უკრაიანასთან რუსეთის გაჩაღებული დაუნდობელი ომის ფონზე, საქართველოს სურსათის სააგენტოს მიერ რუსეთითთან რძის პროდუქტების მიწოდების თაობაზე საუბრის განახლების თემა მედიაში დღეს ჭურვივით გასკდა.
როგორც სურსათის ეროვნული სააგენტოს ოფიციალურ განცხადებაშია აღნიშნული: „სააგენტო მოლაპარაკებებს აწარმოებს არაერთ ქვეყანასთან, მათ შორის, ერთი კვირის წინ წარმატებით დასრულდა მოლაპარაკებები საუდის არაბეთთან. 2020 წლიდან მოლაპარაკებები მიმდინარეობდა რუსეთის ფედერაციის მხარესთანაც, რომლის საფუძველზე მიღებულ იქნა გადაწყვეტილება ქართული ცხოველური წარმოშობის პროდუქციის ექსპორტის დაშვებასთან დაკავშირებით რუსეთის ფედერაციასა და სხვა ქვეყნებში“.
მაშინ, როცა ხელისუფლება ლამის რუსეთის პოლიტიკის მხარდაჭერაში ამხილოს ქუჩაში გამოსულმა რადიკალურმა ოპოზიციამ თუ საზოგადოების ნაწილმა, დავინტერესდით — რა გადაუდებელი აუცილებლობითაა ნაკარნახევი ამგვარი საუბრების განახლება რუსეთთან? — ამ კითხვით მივმართეთ ეკონომისტს, პროფესორს პაატა კოღუაშვილს.
ის, რომ საქართველოს მთავრობამ არ გამოუცხადა რუსეთს სანქციები — ერთი საკითხია, თუმცა, არ მგონია — ეს ქუჩის გადასაწყვეტი იყოს. თუ ქუჩაში მდგომ ხალხს რამე უნდა, მოკიდოს ხელი ხელბარგს და წავიდეს მოხალისედ უკრაინაში. მე ყველა ომში ვიომე და დავიჭერი, ისე წავედი — ამის აფიშირება არ მიკადრებია.
როცა მე-10 საუკუნეში სომხეთის კათოლიკოსმა დაგვწყევლა, ყველაფერი აუკრძალა სომხებს ქართველებთან ურთიერთობაში, გარდა ვაჭრობისა.
ჩვენი მეღვინეები ახლა კატასტროფულ მდგომარეობაში ჩავარდებიან, ასეთივე მდგომარეობაში იქნებიან მინერალური წყლების მწარმოებლები და სხვა დანარჩენიც. მკითხეს ხელისუფლებიდან ამ თემასთან დაკავშირებითაც. ჩვენ მხოლოდ ორი კვირის სამყოფი ფქვილი გვაქვს და არცერთი გრამი ხორბალი. ამ ფქვილს ვიღებთ რუსეთიდან. ჩვენ თვითონ არ გვაქვს საკმარისი რაოდენობის რძე და რძის პროდუქტი და, საერთოდ, ძირითადი სასურსათო პროდუქტების დეფიციტიც გვაქვს. ჩვენ თვითონ შემოგვაქვს ეს ყველაფერი.
ექსპორტი რუსეთთან ისედაც გაჩერდება — ფულს აბა როგორ მოგვაწვდიან, როცა გადარიცხვები შეჩერებულია?
* * *
— ამ პირობების გათვალისწინებით, ბუნებრივი კითხვა იბადება: რუსეთისთვის ცხოველური პროდუქტების მიწოდების აუცილებლობა როგორ წარმოიქმნა?
— არ ვიცი, რუსეთმა მოითხოვა, ალბათ, და ესენიც ასრულებენ. პასუხისმგებლობის აღების ეშინიათ და, მე თუ მკითხავთ, სამართლიანადაც ეშინიათ. რომც განხცორციელდეს ამ პროდუქტების მიწოდება, საინტერესოა, როგორ მოხდება მისი ანაზღაურება? ისევ ჩემოდნებით დაიწყებენ ფულის მოწოდებას? — აი, ეს არის მთავარი პრობლემა.
— ხელისუფლების ეს შიში, რომელიც, როგორც ამბობთ, რომ საფუძველსმოკლებული არ არის, კიდევ რამეზე მიანიშნებს?
— ჩვენ უნდა შევინარჩუნოთ ჩვენი თავისუფლება და დამოუკიდებლობა — ყველაზე მნიშვნელოვანი ესაა ახლა. რა თქმა უნდა, აქ არის მთავარი ფასეულობა, როგორიცაა ღირსება და ჩვენ ამ თვალსაზრისით გადაგვარჩინა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა. მისმა ქცევამ, მისმა განცხადებებმა, ამ პროცესებში მისმა ჩართვამ და მოწოდებებმა მოგვწმინდა ეს ლაქა. ორი დღით ადრე ხელისუფლებამ გააკეთა განცხადება, რომ იგი ევროკავშირში არ შეიტანდა განაცხადს 2024 წლამდე, მაგრამ ქალბატონი სალომეს და შარლ მიშელის შეხვედრის შემდეგ გადაწყდა, რომ საქართველოს ეს განაცხადი ახლა უნდა შეეტანა ევროკავშირში კანდიდატის სტატუსის მოსაპოვებლად.