მოძ­რა­ობა „რი­ონ­ის ხე­ობ­ის გა­დარ­ჩე­ნის­თვის“ ლი­დერ­მა ვარ­ლამ გო­ლე­თი­ან­მა გა­ნაცხა­და, რომ თურ­ქუ­ლი კომ­პა­ნია „ენ­კა რი­ნიუებლზი“, რო­მე­ლიც ნა­მახ­ვან ჰესს აშ­ენ­ებ­და, ხე­ობ­ას ტო­ვებს და სა­კუ­თა­რი ბა­ზე­ბის დე­მონ­ტაჟს ახ­ორ­ცი­ელ­ებს.

„აქ, ნა­მოხ­ვან­ში ვი­მარ­ჯვებთ და, სულ მა­ლე, ეს გა­მარ­ჯვე­ბა გა­ფორ­მდე­ბა, იმ­იტ­ომ, რომ „ენ­კას“ თა­ვი­სი ინ­ფრას­ტრუქ­ტუ­რის დე­მონ­ტა­ჟი დაწყე­ბუ­ლი აქ­ვს და გა­აქ­ვს, ნა­წი­ლი ტექ­ნი­კი­სა გა­იტ­ანა კი­დეც”, – გა­ნაცხა­და ვარ­ლამ გო­ლე­თი­ან­მა.

მოძ­რა­ობ­აში — „რი­ონ­ის ხე­ობ­ის გა­დარ­ჩე­ნის­თვის“ — ჩარ­თუ­ლი პო­ლი­ტი­კო­სი ბე­ქა ნაც­ვლიშ­ვი­ლი ამ სი­ახ­ლეს ეხ­მა­ურ­ება და ალი­ონი 21-ის კითხვებს პა­სუ­ხობს.

ცნო­ბის­თვის: ენ­ერ­გო­გა­ერ­თი­ან­ებ­ის ფარ­გლებ­ში სა­ქარ­თვე­ლოს, რო­გორც ევ­რო­პის ენ­ერ­გო­გა­ერ­თი­ან­ებ­ის წევრ ქვე­ყა­ნას, აქ­ვს ვალ­დე­ბუ­ლე­ბა აღ­ებ­ული — შე­იმ­უშა­ოს კლი­მა­ტი­სა და ენ­ერ­გე­ტი­კის გან­ვი­თა­რე­ბის სტრა­ტე­გია და ეს პრო­ცე­სი მიმ­დი­ნა­რე­ობს. შექ­მნი­ლია სპე­ცი­ალ­ური ჯგუ­ფი, რომ­ლის ფარ­გლებ­შიც, ეკ­ონ­ომ­იკ­ის სა­მი­ნის­ტროს­თან ერ­თად, სა­ქარ­თვე­ლოს მო­მა­ვა­ლი კლი­მა­ტი­სა და ენ­ერ­გე­ტი­კის გან­ვი­თა­რე­ბის სტრა­ტე­გია იგ­ეგ­მე­ბა. ჯგუფ­ში გან­სხვა­ვე­ბუ­ლი მო­საზ­რე­ბე­ბია რიგ სა­კითხებ­თან და­კავ­ში­რე­ბით, მათ შო­რის, ნა­მოხ­ვან ჰე­სის სა­კითხთან მი­მარ­თე­ბით. სწო­რედ ამ ჯგუ­ფის წევ­რია პო­ლი­ტი­კო­სი ეკ­ონ­ომ­იკ­ური მი­მარ­თუ­ლე­ბით ბე­ქა ნაც­ვლიშ­ვი­ლი, რო­მე­ლიც ნა­მოხ­ვან ჰე­სის მშე­ნებ­ლო­ბის შე­ჩე­რე­ბის თე­მას ეხ­მი­ან­ება.


ნა­მოხ­ვან
ჰე­სის მშე­ნებ­ლო­ბა შე­ჩერ­დარო­გორ აფ­ას­ებთ ამ ფაქ­ტს?

ამ პრო­ექ­ტის გა­ჩე­რე­ბა იმ ად­ამი­ან­ებ­ის, გან­სა­კუთ­რე­ბით, რი­ონ­ის ხე­ობ­ის მცვე­ლე­ბის გა­მარ­ჯვე­ბაა, რომ­ლე­ბიც ამ ჰე­სის წი­ნა­აღ­მდეგ ვიბ­რძო­დით. ხელ­შეკ­რუ­ლე­ბა იყი ქვეყ­ნის­თვის კა­ბა­ლუ­რი. სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­ფი­ნან­სო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ებ­მა არა­ერ­თხელ მი­უთ­ით­ეს, რომ ეს იქ­ნე­ბო­და ტვირ­თი ქვეყ­ნის ფის­კა­ლუ­რი მდგო­მა­რე­ობ­ის­თვის. რო­გორც მახ­სოვს, არც ფი­ნან­სთა სა­მი­ნის­ტროს დას­კვნა მი­ეს­ალ­მე­ბო­და ამ ხელ­შეკ­რუ­ლე­ბას. ახ­ლა სხვა რამ მა­ინ­ტე­რე­სებს — ვინ აგ­ებს პა­სუხს ას­ეთი ხელ­შეკ­რუ­ლე­ბის და­დე­ბის­თვის? ეს არ­ის მთა­ვა­რი, რად­გან მსგავ­სი შემ­თხვე­ვა აღ­არ უნ­და გან­მე­ორ­დეს. ფი­ნან­სთა სა­მი­ნის­ტრომ რო­დის გა­აკ­ეთა ამ­ის თა­ობ­აზე გან­ცხა­დე­ბა? მე ყო­ველ­თვის ვამ­ბობ­დი, რომ ნა­მოხ­ვან ჰე­სის წი­ნა­აღ­მდეგ ბრძო­ლა ცდე­ბო­და რი­ონ­ის ხე­ობ­ას, ეს იყო ერ­ოვ­ნუ­ლი მნიშ­ვნე­ლო­ბის სა­კითხი, რად­გან ამ ბრძო­ლამ ხალ­ხს და­ან­ახა, რომ არა მხო­ლოდ ლო­კა­ლუ­რად იმ­ერ­ეთ­ში, არ­ამ­ედ მთელ სა­ქარ­თვე­ლო­ში, ბრძო­ლით მი­ზა­ნი ყო­ველ­თვის მი­იღ­წე­ვა. შე­სა­ბა­მი­სად, ამ ფაქ­ტს ორი დატ­ვირ­თვა აქ­ვს: ერ­თი, რომ ჩვენ ინ­ვეს­ტორს ხელ­ში არ ჩა­ვუგ­დეთ მთე­ლი მო­გე­ბა, რო­მე­ლიც გე­ნე­რირ­დე­ბა ჩვე­ნი, ხალ­ხის რე­სურ­სი­დან, ხალ­ხის, რად­გან მთა, მდი­ნა­რე, წყა­ლი, მი­წა მათ ეკ­უთ­ვნის. ეს ყვე­ლა­სია. მე­ორე, სა­ზო­გა­დო­ებ­ამ და­ინ­ახა, რომ ბრძო­ლას ყო­ველ­თვის აქ­ვს აზ­რი და მიზ­ნის მიღ­წე­ვა შე­იძ­ლე­ბა.


ზო­გი­ერ­თი
ად­ამი­ანი მი­იჩ­ნევს, რომ ნა­მოხ­ვან ჰე­სის შე­ჩე­რე­ბით
რუ­სეთ­მა გა­იმ­არ­ჯვა

ამ­ას უც­ოდ­ინ­არი ად­ამი­ან­ები ამ­ბო­ბენ. ჩვენ 30 წე­ლია ვი­წამ­ლე­ბით ნეო-ლი­ბე­რა­ლიზ­მით, იდე­ოლ­ოგი­ით, რო­მე­ლიც მსოფ­ლი­ოში ყვე­ლა­ზე დი­დი ბო­რო­ტე­ბაა. ეგ არ­ის სო­ცი­ალ­ური ინ­ჟი­ნე­რი­ის სა­ხელ­მძღვა­ნე­ლო — რო­გორ უნ­და დათ­რგუ­ნო ად­ამი­ან­ებ­ის გო­ნე­ბა და, შე­სა­ბა­მი­სად, მომ­ხმა­რე­ბელ სუ­ბი­ექ­ტად აქ­ციო, რო­მელ­საც ამ­ას მხო­ლოდ ერ­თი ფუნ­ქცია აქ­ვს — რა­ღაც გა­ყი­დოს და იყ­ოს მხო­ლოდ ვა­ჭა­რი. ეს არ­ის ნეო-ლი­ბე­რა­ლიზ­მის მთე­ლი არ­სი, პა­რა­დიგ­მის მთე­ლი არ­ქი­ტექ­ტუ­რა. აქ­ედ­ან გა­მომ­დი­ნა­რე, ად­ამი­ან­ები, რომ­ლე­ბიც ამ­ბო­ბენ, რომ ნა­მოხ­ვან ჰე­სის შე­ჩე­რე­ბით რუ­სეთ­მა გა­იმ­არ­ჯვა, ის­ინი არი­ან, რომ­ლებ­მაც ხმა არ ამო­იღ­ეს მა­შინ, რო­დე­საც ქვეყ­ნის მას­შტა­ბით მთე­ლი ენ­ერ­გო­რე­სურ­სი რუ­სეთს გა­და­ეცა და არ­ამ­არ­ტო ენ­ერ­გო რე­სურ­სი. ეს პრო­ცე­სი 2003 წლი­დან და­იწყო. მა­ინ­ტე­რე­სებს, მა­შინ სად იყ­ვნენ ეს ად­ამი­ან­ები? რა­ტომ არ­ავ­ინ ხმას არ იღ­ებ­და? თუ მა­შინ რუ­სეთ­თან ჰარ­მო­ნი­ული ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი გვქონ­და?! აქ­ედ­ან გა­მომ­დი­ნა­რე, მა­თი ნათ­ქვა­მი, რომ რუ­სეთ­მა გა­იმ­არ­ჯვა, არ­ის ტყუ­ილი.

ეკ­ონ­ომ­იკ­ის სა­მი­ნის­ტრო იხ­ილ­ავს კლი­მა­ტი­სა და ენ­ერ­გე­ტი­კის გან­ვი­თა­რე­ბის სტრა­ტე­გი­ას. მევ ვარ სა­მუ­შაო ჯგუფ­ში. თუ გან­ხილ­ვის და კვლე­ვე­ბის შე­დე­გად და­დას­ტურ­და, რომ ნა­მოხ­ვან ჰე­სის აშ­ენ­ება სა­სი­ცოცხლოდ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, მა­შინ ის სა­ხელ­მწი­ფომ შე­იძ­ლე­ბა მხო­ლოდ ააშ­ენ­ოს. ამ­ას არ­ავ­ით­არი კავ­ში­რი არ აქ­ვს არც რუ­სეთ­თან, არც თურ­ქეთ­თან და არც ჩე­ხეთ­თან.


სა­ხელ­მწი­ფო
თა­ვად ააშ­ენ­ებს ნა­მოხ­ვან ჰესს?

თუ ამ­ის სა­ჭი­რო­ება და­დას­ტურ­და, რა თქმა უნ­და! თუმ­ცა, კი­დევ ერ­თხელ მინ­და ხა­ზი გა­ვუს­ვა, ჯერ და­დას­ტუ­რე­ბუ­ლი არ არ­ის. უამ­რა­ვი გა­ნახ­ლე­ბა­დი ენ­ერ­გი­ის პრო­ექ­ტის გან­ხორ­ცი­ელ­ება შე­იძ­ლე­ბა ქვე­ყა­ნა­ში, მა­გა­ლი­თად ქა­რის. რო­მე­ლიც სწო­რედ მა­შინ გა­მო­იმ­უშ­ავ­ებს ელ­ექ­ტრო ენ­ერ­გი­ას, რო­ცა ჩვენ ის ყვე­ლა­ზე უფ­რო გვჭირ­დე­ბა, რო­ცა იმ­პორ­ტზე ვართ და­მო­კი­დე­ბუ­ლი. წინ გრძე­ლი გზა გვაქ­ვს გა­სავ­ლე­ლი — ენ­ერ­გო­ეფ­ექ­ტუ­რო­ბის სის­ტე­მე­ბის და­ნერ­გვი­დან დაწყე­ბუ­ლი, რაც ელ­ექ­ტრო-ენ­ერ­გი­ის მოხ­მა­რე­ბას ამ­ცი­რებს სხვა ელ­ექ­ტრო-ენ­ერ­გი­ის გე­ნე­რა­ცი­ის წყა­რო­ებ­ის ამ­უშ­ავ­ებ­ითა და პრო­ექ­ტე­ბის გან­ვი­თა­რე­ბით გაგ­რძე­ლე­ბუ­ლი. ჯერ-ჯე­რო­ბით, მსჯე­ლო­ბის სა­გა­ნია — გა­მო­იკ­ვე­თე­ბა თუ არა ნა­მოხ­ვან ჰე­სის აშ­ენ­ებ­ის აუც­ილ­ებ­ლო­ბა. და თუ ასეა, უნ­და აშ­ენ­დეს მხო­ლოდ სა­ხელ­მწი­ფოს ფუ­ლით, რად­გან გე­ნე­რი­რე­ბუ­ლი ელ­ექ­ტრო­ენ­ერ­გი­ის გა­ყიდ­ვი­დან შე­მო­სა­ვა­ლი უნ­და დარ­ჩეს ქარ­თველ ხალ­ხს, სა­ხელ­მწი­ფოს. კი­დევ ერ­თხელ ვამ­ბობ, მი­წა — ეს არ არ­ის ფეხ­საც­მე­ლი (ვი­ღა­ცამ მო­იფ­იქ­რა, დი­ზა­ინი გა­აკ­ეთა და შემ­დეგ ამ დი­ზა­ინ­ის გა­მო გა­იყ­იდა ეს ფეხ­საც­მე­ლი), ეს არ­ის რე­სურ­სი, რო­მე­ლიც ყვე­ლას გვე­კუთ­ვნის და, ამ შემ­თხვე­ვა­შიც, ამ რე­სურ­სი­დან მი­ღე­ბუ­ლი შე­მო­სა­ვა­ლიც ქვე­ყა­ნას უნ­და დარ­ჩეს.

არ­სე­ბობს ნა­რა­ტი­ვი, რომ ნა­მოხ­ვან ჰე­სის მშე­ნებ­ლო­ბას ვინც ებ­რძვის, ებ­რძვის და­მო­უკ­იდ­ებ­ელი ენ­ერ­გე­ტი­კუ­ლი რე­სურ­სე­ბის გან­ვი­თა­რე­ბას ჩვენს ქვე­ყა­ნა­ში. რო­გორ შე­აფ­ას­ებთ ამ მო­საზ­რე­ბას?

სა­ქარ­თვე­ლო­ში ბო­ლო 30 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში ად­ამი­ან­ებს რა­ღაც ახ­ალი აზ­როვ­ნე­ბა ჩა­მო­უყ­ალ­იბ­დათ — ფიქ­რო­ბენ, რომ კა­პი­ტალს წარ­მო­მავ­ლო­ბა არ აქ­ვს. თურ­მე მნიშ­ვნე­ლო­ბა არ აქ­ვს, ვის რას მიჰ­ყი­დი… თუმ­ცა, და­ვა­ნე­ბოთ ამ­ას თა­ვი. ჩვენ ვი­სა­უბ­როთ იმ­აზე, რომ გვჭირ­დე­ბა ნა­მოხ­ვან ჰე­სის გა­მო­მუ­შა­ვე­ბუ­ლი ელ­ექ­ტრო­ენ­ერ­გია და ად­ამი­ან­ებს თუ რე­ალ­ურ­ად სურთ ენ­ერ­გო­და­მო­უკ­იდ­ებ­ლო­ბის მიღ­წე­ვა, მხა­რი უნ­და და­უჭ­ირ­ონ რე­სურ­სე­ბის ათ­ვი­სე­ბას სა­ხელ­მწი­ფოს მი­ერ. შე­დე­გად რე­სურ­სე­ბის ათ­ვი­სე­ბი­დან შე­მო­სუ­ლი თან­ხა სა­ხელ­მწი­ფო ბი­უჯ­ეტ­ში წა­ვა. ეს არ­ის ნამ­დვი­ლი ენ­ერ­გო­და­მო­უკ­იდ­ებ­ლო­ბა. გარ­და იმ­ისა, რომ გა­რან­ტი­რე­ბუ­ლი შეს­ყიდ­ვის ხელ­შეკ­რუ­ლე­ბით ეს პრო­ექ­ტი სა­ხელ­მწი­ფოს მი­ერ იყო სუფ­სი­დი­რე­ბუ­ლი, აშ­ენ­ებ­ის შემ­დეგ, სა­შუ­ალ­ოდ, 80 მი­ლი­ონი დო­ლა­რი გა­ვი­დო­და ქვეყ­ნის გა­რეთ გა­ყი­დუ­ლი ელ­ექ­ტრო ენ­ერ­გი­ის სა­ფა­სუ­რის სა­ხით. ეს იგ­ივეა, შენ რომ სეხ­სი აიღო ბან­კში შე­ნი­ვე ობი­ექ­ტის მშე­ნებ­ლო­ბის­თვის, სეს­ხიც შენ და­ფა­რო და სხვამ მი­იღ­ოს შე­მო­სა­ვა­ლი. ამ­იტ­ომ მათ მსჯე­ლო­ბა­ში ლო­გი­კას ვერ ვხე­დავ.


სა­ქარ­თვე­ლოს
რუ­სეთ­ზე ენ­ერ­გო­და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბის სა­კითხში რო­მან გო­ცი­რი­ძე ოც­ნე­ბის ხე­ლი­სუფ­ლე­ბას ად­ან­აშა­ულ­ებს

პირ­და­პირ გე­უბ­ნე­ბით, რომ ენ­ერ­გო­და­მო­კი­დე­ბუ­ლი ჩვენ რუ­სეთ­ზე არ ვართ. ენ­ერ­გო­და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბის სა­კითხს რომ გა­და­ხე­დოთ, და­ინ­ახ­ავთ, რომ რუ­სე­თის წი­ლი ძა­ლი­ან მცი­რეა. ამ ბო­ლო პე­რი­ოდ­ში გა­იზ­არ­და რუ­სე­თის წი­ლი, რად­გან ენ­გურ­ჰე­სი იყო გა­ჩე­რე­ბუ­ლი და აფხა­ზეთს ელ­ექ­ტრო­ენ­ერ­გი­ას რუ­სე­თი აწ­ვდი­და. აფხა­ზე­თის ენ­ერ­გო-ბა­ლან­სიც სა­ქარ­თვე­ლოს ენ­ერ­გო-ბა­ლან­სის შე­მად­გე­ნე­ლი ნა­წი­ლია. ბო­ლო რამ­დე­ნი­მე თვის გან­მავ­ლო­ბა­ში, თურ­ქე­თი­დან და აზ­ერ­ბა­იჯ­ან­იდ­ან ელ­ექ­ტრო­ენ­ერ­გი­ის შე­მო­ტა­ნის მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი იზ­რდე­ბა და რუ­სე­თი­დან მცირ­დე­ბა, აქ­ედ­ან გა­მომ­დი­ნა­რე, ეს რა­ღაც ვაი-ვი­ში და ამ სა­კითხის პო­ლი­ტი­კუ­რი ინ­სტრუ­მენ­ტა­ლი­ზი­რე­ბა უს­აფ­უძ­ვლოა. ის, რომ ჩვენ ვართ რუ­სეთ­ზე ენ­ერ­გე­ტი­კუ­ლი თვალ­საზ­რი­სით და­მო­კი­დე­ბუ­ლი — არ­ის ტყუ­ილი. თუ კი­დევ ვინ­მეს უნ­და, ვთქვათ, ერ­ოვ­ნუ­ლი ეკ­ონ­ომ­იკ­ის გაძ­ლი­ერ­ება, უცხო­ელ ინ­ვეს­ტო­რებს კი არ უნ­და იყ­ვნენ მი­ჩე­რე­ბუ­ლი, არ­ამ­ედ უნ­და მო­ითხო­ვონ, რომ სა­ხელ­მწი­ფომ გა­ნა­ხორ­ცი­ელ­ოს მსხვი­ლი ენ­ერ­გოპ­რო­ექ­ტე­ბი და მო­გე­ბა სა­ხელ­მწი­ფოს დარ­ჩეს. სხვა შემ­თხვე­ვა­ში გა­მო­დის, რომ ჩვენ ვა­ბე­ტო­ნებთ რი­ონ­ის ხე­ობ­ას, მივ­დი­ვართ მსხვერ­პლზე, ხო­ლო მო­გე­ბა მი­აქ­ვს სხვას.