ჯან­დაც­ვის სპე­ცი­ალ­ის­ტე­ბი ამ­ბო­ბენ, რომ „ომ­იკ­რო­ნით“ და­ინ­ფი­ცი­რე­ბის შემ­თხვე­ვა­ში დი­დი რის­კია — ად­ამი­ანი მა­ლე­ვე და­ინ­ფი­ცირ­დეს მი­სი სხვა ვა­რი­ან­ტით, ქვეშ­ტა­მე­ბი კი ერ­თმა­ნე­თის­გან დი­დად არ გან­სხვავ­დე­ბა და მა­თი გა­და­ტა­ნა ორ­გა­ნიზ­მის სიძ­ლი­ერ­ეზეა და­მო­კი­დე­ბუ­ლი. ინ­ფექ­ცი­ონ­ის­ტმა ალ­ექ­სან­დრე გო­გი­ნა­ვამ „რე­ზო­ნან­სთან“ სა­უბ­რი­სას გან­მარ­ტა, რომ „ომ­იკ­რო­ნის“ ქვეშ­ტა­მე­ბი დი­დად არ გან­სხვავ­დე­ბა ერ­თმა­ნე­თის­გან და მშრა­ლი ხვე­ლით, ყე­ლი­სა და წე­ლის ტკი­ვი­ლით, სა­სუნ­თქი გზე­ბის და­ზი­ან­ებ­ით მიმ­დი­ნა­რე­ობს. „ახ­ალი ქვეშ­ტა­მით და­ინ­ფი­ცი­რე­ბის შემ­თხვე­ვე­ბი აღ­წე­რი­ლია მთელ მსოფ­ლი­ოში. ერ­თი თვის შემ­დე­გაც კი შე­საძ­ლე­ბე­ლია ხე­ლახ­ლა და­ინ­ფი­ცი­რე­ბა „ომ­იკ­რო­ნის“ სხვა ვა­რი­ან­ტით, მაგ­რამ ჯერ­ჯე­რო­ბით კვლე­ვა მიმ­დი­ნა­რე­ობს და ეს და­მო­კი­დე­ბუ­ლია ას­აკ­ზე, რამ­დე­ნად მძი­მედ გა­და­იტ­ანა ინ­ფი­ცი­რე­ბულ­მა წი­ნა შტა­მი და ა.შ.

„ერ­თი ქვეშ­ტა­მის გა­და­ტა­ნის შემ­დეგ ყა­ლიბ­დე­ბა ჯვა­რე­დი­ნი იმ­უნ­იტ­ეტი და ამ­იტ­ომ არც ისე ხში­რია ხე­ლახ­ლა და­ინ­ფი­ცი­რე­ბის შემ­თხვე­ვე­ბი. ასე რომ, ნა­წი­ლობ­რივ და­ცუ­ლია ად­ამი­ანი, მაგ­რამ არა სრულ­ფა­სოვ­ნად. „ომ­იკ­რო­ნის“ ვა­რი­ან­ტე­ბი ძა­ლი­ან ჰგავს ერ­თმა­ნეთს, სხვა­ობა უმ­ნიშ­ვნე­ლოა. ორ­ივე ვა­რი­ან­ტს ახ­ასი­ათ­ებს სა­სუნ­თქი გზე­ბის და­ზი­ან­ება, ყე­ლი­სა და წე­ლის ტკი­ვი­ლი, ოფ­ლი­ან­ობა და ა.შ. იმ­უნ­იტ­ეტი კი გა­მო­მუ­შავ­დე­ბა ორ­ნა­ირ­ად — და­ავ­ად­ებ­ის გა­და­ტა­ნი­თა და ვაქ­ცი­ნა­ცი­ის შე­დე­გად. აუც­რე­ლი ად­ამი­ან­ები „ომ­იკ­რო­ნის“ გა­და­ტა­ნის შემ­დე­გაც ძა­ლი­ან მარ­ტი­ვად შე­იძ­ლე­ბა ხე­ლახ­ლა და­ინ­ფი­ცირ­დნენ“, — აღ­ნიშ­ნა გო­გი­ნა­ვამ.

მე­დი­ცი­ნის დოქ­ტო­რი, ინ­ფექ­ცი­ონ­ის­ტი ირ­აკ­ლი ხმა­ლა­ძე ამ­ბობს, რომ ვი­რუ­სის გა­და­ტა­ნი­დან მა­ლე­ვე შე­საძ­ლე­ბე­ლია რე­ინ­ფი­ცი­რე­ბა, არი­ან პა­ცი­ენ­ტე­ბი, რო­მელ­თაც „ომ­იკ­რო­ნის“ ორ­ივე ვა­რი­ან­ტი ორი კვი­რის შუ­ალ­ედ­ში გა­და­იტ­ან­ეს. ეს ვა­რი­ან­ტე­ბი ერ­თმა­ნე­თის­გან დი­დად არ გან­სხვავ­დე­ბა, სიმ­პტო­მე­ბი კი და­მო­კი­დე­ბუ­ლია ად­ამი­ან­ის ორ­გა­ნიზ­მზე.

წერს გა­ზე­თი „რე­ზო­ნან­სი“