ვლა­დი­მერ პა­პა­ვა

COVID-19-ის პან­დე­მი­ამ, რო­მე­ლიც 2020 წლის მარ­ტში და­იწყო და, არ­ან­აკ­ლე­ბი ზო­მით, რუ­სე­თის მი­ერ 2022 წლის 24 თე­ბერ­ვალს უკ­რა­ინ­აში გა­ჩა­ღე­ბულ­მა ომ­მა ძი­რე­ულ­ად შეც­ვა­ლა გლო­ბა­ლუ­რი ეკ­ონ­ომ­იკა (https://www.project-syndicate.org/onpoint/russias-war-and-the-global-economy-by-nouriel-roubini-2022-02). მსოფ­ლიო ეკ­ონ­ომ­იკ­აში დამ­ყა­რე­ბუ­ლი გლო­ბა­ლუ­რი წეს­რი­გი ჩვენ თვალ­წინ იც­ვლე­ბა (https://www.nytimes.com/2022/0
3/08/opinion/putin-russia-ukraine-economy-sanctions.html
) და მის შიგ­ნით მიმ­დი­ნა­რე პრო­ცე­სე­ბი ეკ­ონ­ომ­ის­ტე­ბის მი­ერ შეს­წავ­ლას მო­ითხოვს.

COVID-19 პან­დე­მი­ის ორ­წლი­ან­მა გა­მოც­დი­ლე­ბამ და მე­დი­ცი­ნის მძევ­ლად მყო­ფი ეკ­ონ­ომ­იკ­ის (https://www.e
urasiareview.com/29032020-coronomic-crisis-when-the-economy-is-a-hostage-to-medicine-oped/
) შეზღუ­დულ­მა ფუნ­ქცი­ონ­ირ­ებ­ამ დღის წეს­რიგ­ში და­აყ­ენა პრობ­ლე­მე­ბი, რომ­ლე­ბიც მო­ითხოვს მსოფ­ლიო ეკ­ონ­ომ­იკ­ის იმ არ­ქი­ტექ­ტუ­რის გა­და­ხედ­ვას, რო­მე­ლიც გლო­ბა­ლი­ზა­ცი­ის პი­რო­ბებ­ში მრა­ვა­ლი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში ყა­ლიბ­დე­ბო­და. ამ პრობ­ლე­მებს კი და­ემ­ატა ახ­ალი, რომ­ლე­ბიც გა­მოწ­ვე­ულია უკ­რა­ინ­აში რუ­სე­თის მი­ერ წა­მოწყე­ბუ­ლი ომ­ით და ცი­ვი­ლი­ზე­ბუ­ლი სამ­ყა­როს მი­ერ აგ­რე­სო­რი ქვეყ­ნის, ანუ რუ­სე­თი­სად­მი და­წე­სე­ბუ­ლი ეკ­ონ­ომ­იკ­ური სან­ქცი­ებ­ით (https://www.bbc.com/news/world-europe-60125659).

COVID-19-ის პან­დე­მი­ით გა­მოწ­ვე­ული ეკ­ონ­ომ­იკ­ური კრი­ზი­სი­დან მემ­კვიდ­რე­ობ­ით მი­ღე­ბულ პრობ­ლე­მებს შო­რის მი­წო­დე­ბის გლო­ბა­ლუ­რი ჯაჭ­ვე­ბის წყე­ვე­ტა გა­მო­ირ­ჩე­ვა (https://www.project-syndicate.org/commentary/
current-supply-shocks-and-2008-global-financial-crisis-by-diane-coyle-2021-10
). COVID-19 პან­დე­მი­ის დაწყე­ბის საწყის სტა­დი­აზე ერ­ოვ­ნუ­ლი მთავ­რო­ბე­ბის არ­აკო­ორ­დი­ნი­რე­ბულ­მა ქმე­დე­ბებ­მა და მი­წო­დე­ბის ამ ჯაჭ­ვე­ბის წყვე­ტამ ხე­ლი შე­უწყო მცდა­რი წარ­მოდ­გე­ნის შექ­მნას, რომ­ლის თა­ნახ­მა­დაც გლო­ბა­ლი­ზა­ცია დას­რულ­და და დეგ­ლო­ბა­ლი­ზა­ცი­ის, უფ­რო სწო­რად, იზ­ოლ­აცი­ონ­იზ­მის პრო­ცე­სი და­იწყო (https://www.project-syndicate.org/commentary/global-cooperation-can-prevent-next-pandemic-by-kemal-dervis-and-sebasti-n-strauss-2020-03). ცხა­დია, პან­დე­მი­ის და მის მი­ერ გა­მოწ­ვე­ული ეკ­ონ­ომ­იკ­ური კრი­ზი­სის გლო­ბა­ლუ­რი ხა­სი­ათ­იდ­ან გა­მომ­დი­ნა­რე, მა­თი დაძ­ლე­ვა მხო­ლოდ გლო­ბა­ლუ­რი გზი­თაა შე­საძ­ლე­ბე­ლი (https://www.project-syndicate.org/
commentary/trump-coronavirus-failure-of-small-government-by-joseph-e-stiglitz-2020-03?utm-source=Project%2520Syn
dicate%2520Newsletter&utm-campaign=cba7e1c6a1-sunday-newsletter-15-03-2020&utm-medium=email&utm-term=0-73bad5b7d8-cba7e1c6a1-93567601&mc-cid=cba7e1c6a1&mc-eid=e9fb6cbcc0
), რო­დე­საც ერ­ოვ­ნუ­ლი მთავ­რო­ბე­ბის ქმე­დე­ბე­ბი მაქ­სი­მა­ლუ­რად კო­ორ­დი­ნი­რე­ბუ­ლი იქ­ნე­ბა (https://www.projectsyndicate.org/commentary/univers
al-free-covid19-vaccine-by-mariana-mazzucato-and-els-torreele-2020-04?utm-source=Project%2520Syndicate%2520Ne
wsletter&utm-campaign=64d8372856-sunday-newsletter-03-05-2020&utm-medium=email&utm-term=0-73bad5b7d8-6
4d8372856-93567601&mc-cid=64d8372856&mc-eid=e9fb6cbcc0
).

რუ­სე­თის წი­ნა­აღ­მდეგ და­წე­სე­ბულ­მა ეკ­ონ­ომ­იკ­ურ­მა სან­ქცი­ებ­მა ას­ევე იმ­ოქ­მე­და მსოფ­ლიო ეკ­ონ­ომ­იკ­ის გლო­ბა­ლურ ხა­სით­ზე, გან­სა­კუთ­რე­ბით კი მსოფ­ლიო ვაჭ­რო­ბა­ზე (https://www.project-syndicate.org/commentary
/economic-consequences-of-ukraine-war-by-jason-furman-2022-02
). ეკ­ონ­ომ­იკ­ური სან­ქცი­ებ­ით გა­მოწ­ვე­ულ პრობ­ლე­მებ­თან გამ­კლა­ვე­ბის ყვე­ლა­ზე ეფ­ექ­ტი­ანი „ფორ­მუ­ლა“ სა­ერ­თა­შო­რი­სო ვაჭ­რო­ბის დი­ვერ­სი­ფი­კა­ციაა, რო­მე­ლიც ის­ევ და ის­ევ გლო­ბა­ლი­ზა­ცი­ას და­ეფ­უძ­ნე­ბა (https://www.project-syndicate.org/commentary/russia-ukraine-war-must-spur-europe-energy-diversification-by-michael-spence-2022-03).

სწო­რედ ამ­იტ­ომ, COVID-19-ის პან­დე­მი­ის და­საწყის­ში­ვე ცხა­დი გახ­და, რომ გლო­ბა­ლი­ზა­ცი­ის პრო­ცე­სი­სად­მი გა­ნახ­ლე­ბუ­ლი მიდ­გო­მის გა­მო­ყე­ნე­ბა იყო სა­ჭი­რო (https://www.project-syndicate.org/commentary/covid19-deglobalization-two-priorities-by-mohamed-a-el-erian-2020-05?utm-source=Project%20Syndicate%20Newsletter&utm-ca
mpaign=3ce69c95d3-sunday-newsletter-17-05-2020&utm-medium=email&utm-term=0-73bad5b7d8-3ce69c95d3-9356
7601&mc-cid=3ce69c95d3&mc-eid=e9fb6cbcc0). დღეს, რუ­სე­თის წი­ნა­აღ­მდეგ ეკ­ონ­ომ­იკ­ური სან­ქცი­ებ­ის ფონ­ზე, ვი­თა­რე­ბის ამ­გვა­რი გა­აზ­რე­ბა კი­დევ უფ­რო აქ­ტუ­ალ­ურია.

COVID-19 პან­დე­მი­ის დროს მი­წო­დე­ბის გლო­ბა­ლუ­რი ჯაჭ­ვე­ბის რღვე­ვამ, თა­ვის მხრივ, მი­წო­დე­ბის შემ­ცი­რე­ბა და ინ­ფლა­ცი­ის ზრდა გა­მო­იწ­ვია (https://www.project-syndicate.org/commentary/us-federal-reserve-slow-inflation
-response-by-mohamed-a-el-erian-2021-10
). რუ­სე­თის წი­ნა­აღ­მდეგ ეკ­ონ­ომ­იკ­ური სან­ქცი­ები მი­წო­დე­ბის გლო­ბა­ლუ­რი ჯაჭ­ვე­ბი­დან მის გა­მო­რიცხვას გუ­ლის­ხმობს, რაც კი­დევ უფ­რო შე­ამ­ცი­რებს მი­წო­დე­ბას და გაზ­რდის ინ­ფლა­ცი­ას (https://www.eurasiareview.com/14032022-on-sanctionomics-oped/).

რუ­სე­თი­დან ბევ­რი სა­ერ­თა­შო­რი­სო კომ­პა­ნი­ის გა­მოს­ვლამ, ას­ევე შეზღუდ­ვებ­მა რუ­სუ­ლი ნავ­თო­ბი­სა და გა­ზის შეს­ყიდ­ვა­ზე (https://www.libertynation.com/no-oil-from-russia-now-what/) და ე.წ. „სა­სურ­სა­თო ომ­ის“ დაწყე­ბამ (https://www.theatlantic.com/ideas/archive/2022/03/rising-food-prices-ukraine-russia-war/626967/) გლო­ბა­ლურ ეკ­ონ­ომ­იკ­აში დე­ფი­ცი­ტის გა­ჩე­ნა­ზე უშუ­ალ­ოდ იმ­ოქ­მე­და (https://www.eurasiareview.com/24032022-bracing-for-the-era-of-economic-shortage-analysis/). სხვა სიტყვე­ბით რომ ვთქვათ, რუ­სე­თის წი­ნა­აღ­მდეგ შე­მო­ღე­ბუ­ლი ეკ­ონ­ომ­იკ­ური სან­ქცი­ები არა მხო­ლოდ მი­სი ეკ­ონ­ომ­იკ­ის­თვი­საა დამ­ღუპ­ვე­ლი (https://theconversation.com/the-russian-economy-is-headed-for-collapse-178605), არ­ამ­ედ, იმ­ავ­დრო­ულ­ად, ეს ზო­გა­დად ხელს შე­უწყობს ნაკ­ლებ­წარ­მო­ებ­ას და მი­სით გა­მოწ­ვე­ულ ინ­ფლა­ცი­ას (https://www.eurasiareview.com/07022022-the-underproduction
-inflation-an-acute-challenge-for-post-pandemic-world-oped/
), რო­მე­ლიც იქ­ნე­ბა უფ­რო მა­ღა­ლი, ვიდ­რე COVID-19 პან­დე­მი­ის შე­დე­გად იყო.

რო­გორც არ უნ­და იყ­ოს, ნაკ­ლებ­წარ­მო­ებ­ის და მი­სით გა­მოწ­ვე­ული ინ­ფლა­ცი­ის დაძ­ლე­ვა ახ­ალი კონ­ფი­გუ­რა­ცი­ებ­ის სა­ფუძ­ველ­ზე მი­წო­დე­ბის ის­ეთი ჯაჭ­ვე­ბის აგ­ებ­ითაა შე­საძ­ლე­ბე­ლი, რომ­ლე­ბიც რუ­სეთს აუვ­ლის გვერ­დს. ამ­ას კი დრო დას­ჭირ­დე­ბა.

ამ­ას­თან და­კავ­ში­რე­ბით ჩნდე­ბა კითხვა, რო­გორ მოხ­დე­ბა მი­წო­დე­ბის ახ­ალი გლო­ბა­ლუ­რი ჯაჭ­ვე­ბის ფორ­მი­რე­ბა – მხო­ლოდ კერ­ძო კომ­პა­ნი­ებ­ის მეშ­ვე­ობ­ით თუ ერ­ოვ­ნუ­ლი მთავ­რო­ბე­ბის აქ­ტი­ური მო­ნა­წი­ლე­ობ­ით?

აშ­კა­რა პა­სუ­ხია არა მხო­ლოდ ერ­ოვ­ნუ­ლი მთავ­რო­ბე­ბის აქ­ტი­ური მო­ნა­წი­ლე­ობა, არ­ამ­ედ მათ მი­ერ კო­ორ­დი­ნი­რე­ბუ­ლი გა­დაწყვე­ტი­ლე­ბე­ბის მი­ღე­ბა სა­ერ­თა­შო­რი­სო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ებ­ის დახ­მა­რე­ბით; ას­ევე ყუ­რად­სა­ღე­ბია კო­ორ­დი­ნა­ცი­ისა და გა­დაწყვე­ტი­ლე­ბის მი­ღე­ბის იმ სა­ერ­თა­შო­რი­სო ფორ­მა­ტე­ბის აუც­ილ­ებ­ელი გა­მო­ყე­ნე­ბა, რო­გო­რი­ცაა, მა­გა­ლი­თად, G7. ეს პა­სუ­ხი პირ­და­პირ გა­მომ­დი­ნა­რე­ობს იქ­იდ­ან, რომ ეკ­ონ­ომ­იკ­ური სან­ქცი­ები ერ­ოვ­ნულ­მა მთავ­რო­ბებ­მა, რო­გორც და­მო­უკ­იდ­ებ­ლად, ისე შე­სა­ბა­მი­სი კო­ორ­დი­ნა­ცი­ის გზით მი­იღ­ეს.

მსოფ­ლიო ეკ­ონ­ომ­იკ­ის ახ­ალ არ­ქი­ტექ­ტუ­რა­ზე სა­უბ­რი­სას, რო­გორც ჩანს, წარ­სუ­ლი­დან აწ უკ­ვე და­ვიწყე­ბუ­ლის გახ­სე­ნე­ბა ნამ­დვი­ლად ღირს. კერ­ძოდ, სა­უბ­არია მსოფ­ლიო ეკ­ონ­ომ­იკ­აზე, რო­მე­ლიც სსრკ-ს არ­სე­ბო­ბის დრო­ინ­დე­ლი ცი­ვი ომ­ის პი­რო­ბებ­ში ჩა­მო­ყა­ლიბ­და. იმ დროს მსოფ­ლიო პი­რო­ბი­თად სამ ჯგუ­ფად იყო და­ყო­ფი­ლი. პირ­ვე­ლი მო­იც­ავ­და აშშ-ს ირ­გვლივ გა­ერ­თი­ან­ებ­ულ ქვეყ­ნებს, მე­ორ­ე – სსრკ-ს გარ­შე­მო გა­ერ­თი­ან­ებ­ულ ქვეყ­ნებს, ხო­ლო მე­სა­მე – ქვეყ­ნებს, რომ­ლე­ბიც ბუ­ფე­რულ როლს ას­რუ­ლებ­დნენ, ანუ პირ­ვე­ლი ორი ჯგუ­ფის ქვეყ­ნებ­თან მეტ-ნაკ­ლე­ბად ნორ­მა­ლუ­რი ურ­თი­ერ­თო­ბა ჰქონ­დათ. რო­გორც ჩანს, მსოფ­ლიო ეკ­ონ­ომ­იკ­ის ას­ეთი სტრუქ­ტუ­რა ის­ევ იქ­ნე­ბა აღ­დგე­ნი­ლი, რო­ცა აშშ და მი­სი მო­კავ­ში­რე­ები რუ­სე­თის წი­ნა­აღ­მდეგ ცი­ვი ომ­ის მე­თო­დებს იყ­ენ­ებ­ენ, ხო­ლო რუსე­თი უკ­რა­ინ­აში ცხელ ომს აწ­არ­მო­ებს (https://www.eu
rasiareview.com/28022022-cold-war-vs-hot-war-in-2022-oped/
). აქ­ვე აღ­ვნიშ­ნავ, რომ ჩე­მი ღრმა რწმე­ნით, სსრკ-ს დრო­ინ­დე­ლი ცი­ვი ომი, ამ ქვეყ­ნის დაშ­ლის მი­უხ­ედ­ავ­ად, მა­ინც არ დას­რუ­ლე­ბუ­ლა, ის მხო­ლოდ და მხო­ლოდ „გა­იყ­ინა“, რი­სი გან­მა­პი­რო­ბე­ბე­ლი რუ­სე­თის ეკ­ონ­ომ­იკ­ურ­ი სი­სუს­ტე იყო (https://www.eurasiareview.co
m/30062014-the-end-of-the-frozen-cold-war-analysis/
).

მსოფ­ლი­ოში დღეს არ­სე­ბუ­ლი ვი­თა­რე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, მსოფ­ლიო ეკ­ონ­ომ­იკ­ის ახ­ალ არ­ქი­ტექ­ტუ­რა­ში ქვეყ­ნე­ბის პირ­ველ ჯგუფ­ში მოხ­ვდე­ბი­ან ის­ინი, რომ­ლე­ბიც აშშ-ის მი­ერ და­წე­სე­ბულ ეკ­ონ­ომ­იკ­ურ სან­ქცი­ებს სრუ­ლა­დაა მი­ერ­თე­ბუ­ლი; მე­ორე ჯგუფ­ში, უწ­ინ­არ­ეს ყოვ­ლი­სა, ის ქვეყ­ნე­ბი შე­ვა, რომ­ლე­ბიც ევ­რა­ზი­ული ეკ­ონ­ომ­იკ­ური კავ­ში­რის წევ­რე­ბი არი­ან (ეს ყვე­ლა­ზე მე­ტად ეხ­ება ბე­ლა­რუსს, რომ­ლის ტე­რი­ტო­რი­ას­აც რუ­სუ­ლი ჯა­რე­ბი ჩრდი­ლო­ეთ­იდ­ან უკ­რა­ინ­აზე თავ­დას­ხმის­თვის იყ­ენ­ებ­ენ); ხო­ლო მე­სა­მე, ე.წ. ბუ­ფე­რუ­ლი ქვეყ­ნე­ბის, ჯგუ­ფი ყვე­ლა­ზე ნაკ­ლე­ბა­დაა მკა­ფიო, რად­გან ის მო­იც­ავს არა მარ­ტო იმ ქვეყ­ნებს, რომ­ლე­ბიც ზე­მოთ აღ­ნიშ­ნულ ეკ­ონ­ომ­იკ­ურ სან­ქცი­ებს არ შეუერთდნენ (მა­გა­ლი­თად, ის­რა­ელი და თურ­ქე­თი), არ­ამ­ედ ის­ეთ­ებ­იც, რომ­ლე­ბიც ამ სან­ქცი­ებს მხო­ლოდ ნა­წი­ლობ­რივ იზი­არ­ებ­ენ.

ქვეყ­ნე­ბის ამ სამ ჯგუ­ფად და­ყო­ფა, რა თქმა უნ­და, პი­რო­ბი­თია.

ჯერ ერ­თი, პირ­ველ ჯგუფ­ში ძნე­ლია ევ­რო­კავ­ში­რის ქვეყ­ნე­ბის შეყ­ვა­ნა, რომ­ლე­ბიც რუ­სუ­ლი გაზ­ს ჯერ კი­დევ ყი­დუ­ლო­ბენ და იძ­ულ­ებ­ულ­ნი არი­ან ეს შეს­ყიდ­ვა გა­აგ­რძე­ლონ. ეს ქვეყ­ნე­ბი აუც­ილ­ებ­ლად შე­იძ­ლე­ბა მოხ­ვდნენ პირ­ველ ჯგუფ­ში, რო­გორც კი რუ­სუ­ლი გა­ზის რე­ალ­ურ ალ­ტერ­ნა­ტი­ვას მო­იძი­ებ­ენ.

მე­ორ­ეც, ევ­რა­ზი­ული ეკ­ონ­ომ­იკ­ური კავ­ში­რის წევ­რი ქვეყ­ნე­ბი (სომ­ხე­თი, ყა­ზა­ხე­თი და ყირ­გი­ზე­თი), ბე­ლა­რუ­სის გარ­და, დი­დი ალ­ბა­თო­ბით, არა მე­ორე ჯგუფ­ში, არ­ამ­ედ მე­სა­მე ჯგუფ­ში მოხ­ვედ­რას შე­ეც­დე­ბი­ან.

მსოფ­ლიო ეკ­ონ­ომ­იკ­ის ახ­ალ ფრაგ­მენ­ტა­ცი­აში გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი რო­ლი ჩი­ნეთ­სა და ინ­დო­ეთს ეკ­უთ­ვნის. ფორ­მა­ლუ­რად ის­ინი მე­სა­მე, ე.წ. ბუ­ფე­რუ­ლი ქვეყ­ნე­ბის ჯგუფ­ში შე­დი­ან. ის­ინი არ უჭ­ერ­ენ მხარს რუ­სე­თის წი­ნა­აღ­მდეგ ეკ­ონ­ომ­იკ­ურ სან­ქცი­ებს, თუმ­ცა, იმ­ავ­დრო­ულ­ად, ნაკ­ლე­ბად სა­ვა­რა­უდოა, რომ აშშ-სთან და მის მო­კავ­ში­რე­ებ­თან ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის ზედ­მეტ გამ­წვა­ვე­ბა­ზე წა­ვიდ­ნენ.

ასე მა­გა­ლი­თად, იმ­ის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, რომ მოს­კოვ­მა პე­კინს სთხო­ვა სამ­ხედ­რო და ფი­ნან­სუ­რი დახ­მა­რე­ბა, ჩი­ნე­თი ში­შობს, რომ მი­სი კომ­პა­ნი­ები რუ­სულ კომ­პა­ნი­ებ­თან თა­ნამ­შრომ­ლო­ბის შემ­თხვე­ვა­ში აშშ-ს სან­ქცი­ებს და­ექ­ვემ­დე­ბა­რე­ბი­ან (https://www.bloomberg.com/news/articles/2022-03-15/china-says-it-wants-to-avoid-u-s-sanctions-over-russia-s-war).

ინ­დო­ეთი რთუ­ლი არ­ჩე­ვა­ნის წი­ნა­შე დგას, რად­გან ის არა მარ­ტო ცდი­ლობს რუ­სეთ­თან შე­ინ­არ­ჩუ­ნოს ის, რა­საც ოფ­იცი­ალ­ურ­ად „გან­სა­კუთ­რე­ბულ და პრი­ვი­ლე­გი­რე­ბულ სტრა­ტე­გი­ულ პარ­ტნი­ორ­ობ­ას“ უწ­ოდ­ებ­ენ (https://www.eurasiareview.com/07032022-indias-aloof-response-to-the-ukraine-crisis-analysis/), არ­ამ­ედ ნიუ დე­ლი შე­საძ­ლოა იძ­ულ­ებ­ული გახ­დეს მოს­კოვ­თან შეც­ვლილ კონ­ფი­გუ­რა­ცი­აზე და­ფუძ­ნე­ბუ­ლი კავ­ში­რე­ბიც კი გა­ნი­ხი­ლოს (https://www.eurasiareview.com/28022022-india-must-think-of-reconfiguring-ties-with-russia-oped/).

ეკ­ონ­ომ­იკ­ის გლო­ბა­ლუ­რი არ­ქი­ტექ­ტუ­რის ტრან­სფორ­მა­ცი­აზე სა­უბ­რი­სას აუც­ილ­ებ­ელია ამ პრო­ცეს­ში სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­ფი­ნან­სო ინ­სტი­ტუ­ტე­ბის რო­ლის შე­სა­ხებ სა­კითხის გარ­კვე­ვა. ამ ინ­სტი­ტუ­ტებ­თან მი­მარ­თე­ბა­ში გან­ხი­ლუ­ლი სა­კითხე­ბის სპექ­ტრში შე­დის რო­გორც რუ­სე­თი­სა და ბე­ლა­რუ­სის­თვის მათ რე­სურ­სებ­ზე წვდო­მის სრუ­ლი შეწყვე­ტა ან, სულ მცი­რე, მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი შეზღუდ­ვა მა­ინც, ას­ევე ამ ქვეყ­ნე­ბის სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­ფი­ნან­სო ინ­სტი­ტუ­ტე­ბი­დან გა­რიცხვაც კი (https://crsreports.congress.gov/product/pdf/IN/IN11888). ფაქ­ტია, რომ ევ­რო­პის რე­კონ­სტრუქ­ცი­ისა და გან­ვი­თა­რე­ბის ბან­კმა მოს­კოვ­სა და მინ­სკში ოფ­ის­ებ­ის და­ხურ­ვის შე­სა­ხებ გა­დაწყვე­ტი­ლე­ბის შე­სა­ხებ უკ­ვე გა­ნაცხა­და (https://www.ebrd.com/news/2022/ebrd-to-close-its-offices-in-moscow-and-minsk-.html).

მსოფ­ლიო ეკ­ონ­ომ­იკ­ის გა­ნახ­ლე­ბულ არ­ქი­ტექ­ტუ­რა­ში ბევ­რი რამ იმ­აზეა და­მო­კი­დე­ბუ­ლი, თუ რამ­დე­ნად მა­ლე და რის ხარ­ჯზე იქ­ნე­ბა მი­იღ­წე­ული მშვი­დო­ბა (https://www.project-syndicate.org/commentary/peace-settlement-for-ukraine-by-jeffrey-d-sachs-2022-03) და, გან­სა­კუთ­რე­ბით, რო­გორ იქ­ნე­ბა უკ­რა­ინ­ის სა­ხელ­მწი­ფო­ებ­რი­ვი მთლი­ან­ობ­ის ინ­ტე­რე­სე­ბი და­ცუ­ლი.

მსოფ­ლიო ეკ­ონ­ომ­იკ­ის ძვე­ლი არ­ქი­ტექ­ტუ­რის აღ­დგე­ნას, რო­მე­ლიც უკ­რა­ინ­ის კრი­ზი­სამ­დე იყო, არ­სე­ბუ­ლი ვი­თა­რე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, წმინ­და თე­ორი­ული ხა­სი­ათი აქ­ვს, რად­გან ამ შემ­თხვე­ვა­ში რუ­სე­თი იძ­ულ­ებ­ული იქ­ნე­ბა გარ­კვე­ული მი­ზე­ზე­ბის გა­მო უარი თქვას იმ პრე­ტენ­ზი­ებ­ზე, რო­მე­ლიც მას უკ­რა­ინ­ის ტე­რი­ტო­რი­ული მთლი­ან­ობ­ის მი­მართ გა­აჩ­ნია. ამ­ას­თან ერ­თად, აშშ-სა და მის პარ­ტნი­ორ­ებს დას­ჭირ­დე­ბათ რუ­სე­თის­გან მყა­რი გა­რან­ტი­ებ­ის მი­ღე­ბა, რა­თა გა­მო­ირ­იცხოს მსგავ­სი ქმე­დე­ბე­ბი არა მხო­ლოდ უკ­რა­ინ­ას­თან, არ­ამ­ედ სხვა ქვეყ­ნებ­თა­ნაც მი­მარ­თე­ბა­ში. ამ შემ­თხვე­ვა­შიც კი, მსოფ­ლიო ეკ­ონ­ომ­იკ­ის კრი­ზი­სამ­დე­ლი არ­ქი­ტექ­ტუ­რის თუნ­დაც მი­ახ­ლო­ებ­ული აღ­დგე­ნა მა­ინც გარ­კვე­ულ დრო­სა და მნიშ­ვნე­ლო­ვან ძა­ლის­ხმე­ვას სა­ჭი­რო­ებს. იმ­ავ­დრო­ულ­ად, რო­გორც იკ­ვე­თე­ბა, კრი­ზი­სამ­დე­ლი არ­ქი­ტექ­ტუ­რის სრუ­ლი გა­მე­ორ­ება არ­ას­ოდ­ეს იქ­ნე­ბა შე­საძ­ლე­ბე­ლი…

 

წე­რი­ლი თარ­გმნი­ლია ინ­გლი­სუ­რი­დან: Papava, Vladimer. „ On the Main Challenges of the Architecture Transformation of the World Economy.“ Eurasia Review, March 31, 2022, https://www.eurasiareview.com/31032022-on-the-main-challenges-of-the-architecture-transformation-of-the-world-economy-oped/?fbclid=IwAR1Q-caff-BiPLQh121S5SVHxXZiJG0ALCBAiSptdq5pNjduMmqtZPvcal0