გთა­ვა­ზობთ პარ­ტია „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ აღ­ამ­ას­რუ­ლე­ბე­ლი მდივ­ნის მა­მუ­კა მდი­ნა­რა­ძის
გან­ცხა­დე­ბას

სა­ქარ­თვე­ლო კვლავ ერ­თა­დერ­თი ქვე­ყა­ნაა მსოფ­ლი­ოში, სა­დაც ოპ­ოზ­იცი­ის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ნა­წი­ლი რუ­სე­თის მი­ერ წარ­მო­ებ­ული ომ­ის პა­რა­ლე­ლუ­რად თა­ვის ქვე­ყა­ნა­ში ჰიბ­რი­დუ­ლი ომ­ის წარ­მო­ებ­ით ებ­რძვის სა­კუ­თარ ქვე­ყა­ნას და მის ხე­ლი­სუფ­ლე­ბას.

ალ­ბათ ყვე­ლას გახ­სოვთ ცრუ ინ­ფორ­მა­ცი­ებ­ის კას­კა­დი და ომ­ში ჩარ­თვის რე­გუ­ლა­რუ­ლი მცდე­ლო­ბე­ბი მა­თი მხრი­დან, რა­საც ბო­ლო დღე­ებ­ში ახ­ალი, ჰა­ერ­იდ­ან მო­ტა­ნი­ლი ტყუ­ილ­ები და­ემ­ატა.

მა­გა­ლი­თად:

სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტის გა­ნათ­ლე­ბის კო­მი­ტეტს და­აბ­რა­ლეს, თით­ქოს სა­ჯა­რო სკო­ლებ­ში და უმ­აღ­ლეს სას­წავ­ლებ­ლებ­ში რუ­სუ­ლი სექ­ტო­რის აღ­დგე­ნა ხდე­ბა, ას­ევე მო­იგ­ონ­ეს თით­ქოს ბა­თუმ­ში იხ­სნე­ბა რუ­სუ­ლი სკო­ლა, თით­ქოს პარ­ლა­მენ­ტში გან­სა­ხილ­ვე­ლად შე­დის მო­ქა­ლა­ქე­ობ­ის შე­სა­ხებ კა­ნონ­ში ცვლი­ლე­ბე­ბი, რაც მა­თი­ვე შექ­მნი­ლი ფე­იკ­ის მი­ხედ­ვით საზღვარ­ზე რუ­სე­თის მო­ქა­ლა­ქე­ებ­ის უკ­ონ­ტრო­ლო შე­მო­დი­ნე­ბას უკ­ავ­შირ­დე­ბა; თქვეს, რომ სა­ქარ­თვე­ლოს სა­ჰა­ერო სივ­რცე რუ­სულ­მა სამ­ხედ­რო თვით­მფრი­ნავ­მა გა­დაკ­ვე­თა; სა­უბ­რობ­დნენ ჩეჩ­ნეთ-სა­ქარ­თვე­ლოს და­მა­კავ­ში­რე­ბე­ლი ახ­ალი გზის მშე­ნებ­ლო­ბის სას­წრა­ფო წე­სით დაწყე­ბა­ზე და ა.შ. ეს არ­ის მა­თი მავ­ნებ­ლო­ბე­ბის მხო­ლოდ მცი­რე ჩა­მო­ნათ­ვა­ლი.

ყვე­ლა მათ­გა­ნი აბ­სო­ლუ­ტუ­რად სა­ზო­გა­დო­ებ­აში მღელ­ვა­რე­ბის გა­მო­საწ­ვე­ვად შექ­მნი­ლი მა­თი­ვე მო­გო­ნი­ლი ამ­ბა­ვია.

ამ­ის პა­რა­ლე­ლუ­რად აყ­ენ­ებ­ენ სხვა­დას­ხვა ინ­იცი­ატ­ივ­ებს, რომ­ლე­ბიც, თან პრო­პა­გან­დის­ტულ თუ პო­პუ­ლის­ტურ მიზ­ნებს ემ­სა­ხუ­რე­ბა, პა­რა­ლე­ლურ რე­ჟიმ­ში კი პირ­და­პირ ან ირ­იბ­ად უკ­ავ­შირ­დე­ბა ომ­ის პარ­ტი­ის მი­ერ წარ­მო­ებ­ულ დე­ზინ­ფორ­მა­ცი­ულ კამ­პა­ნი­ას, ჰიბ­რი­დულ ომს და სა­ქარ­თვე­ლოს ომ­ში ჩათ­რე­ვის მი­ზანს.

ამ­ას­თან ერ­თად, ბო­ლო დღე­ებ­ში და­იწყეს ის­ეთი თე­მე­ბის აქ­ტუ­ალ­იზ­აცია, რომ­ლე­ბიც, ამ ვი­თა­რე­ბა­ში, ცალ­კე აღ­ებ­ულ­იც, წარ­მო­ად­გენს სა­ქარ­თვე­ლოს სა­ხელ­მწი­ფოს მტრო­ბას.

ერთ-ერ­თი ას­ეთი თე­მა 17 მარ­ტს, თა­ვის სა­სა­მარ­თლო პრო­ცეს­ზე ახ­სე­ნა ომ­ის პარ­ტი­ის ლი­დერ­მა სა­აკ­აშ­ვილ­მა, რის შემ­დე­გაც მათ თა­ვი­ანთ მე­დი­ას­აშუ­ალ­ებ­ებ­ში ში­დაპ­რო­პა­გან­და და თა­ნამ­შრომ­ლე­ბის დარ­წმუ­ნე­ბაც კი დას­ჭირ­დათ, რომ თე­მის აქ­ტუ­ალ­იზ­აცია მო­ეხ­დი­ნათ და სა­კითხის წა­მო­წე­ვა, დღეს, სა­აკ­აშ­ვი­ლის გან­ცხა­დე­ბი­დან მხო­ლოდ მე­ხუ­თე დღეს გა­ბე­დეს.

ცალ­სა­ხად უნ­და ით­ქვას, ამ ვი­თა­რე­ბა­ში მსგავ­სი თე­მე­ბის აქ­ტუ­ალ­იზ­აცია არ­ის არა მხო­ლოდ მტრის წის­ქვილ­ზე წყლის დას­ხმა, არ­ამ­ედ პირ­და­პირ სა­ქარ­თვე­ლოს მტრო­ბა.

შე­სა­ბა­მი­სად, ომ­ის პარ­ტი­ის მო­ღა­ლა­ტე­ობ­რი­ვი და ან­ტი­სა­ხელ­მწი­ფო­ებ­რი­ვი ქმე­დე­ბე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე მი­ვი­ღეთ გა­დაწყვე­ტი­ლე­ბა, რომ არ გან­ვი­ხი­ლოთ ომ­ის პარ­ტი­ის, ას­ევე, მი­სი და­ნა­ყო­ფე­ბის არც ერ­თი ინ­იცი­ატ­ივა.

წარ­მო­უდ­გე­ნე­ლია შეხ­ვი­დე იმ ხალ­ხის მი­ერ ინ­იც­ირ­ებ­ული სა­კითხე­ბის ში­ნა­არ­სის გან­ხილ­ვა­ში, რომ­ლე­ბიც ჰიბ­რი­დულ, სა­ინ­ფორ­მა­ციო ომს აწ­არ­მო­ებ­ენ სა­კუ­თა­რი ქვეყ­ნის წი­ნა­აღ­მდეგ.

მა­თი მი­ზა­ნია სა­ქარ­თვე­ლო ჩა­ით­რი­ონ ომ­ში, გა­ზარ­დონ სა­მო­მავ­ლო რის­კე­ბი ან, რო­გორც მი­ნი­მუმ, უკ­იდ­ურ­ესი, გა­მო­უს­წო­რე­ბე­ლი ზი­ანი მი­აყ­ენ­ონ ქვეყ­ნის იმ­იჯს, მის ერ­ოვ­ნულ და ეკ­ონ­ომ­იკ­ურ ინ­ტე­რე­სებს, ამ­ით კი თა­ვად რა­მე­ნა­ირ­ად ის­არ­გებ­ლონ. ამ­იტ­ომ ჩვენ, სა­გა­რეო პო­ლი­ტი­კას­თან და­კავ­ში­რე­ბულ მათ არც ერთ ინ­იცი­ატ­ივ­ას არ გან­ვი­ხი­ლავთ.

ეს გა­დაწყვე­ტი­ლე­ბა დღე­ვან­დელ სი­ტუ­აცი­აში სა­სი­ცოცხლოდ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია სა­ქარ­თვე­ლო­ში მშვი­დო­ბის უზ­რუნ­ველ­ყო­ფის და ქვეყ­ნის ერ­ოვ­ნუ­ლი ინ­ტე­რე­სე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე! ამ­ის­ათ­ვის ჩვენ ყვე­ლა­ფერს გა­ვა­კე­თებთ.