გთა­ვა­ზობთ ინ­ტერ­ვი­უს მინ­დია უგ­რე­ხე­ლი­ძეს­თან, რო­გორც ჩვე­ნი ქვეყ­ნის მო­ქა­ლა­ქეს­თან და პრო­ფე­სი­ონ­ალ­თან, და არა რო­გორც სა­ხელ­მწი­ფო მო­ხე­ლეს­თან ან თა­ნამ­დე­ბო­ბის პირ­თან.

დღეს სა­ერ­თა­შო­რი­სო ყუ­რადღე­ბის ცენ­ტრშია რუ­სეთუკ­რა­ინ­ის ომი. რუ­სე­თი, რო­მე­ლიც დე­და­მი­წის თით­ქმის ერ­თი მე­ექ­ვსე­დია უმ­დიდ­რე­სი წი­აღ­ისე­ულ­ით, რას ელ­ტვის ამ ეტ­აპ­ზე, რა­ტომ სწევს ამ­ხე­ლა მსხვერ­პლს? ეს იმ­პე­რი­ული ამ­ბი­ციაა თუ ში­ზოფ­რე­ნია, რო­გორც ახ­ლა უწ­ოდ­ებ­ენ?

— ახ­ლა კვა­ლი­ფი­კა­ცია ცო­ტა არ იყ­ოს ნა­ად­რე­ვი იქ­ნე­ბო­და. შე­საძ­ლოა მიმ­დი­ნა­რე და­პი­რის­პი­რე­ბა რუ­სეთ-უკ­რა­ინ­ის ომ­ად არც კი გა­ფორ­მდეს სა­ბო­ლო­ოდ. რო­გორც ჩანს, ორი მძლე­თამ­ძლე იდე­ოლ­ოგი­ური მხა­რე და­უპ­ირ­ის­პირ­და ერ­თმა­ნეთს. არც ცი­ვი­ლი­ზა­ცი­ათა ომ­ის და­საწყი­სია გა­მო­რიცხუ­ლი. ფაქ­ტია, რომ რამ­დე­ნი­მე ერ­თმორ­წმუ­ნე, სა­ერ­თო რა­სობ­რივ, რე­ლი­გი­ურ ტრა­დი­ცი­ებ­ზე აღ­მო­ცე­ნე­ბუ­ლი ხალ­ხი თავ­გა­მე­ტე­ბით ჟლეტს ერ­თმა­ნეთს. ას­ეთი რამ შემ­თხე­ვით არ ხდე­ბა, თუმ­ცა, არც კა­ნონ­ზო­მი­ერ­ება იკ­ვე­თე­ბა.

რო­დე­საც ქვეყ­ნე­ბი­სა და ად­ამი­ან­ებ­ის ბედ­თან გვაქ­ვს საქ­მე, რამ­დე­ნად ით­ვა­ლის­წი­ნებს კა­ცობ­რი­ობ­ის გან­ვი­თა­რე­ბის ის­ტო­რი­ას და ად­ამი­ან­ურ ბუ­ნე­ბას დღე­ვან­დე­ლი მსოფ­ლიო? ეს კითხვა, ცხა­დია, ჩვენს ქვე­ყა­ნა­საც ეხ­ება.

— მო­გეხ­სე­ნე­ბათ, თუ რა­ოდ­ენ ჭრე­ლია ის სამ­ყა­რო, რა­საც თქვენ „მსოფ­ლი­ოდ“ მო­იხ­სე­ნი­ებთ, ამ­იტ­ომ სწო­რი იქ­ნე­ბა თუ ვიტყვით, რომ ხან არ ით­ვა­ლის­წი­ნებს, ზოგ­ჯერ კი­დევ ით­ვა­ლის­წი­ნებს, მაგ­რამ სა­თა­ვი­სოდ.

გა­დამ­წყვეტ მო­მენ­ტში მი­გელ დე უნ­ამ­უნ­ომ ქვეყ­ნი­სად­მი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა გა­მო­ხა­ტა ფრა­ზით: „მე მტკი­ვა ეს­პა­ნე­თი“. იგ­რძნო­ბა დღეს სა­კუ­თა­რი ქვეყ­ნე­ბის მი­მართ ას­ეთი გან­წყო­ბა? ომ­ში თუ არა, რო­მე­ლიც უკ­რა­ინ­აში მიმ­დი­ნა­რე­ობს, პრო­ცე­სებ­ში მა­ინც, სხვა­დას­ხვა ფორ­მით ჩარ­თუ­ლია პლა­ნე­ტის და­ახ­ლო­ებ­ით ერ­თი მი­ლი­არ­დი ად­ამი­ანი. რო­გორ ფიქ­რობთ, და­ნარ­ჩე­ნი 6 მი­ლი­არ­დი­სათ­ვის რას წარ­მო­ად­გენს ეს ომი?

— გულ­შე­მატ­კი­ვა­რი­სათ­ვის ეს ომი იმ­აზე მე­ტი ტკი­ვი­ლია, ვიდ­რე და­კო­დი­ლი­სათ­ვის სა­კუ­თა­რი ჭრი­ლო­ბა, „გულ­შე­უტ­კი­ვა­რი­სათ­ვის“ კი — სე­რი­ოზ­ული სა­თა­ვი­სო სად­რტვინ­ვე­ლი ან სა­შიშ­რო­ება.

რამ­დე­ნად ეგ­ზის­ტენ­ცი­ალ­ურ საფ­რთხეს წარ­მო­ად­გენს რუ­სე­თის­თვის უკ­რა­ინ­ისა და სა­ქარ­თვე­ლოს ნა­ტო­ში გა­ერ­თი­ან­ება, მა­შინ, რო­დე­საც მი­სი სა­მე­ზობ­ლო­დან ბალ­ტი­ის­პი­რე­თის ქვეყ­ნე­ბი, ას­ევე, პო­ლო­ნე­თი და თურ­ქე­თი უკ­ვე არი­ან ნა­ტოს წევ­რე­ბი?

— არა მგო­ნია ეს რე­ალ­ურ საფ­რთხეს წარ­მო­ად­გენ­დეს, მაგ­რამ კარ­გი სა­ბა­ბია სა­იმ­ის­ოდ, რომ უშუ­ალო სი­ახ­ლო­ვე­ში „ნა­ტო­ელ­თა“ გან­ლა­გე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბა თუნ­დაც ახ­ირ­ებ­ად გა­მო­იყ­ენ­ოს პრო­ვო­კა­ცი­ებ­ში და­ხე­ლოვ­ნე­ბულ­მა ბაყ­ბაყ­დევ­მა; მით უფ­რო, რომ ვერც პო­ლო­ნეთ­სა და ვერც თურ­ქეთს რუ­სე­თის სიყ­ვა­რულ­სა და მი­სად­მი ნდო­ბას ვე­რა­ვინ „და­აბ­რა­ლებს“.

თქვენ დედ­ნი­დან თარ­გმნეთ და რე­დაქ­ტო­რი ბრძან­დე­ბით ამ­ერ­იკ­ის შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბის და­მო­უკ­იდ­ებ­ლო­ბის დეკ­ლა­რა­ცი­ისა, რო­მე­ლიც, ის­ევე, რო­გორც ამ­ერ­იკ­ის კონ­სტი­ტუ­ცია, ემ­ყა­რე­ბა ბუ­ნე­ბი­თო­ბის კა­ნონს. რო­გორ ფიქ­რობთ, რამ­დე­ნად ვრცელ­დე­ბა ეს პრინ­ცი­პი დღეს მცი­რე­რიცხო­ვან ერ­ებ­ზე?

— სი­ცოცხლის (არ­სე­ბო­ბის), თა­ვი­სუფ­ლე­ბის (და­მო­უკ­იდ­ებ­ლო­ბის) და ბედ­ნი­ერ­ებ­ის­კენ სწრაფ­ვის უფ­ლე­ბა, ბუ­ნე­ბი­თი სა­მარ­თლის ძა­ლით, ყვე­ლა ად­ამი­ანს და ერს თა­ნაბ­რად ენ­იჭ­ება, გა­ნურ­ჩევ­ლად მა­თი თვი­სებ­რი­ვი, ხა­რის­ხობ­რი­ვი და რა­ოდ­ენ­ობ­რი­ვი გან­ზო­მი­ლე­ბი­სა.

ევ­რო­პი­სა და აზი­ის გა­სა­ყარ­ზე სა­ქარ­თვე­ლომ შექ­მნა სა­კუ­თა­რი უნ­იკ­ალ­ური კულ­ტუ­რა. თქვე­ნი აზ­რით, რამ­დე­ნა­დაა დღეს მზად კა­ცობ­რი­ობა, რომ ჩვენ­ნა­ირ პა­ტა­რა ქვეყ­ნებს მი­ეც­ეთ ბუ­ნებ­რი­ვი გან­ვი­თა­რე­ბის სა­შუ­ალ­ება?

— გა­სა­ყარ­ზე კი არა, ევ­რო­პი­სა და აზი­ის შე­სა­ყარ­ზე, სა­უკ­უნე­ებ­ის გან­მავ­ლო­ბა­ში, სა­ქარ­თვე­ლომ იმ­დე­ნად მდი­და­რი და დი­ადი კულ­ტუ­რა შექ­მნა, რომ ზო­გი­ერ­თი და­წი­ნა­ურ­ებ­ული ერ­იც კი დღემ­დე ვერ ჩას­წვდა მის სიღ­რმე­სა და მნიშ­ვნე­ლო­ბას. ამ­იტ­ომ, მი­უხ­ედ­ავ­ად მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი პროგ­რე­სი­სა, უთუ­ოდ კი­დევ კარ­გა ხანს დაგ­ვჭირ­დე­ბა ლო­დი­ნი.


გვქონ­და
ტო­ტა­ლი­ტა­რიზ­მი, დაგ­ვრჩა ან­ომ­ალია

გარ­და ძი­რი­თა­დი პრო­ფე­სი­ისა, თქვე­ნი მოღ­ვა­წე­ობა ჟურ­ნა­ლის­ტი­კა­საც უკ­ავ­შირ­დე­ბა, გა­გაჩ­ნი­ათ მდი­და­რი გა­მოც­დი­ლე­ბა, რო­გორც რე­დაქ­ტორს. რო­გორ შე­აფ­ას­ებთ დღეს ჟურ­ნა­ლის­ტი­კის მდგო­მა­რე­ობ­ას სა­ქარ­თვე­ლო­ში?

— ქარ­თულ­მა ჟურ­ნა­ლის­ტი­კამ ერ­თი უკ­იდ­ურ­ეს­ობ­იდ­ან მე­ორე, რა­დი­კა­ლუ­რად გან­სხვა­ვე­ბულ სივ­რცე­ში ამ­ოჰ­ყო თა­ვი. გვქონ­და ტო­ტა­ლი­ტა­რიზ­მი, დაგ­ვრჩა ან­ომ­ალია. მა­შინ, ად­რე, მა­გა­ლი­თად, ყო­ველ­დღი­ურ გა­ზეთს გა­ნუ­ზო­მე­ლი ჭრა და გავ­ლე­ნა ჰქონ­და. არა თუ მე­ოთხე ხე­ლი­სუფ­ლე­ბას, პრე­სა ზე­სუ­ლი­ერ­ებ­ას­აც კი წარ­მო­ად­გენ­და. ასე წარ­მო­იშ­ვა სა­ხა­ლი­სო გა­მოთ­ქმა: „გა­ზე­თით ბუ­ზიც შე­იძ­ლე­ბა მოკ­ლა და მონ­სტრი­ცო“.
სადღე­ის­ოდ ბეჭ­დურ­მა პრე­სამ ჩვენ­ში და­კარ­გა მთა­ვა­რი და­ნიშ­ნუ­ლე­ბა, ვერც ტე­ლე-ჟურ­ნა­ლის­ტი­კა და­იკ­ვეხ­ნის პრო­ფე­სი­ულ წარ­მა­ტე­ბას. არ­ადა, ბო­ლო წლე­ბის ქარ­თუ­ლი საბ­ჭო­თა ჟურ­ნა­ლის­ტი­კა ერ­თგვა­რი ფლაგ­მა­ნიც კი გახ­და, გან­სა­კუთ­რე­ბით ტე­ლე­სივ­რცე­ში. ერ­თა­დერ­თი, რა­მაც დღემ­დე და სა­ერ­თოდ ვე­რას­დროს გა­იხ­არა, სა­მარ­თლებ­რი­ვი თე­მა­ტი­კის ჟურ­ნა­ლის­ტუ­რი გა­შუ­ქე­ბაა, რა­საც ღრმა მი­ზე­ზი გა­აჩ­ნია. ეს სფე­რო სა­გან­გე­ბო მზრუნ­ვე­ლო­ბას დღემ­დე ელ­ოდ­ება; ნი­ჭი­ერ ახ­ალ­გაზ­რდო­ბას სა­ქარ­თვე­ლო­ში რა გა­მო­ლევს.

რო­გორ ფიქ­რობთ, დღე­ვან­დელ სა­ერ­თა­შო­რი­სო სის­ხლის სა­მარ­თალ­ში დარ­ჩე­ნი­ლია სივ­რცე სლო­გა­ნის­თვის — „გა­მარ­ჯვე­ბულს არ ას­ამ­არ­თლე­ბენ?“

— დი­ახ დარ­ჩე­ნი­ლია! მარ­ტო სის­ხლის კი არა, ად­ამი­ან­ის უფ­ლე­ბა­თა სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­მარ­თალ­შიც კი. ამ­ის მრა­ვა­ლი მა­გა­ლი­თი არ­სე­ბოს. თვალ­სა­ჩი­ნო­ებ­ის­თვის თუნ­დაც „მან­კო­ვი­ჩის“ და „მარ­კო­ვი­ჩის“ საქ­მე­თა ან­ალ­იზი გა­მოდ­გე­ბო­და (იხ­ილ­ეთ ჩე­მი გან­სხვა­ვე­ბუ­ლი აზ­რი „მარ­კო­ვი­ჩის საქ­მე­ზე).
სა­ვა­ლა­ლოდ, ჯერ კი­დევ ტლან­ქი პო­ლი­ტი­კუ­რი ძა­ლა უფ­რო მე­ტად ზე­იმ­ობს მსოფ­ლი­ოში, ვიდ­რე სა­მარ­თლი­ან­ობა. ეს რო­დი ნიშ­ნავს, რომ გულ­ზე ხე­ლე­ბი და­ვიკ­რი­ფოთ და ბედს შე­ვუ­რიგ­დეთ. პი­რი­ქით, მკლა­ვე­ბი უნ­და და­ვი­კა­პი­წოთ და სე­რი­ოზ­ულ ცოდ­ნას, გა­მოც­დი­ლე­ბა­სა და გა­ნათ­ლე­ბას და­ვე­წა­ფოთ სა­მარ­თლი­სა და ჟურ­ნა­ლის­ტი­კის, მე­ტად­რე — სა­მარ­თლებ­რი­ვი ჟურ­ნა­ლის­ტი­კის დარ­გში.