ჟურ­ნა­ლის­ტი ნა­ნა ლე­ჟა­ვა ბეს­ლან­ში მო­წამ­ვლის ფაქ­ტს იხ­სე­ნებს და პი­რა­დი ტკი­ვი­ლე­ბის გა­ნახ­ლე­ბა­ზე სა­უბ­რობს: „წლე­ბის წინ სა­კუ­თა­რი თა­ვი ვა­იძ­ულე — ჩე­მი ცხოვ­რე­ბის 7 დღე და­მე­ვიწყე­ბი­ნა და ეს პე­რი­ოდი სა­ერ­თოდ დავ­ბლო­კე ჩემს გო­ნე­ბა­ში! ბეს­ლან­ში 2004 წლის 1 სექ­ტემ­ბერს ჩა­ვე­დით მე და ჩე­მი ოპ­ერ­ატ­ორი ლე­ვან თეთ­ვა­ძე. რაც იქ ვნა­ხე და გა­მო­ვი­არე, ჩე­მი ფსი­ქი­კის­თვის ად­ვი­ლი გა­და­სა­ტა­ნი არ ყო­ფი­ლა. აქ­ამ­დე მე­გო­ნა, რომ გა­და­ვი­ტა­ნე, მაგ­რამ ახ­ლა ვხვდე­ბი — რომ არა, ვე­რა! ბეს­ლა­ნის ტკი­ვი­ლი პირ­ვე­ლად 2008 წელს გა­ნახ­ლდა და მე­ორ­ედ ახ­ლა, რო­ცა ვხე­დავ — რა ხდე­ბა უკ­რა­ინ­აში. გა­ნახ­ლდა ის­იც, რაც პი­რა­დად გა­და­ვი­ტა­ნე ფე­ეს­ბეს იზ­ოლ­ატ­ორ­ში — რო­ცა 24 სა­ათი­ანი გა­თიშ­ვის შემ­დეგ მივ­ხვდი, რომ მომ­წამ­ლეს, რო­ცა რუ­სი ჯა­ლა­თე­ბის ხელ­ში ვი­ყა­ვი და არ ვი­ცო­დი, რო­გორ დას­რულ­დე­ბო­და ეს ის­ტო­რია. სხვა­თა­შო­რის იქ, იზ­ოლ­ატ­ორ­ში მო­წამ­ვლის შე­სა­ხებ კრინ­ტი არ და­მიძ­რავს. ეს ერ­თგვა­რი თავ­დაც­ვა იყო — თუ მიხ­ვდე­ბოდ­ნენ, რომ ვი­ცო­დი რაც დამ­მარ­თეს, შე­იძ­ლე­ბა უფ­რო ცუ­დად გაგ­რძე­ლე­ბუ­ლი­ყო ეს ამ­ბა­ვი. ამ­იტ­ომ იქ ხმა არ ამ­ომ­იღია და ვიქ­ცე­ოდი ისე, თით­ქოს ვე­რა­ფერს ვხვდე­ბო­დი, თუმ­ცა სა­ში­ნე­ლი ბრა­ზი მქონ­და. ახ­ლაც მაქ­ვს ეს სიბ­რა­ზე… ყო­ველ დი­ლით, რო­ცა ტე­ლეგ­რამ არ­ხებს ვათ­ვა­ლი­ერ­ებ, ის ტკი­ვი­ლი და ჯო­ჯო­ხე­თი ის­ევ იგ­ივე სიმ­ძაფ­რით მე­ორ­დე­ბა! დი­ახ, უკ­რა­ინა უნ­და გახ­დეს რუ­სე­თის — ამ ბო­რო­ტე­ბის იმ­პე­რი­ის გა­ნა­ჩე­ნი!