„ის­ტო­რია იწყე­ბა შუ­მე­რი­დან“ — სე­მუ­ელ კრა­მე­რი.

 

ძვ.წთ. მე-4 ათ­ას­წლე­ულ­იდ­ან ძვ.წთ. 500 წლამ­დე მსოფ­ლიო ის­ტო­რი­ის ცენ­ტრი იყო კავ­კა­სია, შუ­ამ­დი­ნა­რე­თი, ირ­ანი, მცი­რე აზი­ის ნა­ხე­ვარ­კუნ­ძუ­ლი, სი­რიაპა­ლეს­ტი­ნის ტე­რი­ტო­რია და ეგ­ვიპ­ტე: მტკვარარ­აქ­სის კულ­ტუ­რა, შუ­მე­რი, აქ­ადი, ძვე­ლი ეგ­ვიპ­ტე, ელ­ამი, აიეტი და მე­დეა, ხა­მუ­რა­ბის ბა­ბი­ლო­ნი, თრი­ალ­ეთ­ის კულ­ტუ­რა, აბ­რა­ამი, იაკ­ობი, იოს­ები და ძმა­ნი მის­ნი, ჰიქ­სო­სე­ბი, ხე­თე­ბის სა­მე­ფო, კა­სი­ტე­ბი, ხუ­რიმი­თა­ნი, ეხ­ნა­ტო­ნი, ნე­ფერ­ტი­ტი, ტუ­ტან­ხა­მო­ნი, რამ­ზე­სე­ბი, ქა­დე­შის ზა­ვი, ხა­ლი­ბე­ბის (ხალ­დე­ბის) მი­ერ რკი­ნის მე­ტა­ლურ­გი­ის გან­ვი­თა­რე­ბა, ზღვის ხალ­ხე­ბის შე­მო­სე­ვა“, ტრო­ას ომი“, მო­სეს მი­ერ ის­რა­ელ­ის გა­მოყ­ვა­ნა ეგ­ვიპ­ტელ­თა ტყვე­ობ­იდ­ან, ას­ურ­ეთი, დიაოხი, კოლ­ხუ­რი კულ­ტუ­რა, ურ­არ­ტუ, კი­მე­რი­ელ­ებ­ისა და სკვი­თე­ბის შე­მო­სე­ვე­ბი, ფი­ნი­კია, მი­დია, ნა­ბუ­ქო­დო­ნო­სორ II-ს ბა­ბი­ლო­ნი და ებ­რა­ელ­თა ტყვე­ობა, კრე­ზის ლი­დია და კი­როს აქ­ემ­ენი­ან­ის სპარ­სე­თი.

ძვ.წთ. 500-334 წლებ­ში მსოფ­ლიო ის­ტო­რი­ის ცენ­ტრმა და­სავ­ლე­თით, ეგე­ოს­ის ზღვის აუზ­ში გა­და­ინ­აც­ვლა: ბერ­ძენსპარ­სელ­თა ომ­ები, პე­ლო­პო­ნე­სის ომ­ები და მა­კე­დო­ნი­ის სა­მე­ფოს ელ­ად­აში გა­ბა­ტო­ნე­ბა.

334-270 წლებ­ში მსოფ­ლიო ის­ტო­რი­ის ცენ­ტრი კვლავ შუ­ამ­დი­ნა­რეთ კავ­კა­სი­ის ხაზ­ზე დაბ­რუნ­და: ალ­ექ­სან­დრე მა­კე­დო­ნე­ლის ლაშ­ქრო­ბე­ბი და ალ­ექ­სან­დრეს მი­ერ დე­და­ქა­ლა­ქად ბა­ბი­ლო­ნის გა­მოცხა­დე­ბა, სე­ლევ­კი­დე­ბის სა­ხელ­მწი­ფოს ჰე­გე­მო­ნო­ბა.

ძვ. წთ. 264-146 წლებ­ში მსოფ­ლიო ის­ტო­რი­ის ცენ­ტრი ხმელ­თა­შუ­აზღვის და­სავ­ლეთ ნა­წილ­ში გა­და­დის: 3 პუ­ნი­კუ­რი ომი თა­ვი­სი ჰა­ნი­ბა­ლი­თა და სცი­პი­ონ­ებ­ით, თუმ­ცა 215-146 წლებ­ში ცენ­ტრი ის­ევ აღ­მო­სავ­ლე­თით მო­ჩო­ჩავს“: მა­კე­დო­ნუ­რი ომ­ები, 190მაგ­ნე­ზი­ას­თან ბრძო­ლა.

ძვ. წთ.89-27 წლებ­ში მსოფ­ლიო ის­ტო­რი­ის ცენ­ტრი, ძი­რი­თა­დად, ბალ­კა­ნე­თი და მცი­რე აზიაა: რო­მიპონ­ტოს ომ­ები, სა­მო­ქა­ლა­ქო ომ­ები: ფარ­სა­ლო­სი, ბრძო­ლა ფი­ლი­პეს­თან და აქ­ცი­უმ­ის კონ­ცხთან. (გა­მო­ნაკ­ლი­სი მხო­ლოდ გა­ლი­ის ომიაძვ.წთ. 58-50 წლებ­ში).

ქრის­ტე­შო­ბი­დან 1453 წლამ­დე მსოფ­ლიო ის­ტო­რი­ის ცენ­ტრი შუ­ამ­დი­ნა­რეთკავ­კა­სი­ის ხა­ზია: პარ­თიარო­მის ომ­ები, ფარ­სმა­ნე­ბი, იუდა­ელ­თა ომი, ვეს­პა­სი­ანე, ტრაიანე, ად­რი­ანე, ან­ტო­ნი­ნე პი­უსირო­მი­სა და სა­სა­ნუ­რი ირ­ან­ის ომ­ები, ნი­სი­ბი­სის ზა­ვი, ბი­ზან­ტი­ის და სა­სა­ნი­დე­ბის ომ­ები, 20 წლი­ანი ომი ეგ­რის­ში, ნი­ნე­ვე­ას და­ცე­მა, ბი­ზან­ტიაარ­აბ­თა სა­ხა­ლი­ფოს და­პი­რის­პი­რე­ბა, თურქსელ­ჩუკ­თა შე­მო­სე­ვე­ბი, ჯვა­როს­ნე­ბი, და­ვი­თი­სა და თა­მა­რის სა­ქარ­თვე­ლო, სა­ლა­დი­ნი, მონ­ღო­ლე­ბი, გი­ორ­გი ბრწყინ­ვა­ლეს სა­ქარ­თვე­ლო, თე­მურლენ­გი და გი­ორ­გი VII, კონ­სტან­ტი­ნო­პო­ლის და­ცე­მა.

1453 წლი­დან მსოფ­ლიო ის­ტო­რი­ის ცენ­ტრი ჯერ მე­დი­ჩე­ბის რე­ნე­სან­სულ იტ­ალი­აში, ხო­ლო მე-16 სა­უკ­უნ­იდ­ან ატ­ლან­ტი­კის ოკე­ან­ის სა­ნა­პი­რო­ებ­ზე გა­და­დის: პორ­ტუ­გა­ლია, ეს­პა­ნე­თი, საფ­რან­გე­თი, ნი­დერ­ლან­დე­ბი, ბრი­ტა­ნე­თი, მა­თი აღ­მო­ჩე­ნე­ბი და მათ შო­რის ომ­ები.

1789 წლი­დან 1991 წლამ­დე მსოფ­ლიო ის­ტო­რი­ის ცენ­ტრი ევ­რო­პის კონ­ტი­ნენ­ტია: საფ­რან­გე­თის რე­ვო­ლუ­ცია, ნა­პო­ლე­ონ­ის ომ­ები, პრუ­სიაგერ­მა­ნი­ის იმ­პე­რია, იტ­ალი­ის სა­მე­ფო, ვიქ­ტო­რი­ას ბრი­ტა­ნე­თი, პირ­ვე­ლი და მე­ორე მსოფ­ლიო ომ­ები სტა­ლინჰიტ­ლერმუ­სო­ლინჩერ­ჩილრუზ­ველ­ტით. აშშსსრკს ცი­ვი ომი, რომ­ლის ცენ­ტრა­ლუ­რი ცეცხლის ხა­ზიც ბერ­ლი­ნის კე­დე­ლია.

1990-იანი წლე­ბი­დან მსოფ­ლიო ის­ტო­რი­ის ცენ­ტრი კვლავ სი­რიაპა­ლეს­ტი­ნა, ირ­ანავ­ღა­ნე­თი, კავ­კა­სიაშუ­ამ­დი­ნა­რე­თის რე­გი­ონს უბ­რუნ­დე­ბა, რომ­ლის ბუ­ნებ­რი­ვი ცენ­ტრიც კავ­კა­სიაშუ­ამ­დი­ნა­რე­თია: ერ­აყ­ის ომი, რუ­სეთსა­ქარ­თვე­ლოს ომი, ავ­ღა­ნე­თის ომი, ომი სი­რი­აში, ის­რა­ელ­ის ომ­ები, რუ­სე­თის ინ­ტერ­ვენ­ცია ყი­რიმ­ში და აზ­ოვ­ის ზღვის მიმ­დე­ბა­რე დონ­ბას­ში

მსოფ­ლიო ის­ტო­რი­ის 6000 წლი­დან 5000 წე­ლი კავ­კა­სიაშუ­ამ­დი­ნა­რე­თი მსოფ­ლიო ის­ტო­რი­ის ცენ­ტრი იყო. ამ ცენ­ტრში გაძ­ლე­ბა მხო­ლოდ რჩე­ულ­თა ხვედ­რია. 1453-1991 წლებ­ში სა­ქარ­თვე­ლო თა­ვის ბუ­ნებ­რი­ვი ცხოვ­რე­ბის წესს იყო გა­დაჩ­ვე­ული და პო­ლი­ტი­კუ­რად ამ პე­რი­ოდ­ში სა­ქარ­თვე­ლო მოკ­ვდა (1453 წელს კონ­სტან­ტი­ნო­პო­ლი და­ეცა და 1465 წელს სა­ქარ­თვე­ლო სა­მე­ფოსამ­თავ­როსა­თა­ვა­დო­ებ­ად და­იმ­სხვრა“), რად­გან მსოფ­ლიო ის­ტო­რი­ის ცენ­ტრი დრო­ებ­ით და­სავ­ლეთ­ში იყო გა­და­ტა­ნი­ლი და კავ­კა­სიაშუ­ამ­დი­ნა­რე­თი გე­ოპ­ოლ­იტ­იკ­ურ ჯურ­ღმუ­ლად იყო ქცე­ული.

1991 წლი­დან მსოფ­ლიო ის­ტო­რი­ული ცენ­ტრი კვლავ კავ­კა­სიაშუ­ამ­დი­ნა­რეთ­ში ბრუნ­დე­ბა, რაც ერ­თდრო­ულ­ად სა­ხი­ფა­თო­ცაა და უდ­იდ­ეს შე­საძ­ლებ­ლო­ბა­თა მომ­ტა­ნიც არ­ის!