დი­მიტ­რი მედ­ვე­დე­ბი აშშ-ს მი­მარ­თავს და აცხა­დებს, რომ მსოფ­ლიო შე­იძ­ლე­ბა გა­მო­უვ­ალი ბირ­თვუ­ლი მდგო­მა­რე­ობ­აში აღ­მოჩ­ნდეს, თუ ვა­შინ­გტო­ნი გა­აგ­რძე­ლებს იმ­ას, რა­საც კრემ­ლი რუ­სე­თის გა­ნად­გუ­რე­ბის გრძელ­ვა­დი­ან შეთ­ქმუ­ლე­ბას უწ­ოდ­ებს.

სა­ინ­ფორ­მა­ციო სა­აგ­ენ­ტო „რო­იტ­ერი“ წერს, რომ დი­მიტ­რი მედ­ვე­დევ­მა, რო­მე­ლიც 2008 წლი­დან 2012 წლამ­დე რუ­სე­თის პრე­ზი­დენ­ტის თა­ნამ­დე­ბო­ბას იკ­ავ­ებ­და, ხო­ლო ახ­ლა რუ­სე­თის უშ­იშ­რო­ებ­ის საბ­ჭოს მდივ­ნის მო­ად­გი­ლეა, თქვა, რომ შე­ერ­თე­ბულ­მა შტა­ტებ­მა შეთ­ქმუ­ლე­ბა მო­აწყო რუ­სე­თის გა­ნად­გუ­რე­ბის მიზ­ნით, რო­გორც „პრი­მი­ტი­ული თა­მა­შის” ნა­წი­ლი 1991 წლის საბ­ჭო­თა კავ­ში­რის და­ცე­მის შემ­დეგ.

„ეს ნიშ­ნავს, რომ რუ­სე­თი უნ­და იყ­ოს დამ­ცი­რე­ბუ­ლი, შეზღუ­დუ­ლი, დამ­სხვრე­ული, და­ყო­ფი­ლი და გა­ნად­გუ­რე­ბუ­ლი“, — თქვა 550-სიტყვი­ან გან­ცხა­დე­ბა­ში 56 წლის მედ­ვე­დევ­მა.

„რო­იტ­ერი“ წერს, რომ მედ­ვე­დე­ვის შე­ხე­დუ­ლე­ბე­ბი კრემ­ლის შიგ­ნით არ­სე­ბუ­ლი მო­საზ­რე­ბებს წარ­მო­აჩ­ენს, მა­შინ, რო­დე­საც მოს­კო­ვის ურ­თი­ერ­თო­ბა და­სავ­ლეთ­თან 1962 წლის კუ­ბის სა­რა­კე­ტო კრი­ზი­სის შემ­დეგ ყვე­ლა­ზე და­ძა­ბუ­ლია.

შე­ერ­თე­ბულ­მა შტა­ტებ­მა არა­ერ­თხელ გა­ნაცხა­და, რომ არ სურს რუ­სე­თის დაშ­ლა და რომ მის ინ­ტე­რე­სებს სა­უკ­ეთ­ეს­ოდ ემ­სა­ხუ­რე­ბა აყ­ვა­ვე­ბუ­ლი, სტა­ბი­ლუ­რი და ღია რუ­სე­თი. სა­ხელ­მწი­ფო დე­პარ­ტა­მენ­ტს მედ­ვე­დე­ვის კო­მენ­ტარ­თან და­კავ­ში­რე­ბით კო­მენ­ტა­რი ჯერ არ გა­უკ­ეთ­ებია.

რუ­სე­თის უკ­რა­ინ­აში შეჭ­რამ ათ­ას­ობ­ით ად­ამი­ან­ის სი­ცოცხლე შე­იწ­ირა, თით­ქმის 10 მი­ლი­ონი დევ­ნი­ლი გახ­და და რუ­სეთ­სა და შე­ერ­თე­ბულ შტა­ტებს შო­რის, მსოფ­ლი­ოს ორ უდ­იდ­ეს ბირ­თვულ ძა­ლას შო­რის, უფ­რო ფარ­თო და­პი­რის­პი­რე­ბის ში­ში გა­აჩ­ინა.