ნა­ტოს ლი­დე­რე­ბი ხუთ­შა­ბათს ბრი­უს­ელ­ში გა­მარ­თულ სა­მიტ­ზე შე­თან­ხმდნენ, რომ გა­აძ­ლი­ერ­ებ­ენ ალი­ან­სის წევ­რე­ბის უს­აფ­რთხო­ებ­ას ცენ­ტრა­ლურ და აღ­მო­სავ­ლეთ ევ­რო­პა­ში უკ­რა­ინ­ის წი­ნა­აღ­მდეგ რუ­სუ­ლი აგ­რე­სი­ის გა­მო. ალი­ან­სის გე­ნე­რა­ლურ­მა მდი­ვან­მა იენს სტოლ­ტენ­ბერ­გმა პრეს­კონ­ფე­რენ­ცი­აზე გა­ნაცხა­და, რომ ნა­ტო გააორმაგებს თავ­დაც­ვის ხარ­ჯებს და გაზ­რდის ჯა­რე­ბის კონ­ტინ­გენ­ტს რუ­მი­ნეთ­ში, ბულ­გა­რეთ­ში, უნ­გრეთ­სა და სლო­ვა­კეთ­ში.

ვო­ლო­დი­მირ ფე­სენ­კომ, გა­მო­ყე­ნე­ბი­თი პო­ლი­ტი­კუ­რი კვლე­ვე­ბის პენ­ტას ცენ­ტრის ხელ­მძღვა­ნელ­მა, Real Time-ზე გა­აკ­ეთა კო­მენ­ტა­რი სტოლ­ტენ­ბერ­გის გან­ცხა­დე­ბა­ზე და გან­მარ­ტა — თუ რა სა­ხის დახ­მა­რე­ბა სჭირ­დე­ბა უკ­რა­ინ­ას ახ­ლა ნა­ტოს­გან.

ჟურ­ნა­ლის­ტი — „თქვენ ახ­ლა ჩვენ­თან ერ­თად მო­ის­მი­ნეთ ნა­ტოს გე­ნე­რა­ლუ­რი მდივ­ნის გა­მოს­ვლა. რო­გო­რია თქვე­ნი პირ­ვე­ლი ემ­ოცია და შთა­ბეჭ­დი­ლე­ბა?

პო­ლი­ტო­ლო­გი ვლა­დი­მირ ფე­სენ­კო — „მე და­ვეყ­რდნო­ბი არა იმ­დე­ნად ემ­ოცი­ებს, რამ­დე­ნა­დაც, ალ­ბათ, პირ­ველ რა­ცი­ონ­ალ­ურ აზ­რობ­რივ რე­აქ­ცი­ას. პირ­ველ რიგ­ში, მინ­და აღ­ვნიშ­ნო, რომ ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი თე­ზი­სი გა­კეთ­და: რუ­სე­თის მხრი­დან საფ­რთხე გრძელ­ვა­დი­ანი საფ­რთხეა. შე­საძ­ლოა, ნა­ტოს ამ­ჟა­მინ­დე­ლი სა­მი­ტი არ­ის ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი მას შემ­დეგ, რაც ნა­ტომ გა­დაწყვი­ტა ალი­ან­სის გა­ფარ­თო­ება, მათ შო­რის აღ­მო­სავ­ლე­თით. ახ­ლა ჩვენ ვსა­უბ­რობთ იმ­აზე, რომ ალი­ან­სი უნ­და აღ­დგეს, რო­გორც რე­ალ­ური თავ­დაც­ვი­თი ალი­ან­სი. რად­გან, 90-იან წლებ­ში და 2000-იანი წლე­ბის და­საწყის­ში ბევ­რს სა­უბ­რობ­დნენ იმ­აზე, რომ ნა­ტომ და­კარ­გა თა­ვი­სი მნიშ­ვნე­ლო­ბა, თავ­დაც­ვის ალი­ან­სის ფუნ­ქცია. ახ­ლა კი აშ­კა­რაა: მან უნ­და აღ­ად­გი­ნოს თა­ვი­სი მნიშ­ვნე­ლო­ბა სწო­რე­დაც რო­გორც თავ­დაც­ვის ალი­ან­სმა. მაგ­რამ ამ­ას სჭირ­დე­ბა გრძელ­ვა­დი­ანი პროგ­რა­მე­ბი და გაზ­რდი­ლი და­ფი­ნან­სე­ბა თავ­დაც­ვი­თი მი­მარ­თუ­ლე­ბით. და აქ­ვე აღ­ვნიშ­ნავ ერთ მნიშ­ვნე­ლო­ვან მო­მენ­ტს, რო­მე­ლიც ეხ­ება უკ­რა­ინ­ას­აც“.

ვფიქ­რობ, სტოლ­ტენ­ბერ­გმა, გა­სა­გე­ბი მი­ზე­ზე­ბის გა­მო არ და­აკ­ონ­კრე­ტა, თუ რა სა­ხის დახ­მა­რე­ბას უწ­ევს ნა­ტო და ცალ­კე­ული ქვეყ­ნე­ბი უკ­რა­ინ­ას. მაგ­რამ მან აღ­ნიშ­ნა, რომ ეს დახ­მა­რე­ბა გან­ვი­თარ­დე­ბა და გა­ფარ­თოვ­დე­ბა. მე თვი­თონ და­ვა­მა­ტებ: ვფიქ­რობ, რომ თავ­დაც­ვის ხარ­ჯე­ბის გაზ­რდის გრძელ­ვა­დი­ანი ხა­სი­ათ­ის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, აუც­ილ­ებ­ელია უკ­რა­ინ­ის სეს­ხის — იჯ­არ­ის მსგავ­სი პროგ­რა­მის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბა. ომი შე­იძ­ლე­ბა დი­დი ხა­ნი გაგ­რძელ­დეს, ეს ერთ-ერ­თი შე­საძ­ლო სცე­ნა­რია. და უკ­რა­ინ­ას სჭირ­დე­ბა სის­ტე­მუ­რი მხარ­და­ჭე­რა. ის, რაც პრე­ზი­დენ­ტმა ზე­ლენ­სკიმ გა­აჟღე­რა, არ­ის ჩვე­ნი კონ­კრე­ტუ­ლი სა­ჭი­რო­ებ­ები. და ამ სა­ჭი­რო­ებ­ებ­ის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, ალი­ან­სმა უნ­და მოგ­ვცეს არა მხო­ლოდ ის, რაც ზედ­მე­ტია ნა­ტოს ცალ­კე­ულ ქვეყ­ნებ­ში, ან ძვე­ლი საბ­ჭო­თა აღ­ჭურ­ვი­ლო­ბა, არ­ამ­ედ ნამ­დვი­ლად სის­ტე­მა­ტი­ურ­ად უნ­და გა­ვაძ­ლი­ერ­ოთ ჩვე­ნი სა­ჰა­ერო თავ­დაც­ვა, რა­კეტ­სა­წი­ნა­აღ­მდე­გო სის­ტე­მე­ბი და, ას­ევე, სა­ჭი­როა მხარ­და­ჭე­რა რიგ ქვეყ­ნებ­ში — სხვა კონ­კრე­ტუ­ლი ტი­პის იარ­აღი. და ას­ეთი მხარ­და­ჭე­რის­თვის უნ­და არ­სე­ბობ­დეს რო­გორც სამ­ხედ­რო-ტექ­ნი­კუ­რი, ას­ევე, ეკ­ონ­ომ­იკ­ური მე­ქა­ნიზ­მი. ეს არ­ის სეს­ხის — იჯ­არ­ის პროგ­რა­მის მსგავ­სი.

მე­ორე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი თე­ზი­სი, რო­მე­ლიც თქვენ ახ­სე­ნეთ, არ­ის რუ­სუ­ლი თავ­დას­ხმე­ბის — ბირ­თვუ­ლი, ბი­ოლ­ოგი­ური თუ ქი­მი­ური თავ­დას­ხმე­ბის რის­კე­ბი. სამ­წუ­ხა­როდ, რუ­სუ­ლი მა­სობ­რი­ვი გა­ნად­გუ­რე­ბის იარ­აღ­ის გა­მო­ყე­ნე­ბის რის­კე­ბი იზ­რდე­ბა. რუ­სე­თი ბრძო­ლის ველ­ზე წარ­მა­ტე­ბას ვერ მი­აღ­წევს და, შე­საძ­ლოა, წა­ვი­დეს ას­ეთი იარ­აღ­ის გა­მო­ყე­ნე­ბა­ზე. რა­საც ჰქონ­და ად­გი­ლი სი­რი­აში, სამ­წუ­ხა­როდ, უკ­რა­ინ­აშ­იც არ­სე­ბობს ამ­ის რის­კი. რო­გორც ჩანს, დღეს მსგავს სცე­ნა­რებს ალი­ან­სი გა­ნი­ხი­ლავ­და. და ის­ინი უკ­რა­ინ­ას გა­უწ­ევ­ენ რა­იმე სა­ხის ოპ­ერ­ატი­ულ მხარ­და­ჭე­რას. მაგ­რამ, მე ვფიქ­რობ, რომ ყვე­ლა­ფე­რი დღეს სტოლ­ტენ­ბერ­გმა არ გა­აჟღე­რა. ვფიქ­რობ, რომ ალი­ან­სი მო­ამ­ზა­დებს თა­ვის უფ­რო სე­რი­ოზ­ულ, უფ­რო მას­შტა­ბურ მოქ­მე­დე­ბას რუ­სე­თის მსგავს ქმე­დე­ბებ­ზე — ეს არ­ის, ალ­ბათ, ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი. სა­უბ­არი არ იყო იმ­აზე, რომ უკ­რა­ინ­ას ალი­ან­სში გა­წევ­რი­ან­ებ­ის პერ­სპექ­ტი­ვა ექ­ნე­ბო­და. მაგ­რამ, ვფიქ­რობ, ეს თე­მა, ასე თუ ისე, გან­ხილ­ვის ობი­ექ­ტია. გა­სა­გე­ბია, რომ ახ­ლა ეს სა­კითხი ასე მა­ლე არ მოგ­ვარ­დე­ბა. მაგ­რამ, ომ­ის შე­დე­გი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ვფიქ­რობ, რომ ეს კითხვა შე­იძ­ლე­ბა ძა­ლი­ან გან­სხვა­ვე­ბუ­ლად ჟღერ­დეს, ვიდ­რე ეს ად­რე იყო.

ვფიქ­რობ, არა მარ­ტო ჩემ­თვის, არ­ამ­ედ ყვე­ლა უკ­რა­ინ­ელ­ის­თვის, ეს, რა თქმა უნ­და, არ­ის უკ­რა­ინ­ის გა­მარ­ჯვე­ბა ამ ომ­ში. ამ თვე­ში გა­დავ­რჩით. დღეს ომ­ის თვეა. ზუს­ტად ერ­თი თვის წინ და­იწყო ომი, ჩვენ გა­დავ­რჩით, უკ­რა­ინ­ის არ­მი­ამ და მთლი­ან­ად უკ­რა­ინ­ულ­მა სა­ზო­გა­დო­ებ­ამ გა­ან­ად­გუ­რა ბლიც-კრი­გის გეგ­მე­ბი. ამ ომ­ის ვერ­ცერთ სტრა­ტე­გი­ულ მი­ზანს პუ­ტინ­მა ვერ მი­აღ­წია.

ახ­ლა მთა­ვა­რია ომი შე­ჩერ­დეს. ასე რომ, ეს არ­ის ერთ-ერ­თი შე­საძ­ლო სცე­ნა­რი. არ მინ­და ვთქვა, რომ ეს არ­ის ყვე­ლა­ზე რე­ალ­ური, სი­ტუ­აცია შე­იძ­ლე­ბა გან­ვი­თარ­დეს სხვა­დას­ხვა გზით. ეს და­მო­კი­დე­ბუ­ლია არა მხო­ლოდ უკ­რა­ინ­ის არ­მი­ის გამ­ძლე­ობ­აზე, არ­ამ­ედ ეს არ­ის გა­დამ­წყვე­ტი ფაქ­ტო­რი. ცხა­დია, რუ­სე­თი ვერ მო­იგ­ებს ამ ომს ისე, რო­გორც მათ სურს. მაგ­რამ, მათ შე­უძ­ლი­ათ გა­აჭი­ან­ურ­ონ ეს ომი და სის­ტე­მა­ტუ­რად გა­ან­ად­გუ­რონ ჩვე­ნი ქვე­ყა­ნა.

ეს ძა­ლი­ან ცუ­დი სცე­ნა­რია. ეს შე­საძ­ლე­ბე­ლია და ეს ძა­ლი­ან სა­ში­შია. ამ­იტ­ომ, ჩვენ გვჭირ­დე­ბა უფ­რო სის­ტე­მა­ტუ­რი და ეფ­ექ­ტუ­რი მხარ­და­ჭე­რა, გან­სა­კუთ­რე­ბით რა­კეტ­სა­წი­ნა­აღ­მდე­გო და სა­ჰა­ერო თავ­დაც­ვის მი­მარ­თუ­ლე­ბით, რა­თა და­ვიც­ვათ სა­ჰა­ერო სივ­რცე და არ გან­ხორ­ცი­ელ­დეს ქვეყ­ნის გა­ნად­გუ­რე­ბის ამ­გვა­რი სცე­ნა­რი. და ჩვენ უნ­და გვქონ­დეს პო­ტენ­ცი­ალი ეტ­აპ­ობ­რი­ვად გა­ვა­თა­ვი­სუფ­ლოთ ოკ­უპ­ირ­ებ­ული ტე­რი­ტო­რი­ები. ამ­იტ­ომ, ჩვენ ას­ევე გვჭირ­დე­ბა შე­ტე­ვი­თი იარ­აღი. შემ­თხვე­ვი­თი არ არ­ის, რომ ზე­ლენ­სკიმ ისა­უბ­რა ტან­კებ­ზე, მათ შო­რის, ჯავ­შან­ტექ­ნი­კა­ზე, რად­გან ჩვე­ნი პო­ტენ­ცი­ალ­ის ნა­წი­ლი ან გა­ნად­გუ­რე­ბუ­ლია, ან მი­სი გა­მო­ყე­ნე­ბა შე­უძ­ლე­ბე­ლია. ხარ­კო­ვი ახ­ლა ალ­ყა­შია. ამ­იტ­ომ, ნა­ტოს ქვეყ­ნე­ბის რე­სურ­სე­ბით უზ­რუნ­ველ­ყო­ფა არ­ის ერთ-ერ­თი ფაქ­ტო­რი, რომ ომი არ გა­ჭი­ან­ურ­დეს და რა­თა რუ­სე­თი მაქ­სი­მა­ლუ­რად და­ას­უს­ტონ.

წყა­რო — https://www.currenttime.tv/a/31768959.html