ­თან. რა­ზე ილ­აპ­არ­აკ­ეს, რა თქვეს — ძნე­ლი წარ­მო­სად­გე­ნია. აფხა­ზეთ­შიც შე­იმ­ჩნე­ბა სამ­ხედ­რო ფორ­მი­რე­ბე­ბის გა­და­ად­გი­ლე­ბა. რა ხდე­ბა, არ ვი­ცი. რა თქმა უნ­და, მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი საფ­რთხე სა­ქარ­თვე­ლოს არ უნ­და ემ­უქ­რე­ბო­დეს, მაგ­რამ, ყო­ველ შემ­თხვე­ვა­ში, გარ­კვე­ული მი­თი­თე­ბა თა­ვი­სი ერ­თგუ­ლი რე­გი­ონ­ებ­ის­თვის რუ­სეთს მი­ცე­მუ­ლი აქ­ვს. სა­ქარ­თვე­ლოს­თან მი­მარ­თე­ბა­ში, რო­გორც ჩანს, ან რა­ღა­ცას ელ­ოდ­ება, ან რა­ღა­ცას აპ­ირ­ებს. ჩვენ არ ვი­ცით ზუს­ტად“, — ასე ეხ­მა­ურ­ება პო­ლი­ტო­ლო­გი მა­მუ­კა არ­ეშ­იძე ინ­ფორ­მა­ცი­ას იმ­ის შე­სა­ხებ, რომ ოკ­უპ­ირ­ებ­ული ცხინ­ვა­ლის რე­გი­ონ­ის დე ფაქ­ტო პრე­ზი­დენ­ტმა ან­ატ­ოლი ბი­ბი­ლოვ­მა ე.წ. სა­ხელ­მწი­ფო უშ­იშ­რო­ებ­ის კო­მი­ტეტს და­ავ­ალა კონ­ტრდაზ­ვერ­ვი­თი საქ­მი­ან­ობ­ის მო­ბი­ლი­ზე­ბა, რუ­სე­თის უშ­იშ­რო­ებ­ის ფე­დე­რა­ლუ­რი სამ­სა­ხუ­რის სა­საზღვრო გან­ყო­ფი­ლე­ბას­თან ერ­თად „საზღვრის და სა­ქარ­თვე­ლოს­თან მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რი­ის მო­ნი­ტო­რინ­გის­თვის აუც­ილ­ებ­ელი ქმე­დე­ბე­ბის“ უზ­რუნ­ველ­ყო­ფა და მზად­ყოფ­ნა „სა­ქარ­თვე­ლოს მხრი­დან ყვე­ლა შე­საძ­ლო პრო­ვო­კა­ცი­აზე რე­აგ­ირ­ებ­ის­თვის“.

ჩვენს შე­კითხვა­ზე, რამ­დე­ნად ეკ­ის­რე­ბა სა­ქარ­თვე­ლო­ში მყოფ რა­დი­კა­ლურ ოპ­ოზ­იცი­ას პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა — თა­ვი შე­იკ­ავ­ოს კონ­ფლიქ­ტის მაპ­რო­ვო­ცი­რე­ბე­ლი აგ­რე­სი­ული რე­აქ­ცია-პერ­ფორ­მან­სე­ბის­გან, მა­მუ­კა არ­ეშ­იძე გვპა­სუ­ხობს: „პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა არ არ­ის ის თვი­სე­ბა, რო­მე­ლიც და­მა­ხა­სი­ათ­ებ­ელია ქარ­თუ­ლი რა­დი­კა­ლუ­რი ოპ­ოზ­იცი­ის­თვის, რად­გან ეს არ­ის უაღ­რე­სად უპ­ას­უხ­ის­მგებ­ლო პო­ლი­ტი­კუ­რი ძა­ლა, რო­მე­ლიც ყო­ველ­თვის ცდი­ლობს თა­ვი­სი რა­დი­კა­ლიზ­მით და­თე­სი­ლი შე­დე­გე­ბი სხვას გა­და­აბ­რა­ლოს. ახ­ლა ყვე­ლა ნა­ბი­ჯი და ყვე­ლა ნათ­ქვა­მი გა­აზ­რე­ბუ­ლი უნ­და იყ­ოს. ნა­ტოს თე­მა და, ამ ეტ­აპ­ზე, ჩვე­ნი სა­მო­მავ­ლო პო­ზი­ცი­ონ­ირ­ებ­ის სა­კითხი, ყვე­ლა­ფე­რი გვერ­დზე რჩე­ბა. ახ­ლა მთა­ვა­რია ამ სი­ტუ­აცი­იდ­ან რო­გორ­მე სწო­რი გაგ­რძე­ლე­ბა ვნა­ხოთ“.

 მო­ამ­ზა­და ნი­ნა ზი­გერ­მა