გვე­სა­უბ­რე­ბა და­ავ­ად­ებ­ათა კონ­ტრო­ლის ცენ­ტრის დი­რექ­ტო­რის მო­ად­გი­ლე მეც­ნი­ერ­ებ­ის დარ­გში პა­ატა იმ­ნა­ძე, რო­მე­ლიც ას­ეთ ინ­ფორ­მა­ცი­ას გვაწ­ვდის: „დღეს და­დას­ტუ­რე­ბუ­ლი კო­ვიდ-შემ­თხვე­ვე­ბის 90 %-ზე მე­ტი ომ­იკ­რო­ნია. ჯერ­ჯე­რო­ბით, რო­გორც ჩანს, ომ­იკ­რო­ნი აგ­რე­სი­ული არაა. რო­ცა დღე­ში მაქ­სი­მა­ლუ­რი 6500 აქ­ტი­ური შემ­თხვე­ვა გვქონ­და და ად­ამი­ან­ებ­ის სა­ავ­ად­მყო­ფო­ში დაწ­ვე­ნა ვერ ხერ­ხდე­ბო­და, დღეს უკ­ვე 100 000-მდე შემ­თხვე­ვა გვაქ­ვს დღე­ში, მაგ­რამ სა­ავ­ად­მყო­ფო­ებ­ში თა­ვი­სუ­ფა­ლი ად­გი­ლე­ბი გვრჩე­ბა. ამ შე­დეგ­ზე დაკ­ვირ­ვე­ბით შეგ­ვიძ­ლია ვი­ვა­რა­უდ­ოთ, რომ ომ­იკ­რო­ნი უფ­რო სუს­ტია. ის­ეთ ქვეყ­ნებ­ში, სა­დაც ვაქ­ცი­ნი­რე­ბულ­თა მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი მა­ღა­ლია, ეს ვი­რუ­სი უფ­რო მე­ტად ემ­სგავ­სე­ბა გრიპს, რო­მე­ლიც შე­იძ­ლე­ბა ვინ­მეს ძა­ლი­ან გა­ურ­თულ­დეს, მაგ­რამ უმ­ეტ­ეს­ობა მარ­ტი­ვად გა­და­იტ­ანს. თუმ­ცა ჯერ კი­დევ არ გვაქ­ვს საკ­მა­რი­სი სა­მეც­ნი­ერო მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბი იმ­ის შე­სა­ხებ, თუ რას ტო­ვებს ეს ვი­რუ­სი და რა იქ­ნე­ბა ამ ვი­რუ­სის გა­და­ტა­ნის შემ­დგომ“.

კითხვა­ზე — რე­ალ­ურია თუ არა პროგ­ნო­ზი, რომ­ლის თა­ნახ­მა­დაც ომ­იკ­რო­ნი არ­ის პან­დე­მი­ის და­სას­რუ­ლის და­საწყი­სი და იქ­ნე­ბა თუ არა 2022 პირ­ბა­დე­ებ­ის ტა­რე­ბის ბო­ლო წე­ლი, პა­ატა იმ­ნა­ძე გვპა­სუ­ხობს: „არ მსურს ვარ­სკვლავ­თმრიცხველს და­ვემ­სგავ­სო, რად­გან კო­რო­ნას შე­სა­ხებ ნა­ად­რე­ვი პროგ­ნო­ზის გა­კე­თე­ბა ძნე­ლია სა­მეც­ნი­ერო მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბის გა­რე­შე. საქ­მე უნ­და წა­ვი­დეს იმ­ის­კენ, რომ ვი­რუ­სი გახ­დეს სე­ზო­ნუ­რი, მო­ერ­გოს ად­ამი­ან­თა პო­პუ­ლა­ცი­ას, გავ­რცელ­დეს სწრა­ფად, მაგ­რამ არ და­ღუ­პოს ად­ამი­ან­ები, რად­გან გარ­დაც­ვლი­ლი ად­ამი­ან­ის­გან ვი­რუ­სი ვე­ღარ მრავ­ლდე­ბა. და­სუს­ტე­ბუ­ლი ვი­რუ­სი, წე­სით და რი­გით, ნაკ­ლე­ბად ვი­რუ­ლენ­ტუ­რი უნ­და იყ­ოს, რაც გვაძ­ლევს სა­შუ­ალ­ებ­ას — ვი­ვა­რა­უდ­ოთ, რომ ეს წე­ლი იქ­ნე­ბა პან­დე­მი­ის ბო­ლო წე­ლი“.

ეპ­იდ­ემი­ოლ­ოგი აცხა­დებს, რომ ამ ეტ­აპ­ზე რთუ­ლია იმ­ის თქმა, ზუს­ტად რო­დის შე­მო­ვა ჩვენს ქვე­ყა­ნა­ში კო­ვი­დის სამ­კურ­ნა­ლო პრე­პა­რა­ტე­ბი, მაგ­რამ გვარ­წმუ­ნებს, რომ იმ ქვეყ­ნებს შო­რის, რომ­ლე­ბიც ამ პრე­პა­რა­ტებს მი­იღ­ებ­ენ, ერთ-ერ­თი პირ­ვე­ლი ვიქ­ნე­ბით.

და­იწყე­ბა თუ არა სწავ­ლა უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტებ­ში მარ­ტის თვი­დან? — ამ კითხვა­ზე პა­ატა იმ­ნა­ძე გვპა­სუ­ხობს: „სკო­ლებ­სა და ბა­ღებ­ში უკ­ვე აღ­დგა სწავ­ლე­ბა, ბავ­შვებს აქ­ვთ სა­შუ­ალ­ება — არ­ჩე­ვა­ნი გა­აკ­ეთ­ონ ონ­ლა­ინ და აუდ­იტ­ორი­ებ­ში სწავ­ლე­ბებს შო­რის. რაც შე­ეხ­ება უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტებს, ჩვე­ნი ინ­ფორ­მა­ცი­ით, აც­რი­ლია პრო­ფე­სორ­თა უდ­იდ­ესი ნა­წი­ლი, თუმ­ცა — სტუ­დენ­ტთა არც ისე დი­დი რა­ოდ­ენ­ობა (თუ არ ჩავ­თვლით სა­მე­დი­ცი­ნო უნ­ივ­ერ­სი­ტეტს). დღეს ვი­რუს­თან ბრძო­ლის ტაქ­ტი­კა შეც­ვლი­ლია და ძი­რი­თა­დი აქ­ცენ­ტი გა­კე­თე­ბუ­ლია აც­რა­სა და რე­გუ­ლა­ცი­ებ­ის დაც­ვა­ზე. ამ­იტ­ომ ვფიქ­რობ, რომ სწავ­ლა უნ­და აღ­დგეს, რამ­დე­ნა­დაც ეს შე­საძ­ლე­ბე­ლია, რად­გან სა­კითხა­ვია — რა უფ­რო დამ­ღუპ­ველ შე­დე­გამ­დე მიგ­ვიყ­ვანს: ომ­იკ­რო­ნი თუ გა­უნ­ათ­ლე­ბე­ლი თა­ობა?!“