ჟურნალისტი თამაზ ბესტავაშვილი თავის ფეისბუკ–გვერდზე პოსტს აქვეყნებს, რომელსაც ჩვენი სააგენტო საგულისხმო კითხვების შემცველ პოსტად მიიჩნევს.
„რასაც ამ დღეებში ვიდეოებს ვუყურებ რუს „ლტოლვილებზე”, სულ უფრო ვრწმუნდები, რომ რუსეთმა საქართველოს „ხავერდოვანი ოკუპაცია” დაიწყო. სულ ახალგაზრდები შემოდიან, სიარულითაც სამხედროებივით დადიან… ერთ ვიდეოზე კარგად ჩანს, რომ სამხედრო ყაიდით გადაადგილდებიან, მწყობრით, ერთმანეთის მიყოლებით… ამათ ეძახით ლტოლვილებს?! მე უფრო კარგად გაწვრთნილი დივერსანტები მგონია და დრო რომ დადგება, ქვეყანას აურევენ რუსეთთან შეკრულ აქაურ მოღალატეებთან ერთად.
სავიზო რეჟიმია ასამოქმედებელი და საზღვრები ჩასაკეტი, თორემ ააოხრებენ ქვეყანას. გგონიათ, პუტინს უკრაინიდან რომ გააძევებენ, გაჩერდება? გახსოვთ, როგორ დაიწყო აფხაზეთის და ცხინვალის ამბები? — ვითომ დიდი არაფერი — რუსეთის მოქალაქეობას ურიგებდნენ. ახლაც „დიდი არაფერია“, „პუტინის რეჟიმს გამოქცეული“ ლტოლვილები შემოუშვეს, დიდი ამბავი”…