მა­რი­უპ­ოლ­ის დრა­მა­ტუ­ლი თე­ატ­რის ნან­გრე­ვე­ბი­დან, სა­დაც გუ­შინ რუ­სულ­მა თვით­მფრი­ნა­ვებ­მა ბომ­ბე­ბი ჩა­მო­აგ­დეს, 130 ად­ამი­ანი გა­და­არ­ჩი­ნეს. სა­მაშ­ვე­ლო სა­მუ­შაოები ახ­ლაც გრძელ­დე­ბა.

ინ­ფორ­მა­ცი­ას უკ­რა­ინ­ელი დე­პუ­ტა­ტი ოლ­გა სტე­ფა­ნი­ში­ნი „ფე­ის­ბუ­კის“ მეშ­ვე­ობ­ით ავ­რცე­ლებს.

„მინ­და გითხრათ კარ­გი ამ­ბა­ვი, რაც ჩვენ ახ­ლა ასე ძა­ლი­ან გვჭირ­დე­ბა. მა­რი­უპ­ოლ­ის დრა­მა­ტუ­ლი თე­ატ­რის ქვეშ მდე­ბა­რე ბომ­ბსა­წი­ნა­აღ­მდე­გო თავ­შე­სა­ფა­რი გა­დარ­ჩა. და­ახ­ლო­ებ­ით 130 ად­ამი­ანი უკ­ვე ამო­იყ­ვა­ნეს. ნან­გრე­ვე­ბის დე­მონ­ტა­ჟი აქ­ამ­დე მიმ­დი­ნა­რე­ობს. ეს ნამ­დვი­ლი სას­წა­ულია”, — წერს დე­პუ­ტა­ტი.

რო­გორც „უნი­ანი“ იტყო­ბი­ნე­ბა, 16 მარ­ტს რუ­სულ­მა თვით­მფრი­ნავ­მა მა­რი­უპ­ოლ­ის დრა­მა­ტუ­ლი თე­ატ­რის შე­ნო­ბა­ზე ბომ­ბი ჩა­მო­აგ­დო, სა­დაც ას­ობ­ით მშვი­დო­ბი­ანი მო­ქა­ლა­ქე თავს აფ­არ­ებ­და. და­ბომ­ბვის შემ­დეგ თავ­შე­სა­ფარ­ში შეს­ვლა ვერ ხერ­ხდე­ბო­და, რად­გან შე­სას­ვლე­ლი ნან­გრე­ვე­ბით იყო სავ­სე. მსხვერ­პლის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცია აქ­ამ­დე ვრცელ­დე­ბო­და.