ქარ­თუ­ლი ფილ­მის მოყ­ვა­რუ­ლე­ბი მე­რაბ კო­კო­ჩაშ­ვი­ლის ახ­ალი ფილ­მის პრე­მი­ერ­ის მო­ლო­დინ­ში არი­ან. რა სირ­თუ­ლე­ები შეხ­ვდა შე­მოქ­მე­დე­ბით ჯგუფს გა­და­ღე­ბე­ბი­სას და რო­დის უნ­და შედ­გეს პრე­მი­ერა? — ამ­აზე თა­ვად ფილ­მის რე­ჟი­სო­რი და სცე­ნა­რის ავ­ტო­რი მე­რაბ კო­კო­ჩაშ­ვი­ლი გვე­სა­უბ­რე­ბა.

„ტერ­ცო-მონ­ტო“ — ასე ჰქვია ფილ­მს, რომ­ლის სცე­ნა­რი აკა მორ­ჩი­ლა­ძის მოთხრო­ბა­ზეა და­ფუძ­ნე­ბუ­ლი. მთა­ვარ რო­ლებ­ში ლე­ვან წუ­ლა­ძე, დუ­ტა სხირ­ტლა­ძე და ქე­თი შა­თი­რიშ­ვი­ლი არი­ან. ოპ­ერ­ატ­ორი კი და­ვით გუ­ჯა­ბი­ძეა, რო­მე­ლიც მე­რაბ კო­კო­ჩაშ­ვი­ლის გა­ნუყ­რე­ლი „თა­ნა­მებ­რძო­ლია“.

— ბა­ტო­ნო მე­რაბ, ქარ­თუ­ლი კო­ნოს მოყ­ვა­რულ­ნი ბო­ლო წლე­ბის მან­ძილ­ზე არც ისე გა­ნე­ბივ­რე­ბულ­ნი არი­ან პრე­მი­ერ­ებ­ით, მით უფ­რო, თქვენ მი­ერ გა­და­ღე­ბუ­ლი ახ­ალი კი­ნო­შე­დევ­რე­ბით. რო­გორ მო­ხერ­ხდა ამ პრო­ექ­ტის და­გეგ­მვა და გან­ხორ­ცი­ელ­ება ამ რთულ პე­რი­ოდ­ში?

— ფილ­მის 60% გა­და­ღე­ბუ­ლია, თუმ­ცა, ამ დრო­ის­თვის, დას­რუ­ლე­ბუ­ლიც კი გვექ­ნე­ბო­და გა­და­ღე­ბე­ბი, კო­რო­ნა­ვი­რუ­სის პან­დე­მი­ის გა­მო მძი­მე სი­ტუ­აცი­ას რომ არ შე­ეშ­ალა ჩვენ­თვის ხე­ლი. გა­და­ღე­ბის პრო­ცეს­ში იძ­ულ­ებ­ული გავ­ხდით მუ­შა­ობა შეგ­ვეწყვი­ტა. ამ­ას და­ემ­ატა ის­იც, რომ ჩვენს ფილ­მში გვაქ­ვს ეპ­იზ­ოდ­ები, რო­მე­ლიც ევ­რო­პა­შია გა­და­სა­ღე­ბი, რის­თვი­საც ხელ­შეკ­რუ­ლე­ბით მოწ­ვე­ული გვყავ­და უცხო­ელი ბიზ­ნეს­მე­ნი, რო­მე­ლიც პრო­ექ­ტს ფი­ნან­სუ­რად უჭ­ერ­და მხარს. პან­დე­მი­ის გა­მო მის­მა კომ­პა­ნი­ამ ფილ­მის­თვის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი ფი­ნან­სუ­რი სა­შუ­ალ­ებ­ები და­კარ­გა და, სწო­რედ ამ­იტ­ომ, უცხო­ეთ­ის ეპ­იზ­ოდ­ები გა­და­სა­ღე­ბი დაგ­ვრჩა. მას შემ­დეგ, რაც ას­ეთ რთულ სი­ტუ­აცი­აში აღ­მოვ­ჩნდით, დახ­მა­რე­ბა კულ­ტუ­რის სა­მი­ნის­ტროს­გან მი­ვი­ღეთ. თა­ვი­დან ძა­ლი­ან მცი­რე თან­ხა მოგ­ვცეს, რაც ჩვენ­თვის სა­ჭი­რო თან­ხის 1/3 -ს შე­ად­გენ­და. ახ­ლა ნელ-ნე­ლა და­იწყეს იმ თან­ხის გად­მო­ცე­მა, რაც სა­შუ­ალ­ებ­ას მოგ­ვცემს — ფილ­მის დარ­ჩე­ნი­ლი 40% გა­და­ვი­ღოთ. ჩვე­ნი კი­ნო­ცენ­ტრი­სა და კულ­ტუ­რის სა­მი­ნის­ტროს და­პი­რე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე, ვი­მე­დოვ­ნებთ, რომ გა­ვაგ­რძე­ლებთ და და­ვას­რუ­ლებთ გა­და­ღე­ბებს.

თუ ყვე­ლა­ფე­რი კარ­გად იქ­ნე­ბა, გა­და­ღე­ბას მოვ­რჩე­ბით აპ­რი­ლის თვე­ში, შემ­დეგ რამ­დე­ნი­მე თვე და­ჭირ­დე­ბა მონ­ტაჟს, გახ­მო­ვა­ნე­ბა­სა და მუ­სი­კა­ლურ გა­ფორ­მე­ბას და ჩვენ წლის ბო­ლოს­თვის ფილ­მი მზად გვექ­ნე­ბა.