„ნა­ტო-სა­ქარ­თვე­ლოს სწავ­ლე­ბა 2022 — არ­ის სა­მე­თა­ურო საშ­ტა­ბო, რო­მე­ლიც კომ­პი­უტ­ერ­ულ სწავ­ლე­ბას გუ­ლის­ხმობს და არ არ­ის სა­ვე­ლე. მრა­ვა­ლე­როვ­ნულ სწავ­ლე­ბა­ში ნა­ტოს წევ­რი და პარ­ტნი­ორი 23 ქვეყ­ნის წარ­მო­მად­გე­ნე­ლი მი­იღ­ებს მო­ნა­წი­ლე­ობ­ას. წვრთნე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში მო­ნა­წი­ლე­ები კომ­პი­უტ­ერ­ული სი­მუ­ლა­ცი­ებ­ის მეშ­ვე­ობ­ით ოპ­ერ­აცი­ებ­ის და­გეგ­მვი­სათ­ვის სა­ჭი­რო უნ­არ-ჩვე­ვებს გა­ნა­ვი­თა­რე­ბენ და ერ­თმა­ნეთს ცოდ­ნა­სა და გა­მოც­დი­ლე­ბას გა­უზი­არ­ებ­ენ“, — აღ­ნიშ­ნუ­ლია სა­ქარ­თვე­ლოს თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს მი­ერ მო­წო­დე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­აში.

ნა­ტო-სა­ქარ­თვე­ლოს სწავ­ლე­ბას სა­ქარ­თვე­ლოს თავ­დაც­ვის ძა­ლე­ბი ნა­ტო-სა­ქარ­თვე­ლოს წვრთნი­სა და შე­ფა­სე­ბის ცენ­ტრში (JTEC) მიმ­დი­ნა­რე წლის 20-25 მარ­ტს უმ­ას­პინ­ძლებს. სა­მე­თა­ურო საშ­ტა­ბო სწავ­ლე­ბა ნა­ტო-სა­ქარ­თვე­ლოს არ­სე­ბი­თი პა­კე­ტის (SNGP) ფარ­გლებ­ში ტარ­დე­ბა და მი­სი და­გეგ­მვა 2020 წლი­დან მიმ­დი­ნა­რე­ობს.

ნა­ტო-სა­ქარ­თვე­ლოს პირ­ვე­ლი სწავ­ლე­ბა 2016 წელს ჩა­ტარ­და, მიმ­დი­ნა­რე სწავ­ლე­ბა კი რი­გით მე­სა­მეა, რო­მე­ლიც ნა­ტოს სწავ­ლე­ბე­ბის და­გეგ­მვის პრო­ცე­სებ­სა და პრო­ცე­დუ­რებს თან­მიმ­დევ­რუ­ლად მიჰ­ყვე­ბა.

სწავ­ლე­ბა სა­ქარ­თვე­ლო­სა და ნა­ტოს წევ­რი და პარ­ტნი­ორი ქვეყ­ნე­ბის სამ­ხედ­რო მო­სამ­სა­ხუ­რე­ებს შო­რის ურ­თი­ერ­თთავ­სე­ბა­დო­ბის ამ­აღ­ლე­ბას შე­უწყობს ხელს.