ვლა­დი­მერ პა­პა­ვა

COVID-19-ის პან­დე­მია, რუ­სე­თის მი­ერ უკ­რა­ინ­აში დაწყე­ბუ­ლი ომი და ამ­ის გა­მო რუ­სე­თის წი­ნა­აღ­მდეგ და­წე­სე­ბუ­ლი ეკ­ონ­ომ­იკ­ური სან­ქცი­ები ერ­თმა­ნე­თის მი­ყო­ლე­ბით გან­ხორ­ცი­ელ­და. ყვე­ლა ეს მოვ­ლე­ნა გლო­ბა­ლუ­რი ხა­სი­ათ­ისაა და ამ­ის გა­მო გლო­ბა­ლი­ზა­ცი­ის პრო­ცე­სებ­ზე ზე­გავ­ლე­ნა იქ­ონია.

COVID-19-ის პან­დე­მი­ის დაწყე­ბი­დან ორი წლის თავ­ზე შე­იძ­ლე­ბა გან­ზო­გა­დე­ბულ იქ­ნას იმ გა­დაწყვე­ტი­ლე­ბა­თა გა­მოც­დი­ლე­ბა, რომ­ლე­ბიც ერ­ოვ­ნუ­ლი მთავ­რო­ბე­ბი­სა და სა­ერ­თა­შო­რი­სო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ებ­ის მი­ერ პან­დე­მი­ას­თან ბრძო­ლის მიზ­ნით მი­იღ­ებ­ოდა. საქ­მე იმ­აშია, რომ რო­გორც ერ­ოვ­ნუ­ლი მთავ­რო­ბე­ბი, ისე სა­ერ­თა­შო­რი­სო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ები პან­დე­მი­ის დაწყე­ბას მო­უმ­ზა­დებ­ლე­ბი შეხ­ვდნენ. უფ­რო მე­ტიც, კო­რო­ნა­ვი­რუ­სის მო­ულ­ოდ­ნე­ლი და სწრა­ფი გავ­რცე­ლე­ბის გა­მო ის­ინი, გარ­კვე­ულ­წი­ლად, დაბ­ნე­ულ­ებ­იც კი აღ­მოჩ­ნდნენ. მო­სახ­ლე­ობ­ის კო­რო­ნა­ვი­რუ­სით სწრა­ფი და­ინ­ფი­ცი­რე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ ერ­ოვ­ნულ მთავ­რო­ბა­თა არ­აკო­ორ­დი­ნი­რე­ბულ­მა მოქ­მე­დე­ბებ­მა და სა­ერ­თა­შო­რი­სო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ებ­ის პა­სი­ურ­ობ­ამ გლო­ბა­ლი­ზა­ცი­ის პრო­ცე­სის დას­რუ­ლე­ბის შე­სა­ხებ აზ­რის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბას შე­უწყო ხე­ლი. აქ­ვე აუც­ილ­ებ­ელია გა­ვიხ­სე­ნოთ, რომ ჯერ კი­დევ COVID-19-ის პან­დე­მი­ის დაწყე­ბამ­დე დეგ­ლო­ბა­ლი­ზა­ცი­ის პრო­ცე­სის სტი­მუ­ლი­რე­ბი­სათ­ვის გარ­კვე­ული ძა­ლის­ხმე­ვა აშშ-ის პრე­ზი­დენტ დო­ნალდ ტრამ­პი­დან მი­ზან­მი­მარ­თუ­ლად მო­დი­ოდა (https://www.weforum.org/agenda/2017/01/jeffrey-sachs-global-cooperation-is-the-only-way-forward-for-the-us/). დეგ­ლ-
ო­ბა­ლი­ზა­ცი­ის ამ კონ­ტექ­სტში ყვე­ლა­სათ­ვის კარ­გად ცნო­ბი­ლი ბრექ­სი­ტიც უშუ­ალ­ოდ ჯდე­ბა.

ცალ­კე­ულ მთავ­რო­ბა­თა მი­ერ ეკ­ონ­ომ­იკ­ის ზო­გი­ერ­თი დარ­გე­ბის საქ­მი­ან­ობ­ის შე­ჩე­რე­ბამ უშუ­ალო ზე­გავ­ლე­ნა იქ­ონია მი­წო­დე­ბის და ღი­რე­ბუ­ლე­ბის შექ­მნის გლო­ბა­ლუ­რი ჯაჭ­ვე­ბის რღვე­ვა­ზე, რაც იზ­ოლ­აცი­ონ­იზ­მის პრო­ცე­სის­თვი­საა და­მა­ხა­სი­ათ­ებ­ელი (https://www.project-syndicate.org/commentary/global-cooperation-can-prevent-next-pandemic-by-kemal-dervis-and-sebasti-n-strauss-2020-03).

ხაზ­გა­სას­მე­ლია, რომ პან­დე­მი­ის გლო­ბა­ლუ­რი ხა­სი­ათ­ის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, მი­სი დაძ­ლე­ვა იზ­ოლ­აცი­ონ­იზ­მის სა­ფუძ­ველ­ზე პრინ­ცი­პუ­ლა­დაა შე­უძ­ლე­ბე­ლი (https://www.project-syndicate.org/commentary/trump-coronaviru
s-failure-of-small-government-by-joseph-e-stiglitz-2020-03?utm-source=Project%20Syndicate%20Newsletter&utm-camp
aign=cba7e1c6a1-sunday-newsletter-15-03-2020&utm-medium=email&utm-term=0-73bad5b7d8-cba7e1c6a1-9356760
1&mc-cid=cba7e1c6a1&mc-eid=e9fb6cbcc0
). მარ­ტი­ვი ლო­გი­კი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, პან­დე­მი­ის დაძ­ლე­ვა, რო­მე­ლიც თა­ვი­სი ბუ­ნე­ბით გლო­ბა­ლუ­რი მოვ­ლე­ნაა, ერ­ოვ­ნულ მთავ­რო­ბა­თა და სა­ერ­თა­შო­რი­სო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ათა საქ­მი­ან­ობ­ის მაქ­სი­მა­ლუ­რი კო­ორ­დი­ნა­ცი­ის გზი­თაა შე­საძ­ლე­ბე­ლი (https://www.project-syndicate.org/com
mentary/universal-free-covid19-vaccine-by-mariana-mazzucato-and-els-torreele-2020-04?utm-source=Project%20Syndic
ate%20Newsletter&utm-campaign=64d8372856-sunday-newsletter-03-05-2020&utm-medium=email&utm-term=0-73b
ad5b7d8-64d8372856-93567601&mc-cid=64d8372856&mc-eid=e9fb6cbcc0
). ბუ­ნებ­რი­ვია, რომ ეკ­ონ­ომ­იკ­ის პოს­ტპან­დე­მი­ური გან­ვი­თა­რე­ბა დეგ­ლო­ბა­ლი­ზა­ცი­ის პი­რო­ბებ­ში, რომ არ­აფ­ერი ვთქვათ იზ­ოლ­აცი­ონ­იზ­მზე, თა­ვი­სი არ­სი­თაა შე­უძ­ლე­ბე­ლი (https://www.project-syndicate.org/commentary/covid19-crisis-revive-multilateralism-open-trade-by-victor-k-fung-2020-04?utm-source=Project%20Syndicate%20Newsletter&utm-campaign=871db40e9f-sun
day-newsletter-26-04-2020&utm-medium=email&utm-term=0-73bad5b7d8-871db40e9f-93567601&mc-cid=871db40e9f
&mc-eid=e9fb6cbcc0
).

მა­შა­სა­და­მე, COVID-19-ის პან­დე­მი­ის დაწყე­ბამ ფსევ­დო და არა რე­ალ­ური დეგ­ლო­ბა­ლი­ზა­ცი­ის პრო­ცე­სი გა­ნა­პი­რო­ბა (https://www.eurasiareview.com/18102021-on-pseudo-de-globalization-silk-road-of-global-value-chains-and-r
ole-of-georgia-oped/
).

ხსე­ნე­ბუ­ლი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ფსევ­დო დეგ­ლო­ბა­ლი­ზა­ცი­ის პრო­ცე­სის გა­მო­აშ­კა­რა­ვე­ბი­დან მა­ლე დღის წეს­რიგ­ში დად­გა სა­კითხი გლო­ბა­ლი­ზა­ცი­ის ახ­ალი „ტალ­ღის“ დად­გო­მის შე­სა­ხებ, რო­მელ­მაც გლო­ბა­ლი­ზა­ცი­ის პრო­ცე­სი უფ­რო მა­ღალ და გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბულ დო­ნე­ზე უნ­და აიყ­ვა­ნოს (https://www.project-syndicate.org/
commentary/covid19-deglobalization-two-priorities-by-mohamed-a-el-erian-2020-05?utm-source=Project%20Syndicate%
20Newsletter&utm-campaign=3ce69c95d3-sunday-newsletter-17-05-2020&utm-medium=email&utm-term=0-73bad5b7
d8-3ce69c95d3-93567601&mc-cid=3ce69c95d3&mc-eid=e9fb6cbcc0
).

პან­დე­მი­ის პრი­ობ­ებ­შიც კი აშ­კა­რა გახ­და, რომ ამ ე.წ. გა­ნახ­ლე­ბულ გლო­ბა­ლი­ზა­ცი­აში მნიშ­ვნე­ლო­ვან ად­გილს ეკ­ონ­ომ­იკ­ური, გან­სა­კუთ­რე­ბით კი ენ­ერ­გე­ტი­კუ­ლი (https://www.unescap.org/sites/default/d8files/event-doc
uments/ESCAP-77-17-E.pdf
) და სა­სურ­სა­თო (https://www.project-syndicate.org/commentary/four-ways-to-boost-food-security-during-covid19-pandemic-by-tony-blair-and-agnes-kalibata-2020-05?utm-source=Project%20Syndicate%20News
letter&utm-campaign=2ad6876daf-sunday-newsletter-10-05-2020&utm-medium=email&utm-term=0-73bad5b7d8-2ad6
876daf-93567601&mc-cid=2ad6876daf&mc-eid=e9fb6cbcc0
) უს­აფ­რთხო­ებ­ის პრობ­ლე­მე­ბი და­იკ­ავ­ებ­ენ.

სხვა სიტყვე­ბით, ფსევ­დო გლო­ბა­ლი­ზა­ცი­ამ, გლო­ბა­ლი­ზა­ცი­ის პრო­ცე­სის გარ­კვე­ულ მო­უწ­ეს­რი­გე­ბუ­ლო­ბა­ში და რყე­ვებ­ში იჩ­ინა თა­ვი. ამ­იტ­ომ ამ პრო­ცესს შე­იძ­ლე­ბა ტურ­ბუ­ლენ­ტუ­რი გლო­ბა­ლი­ზა­ცია ეწ­ოდ­ოს.

გლო­ბა­ლი­ზა­ცი­ის ტურ­ბუ­ლენ­ტუ­რო­ბის შემ­ცი­რე­ბა­ში კო­რო­ნა­ვი­რუ­სის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო ვაქ­ცი­ნის შე­მო­ღე­ბა­სა და ფარ­თოდ გავ­რცე­ლე­ბას ჰქონ­და დი­დი მნიშ­ვნე­ლო­ბა.

ფორ­მა­ლუ­რად მსოფ­ლიო ჯან­დაც­ვის ორ­გა­ნი­ზა­ცი­ას COVID-19-ის პან­დე­მი­ის დას­რუ­ლე­ბა არ ჰქონ­და გა­მოცხა­დე­ბუ­ლი, რომ 2022 წლის 14 თე­ბერ­ვალს რუ­სეთ­მა უკ­რა­ინ­აში და­იწყო ომი. მოკ­ლე პე­რი­ოდ­ში კი და­სავ­ლეთ­მა რუ­სე­თის წი­ნა­აღ­მდეგ ეკ­ონ­ომ­იკ­ური სან­ქცი­ები შე­მო­იღო.

ამ ომ­მა არა მარ­ტო მსოფ­ლიო ეკ­ონ­ომ­იკ­ის კონ­ტუ­რე­ბი შეც­ვა­ლა ძირ­ფეს­ვი­ან­ად (https://www.project-syndica
te.org/onpoint/russias-war-and-the-global-economy-by-nouriel-roubini-2022-02
), არ­ამ­ედ მსოფ­ლიო წეს­რი­გის ცვლი­ლე­ბის პრო­ვო­ცი­რე­ბაც გა­მო­იწ­ვია (https://www.nytimes.com/2022/03/08/opinion/putin-russia-ukraine-economy-san
ctions.html
). ეს პრო­ცე­სი კი­დევ უფ­რო გარ­თულ­და რუ­სე­თის წი­ნა­აღ­მდეგ მი­ღე­ბუ­ლი ეკ­ონ­ომ­იკ­ური სან­ქცი­ებ­ით, რად­გა­ნაც ის­ინი მსოფ­ლიო ეკ­ონ­ომ­იკ­ის გლო­ბა­ლურ ხა­სი­ათს უშუ­ალ­ოდ შე­ეხო (https://www.project-sy
ndicate.org/commentary/economic-consequences-of-ukraine-war-by-jason-furman-2022-02
). მას­შტა­ბუ­რი ეკ­ონ­ომ­იკ­ური სან­ქცი­ები (https://www.bbc.com/news/world-europe-60125659), თა­ვის მხრივ, მო­ითხოვს, რომ გა­და­იხ­ედ­ოს ეკ­ონ­ომ­იკ­ურ მეც­ნი­ერ­ებ­აში გავ­რცე­ლე­ბუ­ლი არა­ერ­თი მო­საზ­რე­ბა მსოფ­ლიო ეკ­ონ­ომ­იკ­ის ფუნ­ქცი­ონ­ირ­ებ­ის შე­სა­ხებ უკ­ვე სან­ქცი­ებ­ის პი­რო­ბებ­ში (https://www.eurasiareview.com/14032022-on-sanctionomics-oped/).

უკ­რა­ინ­ის წი­ნა­აღ­მდეგ რუ­სე­თის ომ­ის და მის მი­მართ და­წე­სე­ბუ­ლი ეკ­ონ­ომ­იკ­ური სან­ქცი­ებ­ის გა­მო მსოფ­ლიო ეკ­ონ­ომ­იკ­ის არ­ქი­ტექ­ტუ­რის ტრან­სფორ­მა­ცია და­იწყო (https://www.eurasiareview.com/31032022-on-the-m
ain-challenges-of-the-architecture-transformation-of-the-world-economy-oped/
). ამ პრო­ცე­სის გან­მას­ხვა­ვე­ბე­ლი ნი­შა­ნია მსოფ­ლიო ეკ­ონ­ომ­იკ­ის ფრაგ­მენ­ტა­ცია ქვეყ­ნე­ბად, რომ­ლე­ბიც უერ­თდე­ბი­ან რუ­სე­თის წი­ნა­აღ­მდეგ და­წე­სე­ბულ ეკ­ონ­ომ­იკ­ურ სან­ქცი­ებს, ქვეყ­ნე­ბად, რომ­ლე­ბიც რუ­სე­თის მო­კავ­ში­რე­ები არი­ან (ეს, უწ­ინ­არ­ეს ყოვ­ლი­სა, ეხ­ება ბე­ლა­რუსს) და ქვეყ­ნე­ბად, რომ­ლებ­მაც ამ კონ­ფრონ­ტა­ცი­ულ სქე­მა­ში გარ­კვე­ული ნე­იტ­რა­ლი­ტე­ტი შე­ინ­არ­ჩუ­ნეს (კერ­ძოდ, ის­რა­ელი, თურ­ქე­თი, ჩი­ნე­თი, ინ­დო­ეთი და სხვ.).

თა­ნა­მედ­რო­ვე მსოფ­ლიო ეკ­ონ­ომ­იკ­ის კონ­ფრონ­ტა­ცი­ული ხა­სი­ათი, უწ­ინ­არ­ეს ყოვ­ლი­სა, გან­სა­კუთ­რე­ბულ სირ­თუ­ლე­ებ­ში ენ­ერ­გე­ტი­კულ (https://theconversation.com/war-in-ukraine-is-changing-energy-geopolitics-177903) და სა­სურ­სა­თო სფე­რო­ებ­ში (https://www.theguardian.com/world/2022/may/19/ukraine-war-has-stoked-global-food-cri
sis-that-could-last-years-says-un
) აის­ახა, რა­მაც სა­ბო­ლოო ჯამ­ში მსოფ­ლიო ეკ­ონ­ომ­იკ­აში დე­ფი­ცი­ტის პრობ­ლე­მა გა­აჩ­ინა (https://www.eurasiareview.com/24032022-bracing-for-the-era-of-economic-shortage-analysis/). სუ­ლაც არ არ­ის შემ­თხვე­ვი­თი, რომ სურ­სა­თი არ არ­ის საკ­მა­რი­სი, რაც თა­ნა­მედ­რო­ვე მსოფ­ლიო პრო­ცე­სე­ბის კონ­ფრონ­ტა­ცი­ული ხა­სი­ათ­ითაა გა­მოწყვე­ული, ანუ „სა­სურ­სა­თო ომს“ აქ­ვს ად­გი­ლი (https://www.theatlantic.com/i
deas/archive/2022/03/rising-food-prices-ukraine-russia-war/626967/
). იმ­ავე მი­ზე­ზით სა­ხე­ზეა „ნავ­თო­ბის ომ­იც“ (https://www.eurasiareview.com/20052022-the-oil-war-facing-eu-embargo-russia-targeted-ukraines-supplies-analysis/).

ზე­მოხ­სე­ნე­ბუ­ლი­დან გა­მომ­დი­ნა­რე­ობს, რომ ჯერ კი­დევ არ­დას­რუ­ლე­ბუ­ლი პან­დე­მი­ის, ომ­ისა და ეკ­ონ­ომ­იკ­ური სან­ქცი­ებ­ის ფონ­ზე, მსოფ­ლიო ეკ­ონ­ომ­იკ­ას მძი­მე დღე­ები უდ­გას, რომ­ლის მთა­ვა­რი გან­მას­ხვა­ვე­ბე­ლი ნი­შა­ნი კონ­ფრონ­ტა­ცი­ულ­ობაა. იბ­ად­ება კითხვე­ბი იმ­ის შე­სა­ხებ, თუ რამ­დე­ნა­დაა კონ­ფრონ­ტა­ცი­ულ­ობა და გლო­ბა­ლი­ზა­ცია თავ­სე­ბა­დი, გა­მო­რიცხავს თუ არა კონ­ფრონ­ტა­ცი­ულ­ობა გლო­ბა­ლი­ზა­ცი­ას.

რუ­სე­თის წი­ნა­აღ­მდეგ და­წე­სე­ბუ­ლი ეკ­ონ­ომ­იკ­ური სან­ქცი­ებ­ის არ­ას­რულ­ფა­სოვ­ნე­ბა შემ­დე­გი ორი ფორ­მით გა­მოვ­ლინ­და: ა) ევ­რო­კავ­ში­რის ზო­გი­ერ­თი ქვე­ყა­ნა რუ­სე­თის წი­ნა­აღ­მდეგ ეკ­ონ­ომ­იკ­ური სან­ქცი­ებ­ის და­წე­სე­ბის პა­რა­ლე­ლუ­რად აგ­რძე­ლებს რუ­სუ­ლი ენ­ერ­გო­მა­ტა­რებ­ლე­ბის შე­ძე­ნას (https://www.france24.com/en/busi
ness/20220405-baltic-states-end-russian-gas-imports-%E2%80%93-but-can-the-rest-of-europe-follow-suit
); ბ) მსოფ­ლი­ოს ბევ­რი ქვე­ყა­ნა, რო­გორც ეს ზე­მოთ უკ­ვე აღ­ინ­იშ­ნა, რუ­სე­თის წი­ნა­აღ­მდეგ და­წე­სე­ბულ ეკ­ონ­ომ­იკ­ურ სან­ქცი­ებს არ შე­ერ­თე­ბია.

მა­შა­სა­და­მე, თა­ნა­მედ­რო­ვე გლო­ბა­ლუ­რი ეკ­ონ­ომ­იკ­ის კონ­ფრონ­ტა­ცი­ული ხა­სი­ათი სუ­ლაც არ ნიშ­ნავს გლო­ბა­ლი­ზა­ცი­ის და­სას­რულს. უფ­რო სწო­რი იქ­ნე­ბა გლო­ბა­ლი­ზა­ცი­ის მო­დი­ფი­ცი­რე­ბის ამ პრო­ცესს კონ­ფრონ­ტა­ცი­ული გლო­ბა­ლი­ზა­ცი­ის ახ­ალი ტერ­მი­ნი ეწ­ოდ­ოს.

მა­შა­სა­და­მე, COVID-19-ის პან­დე­მი­ით გა­მოწ­ვე­ული ტურ­ბუ­ლენ­ტუ­რი გლო­ბა­ლი­ზა­ცია უკ­რა­ინ­ის წი­ნა­აღ­მდეგ რუ­სე­თის ომ­მა და მის წი­ნა­აღ­მდეგ და­წე­სე­ბულ­მა სან­ქცი­ებ­მა კონ­ფრონ­ტა­ცი­ული გლო­ბა­ლი­ზა­ცი­ით ჩა­ან­აც­ვლა.

ის­ევე, რო­გორც COVID-19-ის პან­დე­მი­ის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ მო­სა­ლოდ­ნე­ლი იყო (რო­გორც ეს ზე­მოთ უკ­ვე ით­ქვა) გლო­ბა­ლი­ზა­ცი­ის ახ­ალ დო­ნე­ზე გა­ნახ­ლე­ბა, კონ­ფრონ­ტა­ცი­ულ გლო­ბა­ლი­ზა­ცი­ას აუც­ილ­ებ­ლად ჩა­ან­აც­ვლებს „უკ­ეთ­ესი გლო­ბა­ლი­ზა­ცია“ (https://www.project-syndicate.org/commentary/after-hyperglobalization-national-interests-open-economy-by-dani-rodrik-2022-05), რომ­ლის კონ­ტუ­რე­ბიც უკ­რა­ინ­ის კრი­ზი­სის დამ­თავ­რე­ბის კვა­ლო­ბა­ზე გა­მო­იკ­ვე­თე­ბა (https://www.eurasiareview.com/15052022-three-months-into-the-russia-ukraine-war-f
our-potential-outcomes-analysis/
).
 

წე­რი­ლი თარ­გმნი­ლია ინ­გლი­სუ­რი­დან: Papava, Vladimer. „Pandemic, War and Economic Sanctions: From Turbulent to Confrontational Globalization.“ Eurasia Review, May23, 2022, <https://www.eurasiareview.com/23052022-pandemic-war-and-economic-sanctions-from-turbulent-to-confrontational-globalization-oped/>.