პან­დე­მი­ის ორ­მა წელ­მა ყვე­ლა სფე­რო­ში და გან­სა­კუთ­რე­ბით გა­ნათ­ლე­ბის სის­ტე­მა­ში იძ­ულ­ებ­ითი ცვლი­ლე­ბე­ბი გა­მო­იწ­ვია. დის­ტან­ცი­ური სწავ­ლე­ბის შე­მო­ღე­ბამ დი­დი „უხ­ერ­ხუ­ლო­ბე­ბი“ შექ­მნა რო­გორც მოს­წავ­ლე-ახ­ალ­გაზ­რდო­ბის, ას­ევე პე­და­გოგ­თა მუ­შა­ობ­ის პრო­ცეს­ში. „პან­დე­მი­ური დის­კომ­ფორ­ტით“ გა­მოწ­ვე­ული ად­ამი­ან­ური რე­აქ­ცი­ებ­ის გრძელ ჩა­მო­ნათ­ვალ­ში ყვე­ლა­ზე ხში­რად მშობ­ლე­ბის მტკივ­ნე­ულ შეშ­ფო­თე­ბებს ვხვდე­ბით ფრა­ზე­ბით: „ჯერ ის­ედ­აც რას სწავ­ლობ­დნენ და ამ დის­ტან­ცი­ურ­მა გაკ­ვე­თი­ლებ­მა სა­ბო­ლო­ოდ გა­აზ­არ­მა­ცა ეს ბავ­შვე­ბი“. რო­გორც ჩანს, დის­ტან­ცი­ური სწავ­ლე­ბის პრო­ცე­სი მო­მა­ვალ­ში უკ­ვა­ლოდ მა­ინც არ ჩა­ივ­ლის. რო­გორ იმ­ოქ­მე­დებს ის ახ­ალ­გაზ­რდა თა­ობ­ის გა­ნათ­ლე­ბის ხა­რის­ხზე და, ზო­გა­დად, ცოდ­ნის მი­ღე­ბის მი­მართ მათ და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა­ზე?! — ამ თე­მა­ზე სო­ცი­ოლ­ოგს, პრო­ფე­სორ ნი­ნო დურ­გლიშ­ვილს გა­ვე­სა­უბ­რეთ.

— რამ­დე­ნად ხა­რის­ხი­ან გა­ნათ­ლე­ბას იღ­ებ­ენ ამ პრო­ცეს­ში ახ­ალ­გაზ­რდე­ბი და რა სა­სარ­გებ­ლო უნ­არ­ები შე­იძ­ინ­ეს მათ დის­ტან­ცი­ური სწავ­ლე­ბის ორ­წლი­ან პე­რი­ოდ­ში?

— დი­ახ, „უხ­ერ­ხუ­ლო­ბე­ბი“ ნამ­დვი­ლად შე­იქ­მნა. მე, პირ­ველ რიგ­ში, ფსი­ქო­ლო­გი­ურ ფაქ­ტო­რებ­ზე გა­ვა­მახ­ვი­ლებ­დი ყუ­რადღე­ბას. სას­წავ­ლო პრო­ცე­სი მო­ულ­ოდ­ნე­ლად და და­უგ­ეგ­მა­ვად გარ­და­იქ­მნა. ცვლი­ლე­ბებს, ცხა­დია, არა­ერ­თგვა­რო­ვა­ნი შე­დე­გი ჰქონ­და სხვა­დას­ხვა სას­წავ­ლო პროგ­რა­მის­თვის, მაგ­რამ ერ­თი ფაქ­ტო­რი იყო სა­ყო­ველ­თაო — სას­წავ­ლო პრო­ცეს­მა მი­იღო სა­ხე, რო­მე­ლიც არ შე­ეს­აბ­ამ­ებ­ოდა მო­ლო­დი­ნებს სტუ­დენ­ტუ­რი და, ზო­გა­დად, სა­უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტო ცხოვ­რე­ბის შე­სა­ხებ. ეს თა­ვის­თა­ვად ძლი­ერი სტრეს-ფაქ­ტო­რია. იმ­ის მი­უხ­ედ­ავ­ად, თუ რე­ალ­ურ­ად რა გავ­ლე­ნას ახ­დენს შეც­ვლი­ლი პი­რო­ბე­ბი, იკ­ვე­თე­ბა ტენ­დენ­ცია, რომ ნე­გა­ტი­ური მოვ­ლე­ნე­ბის ახ­სნა სწო­რედ აღ­ნიშ­ნულ ფაქ­ტორს და­უკ­ავ­შირ­დეს.

რე­ალ­ობ­ას რაც შე­ეხ­ება, ცხა­დია, შე­დე­გე­ბი და­მო­კი­დე­ბუ­ლია კონ­კრე­ტულ კუ­რი­კუ­ლუმ­ზე, სას­წავ­ლო კურ­სზე. ის­ეთი დარ­გე­ბის­თვის, სა­დაც პრაქ­ტი­კა/უშუ­ალო კონ­ტაქ­ტი არ­სე­ბი­თად მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია (მაგ. ქი­რურ­გია, სტო­მა­ტო­ლო­გია, ინ­ჟი­ნე­რია, ლა­ბო­რა­ტო­რი­ული სა­მუ­შაოები ბი­ოლ­ოგი­აში, ქი­მი­ასა თუ ფი­ზი­კა­ში და ა.შ.) ცხა­დია, პან­დე­მი­ამ ბევ­რად უფ­რო მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი გა­მოწ­ვე­ვე­ბი შექ­მნა, ვიდ­რე — თე­ორი­ული კურ­სე­ბის სწავ­ლე­ბი­სას.

რაც შე­ეხ­ება და­დე­ბით შე­დე­გებს — სა­ქარ­თვე­ლო­ში დის­ტან­ცი­ური სწავ­ლე­ბის გა­მოც­დი­ლე­ბა, ფაქ­ტობ­რი­ვად, არ არ­სე­ბობ­და. პან­დე­მი­ამ, ამ თვალ­საზ­რი­სით, ერ­თგვა­რი „შო­კუ­რი თე­რა­პი­ის“ რო­ლი შე­ას­რუ­ლა. ამ ას­პექ­ტით, პე­და­გო­გებ­მაც და სტუ­დენ­ტებ­მაც ბევ­რი ახ­ალი კომ­პე­ტენ­ცია შე­ვი­ძი­ნეთ. შე­დე­გად, სა­ლექ­ციო დრო­ის გა­მო­ყე­ნე­ბა გახ­და უფ­რო ოპ­ტი­მა­ლუ­რი, სტუ­დენ­ტებს უფ­რო მე­ტად გა­ნუ­ვი­თარ­დათ სწავ­ლის და­გეგ­მვი­სა და თვი­თორ­გა­ნი­ზე­ბის უნ­არ­ები, იმ­ატა სტუ­დენ­ტთა დას­წრე­ბის მაჩ­ვე­ნე­ბელ­მა, მნიშ­ვნე­ლოვ­ნად შემ­ცირ­და ლექ­ტო­რის მი­ზე­ზით ლექ­ცი­ის გაც­დე­ნის შემ­თხვე­ვე­ბი, სტუ­დენ­ტსა და პე­და­გოგს შო­რის ურ­თი­ერ­თო­ბა გახ­და უფ­რო გამ­ჭვირ­ვა­ლე და საქ­მი­ანი.

— შე­იძ­ლე­ბა თუ არა, რომ დის­ტან­ცი­ური სწავ­ლე­ბის შე­დე­გად მი­ვიჩ­ნი­ოთ ახ­ალ­გაზ­რდე­ბის დიდ ნა­წილ­ში ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბუ­ლი ფლუს­ტრა­ცი­ის გან­ცდა სა­კუ­თა­რი უმ­აღ­ლე­სი სას­წავ­ლებ­ლის, შერ­ჩე­ული პრო­ფე­სი­ის, მო­მა­ვალ­ში სწავ­ლის გაგ­რძე­ლე­ბის ან, ზო­გა­დად, სა­ზო­გა­დო­ებ­აში სა­კუ­თა­რი თა­ვის დამ­კვიდ­რე­ბის პერ­სპექ­ტი­ვის მი­მართ?

— რო­გორც უკ­ვე აღ­ვნიშ­ნე, ჩვე­ული რიტ­მი­სა და მო­ლო­დი­ნე­ბის მკვეთ­რი ცვლი­ლე­ბა თა­ვის­თა­ვად წარ­მო­ად­გენს ძლი­ერ სტრეს-ფაქ­ტორს, რო­მე­ლიც ნე­ბის­მი­ერი არ­ას­ას­ურ­ვე­ლი მოვ­ლე­ნის, იმ­ედ­გაც­რუ­ებ­ის გა­მომ­წვე­ვად შე­იძ­ლე­ბა აღ­იქ­მე­ბო­დეს, თუმ­ცა, ად­ამი­ან­ის ფსი­ქი­კა საკ­მა­ოდ ძლი­ერია და ის პე­რი­ოდ­ულ­ად ახ­დენს წარ­სუ­ლის გა­და­ფა­სე­ბას. შე­სა­ბა­მი­სად, მჯე­რა, რომ უმ­რავ­ლე­სო­ბა ამ გა­მოწ­ვე­ვებს გა­უმ­კლავ­დე­ბა და მოვ­ლე­ნე­ბის რე­ალ­ის­ტურ ახ­სნა­სა თუ შე­ფა­სე­ბას შეძ­ლებს.

რას ურ­ჩევ­დით პე­და­გო­გებს, მო­ზარ­დებ­სა და ახ­ალ­გაზ­რდებს იმ­ის­თვის, რომ ამ პრო­ცეს­ში მა­თი ძა­ლის­ხმე­ვა ბევ­რად ეფ­ექ­ტუ­რი და შე­დე­გი­ანი აღ­მოჩ­ნდეს და პან­დე­მი­ის პე­რი­ოდ­ში გან­ვლი­ლი სას­წავ­ლო წე­ლი და­კარ­გულ დროდ არ ჩა­ით­ვა­ლოს?

— სამ­წუ­ხა­როდ, ჩვენ დავ­კარ­გეთ ად­ამი­ან­ები — ოჯ­ახ­ის წევ­რე­ბი, ნა­თე­სა­ვე­ბი, ახ­ლობ­ლე­ბი, მაგ­რამ გან­ვლი­ლი სას­წავ­ლო წე­ლი ნამ­დვი­ლად არ არ­ის და­კარ­გუ­ლი დრო — ვი­რუს­თან ბრძო­ლა­ში ად­ამი­ან­ის სო­ცი­ალ­ურ­მა ბუ­ნე­ბამ — ერ­თმა­ნეთ­ზე ზრუნ­ვამ და გო­ნე­ბამ გა­იმ­არ­ჯვა. ამ გა­მარ­ჯვე­ბა­ში თი­თოეულმა ჩვენ­გან­მა შე­ვი­ტა­ნეთ წვლი­ლი, პირ­ველ რიგ­ში, იმ­ით, რომ ყვე­ლაფ­რის მი­უხ­ედ­ავ­ად, შევ­ძე­ლით ჩვე­ნი მო­ვა­ლე­ობ­ებ­ის შეს­რუ­ლე­ბა — სტუ­დენ­ტი სწავ­ლობ­და, პე­და­გო­გი — ას­წავ­ლი­და, მე­დი­ცი­ნის მუ­შა­კე­ბი უშ­იშ­რად უვ­ლიდ­ნენ ინ­ფი­ცი­რე­ბულ ად­ამი­ან­ებს, ხე­ლო­ვა­ნი ქმნი­და, გლე­ხი შრო­მობ­და და ა.შ. ყო­ვე­ლი­ვე ამ­ან, მთლი­ან­ობ­აში, სა­ზო­გა­დო­ებ­ის ფუნ­ქცი­ონ­ირ­ებ­ის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბა უზ­რუნ­ველ­ყო — პან­დე­მი­ამ ვერ შეძ­ლო სო­ცი­უმ­ის კო­ლაფ­სის გა­მოწ­ვე­ვა. პან­დე­მი­ის მძი­მე პე­რი­ოდ­ის გან­მავ­ლო­ბა­ში თი­თოეულ ჩვენ­განს რა­ღაც დაგ­ვაკ­ლდა­და, მაგ­რამ ნუ დაგ­ვა­ვიწყდე­ბა, რომ ბევ­რად უფ­რო მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი რამ გა­და­ვარ­ჩი­ნეთ და უნ­იკ­ალ­ური გა­მოც­დი­ლე­ბა შე­ვი­ძი­ნეთ.

 

მო­ამ­ზა­და ნი­ნო ქავ­თა­რა­ძემ