საქართველოს განათლებისა და მეცნიერების კომიტეტმა „უმაღლესი განათლების შესახებ კანონში“ შესატანი ცვლილებები განიხილა.
კომიტეტის თავმჯდომარის გიორგი ამილახვარის განცადებით, აუცილებელია იმ დანაკლისების აღმოფხვრა, რომელიც სასკოლო განათლებას უდგას და საჭიროა სწრაფი რეგენერაცია. ცვლილებით, საბაკალავრო პროგრამებზე ჩარიცხულ სტუდენტებს სწავლის პარალელურად შესაძლებლობა ექნებათ, გაიარონ მასწავლებლის მომზადების პროგრამა და მოიპოვონ მასწავლებლად მუშაობის უფლება.