„დასავლეთმა მაქსიმუმის გაკეთება ნამდვილად ვერ შეძლო, რადგან ბოლომდე ვერ გააცნობიერა პუტინის მზაობა — მეორე მსოფლიო ომის შემდეგ კიდევ ერთხელ შეექმნა სუვერენული სახელმწიფოს საზღვრის დარღვევის ასეთი მასშტაბური პრეცენდენტი. ამგვარი ტენდეციის ნიშნები უკვე იყო 2008 წელს საქართველოში და 2014-15 წლებში ყირიმში. სამწუხაროდ, ახლა უკვე, დიპლომატიური გამოსავალის მცდელობები ფუჭია. უკრაინა მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდა. არც ნატოში გაწევრიანების პერსპექტივაა, აღარც თავდაცვის საშუალებები და დარჩა მხოლოდ სიტყვიერი სოლიდარობა. რუსეთს ყველაფერი წინასწარ ჰქონდა გათვლილი და დაგეგმილი. ახლა ერთადერთი იარაღი, რაც რუსეთს დააფიქრებს, და ისიც გრძელვადიან პერსპექტივაში, ეკონომიკური სანქციებია. მოკლევადიან პესრექტივაში უკრაინა ძალიან ცუდ დღეშია. შეიძლება ითქვას, რომ დასავლეთი შოკშია“, — აღნიშნავს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, საქართველოსა და კავკასიის საკითხების მკვლევარი ოლივერ რაისნერი.
ოლივერ რაისნერი: დარჩა მხოლოდ სიტყვიერი სოლიდარობა
