მე­დია თა­ვის სივ­რცე­ში სკან­და­ლუ­რი ინ­ფორ­მა­ცი­ის და რა­დი­კა­ლუ­რი პო­ლი­ტი­კუ­რი ნა­რა­ტი­ვე­ბით გა­ჯე­რე­ბუ­ლი პო­ზი­ცი­ებ­ის გავ­რცე­ლე­ბის ტენ­დენ­ცი­ებს სა­ზო­გა­დო­ებ­ის დაკ­ვე­თით ამ­არ­თლებს, სა­ინ­ტე­რე­სოაარ­ის თუ არა, რე­ალ­ურ­ად, სა­ზო­გა­დო­ებ­ის დაკ­ვე­თა ის, რა­საც მე­დია გვთა­ვა­ზობს? — ამ კითხვას პრო­ფე­სო­რი მა­რი­ნე ჩი­ტაშ­ვი­ლი ასე პა­სუ­ხობს:

„აბ­სო­ლუ­ტუ­რად არ ვე­თან­ხმე­ბი პო­ზი­ცი­ას, რომ ეკ­რან­ზე ჩანს ის, რაც სა­ზო­გა­დო­ებ­ის დაკ­ვე­თაა და ამ­ას აქ­ვს მარ­ტი­ვი მი­ზე­ზი: მე­დია იქ­ცე­ვა ისე, არა რო­გორც სა­ზო­გა­დო­ება მო­ითხოვს, არ­ამ­ედ მე­დია იქ­ცე­ვა ისე, რომ მან რაც შე­იძ­ლე­ბა მე­ტი ყუ­რადღე­ბა მი­იპყროს! — ანუ, ეს ორი სხვა­დას­ხვა რა­მაა. მე­დია ცდი­ლობს, რომ მო­იპ­ოვ­ოს რაც შე­იძ­ლე­ბა მე­ტი მა­ყუ­რე­ბე­ლი და ამ­ის­ათ­ვის ის აკ­ეთ­ებს ყვე­ლა­ფერს, მაგ­რამ მა­ყუ­რებ­ლო­ბა არ ნიშ­ნავს იმ­ას, რომ ამ­აზეა დაკ­ვე­თა. რო­დე­საც სხვა არ­აფ­ერი არ არ­ის ტე­ლე­ვი­ზორ­ში, ას­ეთ შემ­თხვე­ვა­ში, მე­დია ას­აღ­ებს ამ­ას ისე, თით­ქოს ამ­აზეა დაკ­ვე­თა. ამ­იტ­ომ, ნურ­ცერ­თი მე­დია და, უმ­ეტ­ეს­ობა, ყო­ველ შემ­თხვე­ვი­სათ­ვის, მთე­ლი თა­ვი­სი გა­და­ცე­მე­ბის ბა­დით ნუ და­იკ­ვეხ­ნის, რომ ის­ინი ას­რუ­ლე­ბენ დაკ­ვე­თას.

მე­დი­აში ას­რუ­ლე­ბენ ან პო­ლი­ტი­კუ­რი კო­ნი­უნ­ქტუ­რის დაკ­ვე­თას, ან სა­კუ­თა­რი ფი­ნან­სუ­რი შე­მო­სავ­ლე­ბის მიზ­ნის დაკ­ვე­თას, ან კი­დევ მათ მი­ერ შექ­მნილ ფან­ტომს — რაც შე­იძ­ლე­ბა ბევ­რმა ხალ­ხმა მო­უს­მი­ნოს. ბევ­რი რას ფიქ­რობს, რო­გორ ფიქ­რობს, ეხ­მი­ან­ება მათ თუ არ ეხ­მი­ან­ება და ასე შემ­დეგ, ამ­აზე არ­ცერთ მე­დია სა­შუ­ალ­ებ­ას არ აქ­ვს აქ­ცენ­ტი გა­კე­თე­ბუ­ლი. ჩე­მი აზ­რით, მე­დია, უბ­რა­ლოდ, არ ას­რუ­ლებს თა­ვის ფუნ­ქცი­ას, რაც მან უნ­და შე­ას­რუ­ლოს“, — აცხა­დებს მა­რი­ნე ჩი­ტაშ­ვი­ლი.