გვე­სა­უბ­რე­ბა უკ­რა­ინ­ის ყო­ფი­ლი ელ­ჩი, უკ­რა­ინ­ის ხე­ლოვ­ნე­ბის დამ­სა­ხუ­რე­ბუ­ლი მოღ­ვა­წე, უკ­რა­ინ­ის სა­ხალ­ხო პო­ეტი და სა­ქარ­თვე­ლოს ერ­ოვ­ნულ მეც­ნი­ერ­ებ­ათა აკ­ად­ემი­ის უცხო­ელი წევ­რი რა­ულ ჩი­ლა­ჩა­ვა

„ჩვენ გვე­გო­ნა ნა­ტო რა­ღაც ბას­ტი­ონი, მრის­ხა­ნე ძა­ლა, რო­მე­ლიც ნე­ბის­მი­ერ აგ­რე­სორს შე­აჩ­ერ­ებ­და და რომ­ლის დი­დი რი­დი ჰქონ­და მი­ლი­ტა­რიზ­მს, მაგ­რამ დღეს ჩვენ ყვე­ლამ და­ვი­ნა­ხეთ, რო­გორ უკ­ან­კა­ლებს მუხ­ლე­ბი სტოლ­ტენ­ბერ­გს და მთელ ორ­გა­ნი­ზა­ცი­ას პუ­ტი­ნი­სა და მი­სი მუ­ქა­რის წი­ნა­შე.

ვერ ვიტყვი, რომ ნა­ტო არ ეხ­მა­რე­ბა უკ­რა­ინ­ას, პი­რი­ქით, ძა­ლი­ან ბევ­რს აკ­ეთ­ებს მის მხარ­და­სა­ჭე­რად, მაგ­რამ ეს არ აღ­მოჩ­ნდა საკ­მა­რი­სი იმ­ის­თვის, რომ პუ­ტინს მთე­ლი უკ­რა­ინ­ის ტე­რი­ტო­რი­აზე არ გა­ეშ­ალა ფარ­თო­მას­შტა­ბი­ანი ომი. მას, რო­გორც ჩანს, არ ეშ­ინია არც ნა­ტო­სი და არც ზე­მოთ ჩა­მოთ­ვლი­ლი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ებ­ისა და გა­ერ­თი­ან­ებ­ებ­ის. ზე­ლენ­სკი, შე­იძ­ლე­ბა, ნა­ტო­ზე გან­ცხა­დე­ბე­ბით რა­ღა­ცას აჭ­არ­ბებ­დეს, თუმ­ცა, მას ეს მი­ეტ­ევ­ება, რო­გორც მე­ომ­არი ქვეყ­ნის პრე­ზი­დენ­ტს, რო­მელ­საც უჭ­ირს დღეს და, მით უფ­რო, იმ ფონ­ზე, რო­ცა და­პი­რე­ბე­ბი, რომ­ლე­ბიც მო­დი­ოდა და­სავ­ლე­თი­დან, სამ­წუ­ხა­როდ, ბო­ლომ­დე არ სრულ­დე­ბა. ამ­იტ­ომ არ­ის ბუ­ნებ­რი­ვი ის რე­აქ­ცია, რო­მე­ლიც უკ­რა­ინ­ის პრე­ზი­დენ­ტს აქ­ვს.

გა­სათ­ვა­ლის­წი­ნე­ბე­ლია, რომ მარ­ტო ნა­ტოს­თვის არ დაწყე­ბუ­ლა ომი. თით­ქოს, უკ­რა­ინ­ას ნა­ტო­ში შეს­ვლა სურ­და და ამ­იტ­ომ შე­მო­ვი­და პუ­ტი­ნი და დაგ­ვეს­ხა თავს — არ არ­ის ეს მთა­ვა­რი მი­ზე­ზი! ეს არ­ის ერთ-ერ­თი მი­ზეზ­თა­გა­ნი იმ­ისა, რომ ეს ომი მან გა­აჩ­აღა. ძი­რი­თა­დად, ეს არ­ის რუ­სუ­ლი პო­ზი­ცია, მი­ზა­ნი, თუ შე­იძ­ლე­ბა ას­ეც ით­ქვას, რომ უკ­რა­ინა, რო­გორც ქვე­ყა­ნა, სა­ხელ­მწი­ფო არ არ­სე­ბობ­დეს, იყ­ოს უბ­რა­ლოდ ად­ამი­ან­ებ­ის მა­სა, რომ­ლე­ბიც იქ­ნე­ბი­ან სრუ­ლი­ად მიბ­მუ­ლი რუ­სეთ­ზე, რუ­სულ სა­ხელ­მწი­ფო­ზე, რო­მელ­საც არ ექ­ნე­ბა არც და­მო­უკ­იდ­ებ­ელი პო­ლი­ტი­კა, არც და­მო­უკ­იდ­ებ­ელი არ­მია, არ ექ­ნე­ბა თა­ვი­სი სა­ხელ­მწი­ფო ენა. პუ­ტი­ნი პირ­და­პირ ამ­ბობს, რომ უკ­რა­ინ­ას უნ­და ჰქონ­დეს მე­ორე სა­ხელ­მწი­ფო ენა, რო­მე­ლიც იქ­ნე­ბა რუ­სუ­ლი. რუ­სეთ­მა თუ გა­იმ­არ­ჯვა, პრაქ­ტი­კუ­ლად, რუ­სუ­ლი ენა უკ­რა­ინ­აში გახ­დე­ბა პირ­ვე­ლი, რად­გან უკ­რა­ინ­ის პო­ზი­ცი­ები არც თუ ისე მყა­რია.

პუ­ტი­ნი უკ­რა­ინ­ელ­ებს რუ­სუ­ლი ერ­ის გან­შტო­ებ­ად მი­იჩ­ნევს და არა და­მო­უკ­იდ­ებ­ელ ერ­ად. ამ­იტ­ომ მარ­ტო ის ფაქ­ტი, რომ უკ­რა­ინ­ას სურ­და ნა­ტო­ში შეს­ვლა და ამ­ის გა­მო პუ­ტი­ნი და­ეს­ხა მას თავს, ეს საკ­მა­ოდ გა­მარ­ტი­ვე­ბუ­ლი მიდ­გო­მა და ახ­სნაა იმ ომ­ისა, რო­მე­ლიც მძვინ­ვა­რებს უკ­რა­ინ­აში.

უკ­რა­ინ­ელი ხალ­ხის მზა­ობა არ­ის, პირ­ველ რიგ­ში, და­იც­ვას თა­ვი­სი ქვე­ყა­ნა, სუ­ვე­რე­ნი­ტე­ტი, და­იც­ვას თა­ვი­სი ის­ტო­რია, ენა, კულ­ტუ­რა, რა­საც პირ­და­პირ ღია ტექ­სტით ედ­ავ­ება პუ­ტი­ნი. რა მოხ­დე­ბა მსოფ­ლი­ოსა და ევ­რო­პა­ში, ეს უკ­ვე მთლი­ან­ად და­მო­კი­დე­ბუ­ლია იმ შე­დე­გებ­ზე, რო­მე­ლიც მოჰ­ყვე­ბა ამ ომს, რად­გან ნე­ბის­მი­ერი ომი მთავ­რდე­ბა ზა­ვით, ად­რე თუ გვი­ან, ეს მოხ­დე­ბა უკ­რა­ინ­აშ­იც. რა თქმა უნ­და, უკ­ვე ევ­რო­პი­სა და მსოფ­ლი­ოს არ­ქი­ტექ­ტუ­რა და უს­აფ­რთხო­ებ­ის წე­სე­ბი, ალ­ბათ, უს­ათუ­ოდ გა­და­იხ­ედ­ება და ბევ­რი რა­მე შე­იც­ვლე­ბა”, — ამ­ბობს რა­ულ ჩი­ლა­ჩა­ვა.


რამ­დე­ნად
მი­სა­ღე­ბია რა­ულ ჩი­ლა­ჩა­ვას­თვის სა­ქარ­თვე­ლოს ოფ­იცი­ალ­ური
პო­ზი­ცი­ები

„მე ბევ­რჯერ და­მის­ვეს ეს შე­კითხვა. მე მი­მაჩ­ნია, რომ სა­ქარ­თვე­ლო არ არ­ის ის მო­თა­მა­შე (ვგუ­ლის­ხმობ ქვეყ­ნის სიძ­ლი­ერ­ეს სამ­ხედ­რო, ფი­ნან­სუ­რი, პო­ლი­ტი­კუ­რი და ა.შ. მი­მარ­თუ­ლე­ბით), რო­მელ­საც შე­უძ­ლია, ასე ვთქვათ, ხელ­თათ­მა­ნი ეს­რო­ლოს რუ­სეთს და ჩა­ერ­თოს ამ ბრძო­ლა­ში ღი­ად, ცალ­სა­ხად და აშ­კა­რად.

სა­ქარ­თვე­ლო აკ­ეთ­ებს იმ­ას, რაც შე­უძ­ლია ამ ეტ­აპ­ზე! სა­ქარ­თვე­ლო აკ­ეთ­ებს იმ­ას, რაც შე­იძ­ლე­ბა წა­ად­გეს უკ­რა­ინ­ას და რა­მაც შე­იძ­ლე­ბა არ ავ­ნოს სა­ქარ­თვე­ლოს უს­აფ­რთხო­ებ­ას. მე მი­მაჩ­ნია ეს საკ­მა­ოდ გო­ნივ­რულ ნა­ბი­ჯად.

სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბა ფრთხი­ლობს, რად­გან მას აქ­ვს გა­მოც­დი­ლე­ბა 2008 წლის ომ­ის, რომ­ლის გა­მოც ჩვენ დავ­კარ­გეთ ჩვე­ნი ტე­რი­ტო­რი­ებ­ის 20% და არ­ანა­ირი გა­რან­ტია ჩვენ იმ­ისა არ გვაქ­ვს, რომ რუ­სეთ­მა რომ მო­ინ­დო­მოს, დღეს ჩვენ არ დავ­კარ­გავთ უფ­რო მეტს. ამ­იტ­ომ, მი­მაჩ­ნია, რომ ზედ­მე­ტი სა­ბა­ბის მი­ცე­მა, ამ შემ­თხვე­ვა­ში, რო­ცა ჩვენ არ გვაქ­ვს თავ­დაც­ვის არ­ანა­ირი სა­შუ­ალ­ება, ძა­ლი­ან გო­ნივ­რუ­ლი იყ­ოს, ამ­იტ­ომ სიფ­რთხი­ლეს თა­ვი არ სტკი­ვა”, — აცხა­დებს უკ­რა­ინ­ის სა­ხალ­ხო პო­ეტი, უკ­რა­ინ­ის ყო­ფი­ლი ელ­ჩი რა­ულ ჩი­ლა­ჩა­ვა.