უკ­რა­ინ­ის სა­ხალ­ხო პო­ეტი, სა­ქარ­თვე­ლოს ერ­ოვ­ნუ­ლი აკ­ად­ემი­ის უცხო­ელი წევ­რი რა­ულ ჩი­ლა­ჩა­ვა, რო­მე­ლიც სა­ქარ­თვე­ლო­ში უკ­რა­ინ­იდ­ან 13 მარ­ტს დაბ­რუნ­და, ყო­ველ დღე უს­მენს უკ­რა­ინ­ულ ჰიმ­ნს.

რა­ულ ჩი­ლა­ჩა­ვას არ მოს­წონს სა­ქარ­თვე­ლოს ჰიმ­ნი იმ გა­გე­ბით, რომ ის ქვეყ­ნის პროგ­რა­მას არ გა­მო­ხა­ტავს, რაც გა­ნას­ხვა­ვებს მას უკ­რა­ინ­ის ჰიმ­ნის­გან.

„სა­ქარ­თვე­ლოს ჰიმ­ნში არ არ­ის ნახ­სე­ნე­ბი არც სა­ქარ­თვე­ლო, არც ქარ­თვე­ლე­ბი, არ­აფ­ერი არ არ­ის ნახ­სე­ნე­ბი, რაც შე­იძ­ლე­ბა ქვეყ­ნის პროგ­რა­მა­სა და არ­სს წარ­მო­ად­გენ­დეს. აკ­აკ­ის ორი სტრი­ქო­ნის გარ­და სრუ­ლად გა­უგ­ებ­არია ჰიმ­ნის ტექ­სტის არ­სი. მხო­ლოდ მე არ ვამ­ბობ ამ­ას.

უკ­რა­ინ­ის ჰიმ­ნში კი ეს ძა­ლი­ან კონ­კრე­ტუ­ლად არ­ის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბუ­ლი და გან­სა­კუთ­რე­ბით ახ­ლა, რო­ცა იბ­რძვის თა­ვი­სი არ­სე­ბო­ბის­თვის, იქ ყვე­ლა სტრი­ქო­ნი არ­ის თა­ვის ად­გილ­ზე. ჰიმ­ნი ზოგ­ჯერ ქვე­ყა­ნას ომ­საც კი აგ­ებ­ინ­ებს, რად­გან ჰიმ­ნის პა­თო­სით არ­ის ახ­ლა ყვე­ლა უკ­რა­ინ­ელი გაჟღენ­თი­ლი”, — ამ­ბობს რა­ულ ჩი­ლა­ჩა­ვა.

უკ­რა­ინ­ის ჰიმ­ნი რა­ულ ჩი­ლა­ჩა­ვამ ქარ­თუ­ლად თარ­გმნა.

გთა­ვა­ზობთ უკ­რა­ინ­ის ჰიმ­ნის ტექ­სტს:

არ მომ­კვდა­რა უკ­რა­ინ­ის დი­დე­ბა და ნე­ბა
ძმე­ბო, უკ­რა­ინ­ელ­ებო, ჩვე­ნი დროც იქ­ნე­ბა,
გაქ­რე­ბი­ან ჩვე­ნი მტრე­ბი, რო­გორც მზე­ზე ნა­მი,
დაგ­ვიდ­გე­ბა ჩვე­ნაც, ძმე­ბო, აღ­ზე­ვე­ბის ჟა­მი!
სულ­საც, ხორ­ცსაც ვა­ნაც­ვა­ლებთ შვე­ბას ჩვე­ნი მხა­რის
და­ვამ­ტკი­ცებთ, რომ ვართ, ძმე­ბო, ჩვენ კა­ზაკ­თა გვა­რის
მოვ­რწყათ, ძმე­ბო, მტრე­ბის სის­ხლით ქსი­ანი და დო­ნი
ვინც ჩვენს მხა­რეს თვალს და­ად­გამს, და­ვუბ­ნე­ლოთ გო­ნი…
გაგ­ვი­ღი­მებს შა­ვი ზღვა და ჩვე­ნი დნიპ­რო პა­პა
ბედ­ნი­ერი სვე ეწ­ვე­ვა უკ­რა­ინ­ის მთა-ბარს,
სულ­საც, ხორ­ცსაც ვა­ნაც­ვა­ლებთ, შვე­ბას ჩვე­ნი მხა­რის,
და­ვამ­ტკი­ცებთ, რომ ვართ, ძმე­ბო, ჩვენ კა­ზაკ­თა გვა­რის
ჩვე­ნი გარ­ჯა, შე­მარ­თე­ბა ბევ­რჯერ გვა­სა­ხე­ლებს,
შვე­ბის ჰან­გი გა­და­უვ­ლის უკ­რა­ინ­ის ვე­ლებს,
კარ­პა­ტებ­საც გა­და­უფ­რენს თა­ვი­სუ­ფალ ფრთე­ბით
უკ­რა­ინ­ის დი­დე­ბა­ზე შეკ­რთე­ბი­ან მტრე­ბი.
სულ­საც, ხორ­ცსაც ვა­ნაც­ვა­ლებთ შვე­ბას ჩვე­ნი მხა­რის
და­ვამ­ტკი­ცებთ, რომ ვართ, ძე­ბო, ჩვენ კა­ზაკ­თა გვა­რის!

რა­ულ ჩი­ლა­ჩა­ვა, უკ­რა­ინ­ის სა­ხალ­ხო პო­ეტი