„ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბადე­მოკ­რა­ტი­ული სა­ქარ­თვე­ლოსპო­ლი­ტი­კუ­რი საბ­ჭოს გან­ცხა­დე­ბა


აშ­კა­რაა
, რომ პრე­ზი­დენ­ტის სურ­ვი­ლია კონ­სტი­ტუ­ცი­ის მიღ­მა იმ­ოქ­მე­დოს

კონ­სტი­ტუ­ცი­ის პა­ტი­ვის­ცე­მა და მის შე­სა­ბა­მი­სად მოქ­მე­დე­ბა ყვე­ლა კონ­სტი­ტუ­ცი­ური ორ­გა­ნოს უპ­ირ­ვე­ლე­სი ვა­ლია. გან­სა­კუთ­რე­ბით ეს ეხ­ება სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტს, რო­მელ­საც კონ­სტი­ტუ­ცი­ის დაც­ვის ვალ­დე­ბუ­ლე­ბას თა­ვად კონ­სტი­ტუ­ცია პირ­და­პი­რი ტექ­სტით აკ­ის­რებს.

სამ­წუ­ხა­როდ, ამ თვალ­საზ­რი­სით, აშ­კა­რად იკ­ვე­თე­ბა უარ­ყო­ფი­თი ტენ­დენ­ცია და ჩვე­ნი ვა­ლია, ამ ტენ­დენ­ცი­აზე იმ­თა­ვით­ვე მო­ვახ­დი­ნოთ პო­ლი­ტი­კუ­რი რე­აგ­ირ­ება, რა­თა მან კონ­სტი­ტუ­ცი­ური სის­ტე­მის ფუნ­ქცი­ონ­ირ­ებ­ას რა­იმე ჭარ­ბი სირ­თუ­ლე არ შე­უქ­მნას.

ვიდ­რე დე­ტა­ლებ­ზე ვი­სა­უბ­რებთ, პირ­ველ რიგ­ში, სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტს გვინ­და მო­ვუ­წო­დოთ, გა­ეც­ნოს სა­ქარ­თვე­ლოს კონ­სტი­ტუ­ცი­ას და გან­სა­კუთ­რე­ბით, სა­მი მთა­ვა­რი კონ­სტი­ტუ­ცი­ური ორ­გა­ნოს — პარ­ლა­მენ­ტის, მთავ­რო­ბი­სა და პრე­ზი­დენ­ტის კონ­სტი­ტუ­ცი­ურ უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბებს.

გუ­შინ­დელ გა­მოს­ვლა­ში სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტმა შე­მოგ­ვთა­ვა­ზა მთე­ლი რი­გი ახ­ალი თა­მა­შის წე­სე­ბი, რომ­ლე­ბიც სა­ხელ­მწი­ფო სის­ტე­მის ფუნ­ქცი­ონ­ირ­ებ­ას უკ­ავ­შირ­დე­ბა. აშ­კა­რაა, რომ მი­სი სურ­ვი­ლია კონ­სტი­ტუ­ცი­ის მიღ­მა იმ­ოქ­მე­დოს. თუმ­ცა, პრე­ზი­დენ­ტს გვინ­და შე­ვახ­სე­ნოთ, რომ სა­ხელ­მწი­ფო სის­ტე­მის თა­მა­შის წე­სებს არა პრე­ზი­დენ­ტი, არ­ამ­ედ კონ­სტი­ტუ­ცია გან­საზღვრავს, ხო­ლო პრე­ზი­დენ­ტს კონ­სტი­ტუ­ცი­ის გა­და­წე­რის შე­საძ­ლებ­ლო­ბას ვე­რა­ვინ მის­ცემს.

რო­გორც ცნო­ბი­ლია, სა­ქარ­თვე­ლოს კონ­სტი­ტუ­ცი­ის მოქ­მე­დი რე­დაქ­ცია სა­გა­რეო პო­ლი­ტი­კის გან­ხორ­ცი­ელ­ებ­ის ექ­სკლუ­ზი­ურ უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბას სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბას ან­იჭ­ებს. სა­პარ­ლა­მენ­ტო რეს­პუბ­ლი­კის პრინ­ცი­პე­ბის შე­სა­ბა­მი­სად, სა­გა­რეო პო­ლი­ტი­კის გან­ხორ­ცი­ელ­ებ­აში ჩარ­თვა სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტს მხო­ლოდ გა­მო­ნაკ­ლის შემ­თხვე­ვებ­ში, სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბის სა­გან­გე­ბო თან­ხმო­ბით შე­უძ­ლია. აქ­ვე და­მა­ტე­ბით უნ­და აღ­ინ­იშ­ნოს, რომ სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტს არ ექ­ვემ­დე­ბა­რე­ბა სა­გა­რეო პო­ლი­ტი­კის გან­ხორ­ცი­ელ­ებ­ას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი არ­ცერ­თი სა­ხელ­მწი­ფო უწყე­ბა, რაც მის მი­ერ ამ უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბის გან­ხორ­ცი­ელ­ებ­აში ეფ­ექ­ტი­ან ჩარ­თვას შე­უძ­ლე­ბელ­საც კი ხდის. რო­გორც უკ­ვე აღ­ინ­იშ­ნა, ეს თა­ვი­სე­ბუ­რე­ბე­ბი სა­პარ­ლა­მენ­ტო რეს­პუბ­ლი­კის პრინ­ცი­პე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე­ობს.

სწო­რედ სა­გა­რეო პო­ლი­ტი­კის გან­ხორ­ცი­ელ­ებ­ის ერთ-ერ­თი უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნე­სი ინ­სტრუ­მენ­ტია ელ­ჩე­ბი­სა და სხვა დიპ­ლო­მა­ტი­ური წარ­მო­მად­გენ­ლე­ბის და­ნიშ­ვნა. შე­სა­ბა­მი­სი აქ­ტი პრე­ზი­დენ­ტი­სა და პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის თა­ნა­ხელ­მო­წე­რით გა­მო­იც­ემა, ამ­გვარ აქ­ტზე კი, კონ­სტი­ტუ­ცი­ის თა­ნახ­მად, პო­ლი­ტი­კუ­რი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა მხო­ლოდ მთავ­რო­ბას ეკ­ის­რე­ბა. ეს ნიშ­ნავს, რომ ელ­ჩის გან­წე­სე­ბის მა­ტე­რი­ალ­ურ უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბას კონ­სტი­ტუ­ცია მთავ­რო­ბას ან­იჭ­ებს, პრე­ზი­დენ­ტს კი ამ სფე­რო­ში მხო­ლოდ სა­მარ­თლებ­რი­ვი და ცე­რე­მო­ნი­ული უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბა აქ­ვს მი­ნი­ჭე­ბუ­ლი. ამ­ას­თან, თა­ნა­ხელ­მო­წე­რის დათ­ქმაც რომ არ იყ­ოს დად­გე­ნი­ლი, ყვე­ლა სა­პარ­ლა­მენ­ტო რეს­პუბ­ლი­კა­ში ელ­ჩის და­ნიშ­ვნის უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბა სწო­რედ ამ სა­ხით გა­ნი­მარ­ტე­ბა — პრე­ზი­დენ­ტი ელ­ჩებს ფორ­მა­ლუ­რად ნიშ­ნავს, მათ შერ­ჩე­ვა­ზე კი, პო­ლი­ტი­კურ-პრაქ­ტი­კუ­ლი თვალ­საზ­რი­სით, მთავ­რო­ბაა პა­სუ­ხის­მგე­ბე­ლი.


პრე­ზი­დენ­ტზე
პო­ლი­ტი­კუ­რი რე­აგ­ირ­ება აუც­ილ­ებ­ლად მიგ­ვაჩ­ნია

გა­სუ­ლი ერ­თი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში, იყო არა­ერ­თი შემ­თხვე­ვა, რო­დე­საც პრე­ზი­დენ­ტმა მთავ­რო­ბის მი­ერ წარ­დგე­ნი­ლი ელ­ჩის თუ დიპ­ლო­მა­ტი­ური წარ­მო­მად­გენ­ლის და­ნიშ­ვნა­ზე უარი გა­ნაცხა­და, რაც სა­ქარ­თვე­ლოს კონ­სტი­ტუ­ცი­ას უხ­ეშ­ად ეწ­ინა­აღ­მდე­გე­ბა. გა­სუ­ლი თვე­ებ­ის გან­მავ­ლო­ბა­ში შედ­გა არა­ერ­თი შეხ­ვედ­რა მთავ­რო­ბის წარ­მო­მად­გენ­ლებ­სა და პრე­ზი­დენ­ტს შო­რის, სა­დაც პრე­ზი­დენ­ტს არა­ერ­თგზის ნათ­ლად გა­ნე­მარ­ტა სა­ქარ­თვე­ლოს კონ­სტი­ტუ­ცი­ის ში­ნა­არ­სი, თუმ­ცა, სამ­წუ­ხა­როდ, უშ­ედ­ეგ­ოდ. ამ პი­რო­ბებ­ში, სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბა იძ­ულ­ებ­ული ხდე­ბა, უახ­ლო­ეს მო­მა­ვალ­ში მი­მარ­თოს სა­კონ­სტი­ტუ­ციო სა­სა­მარ­თლოს კომ­პე­ტენ­ცი­ებ­ის შე­სა­ხებ და­ვის პრო­ცე­დუ­რის ფარ­გლებ­ში და სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტის მხრი­დან კონ­სტი­ტუ­ცი­ის დარ­ღვე­ვის და­დას­ტუ­რე­ბა მო­ითხო­ვოს.

სა­გა­რეო პო­ლი­ტი­კის გან­ხორ­ცი­ელ­ებ­ის სფე­რო­ში სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბის ექ­სკლუ­ზი­ური უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბის შე­სა­ბა­მი­სად, სა­ერ­თა­შო­რი­სო მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბის წარ­მო­ებ­ისა და წარ­მო­მად­გენ­ლო­ბი­თი უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბის გან­ხორ­ცი­ელ­ებ­ის კუთხი­თაც, სა­ქარ­თვე­ლოს კონ­სტი­ტუ­ცია პრი­ორ­იტ­ეტს მთავ­რო­ბას ან­იჭ­ებს. კონ­სტი­ტუ­ცი­ის თა­ნახ­მად, სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტს მხო­ლოდ მთავ­რო­ბის თან­ხმო­ბის შემ­თხვე­ვა­ში შე­უძ­ლია სა­ერ­თა­შო­რი­სო მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბის წარ­მო­ება და წარ­მო­მად­გენ­ლო­ბი­თი უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბე­ბის გან­ხორ­ცი­ელ­ება. ამ კონ­სტი­ტუ­ცი­ური დათ­ქმის დარ­ღვე­ვით, სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბის თან­ხმო­ბის გა­რე­შე, სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტმა, რო­გორც ეს მან გუ­შინ­დელ სხდო­მა­ზე თა­ვა­დაც აღი­არა, გა­ნა­ხორ­ცი­ელა რამ­დე­ნი­მე ვი­ზი­ტი სხვა­დას­ხვა ქვე­ყა­ნა­ში. აქ­ვე უნ­და აღ­ინ­იშ­ნოს, რომ აღ­ნიშ­ნუ­ლი ვი­ზი­ტე­ბი პრე­ზი­დენ­ტმა მთავ­რო­ბას­თან ყო­ველ­გვა­რი წი­ნას­წა­რი კონ­სულ­ტა­ცი­ის გა­რე­შე და­გეგ­მა და მთავ­რო­ბას ვი­ზი­ტე­ბის შე­სა­ხებ მხო­ლოდ ამ­ის შემ­დეგ აც­ნო­ბა, რაც ად­ას­ტუ­რებს, რომ პრე­ზი­დენ­ტმა კონ­სტი­ტუ­ცია წი­ნას­წა­რი გან­ზრახ­ვით და­არ­ღვია. ჩვენ გა­ვუფ­რთხილ­დით პრე­ზი­დენ­ტის ინ­სტი­ტუტს და ეს ფაქ­ტი არ გა­ვა­სა­ჯა­რო­ეთ, თუმ­ცა, ახ­ლა, რო­დე­საც პრე­ზი­დენ­ტმა ის თა­ვად გა­ას­აჯ­აროა, მას­ზე პო­ლი­ტი­კუ­რი რე­აგ­ირ­ება აუც­ილ­ებ­ლად მიგ­ვაჩ­ნია. სა­ინ­ტე­რე­სოა, რომ გუ­შინ­დელ გა­მოს­ვლა­ში პრე­ზი­დენ­ტს მი­სი ევ­რო­პუ­ლი ვი­ზი­ტე­ბის შე­სა­ხებ ერ­თი სიტყვაც არ უთ­ქვამს, რო­ცა 5 მარ­ტს სა­გან­გე­ბო სხდო­მის მოწ­ვე­ვას სწო­რედ ვი­ზი­ტის შე­სა­ხებ სას­წრა­ფო მოხ­სე­ნე­ბის წარ­დგე­ნის აუც­ილ­ებ­ლო­ბით ხსნი­და. ეს ფაქ­ტი იმ­ას­აც ცხად­ყოფს, რომ პრე­ზი­დენ­ტი ევ­რო­პი­დან რა­იმე ხელ­შე­სა­ხე­ბი შე­დე­გის გა­რე­შე დაბ­რუნ­და.


პრე­ზი­დენ­ტმა
პარ­ლა­მენ­ტთან შე­თან­ხმე­ბის გა­რე­შე სხდო­მა­თა დარ­ბა­ზის მთა­ვარ სივ­რცე­ში შე­იყ­ვა­ნა უკ­რა­ინ­ის ელ­ჩის მო­ვა­ლე­ობ­ის შემ­სრუ­ლე­ბე­ლი

სრუ­ლი­ად გა­უგ­ებ­არი იყო პრე­ზი­დენ­ტის გუ­შინ­დე­ლი გან­ცხა­დე­ბე­ბი სა­ხელ­მწი­ფო უს­აფ­რთხო­ებ­ის საბ­ჭოს შე­სა­ხებ. უს­აფ­რთხო­ებ­ის საბ­ჭო არ­ის პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის სა­თათ­ბი­რო სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნო, რო­მე­ლიც სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბის მი­ერ უს­აფ­რთხო­ებ­ის სა­ხელ­მწი­ფო პო­ლი­ტი­კის ეფ­ექ­ტი­ანი გან­ხორ­ცი­ელ­ებ­ის­თვის იქ­მნე­ბა. ამ სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნო­ში არ­ას­ამ­თავ­რო­ბო სუ­ბი­ექ­ტე­ბის, პრე­ზი­დენ­ტი­სა და ოპ­ოზ­იცი­ის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბის შეყ­ვა­ნა სის­ტე­მის ლო­გი­კა­სა და ორ­გა­ნოს არ­სს პირ­და­პირ ეწ­ინა­აღ­მდე­გე­ბა. ამ შემ­თხვე­ვა­შიც, აშ­კა­რაა, რომ სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტი ან სა­ქარ­თვე­ლოს კონ­სტი­ტუ­ცი­ას ვერ კითხუ­ლობს და დღემ­დე მის არ­სში ვერ გა­ერ­კვა, ან ის ამ შემ­თხვე­ვა­შიც კონ­სტი­ტუ­ცი­ის თა­ვი­სე­ბუ­რად გა­და­წე­რას ცდი­ლობს. მთა­ვარ­სარ­დლის სტა­ტუს­ზე მი­თი­თე­ბაც იმ პი­რო­ბებ­ში, რო­დე­საც სა­პარ­ლა­მენ­ტო რეს­პუბ­ლი­კა­ში ეს სტა­ტუ­სი მხო­ლოდ ცე­რე­მო­ნი­ული დატ­ვირ­თვის მა­ტა­რე­ბე­ლია, იმ­აზე მეტყვე­ლებს, რომ პრე­ზი­დენ­ტი კონ­სტი­ტუ­ცი­ას სწო­რად ვერ ან არ კითხუ­ლობს. უნ­და აღ­ინ­იშ­ნოს, რომ სა­ქარ­თვე­ლოს სა­პარ­ლა­მენ­ტო რეს­პუბ­ლი­კა­ში უს­აფ­რთხო­ებ­ის პო­ლი­ტი­კის გან­ხორ­ცი­ელ­ებ­აზე პა­სუ­ხის­მგე­ბე­ლი მთა­ვა­რი ორ­გა­ნო სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბაა. მთავ­რო­ბის სხდო­მებ­თან ერ­თად, პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრთან რე­გუ­ლა­რუ­ლად იმ­არ­თე­ბა ოპ­ერ­ატი­ული თათ­ბი­რე­ბი უს­აფ­რთხო­ებ­ის სა­კითხე­ბის გან­სა­ხილ­ვე­ლად. სწო­რედ ერთ-ერთ ას­ეთ თათ­ბირ­ზე იქ­ნა მოწ­ვე­ული პრე­ზი­დენ­ტის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის წარ­მო­მად­გე­ნე­ლი, რო­მელ­საც მი­ეცა გან­მარ­ტე­ბე­ბი პრე­ზი­დენ­ტის ვი­ზი­ტის მი­ზან­შე­უწ­ონ­ლო­ბის შე­სა­ხებ, რაც პრე­ზი­დენ­ტმა არ გა­ით­ვა­ლის­წი­ნა.

უკ­ან­ას­კნელ პე­რი­ოდ­ში, პრე­ზი­დენ­ტის მი­ერ კონ­სტი­ტუ­ცი­ისა და კა­ნონ­მდებ­ლო­ბის დარ­ღვე­ვის ორი უხ­ეში პრე­ცე­დენ­ტი და­ფიქ­სირ­და პარ­ლა­მენ­ტის მი­მარ­თაც. კერ­ძოდ, თავ­და­პირ­ვე­ლად, პრე­ზი­დენ­ტმა პარ­ლა­მენ­ტში მი­სი მის­ვლის თა­რი­ღი პარ­ლა­მენ­ტთან შე­თან­ხმე­ბის გა­რე­შე გა­მო­აცხა­და, ხო­ლო, მოგ­ვი­ან­ებ­ით, პარ­ლა­მენ­ტთან შე­თან­ხმე­ბის გა­რე­შე სხდო­მა­თა დარ­ბა­ზის მთა­ვარ სივ­რცე­ში შე­იყ­ვა­ნა უკ­რა­ინ­ის ელ­ჩის მო­ვა­ლე­ობ­ის შემ­სრუ­ლე­ბე­ლი, რი­სი უფ­ლე­ბაც, კონ­სტი­ტუ­ცი­ისა და პარ­ლა­მენ­ტის რეგ­ლა­მენ­ტის თა­ნახ­მად, მხო­ლოდ პარ­ლა­მენ­ტის თავ­მჯდო­მა­რეს აქ­ვს. რო­გორც ჩანს, პრე­ზი­დენ­ტი კარ­გად ხვდე­ბო­და უხ­ერ­ხუ­ლო­ბას, რო­მელ­საც უკ­რა­ინ­ის ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მი­ერ ელ­ჩის გაწ­ვე­ვის პი­რო­ბებ­ში, ამ­გვა­რი აქ­ტი უკ­ავ­შირ­დე­ბო­და და პარ­ლა­მენ­ტის თავ­მჯდო­მა­რეს სა­კუ­თა­რი გან­ზრახ­ვა ამ მი­ზე­ზით და­უმ­ალა. უკ­რა­ინ­ელი ხალ­ხის მი­მართ პა­ტი­ვის­ცე­მი­სა და სო­ლი­და­რო­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, ჩვენ ყვე­ლა­ფე­რი გა­ვა­კე­თეთ, რომ ელ­ჩის მო­ვა­ლე­ობ­ის შემ­სრუ­ლებ­ლის­თვის პრე­ზი­დენ­ტის მი­ერ შექ­მნი­ლი უხ­ერ­ხუ­ლო­ბა აგ­ვე­რი­დე­ბი­ნა და პარ­ლა­მენ­ტის სხდო­მა­ზე მის მი­მართ პა­ტი­ვის­ცე­მა და მხარ­და­ჭე­რა სა­თა­ნა­დოდ გა­მოვ­ხა­ტეთ.


პრე­ზი­დენ­ტს
არ და­უკ­ონ­კრე­ტე­ბია, თუ რას გუ­ლის­ხმობს ხე­ლი­სუფ­ლე­ბის გა­უბ­ედ­ავ და უღ­ირს მოქ­მე­დე­ბა­ში

გუ­შინ ჩვენ ას­ევე მო­ვის­მი­ნეთ სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტის რამ­დე­ნი­მე გა­უგ­ებ­არი გან­ცხა­დე­ბა მიმ­დი­ნა­რე პრო­ცე­სებ­თან და­კავ­ში­რე­ბით. მათ შო­რის ერთ-ერ­თი „გა­მორ­ჩე­ული“ იყო შემ­დე­გი ფრა­ზა — „ხე­ლი­სუფ­ლე­ბა სცო­დავს, რო­ცა ვერ ბე­დავს გა­მო­ხა­ტოს ის, რა­საც ჩვე­ნი ის­ტო­რია და ღირ­სე­ბა გვკარ­ნა­ხობს“. ამ­ას­თან, ამ­გვა­რი შე­ურ­აცხმყო­ფე­ლი ფრა­ზის მიღ­მა, მას არ და­უკ­ონ­კრე­ტე­ბია, თუ რას გუ­ლის­ხმობს ხე­ლი­სუფ­ლე­ბის გა­უბ­ედ­ავ და უღ­ირს მოქ­მე­დე­ბა­ში. შე­გახ­სე­ნებთ, რომ ჩვენ­მა ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ მკა­ფიო პო­ზი­ცია გა­მო­ხა­ტა ყვე­ლა სა­ერ­თა­შო­რი­სო ფო­რუმ­ზე, ყვე­ლა პო­ლი­ტი­კუ­რი გა­დაწყვე­ტი­ლე­ბის მი­ღე­ბი­სას, რო­მე­ლიც უკ­რა­ინ­ის სუ­ვე­რე­ნი­ტე­ტი­სა და ტე­რი­ტო­რი­ული მთლი­ან­ობ­ის მხარ­და­ჭე­რა­სა და რუ­სუ­ლი აგ­რე­სი­ის მი­მართ რე­აგ­ირ­ებ­ას უკ­ავ­შირ­დე­ბო­და — იქ­ნე­ბო­და ეს ევ­რო­საბ­ჭო­ში რუ­სე­თის­თვის წევ­რის სტა­ტუ­სის შე­ჩე­რე­ბა, გა­ერ­ოს რე­ზო­ლუ­ცი­ის თა­ნას­პონ­სო­რო­ბა, ჰა­აგ­აში შე­ტა­ნი­ლი სა­ჩივ­რის თა­ნა­ავ­ტო­რო­ბა თუ სხვა. თუ პრე­ზი­დენ­ტი გუ­ლის­ხმობს იმ­ას, რომ სა­ქარ­თვე­ლო სან­ქცი­ებს უნ­და მი­ერ­თე­ბო­და და ომ­ში უნ­და ჩარ­თუ­ლი­ყო, კე­თი­ლი ინ­ებ­ოს, თა­ვად გა­მო­იჩ­ინ­ოს გამ­ბე­და­ობა და ეს ღი­ად თქვას. იმ­ედი გვაქ­ვს, ის არ იმე­ორ­ებს რა­დი­კა­ლუ­რი ოპ­ოზ­იცი­ის ტაქ­ტი­კას, რო­მე­ლიც სან­ქცი­ებ­სა და ომ­ზე ღი­ად ვერ სა­უბ­რობს, თუმ­ცა, ყვე­ლა პრო­ვო­კა­ცი­ით ცდი­ლობს, ხე­ლი­სუფ­ლე­ბას სწო­რედ აქ­ეთ­კენ უბ­იძ­გოს.


რა
სარ­გე­ბე­ლი უნ­და ჰქონ­დეს ძირ­გა­მომ­თხრე­ლის და­ნიშ­ვნას ევ­რო­ინ­ტეგ­რა­ცი­ის მი­ნის­ტრად?

არ­ან­აკ­ლებ გა­უგ­ებ­არი იყო პრე­ზი­დენ­ტის გან­ცხა­დე­ბა ევ­რო­ინ­ტეგ­რა­ცი­ის მი­ნის­ტრად ოპ­ოზ­იცი­ური პარ­ტი­ის წარ­მო­მად­გენ­ლის და­ნიშ­ვნის შე­სა­ხებ. პირ­ველ რიგ­ში, პრე­ზი­დენ­ტს უნ­და ეს­მო­დეს, რომ ოპ­ოზ­იცი­ონ­ერი პო­ლი­ტი­კო­სი რო­გორც კი ხდე­ბა მი­ნის­ტრი, პო­ლი­ტი­კის ელ­ემ­ენ­ტა­რუ­ლი კა­ნო­ნე­ბის თა­ნახ­მად, ის აღ­არ არ­ის ოპ­ოზ­იცი­ონ­ერი პო­ლი­ტი­კო­სი და ხდე­ბა მმარ­თვე­ლი კო­ალ­იცი­ის წარ­მო­მად­გე­ნე­ლი. სა­ზო­გა­დო­ებ­ის ყუ­რადღე­ბას აღ­არ შე­ვა­ჩე­რებთ იმ­აზე, თუ რო­გო­რია ეს ოპ­ოზ­იცია, რო­მელ­ზეც პრე­ზი­დენ­ტი სა­უბ­რობს. გა­უგ­ებ­არია, რო­გორ ას­აბ­უთ­ებს პრე­ზი­დენ­ტი ევ­რო­ინ­ტეგ­რა­ცი­ის მი­ნის­ტრის პოს­ტზე ოპ­ოზ­იცი­ონ­ერ­ის და­ნიშ­ვნის მი­ზან­შე­წო­ნი­ლო­ბას, რო­ცა გუ­შინ თა­ვად­ვე აღ­ნიშ­ნა დი­დი ხნის წინ ცნო­ბი­ლი ფაქ­ტი, რომ ოპ­ოზ­იცია „და­დის და (სა­ხელ­მწი­ფოს) ძირს უთხრის“. რა სარ­გე­ბე­ლი უნ­და ჰქონ­დეს ძირ­გა­მომ­თხრე­ლის და­ნიშ­ვნას ევ­რო­ინ­ტეგ­რა­ცი­ის მი­ნის­ტრად, სა­ზო­გა­დო­ებ­ას თა­ვა­დაც შე­უძ­ლია გან­სა­ჯოს. გარ­და ამ­ისა, პრე­ზი­დენ­ტის ეს გან­ცხა­დე­ბა აშ­კა­რად ემ­სა­ხუ­რე­ბო­და სა­ზო­გა­დო­ებ­აში ჭარ­ბი მო­ლო­დი­ნის გა­ჩე­ნას ევ­რო­ინ­ტეგ­რა­ცი­ის ტემ­პებ­თან და­კავ­ში­რე­ბით. ევ­რო­პე­ლი პო­ლი­ტი­კო­სე­ბის — ბო­რე­ლის, მაკ­რო­ნის, შოლ­ცის და სხვე­ბის სიტყვე­ბი ცხად­ყოფს, რომ ევ­რო­კავ­ში­რის წევ­რო­ბამ­დე სა­ქარ­თვე­ლოს, ის­ევე, რო­გორც უკ­რა­ინ­ასა და მოლ­დო­ვას, სამ­წუ­ხა­როდ, არ­ცთუ მოკ­ლე გზა აქ­ვს გა­სავ­ლე­ლი. გა­სა­ტა­რე­ბე­ლია არა­ერ­თი რე­ფორ­მა, რა­საც არა­ერ­თი წე­ლი დას­ჭირ­დე­ბა. ამ თვალ­საზ­რი­სით, ხე­ლი­სუფ­ლე­ბას დღემ­დე ძა­ლის­ხმე­ვა არ და­უკ­ლია და არც მო­მა­ვალ­ში და­აკ­ლებს. ამ პი­რო­ბებ­ში, გა­უგ­ებ­არია, რა სა­ჭი­როა ღია კა­რის მტვრე­ვა, რაც რა­დი­კა­ლუ­რი ოპ­ოზ­იცი­ის ცნო­ბი­ლი ხელ­წე­რაა. რო­გორც გა­ვარ­კვი­ეთ, ევ­რო­ინ­ტეგ­რა­ცი­ის მი­ნის­ტრად ოპ­ოზ­იცი­ონ­ერ­ის და­ნიშ­ვნა იყო პრე­ზი­დენ­ტის გუ­შინ­დე­ლი გა­მოს­ვლის ძი­რი­თა­დი სათ­ქმე­ლი, რაც, თა­ვის­თა­ვად, მრავ­ლის­მთქმე­ლია.

სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტის კონ­სტი­ტუ­ცი­ის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო ქმე­დე­ბე­ბი და სა­ფუძ­ველს მოკ­ლე­ბუ­ლი გან­ცხა­დე­ბე­ბი გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი საფ­რთხის შემ­ცვე­ლია იმ დროს, რო­დე­საც რუ­სეთუკ­რა­ინ­ის ომ­ის პი­რო­ბებ­ში, მსოფ­ლიო და სა­ქარ­თვე­ლო უს­აფ­რთხო­ებ­ის გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი გა­მოწ­ვე­ვე­ბის წი­ნა­შე დგას.

და­სას­რულს, კი­დევ ერ­თხელ მო­ვუ­წო­დებთ სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტს, ყუ­რადღე­ბით გა­ეც­ნოს სა­ქარ­თვე­ლოს კონ­სტი­ტუ­ცი­ას და კარ­გად გაიაზროს სა­პარ­ლა­მენ­ტო რეს­პუბ­ლი­კის არ­სი, რომ­ლის დამ­კვიდ­რე­ბა­ში მას, რო­გორც სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტის წევ­რს, 2017 წელს უშუ­ალო მო­ნა­წი­ლე­ობა აქ­ვს მი­ღე­ბუ­ლი. ას­ეთ შემ­თხვე­ვა­ში, ის მო­მა­ვალ­ში მა­ინც იქ­ნე­ბა დაზღვე­ული შეც­დო­მე­ბი­სა და გა­დაც­დო­მე­ბის­გან და მი­სი სა­მო­მავ­ლო ქმე­დე­ბე­ბი და გან­ცხა­დე­ბე­ბი ამ­დენ კითხვას აღ­არ და­ტო­ვებს. სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტმა, პირ­ველ რიგ­ში, უნ­და სცეს პა­ტი­ვი სა­ქარ­თვე­ლოს კონ­სტი­ტუ­ცი­ას და პრე­ზი­დენ­ტის კონ­სტი­ტუ­ცი­ურ პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა­სა და ვალ­დე­ბუ­ლე­ბებს.